Home რუბრიკები საზოგადოება ფესვებიდან წამოსული ღაღადი

ფესვებიდან წამოსული ღაღადი

710

აი, რას გვიყვება ნუგზარ თაბუნიძის შესახებ  ერთ-ერთი კლინიკის მთავარი ექიმი თ.ნ.

ბატონ ნუგზარს თამამად ვუწოდებ ,,ოქროს ხელს“, რომელიც შველის უამრავ გაჭირვებულ, დაავადებულ ადამიანს. იგი სულითა და გულით მდიდარ ცოდნას აქსოვს ავადმყოფთა მკურნალობას . უმოკლეს დროში აღწევს იმ შედეგებს, რომლის  შედარება არ შეიძლება იმ მეთოდებთან , რომლებიც  აქამდე იხმარება სამედიცინო პრაქტიკაში,  როგორც მედიკამენტოზური, ისე ფიზიო, ბალნეო, მექანო-თერაპია, სამკურნალო ფიზკულტურა და სხვ. მე პირადად სისტემატურად ვიტარებდი მკურნალობას ყველა ამ მეთოდით, მაგრამ შედეგს ვერ მივაღწიე. ნუგზარ თაბუნიძესთან მკურნალობის  მხოლოდ ერთი კურსის ჩატარების შემდეგ ვიგრძენი გაუმჯობესება, მომეხსნა ტკივილები წელისა და ფეხის არეში,   სადაც მქონდა გონართროზი, მუხლის სახსარს თავისუფლად ვამოძრავებ. დიდ მადლობას ვუხდი ბატონ ნუგზარს ამისთვის. დავრწმუნდი და ჩემი თვალით ვნახე, როგორ ამარცხებს პროტრუზიას, დისკოპათიას, პროლაფსს, ნერვის ანთებას, ხონდროზებს და სხვ.

პაციენტი ზაურ სიგუა:

– გავიცანი ნუგზარ თაბუნიძე, იგი მკურნალობის იმ ჯადოსნურ მეთოდს ფლობს , რომელსაც ფლობდნენ მოსინიკები, მესხები, თუბარელები, შემდგომში კოლხები.

მკურნალობის მე-7 დღეს  წელისა და ფეხის ტკივილმა გამიარა. რაც მე ვიგრძენი, ეს არ არის ფანატიზმი, დუალიზმი,  სულის მატერიალიზაცია.   არ დარჩენილა ძველი თუ ახალი  მთავრობის, პარლამენტის, სასულიერო ფენის ხელმძღვანელი თუ რიგითი პირი, რომ თაბუნიძესთან არ ემკურნალოს.

მკურნალობენ: მოხუცები, ახალგაზრდები, ქალები, ბავშვები, მამაკაცები; მწერლები, კომპოზიტორები, სპორტსმენები – მსოფლიო და ოლიმპიური ჩემპიონები. მკურნალობენ ისეთი ადამიანები, რომელთაც   მოიარეს მოწინავე განვითარებული ქვეყნები და  ვერ განიკურნენ.   ნუგზარ თაბუნიძისგან  კი მიდიან მადლიერნი, უფლის ნებითა და მადლით განკურნებულნი.

ბატონ ნუგზარს მიწვევა აქვს საზღვარგარეთის რამდენიმე ქვეყნიდან, მაგრამ არ მიდის, რადგან მიაჩნია, რომ მისი აქ ყოფნა განგებამ ისურვა.  გამდიდრებისა და განდიდებისთვის არ გავჩენილვარ, აქ უნდა ვემსახურო ჩემს ხალხსო. ახლახან მიწვევა მიიღო ბათუმის ერთ–ერთი კლინიკიდან.

ნუგზარ თაბუნიძე, როგორც ოჯახის უფროსი ვაჟი, მარტო ფლობს მკურნალობის საიდუმლოებას. ამბობს, რომ იცის და მალე  იტყვის იმ საიდუმლო ადგილსამყოფელს, სადაც თამარ მეფეა დაკრძალული.

თაბუნიძეებში ცოცხლად დაცული ტრადიცია, მათი მესხური ვინაობისა მიგვითითებს, რომ სამკურნალო ცოდნა ძველი მესხური ხალხური ცოდნაა და  სრულიად შესაძლებელია უფრო ძველი ფორმა ამავე გვარისა მაშინ ჩამოყალიბდა თაბუნიძეებად, როდესაც საქართველოში სიტყვა ,,აქიმი“ და თაბუნი“  დამკვიდრდა პრაქტიკაში. მედეას ქვეყანა და მესხური მედიცინა, ბუნებრივია არ დაელოდებოდა არაბებს, მკურნალობისა და ავადმყოფობის აღსანიშნავად საკუთარი სიტყვა და საკუთარი ლექსიკური ასახვა შეემუშავებინა.

ბუნებრივია, უძველეს კოლხურ მედიცინასთან ერთად, უფრო უძველეს მესხური მედიცინის რეალობასთან გვაქვს საქმე. მესხური მედიცინა, რომელიც შესაძლებელია, გავაცნობიეროთ, როგორც უძველესი ქართული ცივილიზაციის ორგანული  ნაწილი.

მესხური მედიცინა , ქართველ წინაპართა და მსოფლიო ცივილიზაციის ისტორიისათვისაც იმ მოდგმის მედიცინა  და ცივილიზაციაა, რომლებიც ბიბლიაში მოიხსენიება ,,მესხებად“. თავისი ტრანსკრიფციული სახესხვაობით ჯერ კიდევ მოკლებულია სინათლეს,  მესხურ-კოლხურ ერთიანი ცივილიზაციის გაგებას.

თაბუნიძეები  ბაგრატიონთა ექიმები იყვნენ . ომებშიც ერთ მუშტად შეკრულნი გვერდში ედგნენ მეფის ამალას.

დღეს ნუგზარ თაბუნიძე , მათი ტრადიციის გამგრძელებელი, უკვე 50 წელზე მეტია, თბილისში,  წყნეთის ქუჩაზე კორპუს 3-ში ცხოვრობს. მობ: 599 22 11 66

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here