Home რუბრიკები საზოგადოება ღია წერილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეს, ქალბატონ ირმა ქავთარაძეს

ღია წერილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეს, ქალბატონ ირმა ქავთარაძეს

751

გაზეთ “საქართველო და მსოფლიოს” რედაქციას!

მოგმართავთ თხოვნით, თუ მიზანშეწონილად ჩათვლით, “ღია წერილის” სახით გამოგვიქვეყნოთ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქალბატონ ირმა ქავთარაძისადმი თანდართული მიმართვა.

ღრმა პატივისცემით,

სამეგრელოს რეგიონული საზოგადოებრივი უხუცესთა კავშირი “სხუნუს” გამგეობის თავმჯდომარე

ანზორ ლომაია

მოგახსენებთ, რომ ამა წლის 6 თებერვალს უხუცესების მიერ გამოგზავნილი მომართვა ჩაგბარდათ იმავე დღეს, 6 თებერვალს, რეგისტრაციის # E-0200, მაგრამ პასუხი დღემდე არ მიგვიღია. პასუხი არ მიგვიღია წინა მიმართვებზეც, ან მივიღეთ ზერელე, არაფრისმთქმელი პასუხი, რაც ჩვენი მიმართვების ჩამოსაწერადაა გაკეთებული.

განმეორებით გიგზავნით იმავე მომართვას (ამჟამად დანართის გარეშე).

მოგახსენებთ, რომ ჩვენთვის ცნობილი გახდა შემდეგი:

1. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ბატონი გიორგი კვირიკაშვილი წარმომადგენლებთან (საკუთარი შეხედულებით) ერთად ჩამოვიდა ზუგდიდში და დაათვალიერა მდინარე თიქორის ზღვასთან შესართავი ადგილები, შემდეგ კი საზოგადოების მცირე ნაწილთან თათბირზე განაცხადა, რომ ანაკლიის ნავსადგური აშენდება მდინარე თიქორის შესართავთან, ხოლო აკადემიკოს არჩილ კიკნაძის პროექტზე თუ წინადადებაზე კრინტი არ დაუძრავს, ანუ ერთპიროვნულად გადაწყვიტა ესოდენ სათუთი და აქტუალური საკითხი, რაც სრული უკანონობაა.

2. /წლის 26 იანვარს თქვენთან ჩატარდა თათბირი, რომელსაც ესწრებოდნენ: ეკონომიკის, ინფრასტრუქტურისა და ბუნების დაცვის მინისტრთა მოადგილეები, ქართველი მეცნიერი მუშაკები, საქართველოს დამსახურებული ინჟინერი, ბატონი . მხეიძე და სხვა პირები. თათბირზე განხილული იყო ბატონ . ერაგიას პროექტი, მდ. თიქორზე ნავსადგურის აშენების საკითხზე. როგორც ამბობენ, იგი უარყოფილი იქნა დამსწრეთა მიერ, ხოლო . კიკნაძის პროექტზე საუბარი არ ყოფილა.

ამჟამად . ერაგია დაეძებსო ზღვის სანაპიროზე ახალ ადგილს, რითაც დასასვენებელი ზღვის სანაპირო (“პლაჟის”) ადგილის დიდი ნაწილი ნადგურდება, რასაც სამეგრელოზემო სვანეთის საზოგადოება, მით უმეტეს, ზღვის სანაპიროს მიმდებარე სოფლების მოსახლეობა არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს.

. კიკნაძის პროექტი თქვენი სამინისტროს მიერ შეგნებულად არ იხილება, რომელიც სხვა ბევრ სიკეთესთან ერთად (ამის შესახებ არაერთხელ დაწერილა) უზრუნველყოფს სანაპირო ზოლის სრულყოფილად შენარჩუნებას.

3. იაპონელ მეცნიერთა საექსპერტო დასკვნა საჯარო დოკუმენტია, მაგრამ, მიუხედავად საზოგადოებისა და მეცნიერთა არაერთგზის თხოვნისა, ეკონომიკის სამინისტრო პრინციპულად ასაიდუმლოებს მას და აბრალებს “საპარტნიორო ფონდს”, თითქოს მან მოიწვია იაპონელი სპეციალისტები და გადაიხადა თანხა, რისი კანონიერი უფლება არ ჰქონდა. საზოგადოება ლაპარაკობს, რომ იაპონელი სპეციალისტების საექსპერტო დასკვნა არ არსებობს და 5 მილიონი დოლარი მათთვის მიცემული არ არის, ან უკეთეს შემთხვევაში, იაპონელებს აჩვენეს კანიონი მდ. ენგურის შესართავთან და “გადაიტანეს” მდ. თიქორის შესართავთანო.

საზოგადოებას აინტერესებს და ელოდება თქვენგან პასუხს: ბოლოს და ბოლოს, დადგება თუ არა ანაკლიის ნავსადგურის აშენების ადგილის შესარჩევი კომისიის წინაშე ა. კიკნაძისა და ჯ. მხეიძის “ინჟინრული წინადადების” _ მდ. ენგურის სიღრმეში ანაკლია-განმუხურის ღრმაწყლიანი სახმელეთო ნავსადგურის აშენების საკითხი. ამის გადაწყვეტას ითხოვს სამეგრელო-ზემო სვანეთის მოსახლეობა, რომელსაც წერილობითი თხოვნითაც ადასტურებენ (დღემდე ოფიციალურად ხელმოწერილი აქვს 9000-მდე მოქალაქეს. ხელმოწერა გრძელდება!)

რეგიონის უხუცესთა და საზოგადოების სახელით, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ:

1. თქვენთან /წლის 26 იანვარს ჩატარებული თათბირის ოქმი (თუ ასეთი არაა, მაშინ დასმული საკითხები და გადაწყვეტილებები);

2. იაპონელ მეცნიერთა საექსპერტო დასკვნის ქსეროასლი (თუ იგი მართლაც არსებობს);

3. ნუ ცდილობთ სამეგრელოზემო სვანეთის მოსახლეობის აბუჩად აგდებას და გთხოვთ, გარკვევით მოგვწეროთ: დგას თუ არა განსახილველად აკადემიკოს . კიკნაძის პროექტი მდ. ენგურის სიღრმეში ღრმაწყლიანი სახმელეთო ნავსადგურის აშენების შესახებ. თუ არ დგას და არც აპირებთ, მოგვწერეთ უარყოფის ერთი მიზეზი მაინც.

ხალხის მოთმინების ფიალა ივსება და მოსალოდნელია მასობრივი გამოსვლები, რაც ჩვენ არ გვსურს.

ველოდებით პასუხს.

სამეგრელოს რეგიონული საზოგადოებრივი უხუცესთა კავშირი “სხუნუს” გამგეობის თავმჯდომარე

ანზორ ლომაია

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here