Home რუბრიკები პოლიტიკა გენოციდის შეერთებული შტატები

გენოციდის შეერთებული შტატები

1359

ბევრი მკვლევარი და ექსპერტი თანხმდება, რომ ბოლო 100 წლის განმავლობაში წამოწყებულ ომებს, რომელთაც ამერიკის მხარდამჭერები მსოფლიო საზოგადოებრიობის შეცდომაში შესაყვანად კულტურ-რელიგიური მენტალობების დაპირისპირებას უწოდებენ, ამერიკულმა “ცივილიზაციამ” შთაბერა სული _ ამ ომებს ამერიკის შეერთებული შტატები ან აფინანსებს, ან თვითონ არის მათი წამომწყები, რათა დაამხოს ამა თუ იმ სახელმწიფოს მისთვის მიუღებელი ხელისუფლება, დაეუფლოს ქვეყნის სიმდიდრეებს, გაამყაროს თავისი ვალუტა _ დოლარი და მსოფლიოზე იბატონოს.

აი, რა განაცხადა ამ საკითხზე ორი წლის წინათ ჩვენს გაზეთთან ინტერვიუში (იხ. “საქართველო და მსოფლიო” #34, 18-24 სექტემბერი, 2013 წ.) ცნობილმა პოლიტოლოგმა ალექსანდრე ჭაჭიამ:

“მსოფლიოში ლიდერობის შესანარჩუნებლად, გაკოტრების თავიდან ასაცილებლად,ევროპელი მარიონეტების დასამორჩილებლად, რუსეთისა და ჩინეთის დასასუსტებლადამერიკას სჭირდება ომები, ქაოსი მსოფლიოში, მას სჭირდება “ყველას ყველასთან”დაპირისპირება. შეერთებული შტატები მოძებნის საბაბს და დაბომბავს ყველა ქვეყანას,რომლებსაც აქვთ განვითარებისა და რესურსების საკუთარი მოსახლეობის სასარგებლოდგამოყენების პრეტენზია. ომები, რომლებსაც აშშ აწარმოებდა ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში, მათ მიერვე ორგანიზებული პროვოკაციების, ინსინუაციების, უტიფარი ტყუილის შედეგად იწყებოდა. ვიეტნამში 10-წლიანი ომი კონგრესის მოტყუებით დაიწყეს, რომ თითქოს ვიეტნამელები ამერიკულ გემს დაესხნენ თავს. შედეგად მივიღეთ 3 მილიონი მოკლული ვიეტნამელი, რომლებსაც, სხვათა შორის, ქიმიური იარაღით ხოცავდნენ, სანაცვლოდ კი აშშ-ის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა მილიარდობით დოლარი იშოვა.

გაიხსენეთ კოსოვოში  ბოსნიელების “მასობრივი მკვლელობებისა” და “ალბანელთაგენოციდის” ამსახველი დადგმული ვიდეოკადრები, რომლებსაც სერბი მოსახლეობისუმოწყალო დაბომბვა მოჰყვა. შედეგი კი იუგოსლავიის დანაწევრება, შემდეგ სერბეთისდაშლა და ევროპის ცენტრში მუსლიმანური ანკლავის შექმნაა, რომლის ამოქმედებაცნებისმიერ წუთს შეიძლება, თუკი ევროპელები ურჩობას გაბედავენ და დამოუკიდებელპოლიტიკას წამოიწყებენ. გაიხსენეთ “უტყუარი მონაცემები” ერაყის მიერ მასობრივი განადგურების იარაღის ფლობაზე და კოლინ პაუელი რაღაც კოლბით ხელში. შედეგი _ მილიონობით დახოცილი ერაყელი. მძლავრად განვითარებადი ქვეყანა შუა საუკუნეებში დააბრუნეს, სამაგიეროდ, ნავთობკომპანიებმა, მათ შორის ბუშისა და ჩეინის, მუქთა ნავთობი მიიღეს. მოგვიანებით აღიარეს, რომ მასობრივი განადგურების იარაღი უტიფარი სიცრუე იყო, მაგრამ მოსახდენი უკვე მომხდარი იყო, საქმე _ გაკეთებული. გაიხსენეთ ლიბია, დაქირავებული ტერორისტები რომ შეაგზავნეს და ამ ყველაზე თანამედროვე იარაღით კბილებამდე შეიარაღებულმა “დისიდენტებმა”“დემოკრატიისა დათავისუფლების” მოთხოვნა დაიწყეს. შედეგი _ ადგილობრივი კლანები ერთმანეთს ეომებიან, იღუპება ასობით მშვიდობიანი მოქალაქე. სამაგიეროდ, ნავთობი შეუფერხებლად გადაედინება საერთაშორისო კორპორაციების კუთვნილ ტანკერებში. გაიხსენეთ ეგვიპტე,ტუნისი, იემენი, სადაც ამერიკული სპეცსამსახურების პოლიტტექნოლოგებმა უკრაინული “ნარინჯისფერი” და ჩვენებური “ვარდების”  მსგავსი “რევოლუციები” მოაწყვეს. ამ ქვეყნების განვითარება შეჩერებულია, ისინი დენთის კასრებად იქცნენ, რომლებმაც ნებისმიერ წუთს შეიძლება ააფეთქონ რეგიონი.

ბოლო ათწლეულებში ამერიკა მსოფლიოსთვის დესტაბილიზაციის მთავარ ძალად,ხოლო ამერიკული არმია კბილებამდე შეიარაღებული მკვლელებისა და მოძალადეთაბანდად იქცა. ერთადერთი ხსნა ამ ბანდიტებისგან არის ბირთვული იარაღი. ამიტომაც ისქვეყნები, რომლებსაც არ აქვთ ასეთი იარაღი, მაგრამ სურთ, დარჩნენ დამოუკიდებელსახელმწიფოებად და განვითარდნენ, ფორსირებული ტემპით ცდილობენ ბირთვულიიარაღის შექმნას.

ამერიკამ მათ სხვა გამოსავალი არ დაუტოვა. სააკაშვილის საყვარელი მასწავლებლის, სენატორ მაკკეინის მოსმენისას ნორმალური ადამიანი ფიქრობს, რომ სისხლით გაუმაძღარ მანიაკს უსმენს. სამწუხაროდ, სწორედ ასეთი სისხლმოწყურებული კაციჭამიები და მათ ზურგს უკან მდგარი გაუმაძღარი კორპორაციები განაგებენ ამერიკას და ეს შეიძლება ძალიან ცუდად დამთავრდეს არა მხოლოდ შეერთებული შტატების, არამედ მთელი კაცობრიობისთვის”.

ბატონი ალექსანდრე ჭაჭიას ამ შეფასებას ეხმაურება ციკლი წერილებისა სათაურით _ “გენოციდის შეერთებული შტატები”, რომელსაც გთავაზობთ.


კონგო. 1960 . ნეოფაშიზმის თარეში: პატრის ლუმუმბას მკვლელობა; გენოციდი;

ურანის მაღაროები; შიდსი და ებოლა

1960 წელს დამოუკიდებლობა მოიპოვა 17-მა აფრიკულმა ქვეყანამ: სენგალმა; სპილოს ძვლის ნაპირმა (კოტ დ,ივუარი); ნიგერმა; ზემო ვოლტამ, ბენინმა, ტოგომ, კამერუნმა; მადაგასკარმა; მალიმ, გაბონმა, ჩადმა, უბანგი-შარიმ (ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა); კონგომ (ბრაზავილი), ნიგერიამ, სომალიმ, აგრეთვე, ბელგიის კონგომ (ლეოპოლდვილი). ეს ქვეყნები მყისვე მიიღეს გაეროში.

სწორედ 1960 წლიდან, როგორც კი გამოცხადდა 17 აფრიული ქვეყნის დამოუკიდებლობა, მათში როგორც ნაწვიმარზე სოკოები, მომრავლდნენ “ნაციონალურ-განმათავისუფლებელი მოძრაობები”.

ამ ანტიკოლონური მოძრაობებს ფრანგული, ინგლისური და ბელგიური კონცერნები აფინანსებდნენ _ კოლონიზატორები თავიანთ თავს ადგილობრივი მოსახლეობის ხელითებრძოდნენ”. მე-20 საუკუნის შუა წლებში იმპერიებსა და ევროპულ ტრანსნაციონალურ კომპანიებს აფრიკის მართვა ძალიან ძვირი უჯდებოდათ. თავიანთ კოლონიებში ადმინისტრაციებისდამხობითკი მარიონეტული მთავრობას ღარიბი შავკანიანი მოსახლეობის სოციალური საკითხების მოგვარებას დააკისრებდნენ, აგრეთვე _ ახალი საგადასახადო და საინვესტიციო კანონების შექმნას თავიანთ სასარგებლოდ.

აშშ იმედოვნებდა, რომ შავკანიანი მოსახლეობის დამოუკიდებლობის ბრძოლიდან სარგებელს მიიღებდა. დასავლეთის ქვეყნების ეკონომიკური ინტერესების დასაცავად ბრძოლამ გამოიწვია ის, რომ აფრიკაში მთავარი ფიგურა “თოფიანი კაცი” გახდა. ბოლო 50 წლის განმავლობაში აფრიკის კონტინენტზე 120 სახელმწიფო გადატრიალება მოაწყვეს, 20-მდე სამოქალაქო ომმა კი მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. დღეს მსოფლიოს 25 ყველაზე ღარიბ ქვეყანას შორის 20 აფრიკულია.

1982 წლიდან დღემდე რამდენიმე ათეული მილიონი აფრიკელი შიდსის მსხვერპლი გახდა. ახლა კი აფრიკაში იფეთქა ახალმა ეპიდემიამ _ ებოლამ. 2014 წლის ბოლოს გვინეაში, სიერა-ლეონესა და ლიბერიაში აღრიცხული იყო ებოლას ვირუსით დასნებოვნების 8376 შემთხვევა, მათგან 4024 _ ლეტალური შედეგით.

შიდსისა და ებოლას პირველი შემთხვევები აღრიცხული იყო ბელგიის კონგოში (ამჟამად კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა). შესაძლოა, ურანის საბადოებმა და რადიოაქტიურ მასალებთან მუშაობისას უსაფრთხოების მოთხოვნების რეგულარულად უგულებელყოფამ ბიძგი მისცა კონგოში ამ დაავადებების გავრცელებას, რომელიც შემდეგ მსოფლიო მასშტაბის ეპიდემიად იქცა.

აფრიკის ქვეყნების მიერ “დამოუკიდებლობის” მოპოვების შემდეგ ამ კონტინენტზე თავისი ინტერესების გასატარებლად ხელ-ფეხი გაეხსნა აშშ-ს, რომელმაც იქ 40 საელჩო და წარმომადგენლობა გახსნა, დაიწყო აფრიკის “დახმარების” პროგრამები და “პერსპექტიული” შავკანიანი ახალგაზრდების წაყვანა ამერიკულ უნივერსიტეტებში. აშშ, ნატოს ეგიდით, აფრიკაში სამხედრო ბლოკის შეძენასაც შეეცადა, მაგრამ ამაოდ _ უარი ეგვიპტემ განაცხადა.

კრიზისი კონგოში. 1960 წელი

1960 წლის 30 ივნისს ბელგიის კოლონია კონგომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა და ეს ქვეყანა გაეროში მიიღეს. ქვეყნის მთავრობას სათავეში ჩაუდგა ახალგაზრდა პრემიერმინისტრი პატრის ლუმუმბა, რომელიც ანტიდასავლური განწყობით გამოირჩეოდა. იმავე დღეს დამოუკიდებლობა გამოაცხადა კონგოს პროვინცია კატანგამ, რომლის ტერიტორიაზეც იყო ურანის, სპილენძის, კობალტის, ოქროსა და ალმასის საბადოები და ცხოვრობდა 30 ათასი ბელგიელი. სეპარატისტებს სათავეში ჩაუდგა მოიზ ჩომბე _ პროდასავლელი, ანტიკომუნისტი და ბელგიის ინტერესების გამტარებელი. მან დახმარება ბელგიელ სამხედროებს სთხოვა და 11 ივლისს დედაქალაქ ლეოპოლდვილში (ამჟამად კინშასა) ბელგიელთა დესანტი პარაშუტებით დაეშვა. კონგოში მწვავე საერთაშორისო კრიზისი დაიწყო. პატრის ლუმუმბამ ჩომბეს სეპარატისტული მოქმედებები დაგმო და სამხედრო დახმარება გაეროს სთხოვა.

გაერომ, თავისი 143-ე რეზოლუციით, ბელგიას კონგოდან სამხედრო ქვედანაყოფების გამოყვანისკენ მოუწოდა. სსრკ-მა კი გადაწყვიტა, პატრის ლუმუმბას მთავრობისთვის ორი თვითმფრინავით ჰუმანიტარული დახმარება გაეგზავნა, რითაც აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის უკმაყოფილება გამოიწვია, რადგან ამ სახელმწიფოებისთვის პატრის ლუმუმბა მიუღებელი იყო.

ლუმუმბა ნიუ იორკში ჩაფრინდა გაეროს იმჟამინდელ გენერალურ მდივან დაგ ჰამარშელდსა (დაიღუპა 1961 წელს საავიაციო კატასტროფაში, რომლის მიზეზები და გარემოებები დღემდე უცნობია) და აშშის იმჟამინდელ სახელმწიფო მდივან კრისტიან ჰერტერთან მოსალაპარაკებლად კატანგაში გაეროს შეყვანის თაობაზე, მაგრამ ამაოდ.

გაერო, რომლის უშიშროების საბჭოს, ფაქტობრივად, ჰამარშელდი და მისი სამი ამერიკელი მრჩეველი მართავდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მითითებებით, ლუმუმბას დახმარებას სულაც არ აპირებდა, პირიქით _ სწორედ მათ შეიმუშავეს კონგოში სახელმწიფო გადატრიალებისა და ლუმუმბას ფიზიკური განადგურების გეგმა.

აი, რას წერდა ბელგიაში აშშ-ის ელჩი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს:

“ლუმუმბას მთავრობა აშშ-ის ინტერესებს ემუქრება კონგოში და სრულიად აფრიკაში. ჩვენი პოლიტიკოსებისა და დიპლომატების მთავარი მიზანი ლუმუმბას მთავრობის დამხობაა. ის სულ უფრო დამოკიდებული ხდება სსრკ-ზე”.

გაეროს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებით, კონგოში 11,5 ათასი სამხედრო შევიდა, სეპარატისტული პროვინცია კატანგას გარდა.

ლუმუმბა ჰამარშელდის საწინააღმდეგო განცხადებით გამოვიდა: “ყველაფერი, რასაც გაეროს გენმდივანი აკეთებდა აქამდე, ხელს აძლევდა ჩომბესა და ბელგიელებს. ჰარამშელდმა დაკარგა კონგოს მთავრობისა და ხალხის ნდობა. ის კონგოში ისე მოქმედებს, თითქოს კონგოს ცენტრალური ხელისუფლება არ არსებობდეს. ჩვენ ვგმობთ გაეროს გენერალური მდივნის მოქმედებას “.

ცოტა ხანში კონგოს ტერიტორიაზე ჩამოყალიბდა სახელმწიფო კასაი, რომელსაც მხარი დაუჭირა ჩომბემ, მაგრამ სეპარატისტები კონგოს ცენტრალურმა მთავრობამ გაანადგურა. ადამიანების დაღუპვაში გაერომ ლუმუმბა და მისი მხარდამჭერი სსრკ დაადანაშაულა. გაეროს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებით, კატანგაში გაეროს ჯარები შევიდა, ოღონდ ჩომბეს პირობების გათვალისწინებით. ამით გაერომ მხარი დაუჭირა სეპარატისტულ რეგიონს.

დასავლეთის მიერ სახელმწიფო გადატრიალების მომზადება კონგოში

ლუმუმბას წინააღმდეგ რამდენიმე შეთქმულება მომზადდა და ეს არ იყო გასაკვირი. კონგოში, ამ ქვეყნის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვებამდე, საკვანძო პოზიციები 5 მონოპოლისტურ ჯგუფს ეკავა (ბელგიური “სოსიეტე ჟენერალ დე ბელჟიკი”, “ამპენი”, “ლოუნა”, “კომინიერი” და ინგლისურ-ჰოლანდიური კონცერნტი “იუნილევერი”), რომლებიც კაპიტალდაბანდებების 90%-ს აკონტროლებდნენ. იყვნენ სხვა ფინანსური ჯგუფებიც, მათ შორის, როტშილდის, მორგანისა და როკფელერის. ამერიკელი მონოპოლისტების ხელში იყო კონგოს ალმასების, ურანის (სხვათა შორის, ამერიკელთა მიერ ჰიროსიმასა და ნაგასაკიში ჩამოგდებული ბომბები კონგოს ურანით იყო დამზადებული) და კობალტის საბადოები.

შეთქმულთა პირველი ჯგუფი ძალიან გავლენიანი გახლდათ. ამ ჯგუფში შედიოდნენ ფრანგულენოვანი ქვეყნების თანამეგობრობის ორგანიზაციის მდივანი ჟან ფოკარი, ნატოს იმჟამინდელი გენერალური მდივანი პოლ სპააკი, ბელგიური კომპანია “სოსიეტე ჟენერალ დიუ კონგოს” ხელმძღვანელი, ბარონი გი დე როტშილდი, რესპუბლიკა კონგოს (ბრაზავილი) პირველი პრეზიდენტი, აბატი ფულბერ იულუ და ლუმუმბას მთავრობის საგარეო საქმეთა კომისარი ბომბოკო. სწორედ ამ ჯგუფმა მიიღო ლუმუმბას ლიკვიდაციის გადაწყვეტილება, რადგან შიშობდა, რომ ურანის საბადოებს სსრკ დაეპატრონებოდა. ამოცანის შესასრულებლად დაიგეგმა “ლუმუმბას გაქცევის ინსცენირება”. დაქირავებული მკვლელებისთვის 800 ათასი ბელგიური ფრანგი გამოიყო.

აბატი იულუს წინადადებით, ოპერაციის ხელმძღვანელად დაინიშნა პოლიციის აგენტი მორის დელარიუ, რომელიც მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ნაცისტებთან თანამშრომლობდა და ამისთვის სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს, მაგრამ, აბატი იულუს ხელშეწყობით, კონგოში (ბრაზავილი) გაიქცა და კატანგის ჟანდარმერიაში დაიწყო მუშაობა.

მეორე შეთქმულება: ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო

ეს შეთქმულება 1975 წელს გამოააშკარავა სენატორ ფრენკ ჩერჩის კომისიამ, რომელიც ცსს იმ ოპერაციებს იძიებდა, რომლებიც მიზნად სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწეების ლიკვიდაციას ისახავდა. ჩერჩის კომისიის დასკვნით, 1960 წელს ცსს დირექტორმა ალენ დალესმა პატრის ლუმუმბას მკვლელობის ბრძანება გასცა.

აი, დალესის მიერ ლეოპოლდვილში რეზიდენტ ლოურენს დევლინისთვის გაგზავნილი ტელეგრამა:

“მოშორება (ლუმუმბას _ რედ.) უნდა გახდეს სასწრაფო და მთავარი მიზანი, ჩვენი საიდუმლო ოპერაციების უზენაესი პრიორიტეტი”.

ორგანიზაციას კოდური სახელწოდებით ZR-RIFLE (“შაშხანა”) სათავეში ჩაუდგა ცსს-ს თანამშრომელი უილიამ პარკი, ხოლო 1963 წლიდან _ დეიმონ ფიტცჯერალდი. ამ ორგანიზაციის წევრები იყვნენ: მეცნიერი კონსულტანტი, ქიმიკოსი სიდნეი გოტლიბი, აგრეთვე, _ რობერტ ლეშბრუკი და რიჩარდ ბისელი. მათთან თანამშრომლობდა ე. წ. ტექნიკური განყოფილება, რომელშიც შედიოდნენ პროფესიონალი მკვლელები _ ყოფილი სამხედრო დამნაშავეები (22 კაცი), მათ შორის, “ლიონის ჯალათი” _ კლაუს ბარბიე. ამ ორგანიზაციამ შეიმუშავა გეგმა, რომლის მიხედვითაც ლუმუმბა შხამით უნდა მოეკლათ.

მესამე შეთქმულება: ბრიტანული MI-6

2010 წლის მარტში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პატრის ლუმუმბა ბრიტანეთის სპეცსამსახურის MI-6-ის თანამშრომლის _ ბარონესა დაფნა პარკის მონაწილეობით მოკლეს, რომელიც 1959-1961 წლებში კონსულად მუშაობდა კონგოში.

1960 წლის შემოდგომის მოვლენების ქრონიკა

*5 სექტემბერს კონსტიტუციის დარღვევითა და აშშ-ის ელჩის _ ტიმბერლეიკის მხარდაჭერით კონგოს პრეზიდენტმა კასავუბუმ ლუმუმბა ქვეყნის პრემიერმინისტრის პოსტიდან გადააყენა. ამას მოჰყვა ლუმუმბას გამოსვლა რადიოთი: დემოკრატიული გზით, პარლამენტის ერთსულოვანი თანხმობით არჩეული მთავრობის გადაყენება პარლამენტის თანხმობის გარეშე არ შეიძლება. მთავრობა რჩება და განაგრძობს მუშაობას. კონგოელებო, გაფრთხილდით! სამშობლოს მტრებმა, კოლაბორაციონისტებმა ნიღბები ჩამოიხსნეს!”

მთავრობის წევრებმა მხარი დაუჭირეს პრემიერმინისტრს, მაგრამ ლუმუმბას მოწინააღმდეგეებს გაეროს ჯარი დაეხმარა, დაიკავა რადიოსადგური _ იმჟამინდელ კონგოში უმნიშვნელოვანესი საინფორმაციო წყარო. გარდა ამისა გაეროს ჯარმა დაიკავა აეროდრომი, სადაც კონგოს შეიარაღებული ძალების სარდლის თვითმფრინავი უნდა დაშვებულიყო.

*7 სექტემბერს დეპუტატებმა ხმების უმრავლესობით (სამი მეოთხედი) გააუქმეს პრეზიდენტის გადაწყვეტილება პრემიერის პოსტიდან ლუმუმბას ჩამოშორების შესახებ. იმავე დღეს ლუმუმბამ გამოაცხადა, რომ კასავუბუ პრეზიდენტის პოსტიდან გადაყენებულია, მაგრამ გაეროს ჯარებმა პრეზიდენტის სასახლეს ალყა შემოარტყეს და კასავუბუ დაიცვეს.

*14 სექტემბერს კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის მხედართმთავარმა ჟოზეფ დეზირე მობუტუმ სახელმწიფო გადატრიალება მოაწყო _ მთავრობა დაამხო, ხოლო ლუმუმბა და მისი ცოლი დააპატიმრა. პრეზიდენტმა კასავაბუმ პოსტი შეინარჩუნა. მთავრობის მეთაური მობუტუ გახდა.

*27 ნოემბერს შინაპატიმრობამისჯილმა ლუმუმბამ დატოვა თავისი რეზიდენცია და გაიქცა სტენლივილში, სადაც მისმა მხარდამჭერებმა ოპოზიციური მთავრობა ჩამოაყალიბეს.

*29 ნოემბერს ლუმუმბა მიტინგზე გამოვიდა. ხალხი მას აღტაცებით შეხვდა, თუმცა ამ გამოსვლით ლუმუმბამ თავისი ადგილსამყოფელი გაამჟღავნა.

* 1 დეკემბერს ლუმუმბა, მისი ცოლი და რამდენიმე მხარდამჭერი მობუტუს ჯარისკაცებმა პროვინცია კასაიში დააპატიმრეს.

* 2 დეკემბერს სასტიკად ნაცემი და ხელფეხშეკრული ლუმუმბა თვითმფრინავით ლეოპოლდვილში ჩაიყვანეს.

1961 წლის 13 იანვარს საპყრობილეში მყოფი ლუმუმბა პრეზიდენტმა კასავაბუმ, მობუტუმ და სხვა პირებმა მოინახულეს და მას ნებისმიერი მინისტრის პორტფელი შესთავაზეს, მაგრამ ლუმუმბამ უარი განაცხადა. ამ პერიოდში ლუმუმბას მომხრეები ქვეყნის აღმოსავლეთში სამხედრო წარმატებებს აღწევდნენ. მათ ქვეყნის თითქმის ნახევარი დაიკავეს. იმის შიშით, რომ ლუმუმბას გაათავისუფლებდნენ, ის სამხედრო ბანაკ “არდში” გადაიყვანეს. კონგოს მოსახლეობამ ლუმუმბას გათავისუფლება და პუტჩისტების დასჯა მოითხოვა. შეთქმულები მიხვდნენ, რომ ხალხი ლუმუმბას გაათავისუფლებდა და მისი ლიკვიდაცია გადაწყვიტეს. ჩომბემ სამხედრო ბანაკის ჯარისკაცებს 5 მლნ ფრანკი გადაუხადა და ტუსაღი ლუმუმბა თანამოსანგრეებთან _ მ,პოლოსა და ოკიტოსთან ერთად ელიზაბეტვილში გადაიყვანეს.

1964 წლის 17 იანვარს კატანგას ჯარისკაცებმა მოკიტო და მ,პოლო სიცოცხლეს გამოასალმეს. შემდეგ ნატოს ბელგიელმა ოფიცერმა ლუმუმბა დახვრიტა. მას ყური მოაჭრეს და კასაის პრეზიდენტს გაუგზავნეს. ცხედრები ერთად დამარხეს. მოგვიანებით, როდესაც სამარხი გახსნეს, აღმოჩნდა, რომ გვამები დანაწევრებული იყო და მჟავა ჰქონდა გადასხმული.

კონგოს კრიზისის (1960-1965) შედეგები

1. 1961 წლის 18 სექტემბერს გაურკვეელ ვითარებაში დაიღუპა დაგ ჰამარშელდი, რომელსაც სიკვდილის შემდეგ მიანიჭეს ნობელის პრემია მშვიდობის დარგში.

2. 1965 წლის 24 ნოემბერს სამხედრო გადატრიალების შედეგად ხელისუფლების სათავეში აღმოჩნდა ჟოზეფ მობუტუ _ ქვეყნის შეიარაღებული ძალების სარდალი. მან დიქტატორული რეჟიმი დაამყარა და კონგოს ზაირი დაარქვა. მობუტუს მმართველობის პერიოდში ხალხი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობდა, მობუტუს ანგარიშზე კი შვეიცარიის ბანკებში 5 მლრდ დოლარი აღმოაჩინეს.

3. დიდი აფრიკული ომი (1997-2003).

1990-იან წლებში რუანდაში დაიწყო გენოციდი და რამდენიმე ათასი ადამიანი ზაირში გაიქცა. მობუტუმ ქვეყნის აღმოსავლეთ რაიონებში არმია გაგზავნა იქიდან ლტოლვილების განსადევნად. 1997 წელს ოპოზიციის ჯარები კინშასაში შევიდნენ. მობუტუ გაიქცა ქვეყნიდან, რომელსაც კვლავ კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა დაერქვა. ეს იყო დიდი აფრიკული ომის დასაწყისი, რომელშიც 9 სახელმწიფო მონაწილეობდა და რომელმაც მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

მოამზადა

გიორგი გაჩეჩილაძემ

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here