Home რუბრიკები საზოგადოება ხელი არ ახლოთ ჩვენს მარადიულ სამკვიდრებელს!

ხელი არ ახლოთ ჩვენს მარადიულ სამკვიდრებელს!

604

საქართველო, როგორც დედამიწის ნაწილი, ეკუთვნის ქართველ ერს, როგორც კაცობრიობის ერთ-ერთ ნაწილს. ქართველი ერის უფლებაა, ეს ტერიტორია (მიწა) გამოიყენოს საზოგადოების მშენებლობისათვის თავისი ფიზიკური, მენტალური, სულიერი შესაძლებლობების, მიდრეკილებების, ტრადიციებისა და გემოვნების მიხედვით, ანუ ეძებოს საკუთარი გზები კაცობრიობის ერთობლივი მარადიული მიზნებისა და იდეალების რეალიზაციისათვის.


ქართველი ერის სიცოცხლე განუყოფელია საქართველოს მიწისგან. ვერც დიასპორის სახით, ვერც საკუთარ ქვეყანაში უმცირესობის სახით ქართველი ერი ვერ იარსებებს. ამას ობიექტური მიზეზები აქვს:

I. ქართველმა ერმა იცის, რომ მთელი თავისი ისტორიის განმავლობაში მისი სამოსახლო მიწაწყალი დედამიწაზე კარგ მიწებს შორის ერთერთია, მის მეზობლობაში კი _ საუკეთესო. ეს ქართველს ანიჭებს განცდას, რომ მის მიერ გაღებული მსხვერპლი ამ მიწის შესანარჩუნებლად უაზრო არ არის: იგი თავის შთამომავლობას კაცობრიობის დანარჩენ ნაწილთან შედარებით უპირატეს მდგომარეობაში აყენებს. ამიტომ ისეთი მოარული ფრაზები, როგორიცაამშვენიერი საქართველო”, “ტურფა საქართველო”, “ცაფირუზხმელეთზურმუხტო _ ჩემო სამშობლო მხარეო”, ,,ქართულზე უკეთეს ხილს ვერსად შეჭამ”, “აქაურზე უკეთეს წყალს ვერსად დალევ”, “ჩვენზე უკეთესი საღვინე ყურძენი არსად მოდისდა . . მხოლოდ ლამაზი სიტყვები არ არის. ქართველმა კაცმა ისტორიულად იცის, რომ საქართველოს მიწის დაკარგვით ის და მისი შთამომავლობა მომავალს დაკარგავენ.

II. ქართველმა კაცმა იცის, რომ საქართველოს სამხედრო თვალსაზრისით, კულტურული თვალსაზრისით, მორალური თვალსაზრისით, საზოგადოდ – მოსახლეობის ხარისხის თვალსაზრისით, აგრეთვე, საკუთარი ცხოვრების მოწყობის ნიჭის თვალსაზრისით, მსოფლიოში საუკეთესო ადგილი უჭირავს. ამაში მას ეგულება ერთ-ერთი უპირატესობა, რომელსაც იგი თავის შთამომავლობას უტოვებს. ქართველმა იცის (ცნობიერადაც და ქვეცნობიერადაც), რომ მისი ერის მაღალი ხარისხი მნიშვნელოვანწილად განპირობებულია მისი ქვეყნის ბუნებრივი მახასიათებლებით (მაგალითად, ყველას ესმის, რომ ადამიანი, რომელსაც თვეში ერთხელ მაინც მთაზე შედგომა და ქვეყნის გადახედვა უწევს, უფრო მეტად არის აღჭურვილი წარმოსახვითა და აქტიური აზროვნების უნარით, ვიდრე ის, ვინც ტრამალში ცხოვრობს).

აზროვნების აქტიურობა, რომელიც ადამიანს ბავშობიდან უვითარდება, როგორც ცნობილია, დიდი ფაქტორია მისი შემოქმედებითი აქტიურობისთვის, შრომისა და შემოქმედების ყველა დარგში.

III. საქართველოს ფიზიკური გეოგრაფიის მრავალგვარობა ქართველ კაცს (ცნობიერადაც და ქვეცნობიერადაც) ანიჭებს იმის განცდას, რომ მასაც და მის მოდგმასაც უნარი აქვთ, სრულფასოვნად იშრომონ და იბრძოლონ ყველანაირ ექსტრემულ პირობებში _ სიცხეშიც და ყინვაშიც, მთაშიც და ბარშიც, წყალშიც და ხმელეთზეც. აქედან გამომდინარე, საქართველოს მიწა-წყალი ქართველს უღირს სხვა ყოველივესთან ერთად, როგორც თაობათა აღზრდის ოპტიმალური ბაზა _ საქართველოს ბუნება ადამიანს არც ანაზებს, არც გაუსაძლისი პირობებით ჩაგრავს. იგი მას განვითარების საუკეთესო პირობებს უქმნის.

საქართველოს კანონმდებელს არ აქვს უფლება, ქართველი ერის (საქართველოს მოქალაქეთა კრებულის) ამ ბედნიერ მემკვიდრეობას, მის წინაპართა სისხლით დაცულს, თუნდაც ერთი გოჯი მოაკლოს. საქართველოს ფიზიკური გეოგრაფია, როგორც საცხოვრისის ისტორიულად ჰარმონიზებული ერთიანი სისტემა, ვერ იფუნქციებს მისი ნაწილნაწილ ხელყოფის (გასხვისების) შემთხვევაში.

*მიწა ერისთვის მისი ყოფიერების ტერიტორიაა, ფიზიკურადაც და ფსიქიკურადაც. იგი სასიცოცხლოდ აუცილებელი ბაზაა, რომელიც არსებითად განსაზღვრავს ქვეყნის ყოველმხრივი დამოუკიდებლობის ხარისხს და, ფაქტობრივად, მოცემულ სივრცეში ერის სულისდგმისა და შემოქმედების აუცილებელ პირობას წარმოადგენს.

*თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფო და საზოგადოება მიწის საკითხს უდგება საკუთარი ეროვნული და საზოგადოებრივი მიზანშეწონილობის მიხედვით: თუ საკუთრების კლასიკური გაგება ეწინააღმდეგება საზოგადოებრივ ინტერესებს, მაშინ უყოყმანოდ იწირება თეორიის მოთხოვნა. ამ მხრივ დასავლური სახელმწიფოები არავითარ სიმორცხვეს არ ამჟღავნებენ.

*ქვეყნის რესურსულ პოტენციალში მიწას, როგორც უვადო ეკონომიკურ აქტივს, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. გაეროს სპეციალური მეთოდიკით გაანგარიშებული საქართველოს ნივთობრივი სიმდიდრე 1990 წელს 275 მლრდ დოლარის ტოლფასი იყო, რომელშიც მიწას 54,3% ეკავა;

*ამჟამად პლანეტაზე მიწის ერთი ნაგლეჯიც კი არ არის თავისუფალი და, თუ გადავხედავთ თანამედროვე კონფლიქტების უმრავლესობას, მათი მიზეზი სწორედ ტერიტორიული დავაა;

*მიწა არა მხოლოდ პროდუქციის წარმოების წყაროა, არამედ ქართული მოდგმისა და ერის განმტკიცების ფაქტორიცა;

*ქვეყნის სიძლიერე გლეხკაცის მიწასთან მარადიულ კავშირშია;

*გლეხკაცი სოფლის მაცოცხლებელი და გარდამქნელია;

* მიწისაგან გლეხკაცის მოწყვეტა გამოიწვევს სოფლის, როგორც ეროვნული კულტურის საძირკვლის, ყოფაცხოვრების წესის შემოქმედის, შემნახველისა და განმაახლებლის ფუნქციის მოშლას.

*სამშობლოს დაცვით ქართველი გლეხკაცი თავის მამაპაპურსაც, თავის მამულსაც იცავდა. სხვა სიტყვით: თავის პირად მამულს იგი თავისი დიდი მამულის _ სახელმწიფოს _ დაცვის სახით იცავდა. ეს ფსიქოლოგიური კანონზომიერება მარადიულია.

ამ სასიცოცხლო თემაზე საზოგადოებამ უნდა იცოდეს შემდეგი:

*საქართველოს სახელმწიფო ტერიტორია ქართველი ხალხის ორგანული სოციალურეკონომიკური, დემოგრაფიული, ეთნოფსიქოლოგიური და ეთნოკულტურული კანონზომიერი განვითარების შედეგია იმ მიწაზე, სადაც სახელმწიფოსთან ერთად შეიქმნა ქართული ეროვნება და ეროვნული ცნობიერება.

*მიწა, საკუთრების სხვა ობიექტებისგან განსხვავებით, ერთდროულად წარმოადგენს საკუთრების ობიექტს, წარმოების საშუალებას და სახელმწიფო ტერიტორიასაც. ამდენად, მიწის საკუთრებას, გარდა ეკონომიკური და იურიდიული დატვირთვისა, პოლიტიკური ასპექტიც გააჩნია. ესაა სახელმწიფო ტერიტორიული შეუვალობა, ანუ სუვერენიტეტი. სუვერენია ხალხი (ერი).

*ის ფაქტი, რომ ტერიტორიულ სუვერენიტეტს იცავს სახელმწიფო, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფოა მიწის უზენაესი მესაკუთრე. სახელმწიფო ტერიტორია (მიწა) ხალხის (ერის) საკუთრებაა. ერი, როგორც აღნიშნული უფლების სამართალმემკვიდრე, არ გულისხმობს მხოლოდ დღევანდელ თაობას. ეროვნული სამართალშეგნება სამართალსუბიექტად მიიჩნევს ასევე წარსულ და მომავალ თაობებსაც. სწორედ ამიტომ არც ერთ თაობას (მით უფრო, გარკვეული ვადით მოსულ ხელისუფლებას) არ აქვს არანაირი უფლება, საძვალე მოუშალოს წინაპრებს და მამული გაუყიდოს შთამომავლობას.

*საქართველოს სახელმწიფო ვალდებულია, ყველა კანონმდებლობითი და პრაქტიკული კონკრეტული ღონისძიება გამოიყენოს, რათა საქართველოს მოქალაქეთა შთამომავლობას შეუნახოს საქართველოს მიწა-წყალი და ბუნებრივი რესურსები შეუმცირებლად.

*საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია, თავისი მოქალაქეების შთამომავლობა დაიცვას არა მხოლოდ სამხედრო, ეკოლოგიური, ეპიდემიური და სხვა მასობრივი კატასტროფებისგან, არამედ სასურსათოსგანაც (ანუ სტაბილური და მასობრივი შიმშილობისგან), კონკრეტულად _ მუდმივად და უცვლელად ჰქონდეს ხელთ ის მინიმალური რესურსი, რომ თავის მოსახლეობას (ბუნებრივია, მზარდ თაობათა მანძილზე) ბიოლოგიურად აუცილებელი კალორიები მისცეს. ამისი ერთადერთი რეალური გზაა, მის კონტროლს დაქვემდებარებულ საზღვრებში შეინარჩუნოს ის საწარმოო სიმძლავრეები, რომლებიც საკმარისია, რათა თავის მოქალაქეთა შრომის საჭირო ნაწილი საკვებ მასალად გარდაქმნას. ასეთი საწარმოო სიმძლავრე, რომელსაც ალტერნატივა არ აქვს და ვერ ექნება, არის მხოლოდ მიწა.

*ქართველი გლეხკაცი, როგორც მიწის მესაკუთრე _ მისი პოტენციური მყიდველი, მომხმარებელი, მფლობელი და გაჭირვების გამო გამყიდველი _ დღეს არაკონკურენტუნარიანია უცხოელების მიმართ.

*ფართოდ უნდა გაცხადდეს საქართველოს საზოგადოების ერთობლივი აზრი, რომ ხელისუფლების განზრახვა, უცხოელებისთვის ხელოვნურად გაღატაკებული გლეხების მიწის მიყიდვისა არის კანონსაწინააღმდეგოდ მოპოვებულის გაყიდვა და რომ ასეთი ნასყიდობები გაუქმდება. მოსახლეობის ეს ნება და ეს აზრი გაფრთხილების ფორმით უნდა მიეწოდოს შემოსახლების მსურველებს, როგორც გაფრთხილება ნაქურდალის ყიდვის გამო, აქედან გამომდინარე ყველა შედეგით.

ქართულ საზოგადოებას მოქმედება უსწრაფესად მართებს!

საზოგადოებასაქართველოს მიწის გუშაგისსახელით,

მამუკა გიორგაძე, რევაზ გოგოხია, პაატა კოღუაშვილი, გურამ მაქაცარია, ზაზა მგალობლიშვილი, ანზორ მესხიშვილი, ნოდარ ნათაძე, ბადრი რამიშვილი, თენგიზ დიხამინჯია, პაატა ცნობილაძე, მიხეილ ჯიბუტი, ზაურ ჯინჯოლავა, შოთა ჩხეიძე, ანზორ მესხიშვილი, ნიკო ჩიხლაძე, ყარამან ფაღავა, ოთარ ჟორდანია

P.S. კანონპროექტისასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს პარლამენტში ქართული საზოგადოებისზურგს უკან შევიდა”, მისი საჯარო განხილვა არ მომხდარა. საზოგადოებამ კანონპროექტზე მსჯელობა დაიწყო მას შემდეგ, რაც მისი ტექსტი საქართველოს პარლამენტის ელექტრონულ გვერდზე აიტვირთა. კანონპროექტმა ერთმნიშვნელოვნად უარყოფითი შეფასება დაიმსახურა. მასზე არც ერთი დადებითი გამოხმაურება არ ყოფილა საჯარო სივრცეში. სიტუაციის გადარჩენა, ეტყობა, “თავის თავზე აიღოსაქართველოს პარლამენტის წევრმა ზურაბ ტყემალაძემ და მისი ხელმძღვანელობით რამდენიმე დღეში შეიქმნა . . ალტერნატიული ვარიანტი. ჩვენ ხელთ არ გვაქვს ამალტერნატიული ვარიანტისოფიციალური ვერსია (თუმცა, თამამად შეიძლება ითქვას, რომ არც ამალტერნატიულ ვარიანტშიარსად ჩანს მთავრობის ხედვა და სტრატეგია სასოფლოსამეურნეო მიწის მიმართ. ასევე, არ ჩანს, ანალიზზე დაფუძნებულ რა გამოწვევებს პასუხობს იგი. კანონპროექტი უნდა ემსახურებოდეს ხედვის, სტრატეგიისა და დასახული მიზნების განხორციელებას). სამუშაო ვერსიის საფუძველზე, ბუნებრივია, განხილვას ვერ შევთავაზებთ მკითხველს, თუმცა ერთის თქმა კი შეგვიძლია: თუ ბატონი ტყემალაძე ეცდება, ის სულისკვეთება გადაიტანოს ოფიციალურ ვერსიაში, რომელიც სამუშაო ვარიანტშია და რომელიც იურიდიული პირების ინტერესების ლობირებითაა გაჟღენთილი და პარლამენტს შესთავაზოს, როგორც ალტერნატივა _ ეს იქნება ქართველი ხალხის მოტყუების მცდელობა. ეს არ გამოვა. ჩვენი ვალია, აკადემიურად გავაფრთხილოთ იგი, რომ ქართული მიწის განიავების ხელშეწყობის შემთხვევაში ბატონი ტყემალაძე პერსონალური პასუხისმგებლობით წარდგება სასამართლოს წინაშე!

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here