Home რუბრიკები პოლიტიკა ჯოჯოხეთის გამონათება, ანუ “სიკვდილის სექტის” ზრახვანი

ჯოჯოხეთის გამონათება, ანუ “სიკვდილის სექტის” ზრახვანი

1590

გერმანულმა ტელეარხმა Klagemauer TV-მ გადაიღო ფილმი, რომელიც ვაშინგტონის ექსპანსიონისტურ მიზნებს ამხელს. ავტორების მიერ მოწოდებული ფაქტები, გაანალიზებული პროცესები, რომლებიც ვითარდება დღევანდელ ცხელ წერტილებში, ხვალ შეიძლება, საყოველთაო უბედურებად შემოუბრუნდეს მსოფლიოს და ყველა ჩვენგანს. ფილმი-გაფრთხილება _ თვალის ასახელად შემცდართა და გამოსაფხიზლებლად ურწმუნოთა. “საქართველო და მსოფლიო” დღეს ამ ფილმის გადმოქართულებულ საგაზეთო ვარიანტს გთავაზობთ.


მანამდე კი _ მოკლე რეპლიკა ციკლიდანსააკაშვილის ვნებანი”.

4 მარტს აშშ-ის სენატის კულუარებში ტრადიციულ შეკრებაზე (“მოსმენაზე”), რომელიც ძალიან ჰგავს ფსიქოთერაპიის სეანსებს, სიტყვით ორი ყოფილი გამოვიდა _ გარი კასპაროვი, მსოფლიოს ექსჩემპიონი ჭადრაკში და საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. ორივემ უნისონში მოითხოვა უკრაინის შეიარაღება რუსეთის წინააღმდეგ ომში.

ცუდად ყოფილა ამერიკის პროპაგანდის საქმე, ამათ იმედზე თუა.

მაგრამ კადრების ეს საკითხი ამერიკელთა თავსატეხია, საწუხარი კი ის არის, რომ იმავე სააკაშვილის და მის მსგავსთა თავგამოდება ამერიკული იარაღით უკრაინის აღჭურვის თემაზე მესამე მსოფლიო ომის გაღვივებულ ნაკვერჩხალზე ნავთის დასხმასავით არის.

ამ საშიშროების შესახებაა გერმანელების მიერ გადაღებული ფილმი, რომელიც მაღალი პუბლიცისტური რეგისტრით არის გამორჩეული.

თუ ნატო და ყველა ევროპული ქვეყანა და მათ უკან მდგარი აშშ დაუყოვნებლივ და საფუძვლიანად არ შეწყვეტენ უკრაინის ტერორისტულპუტჩისტური მთავრობის ყოველგვარ დახმარებას, _ გვეუბნებიან ავტორები, _ ის უბედურება, რომელიც უკრაინაში ტრიალებს, უახლოეს მომავალში ჩვენ დაგვემუქრება”.

ეკრანზე ერთმანეთს ცვლის შემაძრწუნებელი კადრები _ “უახლესი იარაღით” დახოცილი ადამიანები _ ფეხებ და ხელებწაგლეჯილი გვამები, თოთო ბავშვის ნახევარსხეული, მამას რომ აუტაცია გასისხლიანებული ხელებით, თხემგადაგლეჯილი ბავშვი, გაუპატიურებული, კაბაშემოხეული ქალები, გოგონები, დახვრეტილი ადამიანების “მწყობრი რიგები”: ხელებდაბორკილ მსხვერპლს აჩოქებენ და ავტომატის მოკლე ჯერით წერტილს უსვამენ ცხედართა სტრიქონებით დაწერილი ჩვენი დროის სისხლიანი მატიანის კიდევ ერთ გვერდს კაენის ცოდვით დაღდასმულს. ქალაქის თავზე კი შხამიან ღრუბლებად იგრაგნება “გრადებით” მიწასთან გასწორებული ნაქალაქარიდან ავარდნილი კვამლის უზარმაზარი სოკოები.

ამ შემზარავი კადრების მიღმა _ დიქტორის ტექსტი:

ზუსტად ასე შეიძლება უპატრონოდ ეგდოს ჩვენი დედებისა და მამების, უმწეო მოხუცების გვამები, ზუსტად ასე შეიძლება ეყაროს მიწაზე ჩვენი ბავშვების გაგლეჯილი სხეულებიზუსტად ასე შეიძლება გააუპატიურონ ჩვენი დედები, ცოლები და ქალიშვილები”.

რატომ?

რატომ ჩვენს კაცებს

აღარა აქვთ

ძარღვებში სისხლი?

ჩვენს ქალებს ცრემლი

რატომ დაუშრათ?”

ამ საკრალურ შეკითხვაზე ცდილობს პასუხის გაცემას ცრუმოსამართლე და მასხარა ფილოსოფოსი აზდაკი ბრეხტის “კავკასიურ ცარცის წრეში”:

და რატომ შერჩათ სისხლი

სასაკლაოზე მიდენილ ხბორებს,

ცრემლი კი _ მხოლოდ

წყლის ნაპირზე მდგარ ტირიფებს?

რატომ?”

რობიკო სტურუას დადგმულ გენიალურ სპექტაკლში განუმეორებელი რამაზ ჩხიკვაძის აზდაკი ამ შეკითხვას დახვეწილი ბელკანტოთი უპასუხებს _ თითქოს იტალიური კანცონით, “იტალიურად” ნამღერით, და იქმნება უნიკალური სცენური სახიობა, ლიტერატურული სახეც, რომელიც კონკრეტულად არაფერს გეუბნება, მაგრამ იტევს ყველაფერს, სხვათა შორის, იმასაც, რასაც გერმანელი ავტორები შეუფარავად გვეუბნებიან ამ ფილმში.

გვეუბნებიან და გვაფრთხილებენ, თუ რაღაც არ შეიცვლება დღევანდელ მსოფლიოში, “ზუსტად ასე შენც შეიძლება, გაგაცოფოს ნანახმა, შენც შეიძლება დაგემუქროს შიმშილი, უსახლკარობა და უსასოობა. ზუსტად ასე შეიძლება ჩამოგექცეს მშობლიური ქალაქის კედლები და ზუსტად ასე მოიფინოს შენი და შენიანების გვამებით მისი ქუჩები”.

ასეთი იქნება რეალური პერსპექტივა, რადგან მესამე მსოფლიო ომი ყველა ჩვენგანის კარსაა მომდგარი.

ახალი ომი გარდაუვალია იმიტომ, რომ:

1. ასე სურს ამერიკის შეერთებულ შტატებს;

2. აშშ გაკოტრებულია და მსოფლიოს ეს უძლიერესი ქვეყანა მსოფლიოში უდიდესი ვალებითაა დამძიმებული;

3. ახალი საბანკო სისტემაბრიკსიაჩქარებს უოლ სტრიტისა და პენტაგონის კაპიტალიზმის საბოლოო კრახს;

4. აშშის მთავრობამ ადრეც არაერთხელ აირიდა დეფოლტი ომების მეშვეობით;

5. უოლ სტრიტისა და პენტაგონის ყურმოჭრილ ყმებს, რომლებიც თეთრ სახლში არიან მოკალათებულები, მსოფლიოზე განუყოფელი ბატონობა სურთ;

6. მსოფლიო თანამეგობრობის უმეტესმა ნაწილმა ირწმუნა აშშის სიცრუე . . არაბული გაზაფხულის შესახებ. დავიჯერეთ, რომ აქ თავდაცვის პრინციპი მოქმედებდა და არა დემოკრატიულად შეფერადებული დამპყრობლურტერორისტული ომი;

7. მასობრივი ინფორმაციის მთავარი საშუალებები აშშის მოკავშირედ მოგვევლინა ამერიკული მაქინაციების განხორციელების საქმეში: მთელ მსოფლიოში ავრცელებენ ისინი დაკვეთილ სიცრუეს და ამით მიზანმიმართულად ამზადებენ ხალხებს ომისთვის;

8. ამის გამო ყველა ხალხი იმდენად გამოტვინდა, რომ ვერ ამჩნევს და ვერ აფასებს იმ საშიშროებას, რომელიც ახლა უკრაინაში ხდება.

არადა, საჭიროა, ყველამ იცოდეს და გაისიგრძეგანოს, რომ მსოფლიოს შესაძლო კატასტროფის მუხტი დღეს მაინცდამაინც უკრაინაშია და მის გასანელებლად არავითარი დახმარება არ უნდა გავუწიოთ ამ ქვეყნის მთავრობას.

ამის გაკეთება საჭიროა იმიტომ, რომ:

1. ეს მთავრობა შეიქმნა სისხლის სამართლის დამნაშავეთა ტერორისტული პუტჩის გზით;

2. ეს დამნაშავენი ააჯანყა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ამერიკამ დაიქირავა ისინი, გაწვრთნა შეაიარაღა საომარი საშუალებებით და მისცა ტერორისტული დაკვეთები;

3. ახალი პუტჩისტური მთავრობის წევრები არა მხოლოდ ამერიკის დაქირავებული აგენტები არიან, არამედ _ პირწავარდნილი ნაცისტები. ყველა, ვისაც ფხიზელი მზერა აქვს და არ დაუკარგავს განსჯის უნარი, უნდა ხედავდეს და ხვდებოდეს, რომ ეს . . ნაცისტები ყველგან და ყოველთვის ერთსა და იმავე როლს თამაშობენ, იწვევენ არეულობას, დაბნეულობას, არბევენ მშვიდობიან დემონსტრაციებსა და აქციებს, სამოქალაქო ომის ცეცხლს ანთებენ მთელ რიგ ქვეყნებში. შავებში გამოწყობილი ეს ნაცისტები არსად და არასოდეს გამოსულან ეროვნული ინტერესების დასაცავად, რადგან არსად და არასდროს ყოფილან თავიანთი ერების წარმომადგენლები, მათი ინტერესების, მათი ზნეობისა და ტრადიციების მატარებელნი.

ისინი, როგორც საზარელი აჩრდილები, მოდებული არიან მსოფლიოს და ახალ მსოფლიო წესრიგს ამკვიდრებენ. ხალხებს ამზადებენ იმისთვის, რათა უსიტყვოდ მიჰყვნენ მასობრივი მედიის პატრონების მიერ ნაჩვენებ გზას”.

რა მიზნები ამოძრავებთმაიდნის ნაცისტებს”?

უწინარეს ყოვლისა, უნდა ითქვას, რომ უკრაინელი ნაცისტიპუტჩისტების დამფინანსებლები არიან მათი ამერიკელი ბატონები. სწორედ ისინი ამზადებენ ანტიუკრაინულ ამ ორ ძალას ნატოში შესვლის გზით რუსეთთან დასაპირისპირებლად, პირდაპირ ვთქვათ, რუსეთის წინააღმდეგ საომრად.

აშკარაა, რომ ეს დამღუპველი კოალიცია რუსეთის წინააღმდეგ ლაშქრობას ამზადებს, მის ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობით ატერორებს უკრაინის ინტერესებისთვის მებრძოლ ეროვნულ მოძრაობებსა და გაერთიანებებს, აყალბებს და აბინძურებს ჭეშმარიტ სახალხო მისწრაფებებს, წარმოგვიდგენს მათ, როგორც საშიშ სეპარატიზმს.

ისინი ცდილობენ, ჭეშმარიტად ეროვნული იდეების გაყალბებით აღმოფხვრან ეროვნული იდენტურობა. მსოფლიო საზოგადოებრივ აზრს არწმუნებენ, რომ ნებისმიერი ხალხი, რომელსაც ორიენტირად ეროვნული ინტერესები აქვს არჩეული, საშიში სეპარატიზმის გზაზეა დამდგარი.

უბინძურესი გაყალბება ნასყიდი პოლიტიკოსების _ ჭეშმარიტების თავდაყირა დაყენება (რომლის დიდოსტატებიც თავად ხომ არიან და ქართველი “ნაცებიც” კარგად გაწვრთნეს! _ რედ.).

რატომ მიჰყვება ამ გზას უკრაინის მთავრობა, იქაურ ნაცისტებთან ერთად? იმიტომ, რომ ერთიცა და მეორეც უკრაინელი ხალხის ინტერესებს კი არა, აშშ-ის ინტერესებს ემსახურებიან.

ჩვენ, _ მიმართავენ ფილმის ავტორები გერმანიის საზოგადოებრიობას, _ სასწრაფოდ უნდა გავიგოთ, რომ უკრაინა დაიპყრეს ამერიკელებმა.

თუკი რამე ძალა ეწინააღმდეგება ამერიკულ ექსპანსიას უკრაინაში, ეს თვით უკრაინელი ხალხია, პროუკრაინულად თუ პრორუსულად განწყობილი. ამიტომაა, რომ ახალი მთავრობისა და მისი ვასალი ნაციონალისტების მიზანია, პირისაგან მიწისა აღგავონ ეს ძალა, დააბრალონ რუსული სეპარატიზმი ისე უსირცხვილოდ, როგორადაც თავიანთი მოწყობილი ტერაქტების გამო ხელს აწმენდენ “სეპარატისტებს”.

ბინძური თამაშით უკრაინელებს, ასევე, ევროპულ სახელმწიფოებს ამზადებენ ომში მონაწილეობის მისაღებად.

დიდი გეგმა, რომელიც ამ ყველაფრის მიღმაა დაფარული, ასეთია:

ამ ომის გაჩაღების მსურველი ამერიკელები მსოფლიოს ბატონობისკენ ისწრაფვიან. გასული საუკუნის ორი მსოფლიო ომის შედეგად ისინი, ფაქტობრივად, გაბატონდნენ ევროპაში. ახლახან კი ჩვენ თვალწინ ხელთ იგდეს აფრიკის კონტინენტი და მისი წიაღისეული სიმდიდრენი თითქოსდა დემოკრატიისთვის წარმოებული ომების მეშვეობით.

მომდევნო ნაბიჯით მათ სურთ, დააჩოქონ თავიანთი უდიდესი და ყველაზე უფრო საშიში მეტოქე რუსეთი, შემდეგ _ ჩინეთი. ირანიც არ უნდა დავივიწყოთ!

უკრაინის ოკუპაციით ისინი ახლა რუსეთის საზღვრებს მიუახლოვდნენ. მაგრამ დემოკრატიულად ჩატარებულმა რეფერენდუმმა ყირიმის რუსეთთან შეერთების საკითხზე მათი ყველა გეგმა ჩაფუშა…

აშშ პირისპირ ომში რუსეთს ვერასოდეს დაამარცხებს. რუსეთზე უპირატესობის მოპოვებას ამერიკელები მხოლოდ ნატოსა და ევროპის ქვეყნების არმიებთან ერთად თუ შეძლებენ. სწორედ ამიტომ სისტემატურად იგონებენ ახალ და ახალ მიზეზებს, ევროპის ქვეყნებს ომის სურვილი რომ გაუღვიძონ.

* სანამ ყურს დავუგდებთ ამერიკაზე დამოკიდებულ ადგილობრივ მედიას, ომის პროპაგანდა ყოველდღიურად უფრო და უფრო შედეგიანი გახდება.

*სანამ ყურს დავუგდებთ ამ მედიას, ომის გამჩაღებელი ტერორისტები მომგებიან ვითარებაში იქნებიან: თავისუფლად დახვრეტენ უიარაღო მოქალაქეებს, ჯვარზე გააკრავენ უსუსურ ბავშვებს, მათ დედებს კი ჯაჭვით გამოაბამენ ტანკებს და იმდენს ათრევენ, სანამ მათგან ჩონჩხები დარჩება. ისინი კვლავაც გააგრძელებენ უკრაინელი დედების დატერორებას, რომლებიც თავიანთი მოქალაქეობრივი უფლებების დასაცავად გამოვლენ; გააუპატიურებენ და დახოცავენ მათ და ამ ყველაფერს თავიანთ მოკავშირეებს _ ნაცისტვასალებს დააბრალებენ. ასე გააბინძურებენ ეროვნულ მოძრაობას.

*სანამ ჩვენ ვუსმენთ და ვუყურებთ წამყვან მედიასაშუალებებს, რომლებიც ტერორისტებს ეკუთვნის, ისინი კვლავაც შეძლებენ, “სეპარატისტების” სახელით ააფეთქონ საავადმყოფოები, სკოლები, ჩამოაგდონ თვითმფრინავები, დაბომბონ საცხოვრებელი სახლები და ასე შემდეგ”.

ამ ყველაფერს ისინი დაუბრკოლებლად მოიმოქმედებენ იმიტომ, რომ მათ ტერაქტებს დაფარავს მათივე კუთვნილი მედია. ტერორისტებს საშუალება აქვთ, გაავრცელონ ნებისმიერი სიცრუე თავიანთი შეხედულებისამებრ, ააფეთქონ, დაწვან, დაანგრიონ, რაც მოესურვებათ, და შემდეგ დააბრალონ რუსეთს ან პრორუს “სეპარატისტებს”.

ყველაფერი კეთდება ერთი მიზნის მისაღწევად _ აიძულონ რუსეთი, ჩაებას ომში, რათა შემდეგ მის წინააღმდეგ გაგზავნონ მასმედიით მოტყუებული და შემცდარი ევროპელი ხალხებიმაშინ დაიღუპებიან ჩვენი ხალხები და სისხლისგან დაიცლება ევროპა.

ამიტომ დაუყოვნებლივ უნდა შევაჩეროთ ყოველგვარი დახმარება, რომელსაც უკრაინის ტერორისტულპუტჩისტური მთავრობისთვის გავიღებდით

…და მას შემდეგ, როცა უკანასკნელ ტყვიას გავისვრით, როცა ევროპა საკუთარ სისხლში აფართხალდება, როცა რუსეთი პირქვე დაემხობა, ჩინეთი და ამ ომში ჩათრეული სხვა ქვეყნები დაკარგავენ დედებსა და მამებს, შვილებს, მაშინ ერთადერთი რამ დაგვრჩება სადარდებლად _ ძალაუფლების სიგიჟემდე მოყვარული ომის ეს გამჩაღებლები, ყველა ამ უბედურების “შემოქმედნი” მესიად, კაცობრიობის გადამრჩენებად არ წარმოგვიდგენ და არ გააბითურონ მომავალი თაობები მათ მიერ გაყალბებული ისტორიის მეშვეობით.”

ცრუ მესიები!

ბოლოთქმა განსჯისთვის

რა მოხდა ისეთი, რომ დაგვიმონეს ტურებივით გაიძვერა და აფთრებივით დაუნდობელმა ადამიანებმა?

მოხდა კი ის, მიიჩნევენ ფილმის ავტორები, რომ დაგვაბრმავა ნასყიდმა მასმედიამ, აგვაცუნდრუკა ჰოლივუდის მასპროდუქციამ, გადაგვაქცია სულიერად გამოფიტულ, დაუნდობელ, გულქვა ადამიანებად, დავემონეთ ავხორცობის წუთიერებას, ქედი მოვუხარეთ ბოროტების შემოტევას, სექსის, ალკოჰოლისა და ნარკოტიკების ტყვეები გავხდით.

უნებისყოფო მასად ვიქეცით!

გაგვიტაცა მომხვეჭელობამ და მატერიალურ სიკეთეთა მომნუსხველობამ, გავველურდით და მანკიერებათა სისინა გველების ყელზე შემოხვევა მხოლოდ მაშინ ვიგრძენით, როცა მათი შხამიანი ორკაპი ენები ჩვენს თვალებთან ათამაშდა.

რომელი ლაოკოონები ვიყავით, ნეტავ?!

ნებისმიერი სიცრუე, რაგინდ აშკარა ყოფილიყო, დავიჯერეთ, ვენდეთ პლაგიატს _ “თურქეთის ქვეშევრდომის”, კონგენიალური ოსტაპ ბენდერ ბეის მსგავსი ვასიუკების მსოფლიოს ჭიპად წარმოდგენილი ჩვენი მამულის მომავალს.

მოხდა ის, რაც უნდა მომხდარიყო: დავკარგეთ ჩვენი მეობა, კაცობა, ტრადიციები, კულტურა. გავღატაკდით, რადგან მოგვპარეს მატერიალური სიკეთე ყოველი, რაიც ღვთივ გვქონდა ნაბოძები.

“სხვა საქართველო სად არის?!”

მსხვერპლად შეგვწირეს იმ სექტას, რომელიც დედამიწის მოსახლეობისოქროს მილიარდამდეამოწყვეტას ქადაგებს და იქმს.

ამ ერთ მილიარდში ჩვენ რომ არ გვგულისხმობენ, ვაი, თუ მხოლოდ მაშინ ვირწმუნებთ, როცა ფაქტის წინაშე დაგვაყენებსსიკვდილის სექტა”, რომელიც კაცობრიობას ემუქრება

საგაზეთო ვარიანტი მოამზადა

არმაზ სანებლიძემ

P.S. წუხელ გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ თავს იკავებს უკრაინის მთავრობისთვის ლეტალური იარაღის მიწოდებაზე.

მიშასრა აკაკანებდა”?

 

1 COMMENT

  1. კარგი იქნება ეს ფილმი მსოფლიომ ნახოს,იქნებ ხალხს მაშინ გაუნათდეს გონება და რეალურად დაუპირისპირდეს ამ ამერიკულ-სატანისტურ სექტას,რომელსაც მსოფლიო უფსკრულისკენ მიხყავს და ანტიქრისტეს უმზადებს ადგილს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here