Home რუბრიკები პოლიტიკა ავადმყოფს ლოგინში უნდა უწამლო, ანუ კოაბიტაციიდან თბილისურ მაიდნამდე

ავადმყოფს ლოგინში უნდა უწამლო, ანუ კოაბიტაციიდან თბილისურ მაიდნამდე

522

21 მარტს სააკაშვილის პირსისხლიანი ხროვა თბილისში, რუსთაველის გამზირზე აქციის გამართვას აპირებს. მეცოცხეების პარტია დედაქალაქის ცენტრში ერთადერთი მოთხოვნით შეიკრიბება _ გადადგეს მთავრობა!

ხელისუფლების შეცვლიდან ორი წლის თავზე ეს უკვე მეორე აქციაა, რომელსაც ნაცმანქურთების სექტა რუსთაველზე ჩაატარებს. პირველი შარშან, 15 ნოემბერს გამართეს იმ “რუსული ოკუპაციის” წინააღმდეგ, რომელიც მათივე თავკაცის, მიხეილ სააკაშვილის ავადმყოფურ პოლიტიკაზე მეზობელი სახელმწიფოს ადეკვატური პასუხი იყო, ხოლო მეორეს, უკვე არც მეტი, არც ნაკლები, მინისტრთა კაბინეტისა და პრემიერის გადადგომის მოთხოვნით აწყობენ.

ბედის ირონიაა, რომ საქართველოს პარლამენტსა და მთავრობაშიც დღეს ბევრია ადამიანი, რომლებიც 2012 წლის 2 ოქტომბრის შემდეგ აცხადებდნენ, “ნაცმოძრაობა”, როგორც პარტია, მოქკავშირის ბედს მალე გაიზიარებსო. ისინი სააკაშვილის რეჟიმს პოლიტიკურ მოუსავლეთში გამგზავრებას უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ ეს მოლოდინი, რბილად რომ ვთქვათ, უტოპიური აღმოჩნდა. მეტიც _ ნაცმოძრაობაკი არ გაქრა, მთავარი ოპოზიციის სტატუსი დედის რძესავით შეირგო და ისე მომძლავრდა, უკვე ხელისუფლების შეცვლას ითხოვს. ამაზეა ნათქვამი: ავადმყოფს ლოგინში უნდა უწამლო, თორემ, რომ წამოდგება, აქეთ მოგწამლავო. _ ეს “ქოცნებამ” არ ან ვერ გაითვალისწინა და აი, შედეგიც _ ჰაერში ევრომაიდნის სუნია! ახლა კაცმა არ იცის, ეს სუნი მოედება თუ არა ქვეყანას და მიგვიყვანს თუ არა რეალურ აფეთქებამდე, მაგრამ ფაქტია: პოლიტელიტა, რომელიც ორი წლის წინათ გულში ჩავიკარით, უნიათო აღმოჩნდა და, ამასთანავე, კოალიციაში შემავალმა რიგმა სუბიექტებმა, მაგალითად, რესპუბლიკურმა პარტიამ, ერთიერთზე გაიმეორა სააკაშვილის მოღალატეობრივი პოლიტიკა (ეს მოულოდნელი, ალბათ, არავისთვის ყოფილა).

რაც შეეხება საზოგადოებას, დასაწყისში “ნაციონალების” პირველი აქცია ვახსენე და, ალბათ, ყველას გახსოვთ, იმხანად რა შიშიც არსებობდა, _ პროვოკაცია იგეგმებაო. დაახლოებით ანალოგიური “ჟიმჟიმი” აქვს ახლაც ხელისუფლებას და მოსახლეობას აფრთხილებს,_ სიტუაციის გამწვავებას მოერიდეთო. ცხადია, ნაციონალებსპროვოკაციაზე ნერწყვი მოსდით და ერთი სული აქვთ, თუნდაც ერთ გამწარებულ მოქალაქეს ნერვებმა უმტყუნოს, მაგრამ, მეორე მხრივ, ჩნდება კითხვა _ როდემდე უნდა ითმინოს საქართველომ ნაცმანქურთების პარპაში? როდემდე შეიძლება, ნერვები მოთოკოს იმ ასეულობით და ათიათასობით ნამუსახდილმა მოქალაქემ, რომელთაც სააკაშვილის პირსისხლიანი ჯალათები ცოცხებით, ხელკეტებითა და იატაკის საწმენდი ჯოხებით აუპატიურებდნენ?! ირაკლი ღარიბაშვილმა ამას წინათ განაცხადა, სამართლიანობის აღდგენას თავისი წესი აქვს და პროცესს ხელოვნურად ვერ დავაჩქარებთო. აქაც ბუნებრივად ჩნდება შეკითხვა _ თუ შეიძლებოდა, რომ სააკაშვილის რეჟიმის მიერ ოლიგარქ ივანიშვილისთვის წართმეული 80 მილიონი სასწრაფოდ დაებრუნებინათ; თუ შეიძლებოდა, ღარიბაშვლის სიმამრი თამაზაშვილი ციხიდან ისე გამოეყვანათ, რომ ამნისტიას არ დალოდებოდნენ, “რიგითიმოქალაქის დარღვეული უფლებების აღდგენა დააზარალებს სახელმწიფოს?! მაშინ ეს ქვეყანა მხოლოდ მილიარდერ ივანიშვილისთვის გათავისუფლებულარეჟიმისგანდა საკითხავია, 2012 წლის 2 ოქტომბერს რას ვზეიმობდით _ ნაცმანქურთების პარპაშის დასასრულს თუდაჩაგრულიოლიგარქის გალაღებას

ისე, თქმა თუა, სიმართლე ბოლომდე უნდა ითქვას, _ საზოგადოება კვლავ ნიჰილიზმის მორევშია ჩაძირული და პირდაფჩენილი ელოდება ახალიმესიისგამოჩენას. ოცი წელია, ასე ველოდებით და ყველამესიანომრიანი ყალთაბანდი აღმოჩნდა. მაინც ვერ ვისწავლეთ, მაინც ველოდებით მის გამოჩენას ჭაში ჩასმული ზებოსავით. ეს არის დაუძლურებული, დაბეჩავებული და ნამუსახდილი საქართველო, რომელსაც ყველა აკომპლექსებს, დაწყებული კურდღლისტუჩა სააკაშვილით, რომელიც გორში რუსული თვითმფრინავის გამოჩენისას მიწაზე ფორთხავდა, დამთავრებული ოლიგარქით, რომელმაც სამპროცენტიანი რესპუბლიკური პარტია ერთი ხელისმოსმით შემოგვაკვეხა. ამ სახელმწიფოს თავის დაცვა არ შეუძლია ოცდაათ ვერცხლზე გაყიდული პოლიტიკანებისგან და სწორედ ამ საქართველოზე წერდა საუკუნე-ნახევრის წინათ გულდამწვარი აკაკი წერეთელი, ფურთხის ღირსი ხარო. საუბედუროდ, სულმნათი მგოსნის ეს უკვდავი სტროფი დღესაც აქტუალურია, რადგან საქართველო, რომელსაც იმის თავი არ აქვს, რომ სააკაშვილის ხროვა ალაგმოს, მართლაც ფურთხის ღირსია. თუმცა, ეს ფურთხი არ გვაკლია და არც მოგვაკლდება, ვიდრე პოლიტიკური სპექტრი ავგიას თავლასავით არ გაიწმინდება…

ახლა ველოდოთ ჰერკულესის გამოჩენას…

ჯაბა ჟვანია

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here