Home რუბრიკები პოლიტიკა გაიზიარებს თუ არა სააკაშვილი ბორის ნემცოვის ხვედრს?

გაიზიარებს თუ არა სააკაშვილი ბორის ნემცოვის ხვედრს?

770

დიდი ხანია, ამერიკის შეერთებულ შტატებს შერჩა მხოლოდ ერთი საექსპორტო საქონელი სახელწოდებით _ დესტრუქცია, გნებავთ, მოშლა, განადგურება. გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან ამერიკა გაცილებით მეტს ხარჯავს, ვიდრე გამოიმუშავებს. ჩნდება კანონზომიერი კითხვა _ რატომ არ კოტრდება აშშ, რატომ არ ინგრევა? _ საქმე ის არის, რომ თანხას, რომელიც უარყოფით სალდოს შეადგენს, სხვები იხდიან.

უწინ არსებობდა უამრავი საფინანსო სქემა, რომელიც უზრუნველყოფდა ასეთ პარაზიტობას. დღეს ამ სქემებიდან, მეტ-ნაკლები წარმატებით რომ ემსახურებოდა ამერიკის უდარდელ არსებობას, დარჩა მხოლოდ ერთი _ მძლავრი პროპაგანდა, რომელიც უყალიბებს ადამიანებს რწმენას, რომ ყველგან, გარდა აშშ-ისა, მათ ფულს გაქრობა ემუქრება. ხოლო ამ ილუზიის “საკვებად” რა არის აუცილებელი? მართალი ხართ _ ხელოვნურად უნდა შექმნა სამხედრო ან სოციალური კონფლიქტები ყველგან, სადაც კი ხელი მიგიწვდებათ. შედეგად, დედამიწის ყველა კუთხეკუნჭულიდან ფულიგადაედინებაამერიკაში! ამიტომ გამოვიჩინოთ შეგნება, შევიდეთ აშშის მდგომარეობაში _ მას ხომ არ აქვს ალტერნატიული გამოსავალი, გარდა იმისა, რომ სხვა სახელმწიფოებში, თუნდაც მეგობრულად განწყობილშიც კი, შექმნას დესტაბილიზაცია თავისიოპციებით” _ სისხლისღვრისა და ეკონომიკური კოლაფსის სახით. აშშ-ც ხომ სულდგმულია, მაშასადამე, ჭამაც უნდა! და თუ თავისი პარაზიტული ინტერესების გამო ამერიკა მოძმე ისრაელსაც არ ინდობს (გავიხსენოთ, რამდენი ათწლეულია, ეს ქვეყანა დენთის კასრზე ცხოვრობს!), რაღა ვთქვათ რუსეთზე.

ჰოდა, მოინდომა აშშ-ის დღევანდელმა ადმინისტრაციამ რუსეთში არეულობის მოწყობა და ძლიერ შეუტია ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს. 28 თებერვალს მოსკოვის ცენტრში, ლამის კრემლის კედელთან მოკლეს ცნობილი პოლიტიკოსი ბორის ნემცოვი. აქაც ჩნდება კითხვა: ვის აძლევდა ხელს ამ ადამიანის სიკვდილი _ რუსეთის ხელისუფლებას? მოდი, გადავხედოთ, თუ რას წარმოადგენდა ბორის ნემცოვი. ის იყო ამჟამინდელი რუსი ოპოზიციონერებიდან ერთი-ერთი ყველაზე პოპულარული და, ამასთანავე, ერთ-ერთი ყველაზე უმოქმედო მოღვაწე. ნემცოვი უკვე აღარ ხელმძღვანელობდა აქტიურ პოლიტიკურ სტრუქტურებს და, თუ მონაწილეობდა რომელიმე მასობრივ თავშეყრაში, მხოლოდ კერძო პირის სტატუსით. თანამდებობების დატოვების შემდეგ ნემცოვმა გაითქვა სახელი, როგორც მექალთანემ, ქარაფშუტამ და დარდიმანდმა. ასეთი ცხოვრების სტილით ის უფრო ჩირქს სცხებდა ოპოზიციას, ვიდრე ეხმარებოდა; ანუ ოპოზიციას მკვდარი ნემცოვი (როგორც მსხვერპლი _ სიმბოლო) უფრო მეტ სარგებელს მოუტანდა, ვიდრე ცოცხალი. ასე რომ, პუტინმა და მისმა ხელისუფლებამ, ნემცოვის სახით, დაკარგა იდეალური მოწინააღმდეგე _ უკეთესს რომ ვერ ინატრებდი! არა, რუსეთის ხელისუფლებას ნემცოვის სიკვდილი (დროის ამ მონაკვეთში მაინც) ნამდვილად არ აძლევდა ხელს. მაშ, ვის?

საერთოდ, ნებისმიერ ბოროტმოქმედს აქვს ე. წ. საკუთარი ხელწერა. გავიხსენოთ: ბორის ნემცოვი მოკლეს კრემლთან, რაც ამ მკვლელობას, უდავოდ, ნიშანდობლივს ხდის. გავიხსენოთ ჩვენთვის კარგად ცნობილი ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობა 2006 წლის 7 ოქტომბერს _ პუტინის დაბადების დღეს. როგორც ხვდებით, ჟურნალისტის მკვლელობა თავისებური “მილოცვა-საჩუქარი” იყო რუსეთის პრეზიდენტისადმი. და მთავარი _ ნემცოვის გვამმა გაცივება ვერ მოასწრო, რომ დანაშაულის ადგილს ყვავყორნებივით დაესივნენ ამერიკელი ჟურნალისტები და საეჭვო შეხმატკბილებით დაასახელეს ბოროტმოქმედი _ რუსეთის ხელისუფლება. ყველაზეგაუგებარისაქციელი კი ჩაიდინა აშშის ელჩმა რუსეთში, საქართველოს დიდმაგულშემატკივარმა” _ ჯონ ტეფტმა, როდესაც ზამოსკვორეცკის ხიდზე თაიგულით ხელში გამოცხადდა. ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი ამბავია _ კაცმა მოკლულისადმი პატივისცემა გამოხატა, მაგრამ თაიგული გადახვეული იყო უკრაინული დროშის ფერების ლენტითსხვათა შორის, ნემცოვის მკვლელობაში ეჭვმიტანილებმა, რომლებიც რამდენიმე დღის წინათ დააკავეს, აღიარეს დანაშაული და განაცხადეს, რომ მკვლელობის შეკვეთა მიიღეს ჯოხარ დუდაევის სახელობის ბატალიონიდან, რომელიც თავდაუზოგავად ებრძვის ნოვოროსიის სახალხო ლაშქარს. თანხის ოდენობაც (8 მილიონი ამერიკული დოლარი) დაასახელეს; და, თუ გავითვალისწინებთ, ვისი მარიონეტია კიევის ხელისუფლება, ნათელი ხდება მკვლელობის მთავარი შემკვეთის ვინაობაც.

 ნემცოვის “პასიაც” _ ანა დურიცკაია არ დავივიწყოთ. ეს ქალბატონი პარალელურად საყვარლობდა სპეცდანიშნულების პოლკ “დნეპრ-1”-ის მეთაურს, იური ბერიოზას.

ამერიკის ადმინისტრაცია იმედოვნებდა, რომ ნემცოვის სიკვდილი მოსკოვში ახალ მაიდანს ააგორებდა და ამ ამბით ასიათასობით აღშფოთებული ადამიანი თუ კრემლის შტურმს არ დაიწყებდა, სულ ცოტა, წითელ მოედანზე კარვებს მაინც გაშლიდა; მაგრამ, რომ იტყვიან, აშშ-ს აქაც ჩაუვარდა კოვზი ნაცარში _ არათუ სრულიად რუსეთის, მოსკოვის მოსახლეობის უდიდესმა უმრავლესობამ “ფლეიბოი” ნემცოვის მკვლელობა, ბოდიში და, “დაიკიდა”. უფრო მეტიც, რუსი ხალხის განწყობა გამოიხატა ამ წინადადებაში: “ერთი მოღალატით ნაკლებია!”. არადა, ნემცოვი არა მხოლოდ ცოლებს, არამედ სამშობლოსაც ღალატობდა. ამის დასამტკიცებლად ის ფაქტიც გამოდგება, რომ ნემცოვი არაერთხელ მოუწოდებდა რუსეთის მთავარ მტერს _ აშშ-ს _ ძალა გამოეყენებინა “პუტინის რეჟიმის” დასამხობად (ჩათვალე _ რუსეთის წინააღმდეგ).

ბორის ნემცოვმა თვითონ აირჩია თავისი ბედი, როდესაც სამშობლოთი დაიწყო ვაჭრობა. ღალატს მისთვის პირადი კეთილდღეობა (ფული) მოჰქონდა. საუბედუროდ, ამ საბრალო ადამიანს დაავიწყდა, რომ მოღალატეები არავის უყვარს, უპირველეს ყოვლისა, თვითონ პატრონ-გადამხდელს. “პატრონი” მოღალატეში მხოლოდ გამოყენებით “მასალას” ხედავს, მაგალითად, ტუალეტის ქაღალდს ან ლიმონს, რომელსაც გამოწურავს და ნაგვის ყუთში გადააგდებს.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, ამ წერილის სათაურად გამოტანილ კითხვაზე _ გაიზიარებს თუ არა სააკაშვილი ბორის ნემცოვის ხვედრს? _ პასუხი ასეთია: აუცილებლად! რადგან ეს ყველა რანგისა და ჯურის მოღალატის კანონზომიერი აღსასრულია!

გიორგი კორძაძე

 

1 COMMENT

  1. სააკაშვილი ამერიკის ყურმოჭრილი მონაა მაგრამ თავისი საქმეც არ ავიწყდება.აგროვებს მილიონებს და არ იცის ერთ დღეს შეიძლება ოხრად დარჩეს.საქართველოში არეულობის მოწყობით,ფიქრობენ მეორე ფრონტი გახსნან რუსეთის წინააღმდეგ და დაასუსტონ.რას მოუტანს ეს ქვეყანას,არც ერთ ნაცს არ ანაღვლებს.თავიანთ ქონებას ნელ-ნელა ქაჩავენ ოფშორებში.ამ დროს,ვისაც ამის გაკონტროლება ევალება ძინავს,ან შეგნებულად ხუჭავს თვალს.
    აქვე დავამატებ-ნაცვლიშვილის პროკურორის მოადგილედ დანიშვნით,ბევრ დასაჭერ ნაცს გაუსუფთავეს წარსული.სუფთა 100 მილიონი წაიღო და წავიდა.რატომ არავინ კითხულობს მის ამბავს?

  2. ღმერთმა დაუფაროს ნემცოვის ბედი, ის თავის აშენებულ ციხეში უნდა ჩალპეს.

  3. სააკაშვილი რუსეთის ყურმოჭრილი მონაა, მაგრამ თავისი საქმეც არ ავიწყდება. წინა ტექსტის ანალოგიური შინაარსი, რუსეთსაც პირდაპირ მიესადაგება. ნუ შედაცდენთ რომ რუსეთს სიტყვით ლანძღავს, საქმით, საქართველოს ეკონომიკა რუსეთს მისცა და უზარმაზარი ფული იშოვა. მისი ბიძა თემურა ალასანიაც გვერდში ედგა და უდგას. ეს "წყვლინტიანი დედიკოს ბიჭი", საერთაშორისო ავანტიურისტად ჩამოყალიბდა. საქართველო ხიმ დააქცია, უკრაინასაც ანგრევს ბოლომდე, სისხლიანი ხელებით. დღეს "მიშას" ლიკვიდაცია, არც ამერიკას და არც რუსეთს არ აწყობს, მთავარია სხვა შემთხვევამ არ იმსხვერპლოს. "სააკა" საქართველოში უნდა გასამართლდეს, თავის დამქაშებთან ერთად.

  4. ჩემი აზრით,ამერიკის პოლიტიკა ყველასთვის გასაგები უნდა იყოს,რადგან მისი არსებობის მანძილზე სხვა არაფერი უკეთებია ხალხისა და ერების განადგურების გარდა.ბოლოსდსბოლოს ვერ უნდა მივვხდეთ და გავაცნობიეროთ დასაბამიდან დღემდე როგორ ებრძვის ერებს ეროვნული თვითგამორკვევის ლოზუნგით?ამ საქმეში მას დიდი გამოცდილება აქვს.დავიწყოთ თუნდაც ადგილობრივი აბორიგენი ინდიელებიდან.ახლა ამერიკაში, უმრავლესობას ვინ უნდა წარმოადგენდეს ევროპიდან ჩასული თავის სამშობლოდან გაქცეული მკვლელებისა დაგარეწრების შთამომავალი და მათ მიერ აფრიკიდან მონებად ნაყიდი შავკანიანები თუ ე/წ ინდიელები? ხიროსიმაში და ნაგასაკში ჩამოგდებული ბომბი! ვიეტნამის ომი? ერაყზე თავდასხმა და ჰუსეინის ჩამოხრჩობა?ისრაელ-პალესტინა?ლიბია?კოსოვო? ავღანეთი?(სსრკ გამოაგდო და თვითონ შევუდა)…და ბოლოს უკრაინა.კი!ვიცით,რომ ბენდერები ვერ იტანდნენ რუსებს,მაგრამ ერთმანეთს დასახოცად არ გაიმეტებდნენ.(განა ბენდერები არ შეეგებნენ ფაშისტებს პურით და მარილით?)მაგრამ ერთმანეთის დასახოხად არა!განა მაკეინი არ ხელმძღვანელობდა მაიდანს? ვინ უღებდა სურათებს მაიდნის მოვლენებს?..დღეს გეგმაში საქართველოა.ამიტომაა დაგეგმილი 21მარტი.მოგიწოდებთ ქართველებო გავუფრთხილდეთ ჩვენს მრავალტანჯულ სამშობლოს.არ ავყვეთ ამერიკის პროვოკაციას.კი აქვს შეცდომები ამ ხელისუფლებას,მაგრამ არჩევნებით გამოვუტანოთ ვერდიქტი.გემუდარებით შურისმაძიებლებს ნუ ჩავუგდებთ ხელში ქვეყანას თორემ მერე გვიან იქნება,ძალიან გვიან!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here