Home რუბრიკები საზოგადოება მამა ბასილი (მკალავიშვილი): აუცილებლად უნდა მოეწყოს “ნაცმოძრაობის” აქციის საწინააღმდეგო აქცია!

მამა ბასილი (მკალავიშვილი): აუცილებლად უნდა მოეწყოს “ნაცმოძრაობის” აქციის საწინააღმდეგო აქცია!

730

საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე გლდანის ივერიის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ეკლესიის წინამძღვარი მამა ბასილი (მკალავიშვილი) გვესაუბრება.


_ მამაო ბასილ, ბოლო ხანს ორგანიზაცია “17 მაისი”, რომელიც . . სექსუალური უმცირესობების უფლებებს იცავს, პერმანენტულ გამოკითხვას ატარებს მინისტრებში: “არის თუ არა ჰომოსექსუალობა ავადმყოფობა და ცოდვა?”. შეკითხვაზე უარყოფითი პასუხი გასცეს, ანუ განაცხადეს, რომჰომოსექსუალობაავადმყოფობა არ არის, შემდეგმა მაღალჩინოსნებმა: გარემოს დაცვის მინისტრმა ელგუჯა ხოკრიშვილმა; ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა; ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ; შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლევან იზორიამ; სახელმწიფო მინისტრმა ევროინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძემ და სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა. რა აზრის ხართ ამ მაღალჩინოსნებზე და თქვენ, როგორც სასულიერო პირი, რას უპასუხებთ მათ?

_ როგორც სასულიერო პირი, მხოლოდ ბიბლიით, წმიდა წერილებზე დაყრდნობით მოგაგებთ პასუხს. უზენაესის მიერ სამყაროს შექმნიდან, ადამიანთა წარმოშობიდან, დაუსრულებელი ბრძოლა მიმდინარეობს ჭეშმარიტებასა და მწვალებლობას, სიკეთესა და ბოროტებას, ბნელსა და ნათელს შორის. ყველა ეპოქაში ასე იყო და დღესაც გრძელდება.

თქვენ დამისახელეთ მინისტრები, რომლებსაც ხალხმა უბოძა ნდობის მანდატი. მათ ხალხს იმედი გაუცრუეს. უმეცრები აღმოჩნდნენ სახელმწიფოს მართვაში, რელიგიაზე კი საუბარიც ზედმეტია. სახელმწიფოს მართვის ბერკეტები მათ ხელშია, აქედან გამომდინარე, ხალხის მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდნენ. საქართველო მართლმადიდებელი ქვეყანაა და ვალდებულნი არიან, ეკლესიურ საკითხებშიც ერკვეოდნენ, ამიტომ, ჩაიხედონ ბიბლიაში, სახარებაში, თუმცა მათ ეს სასაცილოდ არ ჰყოფნით. მათ შევახსენებ, რატომ დაიღუპა კაცობრიობა წარღვნის დროს, როგორ მოისრა სოდომგომორი და აღიგავა პირისაგან მიწისა, გადარჩა მხოლოდ მართალი ლოტი. ამის მიზეზი იყო ის, რომ კაცობრიობა სიბილწის მორევში ჩაეფლო. დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლები კი სწორედ ამ მორევს გვიმზადებენ. ამჯერად არ დავაკონკრეტებ, მაგრამ თქვენ მიერ დასახელებული მინისტრებიდან ერთ-ერთი, როცა ჩვენ იეღოველთა სექტის აღვირახსნილობასა და პროზელიტიზმს ვებრძოდით, მათ გვერდით იდგა და გვიპირისპირდებოდა.

ნანუაშვილზე კი გეტყვით, რომ ის და მისი ცოლი მართლმადიდებლები არ არიან. არ იფიქროთ, რამეს თავს ვახვევდე, მაგათი საქმეა, რაც უნდათ, იმას ირწმუნებენ, მაგრამ ერის განკითხვის უფლება მისთვის არავის მიუნიჭებია.

კარგად მოგეხსენებათ მისი (ნანუაშვილის _ . .) შეხვედრის თაობაზე საქართველოში ევროკავშირის ახალ ელჩთან. ჩვენ, ქართველები, ქაჯებად შეგვრაცხა, მისი თქმით, თურმე უმცირესობის წარმომადგენლები დისკრიმინაციას განიცდიანბნელიხალხისგან და შველას ითხოვენ. ყოველივე ამის შემდეგ გიკვირთ აღნიშნული მინისტრების პოზიცია? ამ მინისტრებს შევახსენებ: ათი მცნების გაცნობა დიდ დროს არ წაგართმევთ. ჩახედეთ, წაიკითხეთ, იქნებ ჩასწვდეთ, რა ცოდვას სჩადიხართ. ჰომოსექსუალიზმი _ ლესბოსელობა, მამათმავლობა და სხვა გაუკუღმართებული გადახრები უდიდესი ცოდვა, ავადმყოფობა და დანაშაული რომ არის, დღეს ბავშვმაც კი იცის. ეს მინისტრები და ისინიც, ვინც მათ პოზიციას იზიარებენ, სარწმუნოებისგან შორს არიან, ერის ბედს არად დაგიდევენ, მხოლოდ თბილ სავარძლებსა და ფულის მოხვეჭაზე ფიქრობენ.

_ ორგანიზაცია “17 მაისისშეკითხვაზე _ არის თუ არა ჰომოსექსუალობა ავადმყოფობა? _ რესპუბლიკური პარტიის წევრმა ლევან ბერძენიშვილმა უპასუხა: “არა, ჰომოსექსუალობა არ არის ავადმყოფობა, რა თქმა უნდა. არც ავადმყოფობაა და არც ცოდვა”. ხოლო შეკითხვაზე _ არის თუ არა ოჯახი ორი ქალის ან ორი მამაკაცის ერთობა? _ ასევე განაცხადა: “დიახ, შემიძლია ასეთი რამ წარმოვიდგინო”. როგორ ფიქრობთ, ამ გამოკითხვით ნელნელა ხომ არ გვაჩვევენ აზრს, რომ ევროინტეგრაციის კვალდაკვალ, დასავლეთის რიგი ქვეყნების მსგავსად, აქაც დადგება . . ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების საკითხი?

_ ის, რომ სიბილწე, უზნეობა, ამორალურობა, რომელიც ნიაღვარივით მოედინება ამერიკიდან და ევროპიდან, ღრმად იდგამს ფესვებს, აღმაშფოთებელია. ყველასთვის ნათელია, რომ ევროინტეგრაციის ხელშეკრულების ტექსტს მოჰყვა უამრავი დავალება, მაგრამ ეს ყველაფერი შენიღბულია.

რაც შეეხება ლევან ბერძენიშვილს, ახალს ვერაფერს გეტყვით, უბრალოდ, შეგახსენებთ, რომ ეს ადამიანი საქართველოს დაუძინებელი მტერია. მეტი რაღა უნდა ვთქვათ კაცზე, რომელიც ამბობს, რომ ვაჟა-ფშაველა გარყვნილი და ზნედაცემული იყო. რომ ილიას (ერის სულიერ მამას), როგორც პოეტს, არ იცნობს, აკაკი არ მოსწონს, სამაგიეროდ პატივს მიაგებს დეისაძეს, ბურჭულაძეს, ქარუმიძეს, ბუღაძესა და სხვებს, რომლებიც ერის სამარცხვინო ლაქები არიან. ამით, ფაქტობრივად, ყველაფერია ნათქვამი _ გასაგებია, ვინ არის ეს ადამიანი და რომელი იდეოლოგიის მსახურია…

_ “17 მაისისაპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელ აკაკი ბობოხიძესაც მიადგა შეკითხვით, წარმოგიდგენიათ თუ არა ჰომოსექსუალი პირი ხელისუფლებაშიო, რაზეც ბობოხიძემ უპასუხა: “ხელისუფლების სათავეში ჰომოსექსუალი წარმომიდგენია კი არა, წარმოდგენილი გვყავდა კიდეც”. როგორც ჩანს, სააკაშვილის რეჟიმი მართლა მსგავსი გადახრების მქონე ხალხზე იდგა და ამიტომ იყო ძალადობა ყოველდღიურ მოვლენად ქცეული, მაგრამ რა გარანტია გვაქვს, რომ ასეთი ადამიანები მოქმედ ხელისუფლებაშიც არ არიან? ვინ ან რა გვიცავს ამ ყველაფრისგან?

_ დაცვასა და რამის გამორიცხვაზე ლაპარაკიც ზედმეტია, ოკეანისგაღმელთა მკაცრი გაფრთხილებაა, რომ, თუ მამათმავლების უფლებებს არ დავიცავთ და არ მივცემთ მათ თავისუფალი ქმედების არეალს, არც ევროპაში, არც ნატოში არ მიგვიღებენ. ეს უზნეობა რუსეთში აკრძალულია, ჩვენ კი თავს გვახვევენ. აურაცხელი გრანტებია გამოყოფილი იმ არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, რომლებიც მხარს უჭერს ამ აღვირახსნილობას.

_ დღეს ხშირად საუბრობენ, რომ დასავლეთი დაშორდა ქრისტიანულ მორალს, ღირებულებებს, რომ ევროპა აღარ არის ამ ცივილიზაციის გამგრძელებელი. ჩვენთვის, როგორც ჭეშმარიტ მართლმადიდებლურ ფასეულობებზე დაფუძნებული სახელმწიფოსთვის, რა საფრთხეებს შეიცავს დასავლეთთან დაახლოება?

_ ქრისტიანულ მორალთან ევროპა ყოველთვის შორს იყო, მით უმეტეს _ დღეს, როცა ე.წ. თავისუფლების, თვითდინების გზით მიემართებიან. მათთვის მართლმადიდებლური მორალი ღირებულებას არ წარმოადგენს; ასე რომ, ევროპა გაუკუღმართებული გზით მიემართება. საქართველოს რაც შეეხება, ჩვენი პერსპექტივა გარკვეულია. თუ დასავლეთის გაუკუღმართებულ გზას გავყვებით, უფალს უნდა დავემშვიდობოთ. აი, ამ არჩევანზეა რეალურად საუბარი, როცა ე. წ. ისტორიულ არჩევანზე გველაპარაკებიან. სხვა ამაში არაფერი იგულისხმება…

_ “ნაცმოძრაობისმიერ დაგეგმილ აქციაზეც გკითხავთ. 21 მარტს ისინი რუსთაველის გამზირზე აპირებენ შეკრებას მთავრობის გადადგომის მოთხოვნითბევრი უკვე მოსალოდნელ პროვოკაციაზეც საუბრობს. რა მიზანს ემსახურება სააკაშვილის გარემოცვის გააქტიურება, როცა თვითონ სააკაშვილი უკრაინიდან გვემუქრება?

_ ქართველმა ხალხმა 9 წელი ჯოჯოხეთური გზით იარა. არც ერთი ხელისუფლების პერიოდში არ განგვიცდია ისეთი ტანჯვა-ვაება, როგორიც სააკაშვილმა გვარგუნა წილად. ფაშისტური ქმედებიდან გამომდინარე, მე მათ დაჯგუფებას დავარქმევდი “ნაციონალების სატანური სექტას”.

სარწმუნო წყაროებიდან ვიცი, შავნაბადის რეზიდენციაში როგორ გეგმავდნენ სააკაშვილი, გიგა ბოკერია და სხვები იმ პირთა მკვლელობებს, რომლებიც ხელს უშლიდათ ბნელი საქმეების განხორციელებაში. ერთერთი ამაზრზენი გურამ შარაძის დახვრეტა იყო დღისითმზისით ქალაქის გულში

ჩვენ ეს ადამიანები ამერიკიდან შემოგდებული კოაბიტაციით გავანებივრეთ და მივეცით საშუალება, ფერფლიდან აღმდგარიყვნენ, ამიტომ ბედავენ დღეს მთავრობის გადადგომის მოთხოვნას, მაგრამ დარწმუნებული ვარ, არც ერთი ღირსეული მოქალაქე იქ არ მივა. ყოველ შემთხვევაში, მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მივმართო მოსახლეობას: ჩემო ქართველო ხალხო, გთხოვთ, ნუ მიხვალთ მაგათ აქციაზე, რადგან ყველა საქართველოს მოღალატედ და დამაქცევრად შეირაცხება, ვინც მაგათ გვერდით დადგება.

ასევე მოვუწოდებ ჩემს ერს, განსაკუთრებით _ პოლიტიკოსებს: აუცილებლად უნდა მოეწყოს საწინააღმდეგო აქცია! მიხვდნენ ეს ფაშისტები, რომ მათ მიზნებს განხორციელება არ უწერია. ბედის ირონიაა, რომ დღეს ეს დანაშაულებრივი ორგანიზაცია, რომლისთვისაც მეორე ნიურნბერგის პროცესი უნდა მოგვეწყო, აქეთ გვემუქრება. თუმცა ნაწილობრივ ეს ჩვენი ბრალიცაა, სარეველა თავშივე უნდა ამოგვეძირკვა

_ მამაო, რას გვეტყვით იმის თაობაზე, რომ ძებნილი სააკაშვილი და მისი თანამზრახველები უკრაინაში მაღალ თანამდებობეზე დანიშნეს?

_ რაც დღეს უკრაინაში ხდება, უკრაინელი ხალხის ინტერესებში არ არის. ისინი მშვენივრად ცხოვრობდნენ თავისთვის, არაფერი უჭირდათ. ამერიკისა და ევროპის ჩარევით მოხდა სახელმწიფო გადატრიალება, მსგავსი იმისა, რაც ჩვენთან _ 1991-92 წლებში. იმხანად აქ მოვლენებს შევარდნაძე მართავდა საზღვარგარეთელ თანამზრახველებთან ერთად. უკრაინაშიც პროცესებს იგივე ჯორჯ სოროსი და ევროპის მასონთა ლოჟის წარმომადგენლები მართავენ. სააკაშვილისა და მისი ხროვის თანამდებობებზე დანიშვნაც ამერიკიდან მოდის. ამერიკის მიზანია, რუსეთი სხვა ქვეყნებთან ომში ჩაითრიოს და დაასუსტოს. ამერიკის სურვილი მსოფლიოზე ბატონობაა, მაგრამ ამ სურვილს შესრულება არ უწერია, რადგან ყოველივეს ღმერთი მართავს.

ისე, ამ ყველაფრის შემყურეს ერთი კითხვა მიჩნდება: უკრაინიდან დევნილი პრეზიდენტი იანუკოვიჩი ჩვენ რომ დავნიშნოთ მაღალ თანამდებობაზე, ხომ ატყდება მსოფლიო განგაში?!

ვეკითხები საქართველოს ფაქტობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს: რატომ არ ითხოვენ განმარტებას უკრაინისგან ძებნილი ხალხის თანამდებობებზე დანიშვნის გამო, რატომ არ ითხოვენ მათ გადმოცემას?! თუ საკმარისი მტკიცებულებები არ აქვთ, მაშინ გამოაცხადონ, რომ იგი უდანაშაულოა, თუ არა და, რაც დღეს ხდება, საკუთარი ხალხის შეურაცყოფა არ არის?!

მიუხედავად ყველაფრისა, ვაიმედებ ჩემს ერს: ანტიქრისტე საქართველოში ტახტს ვერ დაიდგამს. ვიყოთ ფხიზლად, რამეთუ მოახლოებულ არს ქრისტეს მეორედ მოსვლა. მოვუწოდებ ყველას, დავიცვათ ერთადერთი ჭეშმარიტი სარწმუნოება _ მართლმადიდებლობა, რომელმაც ჩვენი ქვეყანა საუკუნეებს გამოატარა და, მიუხედავად უამრავი შინაური თუ გარეშე მტრისა, კვლავ მედგრად დგას ფეხზე..

ღმერთმა დაგლოცოთ!

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here