Home რუბრიკები პოლიტიკა საქართველოს უცხოელი მიგრანტების ახალი ტალღა ელოდება!

საქართველოს უცხოელი მიგრანტების ახალი ტალღა ელოდება!

720

უსუფაშვილის პარლამენტი ქართული სახელმწიფოს ნგრევისა და გაჩანაგებისკენ მიმართულ მოღალატეობრივ პოლიტიკას წარმატებით განაგრძობს _ მცირე ხნის წინათ, უმცირესობისა და უმრავლესობის ერთობლივი გადაწყვეტილებით, საქართველოში მყოფ უცხოელებს ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად შეღავათიანი პირობების მოქმედების ვადა ხუთი თვით გაუხანგრძლივდათ.

ეს ვადა მიმდინარე წლის 1 მარტს უნდა ამოწურულიყო და ამის შემდეგ გარკვეული რეგულაციების ამოქმედება იგეგმებოდა (რომელიც სავიზო-საემიგრაციო პოლიტიკას მეტ-ნაკლებად მოაწესრიგებდა), მაგრამ, როგორც კი საკითხის განხილვა დაიწყო, პარლამენტში მსხდომინაცკრიმინალებიმარტის კატებივით აკნავლდნენ, ხელისუფლება საბჭოთა წარსულში გვაბრუნებს, საქართველო ჩაკეტილი სახელმწიფო ხდებაო. მოკლედ, უმრავლესობა შედრკა და ზემოაღნიშნული ვადა ხუთი თვით, ანუ 1 ივლისამდე გახანგრძლივდა, თუმცა ვარდოსნებიამასაც არ დასჯერდნენ და მმართველ გუნდს ძველი სავიზო რეჟიმის დაბრუნება და არსებული რეგულაციების საერთოდ გაუქმება მოსთხოვეს.

ვისაც არ გახსოვთ, შეგახსენებთ, რა სავიზო-საიმიგრაციო პოლიტიკა ჰქონდა ცხრა წლის განმავლობაში სააკაშვილის ხელისუფლებას და რა დამანგრეველი შედეგები მოუტანა ამან სახელმწიფოს.

“ნაცრეჟიმის” პერიოდში საქართველოს 118 ქვეყანასთან ჰქონდა უვიზო მიმოსვლა და ამ ქვეყნების მოქალაქეებს 360 დღე შეეძლოთ აქ უვიზოდ დარჩენა. ესენი იყვნენ, ძირითადად, აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის ისლამური სახელმწიფოები, რომლებსაც სხვა ყველაფერთან ერთად შობადობის მატება სერიოზულ ეკონომიკურ პრობლემებს უქმნით. სააკაშვილი გვარწმუნებდა, რომ სავიზო პოლიტიკის ლიბერალიზაცია ტურისტებისა და ინვესტორების რაოდენობას გაზრდიდა, მაგრამ მისი ეს განცხადებები რეალურად არანაირ გათვლებს არ ემყარებოდა. არავის შეუსწავლია, რა შედეგებს მოიტანდა აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილება და გადაწყვეტილება, ფაქტობრივად, ერთი კაცის ნება-სურვილით მიიღეს. აი, შედეგიც _ როგორც კი ამოქმედდა ის .. ლიბერალური პოლიტიკა, 118-ივე სახელმწიფოს მოქალაქეებმა სტიქიურად დაიწყეს შემოსვლა. დედაქალაქი (და არა მარტო დედაქალაქი) გაივსო გაურკვეველი მიზნებით შემოსული უცხოელებით, რომლებსაცნაცებისპროპაგანდა ინვესტორებად იხსენიებდა. შემოსულთა შორის ჭარბობენ არაბები, ერაყელები, ეგვიპტელები, ირანელები და სირიელები. მათიინვესტიციებისერთადერთისიკეთეკი ჩილიმბარების, ანუ მათივე გასართობი ღამის კლუბების მომრავლებაა. თბილისი, პრაქტიკულად, ჰარამხანების ქალაქად გადაიქცა, მაგრამ “ვარდოსნების” სექტამ ეს არ გვაკმარა და მოგვიანებით ამ მოქალაქეებისთვის ქართული პასპორტების დარიგება დაიწყო. ამით ყველაფერი კიდევ უფრო ცხადი გახდა, _ პოლიტიკურად გაკოტრებული “ნაცმოძრაობა” ახალ ელექტორატს იკოწიწებდა. სწორედ ამ მიზნით სააკაშვილმა თავისი საპრეზიდენტო ვადის ბოლო დღეები მაქსიმალურად გამოიყენა და დაახლოებით სამი თვის ინტერვალში 10 ათასამდე უცხოელს, ძირითადად, თურქებს, საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭა. მართალია, “ბელადს” ამანაც ვერ უშველა, მაგრამ უცხოელები ქართულ მიწას ჭიანჭველებივით შეესივნენ და, რაც კი ქვეყანაში საუკეთესო ნაკვეთები იყო, მთლიანად შეისყიდეს. ქართველ გლეხს მტკაველი მიწა აღარ დარჩა, ისედაც გაჩანაგებული სოფელი დაიცალა და გაუკაცურდა…

ეს ისე, შეხსენებისთვის. რაც შეეხება მოსალოდნელს, გასული წლის 1 სექტემბრიდან საიმიგრაციო პოლიტიკაში გარკვეული ცვლილებები შევიდა _ 118-ის ნაცვლად, საქართველოში უვიზოდ შემოსვლა მხოლოდ 94 ქვეყნის მოქალაქეს შეუძლია. შემცირდა ქვეყანაში უვიზოდ დარჩენის ხანგრძლივობაც და იგი 180-დღიანი პერიოდით განისაზღვრა, ანუ ახალმა რეგულაციებმა კონტროლის საშუალებები გააჩინა, მაგრამ ამას ისევ და ისევ “ნაცსექტის” კნავილი და სისინი მოჰყვა, _ კარჩაკეტილობის პოლიტიკით ინვესტორები ფრთხებიანო. ნათქვამია, ხე შეძახილით ხმებაო დაცოცხოსანთაგამუდმებულმა კიჟინმა შედეგი გამოიღო, ახლა უკვე ხელისუფლებაც ალაპარაკდა საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების უკუშედეგებზე. მეტიც, ზოგიერთმა ამ პოლიტიკის გადახედვის აუცილებლობაზეც გააკეთა მინიშნებები. აი, რა განაცხადა ამასწინათ ვიცეპრემიერმა კახა კალაძემ: “რაც შეეხება ვიზებს, ეს იყო ევროკავშირის მოთხოვნა, რომ გარკვეული ცვლილებები, რეფორმები განგვეხორციელებინა ამ მიმართულებით და ჩვენ, შესაბამისად, ეს ყველაფერი გავაკეთეთ, თუმცა აღმოჩნდა, რომ პრაქტიკაში მან გარკვეული პრობლემები მოუტანა ქვეყანას. ამ მიმართულებით მუშაობენ იმისთვის, რომ გარკვეული ცვლილებები კიდევ განხორციელდეს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ინვესტიციების, ტურისტების შემოდინების მიმართულებით გარკვეული პრობლემები ნამდვილად შეიქმნა, ამას ვაღიარებ”.

ამ კომენტარიდან ორი რამ იკვეთება: პირველი _ იმ არაბებს, თურქებს, ერაყელებსა და ათასი ჯურის უცხოელებს, რომლებმაც თბილისი ჰარამხანების ქალაქად აქციეს, “მეოცნებეებიცტურისტებად გვიცხადებენ, და მეორე _ როგორც ჩანს, საზოგადოების გულის მოსაგებად გამკაცრებულ საიმიგრაციო პოლიტიკას დღედღეზეგაალიბერალურებენ”. მეტიც, სანდო წყაროს ინფორმაციით, მთავრობას უკვე მიღებულიც აქვს დასავლეთისგან შესაბამისი დირექტივა და მალე უსუფაშვილის პარლამენტს ახალი საკანონმდებლო პაკეტი წარედგინება დასამტკიცებლად.

ცხადია, ხელისუფლებამ კარგად იცის, რომ მსგავსი ნაბიჯები მის ისედაც დაცემულ რეიტინგს მთლად გაანულებს, მაგრამ აქ უკვე პროპაგანდა გააკეთებს თავის საქმეს. “ნაც-ქოცები” ხომ ერთსულოვანნი არიან ამ პროცესში, ჰოდა, სააკაშვილის ნიფხვის ტელევიზიები ძარღვის გაწყვეტამდე დაიწყებენ მტკიცებას, ეს ცვლილება ეკონომიკურ ზრდას განაპირობებსო; ცალკე ჯაჯანიძის ან ნანუკა ჟორჟოლიანის შოუში ბოზი ქალების პარადით გააბრუებენ საზოგადოებას და მორჩა _ საკანონმდებლო ცვლილებაც უჩუმრად ჩაივლის. ჩვენ კი ამ მზაკვრობას მაშინ მივხვდებით, როცა ერთ მშვენიერ დღეს აღმოჩნდება, რომ ქვეყანაში არაბი და თურქი ქართველზე მეტი იქნება, მაგრამ იმ დროს უკვე უსუფაშვილების, ხიდაშელებისა და ბერძენიშვილების საოცნებო საქართველო იქნება სახელმწიფო, რომელსაც წარსულთან მხოლოდ სახელწოდება დააკავშირებს

ვინ იცის, იქნებ უკვე ასეთ საქართველოში ვცხოვრობთ კიდეც და ვერ ვხვდებით, რადგან მოსახლეობას მართლაც ოსტატურად აბრუებენ “ვარდოსანთა” ტელევიზიები. იქნებ კი არა, მგონი, ასეა, თორემ უსუფაშვილის პარლამენტს დიდი ხნის წინათ ვიხილავდით პოლიტიკურ სანაგვეში. რა გაეწყობა, ნათქვამია, როგორიც ერიო, ისეთი ბერიო, _ რა საზოგადოებაც ვართ და რა გარემოსაც ვქმნით, ზუსტად იმ პოლიტიკურ რეალობას ვხედავთ…

ისე, დღეს რაც ხდება, ლოგიკურია, სხვაგვარად არც შეიძლებოდა ყოფილიყო…

ჯაბა ჟვანია

 

1 COMMENT

  1. კანონპროექტი პარლამენტში მთავრობამ შეიტანა.სტატიის ავტორმა ეს უნდა იცოდეს!პარლამენტში კონკრეტულად ოცნებას უმრავლესობა ყავს,ამიტომ რესპუბლიკელებზე ასეთი რამეების დაბრალებით ,მათი დისკრედიდაცია უბრალოდ არ მოხდება.გაიხსენეთ მოსმენების კანონთან დაკავშირებით რესპუბლიკელების სწორი პოზიცია.უმრავლესობამ ადამიანის თავისუფლებაზე მაღლა "უსაფრთხოება" დააყენა.სამწუხაროდ ამ გადაწყვეტილებას ვაზაგაშვილის მკვლელობა მოყვა.რესპულიკელების მთავარი უპირატესობა მათ განათლებულობაში კი არ არის არამედ იმაში ,რომ ისინი ყველა საკითხში გულწრფელები არიან

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here