Home რუბრიკები საზოგადოება ზვიად ტომარაძე: საქართველოში, შესაძლოა, ხუთი არაბული სოფელი გაშენდეს

ზვიად ტომარაძე: საქართველოში, შესაძლოა, ხუთი არაბული სოფელი გაშენდეს

ვინ ყიდის ქართულ მიწებს, რა საფრთხე იმალება ამ ყველაფრის მიღმა და დგას თუ არა ქვეყანა დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე? _ ამ საკითხებზე “საქართველო და მსოფლიოს” დემოგრაფიული განვითარების ფონდის ხელმძღვანელი ზვიად ტომარაძე ესაუბრება.


_ მცხეთის რაიონში ხუთი არაბული სოფლის გაშენების საშიშროება არსებობს. ქანდის, წილკნის, მუხრანის, საგურამოსა და წეროვანის ტერიტორიაზე არაბებმა შეიძინეს სასოფლოსამეურნეო მიწის ნაკვეთები, დანიშნულება შეუცვალეს და ტერიტორიულ ერთეულებად დაყვეს. აშკარაა, ეს მიწები შესყიდულია სახლების ასაშენებლად და შესაძლოა, მალე საქართველოში არაბული დასახლებები გაჩნდეს. მოსახლეობამ ჯერ არაფერი იცის, რადგან სახლების მშენებლობა დაწყებული არ არის. ერთ-ერთმა მფლობელმა კუთვნილ მიწის ნაკვეთს უკვე დიდი გალავანი შემოარტყა. საყურადღებოა, რომ ამ მიწის ნაკვეთებს ეს არაბი ბიზნესმენები თანამემამულეებზე ყიდიან.

საკმაოდ დიდი ფართობია გაყიდული. მაგალითად, წილკანში გაყიდულია 70 ჰექტარი, რომელიც დანაწევრებულია 140 ერთეულად, მფლობელია საად ატია ჰუსეინ ჰუსეინი; ქანდაში გაყიდულია 56 ჰექტარი, დანაწევრებულია 95 ერთეულად, მისი მფლობელები არიან შპსზენიტჰ ფროფერთი”, ასევე ალერიზა ქალაი, სეიედ აბას ჰუსეინზადე სალათი და სხვ.; მუხრანში შესყიდულია 52 ჰექტარი, დანაწევრებულია 26 ერთეულად, მფლობელები არიან იუვალ მენახემ ბენერაფი, ფათემე ჯაჰედადფარი; წეროვანში გაყიდულია 18 ჰექტარი, დანაწევრებულია 53 ერთეულად, მისი მფლობელები არიან მოჰამად ამადა და აბდულამირ ალბინ აბუდ აბუდი; ასევე, საგურამოში გაყიდულია 7 ჰექტარი მიწის ნაკვეთი

ისევ სახელმწიფომ უნდა გამოისყიდოს ეს მიწები არაბებისგან, თუნდაც ორმაგ ფასად, სხვა გამოსავალს, უბრალოდ, ვერ ვხედავ. ერთადერთი გზა, ამ ყველაფერს რომ ეშველოს, არის ცვლილებების შეტანა საქართველოს კანონში _ “სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფის სანაცვლო მიწის ათვისების ღირებულებისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ”, რომელსაც აუცილებელია, სამი მუხლი დაემატოს:

პირველი _ უცხოეთში ან საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს, საქართველოს მოქალაქეს, უცხოელ ფიზიკურ პირს უნდა შეეზღუდოს 1 ჰექტარი და ჰექტარზე მეტი სასოფლო-სამეურნეო მიწების კატეგორიის შეცვლა სახნავი სავარგულების ერთიან მასივში არასასოფლო-სამეურნეო კატეგორიად დარეგისტრირების მიზნით და მათი კიდევ უფრო დანაწევრება რამდენიმე ნაკვეთად, რომელთა საქმიანობას არ წარმოადგენს აგროსფერო;

მეორე _ საქართველოში ან უცხოეთში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს, უცხოელ ფიზიკურ პირს უფლება აქვს 1 ჰექტარი და ჰექტარზე მეტი სასოფლო-სამეურნეო მიწის კატეგორიის შეცვლის და არასასოფლო-სამეურნეო კატეგორიაში გადაყვანის მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში (სამაცივრე-სასაწყობო მეურნეობის, საკონსერვო გადამამუშავებელი საწარმოს, საკონდიტრო საწარმოს ან სამრეწველო ქარხნის მშენებლობის უზრუნველსაყოფად), თუ არსებობს მთავრობის განკარგულება, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის, სახელმწიფო-რწმუნებულ გუბერნატორის, სოფლის მეურნეობის მინისტრის ან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მიმართვის საფუძველზე;

მესამე _ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, უფლება აქვს ადგილობრივ მოსახლეობას, დააყენოს საკითხი ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოში (მუნიციპალიტეტში), სახელმწიფო-რწმუნებულ გუბერნატორის ადმინისტრაციაში 1 ჰექტარი და ჰექტარზე მეტი სასოფლო-სამეურნეო მიწის კატეგორიის შეცვლის შესახებ, თუ არსებობს ტერიტორიული ორგანოს, თემის ან სოფლის ადგილობრივი მოსახლეობის 1/3-ის მოთხოვნა, მხოლოდ და მხოლოდ მათი დემოგრაფიული პრობლემებისა და მათი გაფართოების მიზნით. საკითხის დაყენების უფლება აქვს, ასევე, საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს, თუ იგი უშუალოდ არის თემში საქმიანობის შემსრულებელი და აქვს შესაბამისი ნოტარიულად დამოწმებული მოსახლეობის რწმუნება.

ვითხოვთ, ზემოთ ჩამოთვლილი ცვლილებები აისახოს კანონმდებლობაში. სხვათა შორის, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრებმა, როდესაც დაინახეს რეალური საფრთხე, მიხვდნენ, რომ კანონმდებლობის არსებული სახით დამტკიცება მიუღებელი იყო და 6 თვით შეაჩერეს სტატუსის შეცვლა, თუმცა ეს არ არის გამოსავალი. არ ვიცით, რა მოხდება მომავალში, არჩევნების შემდეგ ვინ იქნება ზემოაღნიშნულ დარგობრივ საპარლამენტო კომიტეტში და განაგრძობს თუ არა სტატუსის შეჩერებას.

_ ამ ყველაფერს ხელისუფლება ინვესტორების მოზიდვის მიზნით ხსნის

_ ინვესტორებზე საუბარი მხოლოდ სპეკულაციაა. სოფლის მეურნეობაზე ინვესტიციების მხოლოდ 0,33%-ი მოდის. სოფლის მეურნეობა დღეს არ არის ის დარგი, რომელშიც ინვესტიციები იდება. არ ვეწინააღმდეგებით მიწის გასხვისებას, მაგრამ ჩვენ ძალიან რთულ რეგიონში ვცხოვრობთ და მიწის ყიდვა-გაყიდვა სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით უნდა მოხდეს. ამას გარდა, ხელისუფლებამ ევროპის წამყვანი ქვეყნების გამოცდილება უნდა გაითვალისწინოს. მართალია, მიწის გაყიდვა აკრძალული არც ერთ ქვეყანაში არ არის და ასეთი აკრძალვის უფლებას არც ჩვენი კონსტიტუცია იძლევა, მაგრამ აუცილებელია რეგულაციების დაწესება. უცხოეთში მიწა რომ იყიდო, ათასი ნებართვა გჭირდება. ყოვლად დაუშვებელია, რეგულაციებისა და გარკვეული კრიტერიუმის გარეშე, ყველას მივცეთ მიწის შეძენის უფლება.

არსებული კანონპროექტი ყოვლად დაუშვებელი და ანტისახელმწიფოებრივი იყო, ქართველი გლეხი, ფაქტობრივად, მიწის გარეშე რჩებოდა. ჩემი ინიციატივით შეიქმნა ქართული მიწის დაცვის კომიტეტი, რომელშიც გაერთიანდნენ პოლიტიკური პარტიებისა და ორგანიზაცების ხელმძღვანელები. მთავრობის ინიციატივით (მისი ავტორები იყვნენ იუსტიციისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროები), აღნიშნული კანონონპროექტის პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე განხილავას მე და პროფესორი პაატა კოღუაშვილიც დავესწარით და ღიად დავუპირისპირდით მათ, რადგან კანონპროექტი, ფაქტობრივად, შეუზღუდავ უფლებას აძლევდა უცხო ქვეყნის მოქალაქეებსა თუ საფინანსო ინსტიტუტებს, შეესყიდათ მიწები, რაც დიდი საფრთხის შემცველია. ჩვენ ყველანაირად შევეწინააღმდეგებით კანონის პირველადი ვარიანტის მიღებას, არც საპროტესტო აქციებს, არც რეფერენდუმის მოთხოვნას არ გამოვრიცხავთ. ქართული მიწის დაცვის კომიტეტი ბოლომდე იბრძოლებს.

საკრებულოს წევრ სოსო მანჯავიძის ხელშეწყობით, რომელიც, ამასთანავე, “ქართული მიწის დაცვის კომიტეტის” წევრია, გაიმართა შეხვედრა საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში. ჩვენი შეხვედრიდან ერთ კვირაში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა, მისი თავმჯდომარის _ ზურაბ ტყემალაძის ხელმძღვანელობით, გაიზიარა ჩვენი წინადადება და წარმოადგინა ალტერნატიული კანონპროექტი, თუმცა მოწინააღმდეგეებიც არიან, მაგალითად, ეს ჭინკები, . . არასამთავრობო ორგანიზაციები, განსაკუთრებით _ “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო”, რომელმაც თავის დროზე ანტიქართული ნაბიჯი გადადგა და უცხო ქვეყნის მოქალაქე მათიას ჰუტერს საჩივარი დააწერინა, რის შემდეგაც საკონსტიტუციო სასამართლომ გააუქმა პარლამენტის მიერ მიღებული მორატორიუმი.

 კურიოზული ფაქტია, მაგრამ “ნაციონალური მოძრაობაც” კი ეწინააღმდეგებოდა ამ კანონის თავდაპირველი ვარიანტის დამტკიცებას, კანონმდებლობაში ერთი-ორი შეზღუდვა იყო და ამის აკრძალვასაც ითხოვდნენ, ინვესტიციებს შეაფერხებსო.

 პაატა კოღუაშვილმა ევროპული კანონმდებლობის მიხედვით შეიმუშავა რეგულაციები და ხელისუფლებას ალტერნატიული ვარიანტი შევთავაზეთ. საინტერესოა, თითქოს ვბაძავთ ევროპას, მაგრამ სინამდვილეში მხოლოდ უკეთურებაში, ხოლო ის, რაც ჩვენს ქვეყანას შეიძლება გამოადგეს, არავის აინტერესებს. მეტსაც გეტყვით, კი არ ბაძავენ, დირექტივებს იღებენ უცხოეთიდან და ამ დირექტივების მიხედვით მოქმედებენ. არსამთავრობო ორგანიზაციების სახით ქვეყანაში ოფიციალური ჯაშუშები გვყავს. ისინი უცხოეთიდან ფინანსდებიან და, ვინც აფინანსებს, ბუნებრივია, მათ დაკვეთებსაც ასრულებენ.

_ ბიძინა ივანიშვილის განცხადებას არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობაზე დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა. ეს ლამის თავისუფლების წინააღმდეგ გალაშქრებად მოინათლა. თქვენ, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელს, რა რეაქცია გქონდათ?

_ მივესალმები ამ წინადადებას და არც ივანიშვილის ეს განცხადება მიმაჩნია თავისუფლების წინააღმდეგ გალაშქრებად. საერთოდაც, ვფიქრობ, რომ გარდა საქველმოქმედო და გარკვეული მიზნებისთვის შექმნილი ორგანიზაციებისა, იმ არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა, რომლებიც დირექტივებს უცხოეთიდან იღებენ და ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას ეწევიან, უნდა აიკრძალოს.

_ დემოგრაფიული განვითარების ფონდს ხელმძღვანელობთ, გაერომ 2011 წელს მომაკვდავი ერების სიაში შეგვიყვანა _ 2050 წლისთვის საქართველოს მოსახლეობა 1 მილიონით შეიძლება შემცირდეს. როგორია ბოლო წლების სტატისტიკა?

_ მდგომარეობა საგანგაშოა. სხვათა შორის, ეს ინფორმაცია გაერომ 2011 წელს გამოაქვეყნა, მონაცემები კი აიღეს სააკაშვილის მმართველობის პერიოდში, როდესაც მონაცემებს სპეციალურად აზვიადებდნენ. არადა, მდგომარეობა კიდევ უფრო კრიტიკულია. მიმდინარეობს ერის დაბერების პროცესი, შრომისუნარიანი ახალგაზრდების ძირითადი ნაწილი გასულია ქვეყნიდან. შობადობის მხრივაც ცუდი მდგომარება გვაქვს. მართალია, დეკრეტული შვებულების გაზრდის, პატრიარქის ინიციატივის, უფასო მშობიარობისა და ყოველ მესამე შვილზე დაფინანსების დაწესების გამო, შობადობამ ბოლო პერიოდში მოიმატა, მაგრამ მთლიანობაში ეს არაფერს ცვლის.

_ თუ, შობადობის მატების მიუხედავად, კვლავ მძიმე ვითარებაა, როგორ შეიძლება, დემოგრაფიული კატასტროფა თავიდან ავიცილოთ?

_ ძალიან კარგია, რა ნაბიჯებიც გადაიდგა, მაგრამ მეტია საჭირო. აუცილებელია, ქვეყანაში ისეთი გარემო შეიქმნას, რომ ემიგრანტები დაბრუნდნენ. თითოეულმა ქართველმა უნდა გაითავისოს, რომ სამ შვილზე ნაკლები არ ჰყავდეს, თორემ დიდია ალბათობა, მალე, როგორც ერმა, აღარ ვიარსებოთ. თუ ასე გაგრძელდა, 2050 წლისთვის საქართველოს მოსახლეობა 1 მილიონ 170 ათასი კაცით შემცირდება, ჩვენს მეზობელ ქვეყნებში კი მოსახლეობა მოიმატებს: აზერბაიჯანში _ 34%-ით, სომხეთში კი _ 7%-ით.

ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი

 

13 COMMENTS

  1. საშუალება რომ მქონდეს დიდი სიამოვნებით შევიძენდი მუხრანში მიწას, მაგრამ ქართველებისთვის არაფერიც არ არის. ძალიან ვწუხვარ ძალიან, გულმუცელი მეწვის რომ ჩვენთვის ეს ყველაფერი მიუღწევადია.

  2. Es erti cicqna qveyana sul agaraperi darheba tu ar shecydeba ucxoelebze misi gayidva,imitom gacires hvenma cinaprebma tavi uamrav brzolebshi ro arabebs da vin icis kide vls davytmot es nacamebi qvekana, ra xdeba, nutu ver xvdebit ra emuqreba hvens shvilebs…vaaa!ra unda amis mixbedras, visac gexebat mixedet am sakitxs, ……

  3. ხალხი რომ ნორმალურად აზროვნებდეს ეხლა კომუნისტებთან უნდა გარბოდნენ და შველას თხოვდნენ! მაგათ გარდა ქვეყანას ვერავინ უშველის! მაგრამ ამას დროზე უნდა გაკეტება! თუ დააგვიანებთ შეიძლება მათაც ვერ შეძლონ!

  4. qartvelebi tu emigraciashi vart icodet ro davbrundebit,rac sheexeba vinmes chamosaxlebas dzalian gtxovt qartvelebis nervebs nu gamoscdit da risxvas,tvit did rusetsac ki eshinoda qartvelebis gaertianebis da im dros roca tqven er arabsac chamoasaxlebt mashin daiwyeba gaertianeba.dzalian frtxilad.

  5. komentari rad ynda kartvelebbs ar gvadzleven ashenebi s yflebas da arabebs imito misccemen ro bevr fylebs aigeben da gadzgeba mtavroba xytic gashendeba da metic kartveli vis rat ynda

  6. ბატონი ზვიად ტომარაძის აღნიშნული საქმიანობა მისასალმებელია, არაბების ბატონობიდან დავით აღმაშენებელმა გვიხსნა, ეხლა ისევ მოუწევთ გული ჩვენი მიწა-წყლის დაპყრობისაკენ, ჩვენები კი უცხოეთში მიდიან , ნეტა როდის მოვეგებით გონებაზე ქართველები!

  7. უცხოელები რა შუაშია. ჩვენი გველებია ცოცხლად დასამარხი .მკვდრები კი საფლავიდან ამოსაყრელი.

  8. სამწუხარო რომ ემიგრნტი ოჯახები მშვენივრად მოვკალათდით ემიგრაციაში და თავს ვიმშვიდებთ რომ რაღაც დროს წავალთ. ამასობაში ახალგაზრდები უცხოვდებინ საქართველოსთვის. ნუთუ არ შეიძლება ეს ქართველი ბვშვები გაცვლითი პროგრამებით ჩმოვიყვნოთ საქართველიში და მოვახედოთ საქართვლოკენ. ორენოვნო სკოლების საკითხიც უნდა დადგეს, ყველა ფასიან სკოლაში ხო არ ისწავლის, რაიონებში ისიც არ არის.

  9. Wina mtavrobidan dawyebuli dxevandeli mtavrobit damtavrebuli unda miayeno kedeltan da daxvrito amati ujisho dedebi vatire me suyvelasi. Chven ar vargivar xalxi torem parlamentshi ijden ki ara ertmanets unda aswrebdnen. dro aris gamovfxizldet da chven xalxma gadavwyvitot vin unda icxovros saqartveloshi da vin ara.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here