Home რუბრიკები პოლიტიკა ჩაქცეული დაქცეულები, ანუ “რუსთავი 2”-ის სინდრომი ქართულ ბიზნესსა და პოლიტიკაში

ჩაქცეული დაქცეულები, ანუ “რუსთავი 2”-ის სინდრომი ქართულ ბიზნესსა და პოლიტიკაში

1477

სტოკჰოლმის სინდრომის შესახებ, სავარაუდოდ, ყველას გვსმენია; ვისაც არა, გეტყვით: გასულ საუკუნეში, ქალაქ სტოკჰოლმში ტერორისტული აქტის დროს მოხდა ისე, რომ მძევლად აყვანილი ადამიანები განიცდიდნენ გარკვეულ თანაგრძნობას ტერორისტების მიმართ. ამის შემდეგ, ყველა მსგავსი შემთხვევა, როდესაც ჩაგრულს უყვარდება თავისი მჩაგვრელი, სპეციალისტების მიერ “სტოკჰოლმის სინდრომად” მოიხსენიება ხოლმე.

აქედან გამომდინარე, თავისუფლად შეგვიძლია, დავარქვათ “რუსთავი 2”-ის სინდრომი იმ უცნაურ მოვლენას, რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანაში თვალშისაცემია. ვგულისხმობნაციონალებისმმართველობის პერიოდში დაჩაგრული ქართველი ბიზნესმენების მიერ იმ ტელეკომპანიისთვის უამრავი თანხების გადახდას, რომელი ტელეკომპანიაც მათ ჩაგვრას უნამუსოდ ამართლებდა.

“ჩვენ ვითხოვთ ჩვენი შელახული ღირსების აღდგენას, ჩვენთვის ჩამორთმეული ქონების დაბრუნებაზე მეტად, სწორედ ეს საკითხი გვაღელვებს. ჩვენ გვინდა, იცოდეს ჩვენმა შთამომავლობამ, რომ არაფერი დაგვიშავებია ქვეყნის წინაშე და მხოლოდ ჩვენთვის მილიონების წართმევა იყო რეალური მიზანი. ამიტომ გვიყენებდნენ სხვადასხვა ამბსურდულ ბრალდებებს, გვაპატიმრებდნენ და ფულს გვძალავდნენ!” _ ასეთი ტექსტი, ალბათ, არაერთხელ მოუსმენია სხვადასხვა სატელევიზიო თოქშოუში ჩვენს მკითხველს…

ასეთი ფრაზების ავტორი სწორედ “ნაციონალური” რეჟიმის მიერ დაჩაგრული, დაპატიმრებული, შეურაცხყოფილი და დაქცეული რომელიმე ბიზნესმენია ხოლმე…

რა თქმა უნდა, გულიც აგიჩუყდება კაცს და ცდილობ კიდეც, წარმოიდგინო, რა მძიმეა სააკუთარი შრომით, ოფლით, დავიდარაბით მოპოვებულ, მრავალი წლის განმავლობაში ნალოლიავებ ქონებას რომ ერთ დღეში “აახევენ” სრულიად უდანაშაულო ადამიანს.

კი, ბატონო, მძიმე განცდაა…

მაგრამ დამეთანხმეთ, არანაკლებ მძიმე განცდაა ნებისმიერი ნორმალური ადამიანისთვის, როდესაც ერთ სატელევიზო არხზე ამ სულის სშემძვრელ სიტყვებს ისმენ და, თუ ამ მომენტში გადართავრუსთავი 2”-ზე, სწორედ იმ ადამიანთა კუთვნილი ორგანიზაციების რეკლამის ნიაღვარი დაგხვდება, რომელი ადამიანებიცნაციონალებისაგანჩაგვრის გამო გვიჩუყებდნენ გულს.

ახლა 2000-ანი წლების დასაწყისი რომ იყოს, როდესაც ფართო მასებმა ჯერ კიდევ არ იცოდნენ, რას წარმოადგენდა სინამდვილეში “რუსთავი 2” და ბევრს მართლაც “ხალხის ტელევიზია” ეგონა, კიდევ არაფერს ვიტყოდი!

მაგრამ იმ ავადსახსენებელი 9 წლის განმავლობაში და, განსაკუთრებით _ ბოლო 2 წელიწადში ხომ ოდნავი ეჭვიც აღარავის დარჩა, რომ ეს ტელევიზია სინამდვილეშიერთიანი ნაციონალური მოძრაობისულტრათანამედროვე ტექნიკით აღჭურვილ და ულტრაუნამუსო ადამიანებით დაკომპლექტებულ პროპაგნდისტულ დეპარტამენტს წარმოადგენს?!

თუკი ამ ორიოდე წლის წინათ ჯერ კიდევ გაფართხალდებოდნენ ხოლმე ამ ტელევიზიის ჟურნალისტები, როცა მათ ვინმე ეტყოდა, _ “ნაციონალების” ჯიბის ტელევიზია ხართო! და ზრდილობის გამო მაინც გამოხატავდნენ მცირე პროტესტს, დღეს ანალოგიურ ბრალდებას სრულიად მშვიდად ისმენენ პირდაპირ ეთერშიც და, არათუ პროტესტის, უარყოფის ნიშნად თავის უბრალო გაქნევ-გამოქნევის სურვილიც კი აღარ აქვთ.

ზუსტად ასევე არიან “ნაციონალი” პოლიტიკოსები: თუკი ორიოდე წლის წინათ ჯერ კიდევ მონდომებით უარყოფდნენრუსთავი 2”-თან პირდაპირ კავშირსა და მათი შტაბიდან ამ ტელევიზიის პირდაპირ მართვას, დღეს უკვე ლამის კახეთის გზატკეცილზე გადაიტანონ ტელევიზის ოფისიც და იქიდან განაგრძონ მაუწყებლობა

ასე რომ, ჩვენი პუბლიკაციისგმირბიზნესმენებს ვერავინ გაამართლებს იმით, რომ თითქოს არ იციან, რას წარმოადგენს ეს ტელევიზია და მხოლოდ რეიტინგის გამო, წმინდა მარკეტინგული გათვლებით დებენ იქ ათასლარიან რეკლამებს!

არა, რა თქმა უნდა, არც ვაპირებ იმის მტკიცებას, თითქოს “რუსთავი 2”-ს სინამდვილეში რეიტინგი არ აქვს. არც იმ უაზრო მცდელობას ვეთანხმები, ამას წინათ “ჯი-დი-ეს”-მა რომ გაიფართხალა და “რუსთავი 2”-ის ბევრმაყურებლიანობა “გაყალბებულ რეიტინგებს” დააბრალა!

სულაც არა! ვაღიარებ, რომ ყველა დანარჩენი ტელევიზია გაცილებით ჩამორჩებარუსთავი 2”-, რომელიც, სამწუხაროდ, ნაგავია, ანუ სხვა ტელევიზიები ნაგავზე უარესები არიან

მაგრამ ამ სტატიის მიზანი არ არის ქართული ტელეარხების ავკარგიანობის განხილვა და შეფასება. რაც უნდა იყოს, როგორც უნდა იყოს, სულაცსიენენიდაბიბისი”- რომ იყოს, განა ნორმალურია, რომ ადამიანმა რამდენიმე ათეული და, ალბათ, რამდენიმე ასეული ათასი ლარიც კი შეჰმატოს იმ ტელევიზიას, რომელიც სულ რაღაც 2-ოდე წლის წინათ ამავე ადამიანის დაპატიმრებას, მისთვის ქონების ჩამორთმევას და მისი ოჯახის დაწიოკებასკანონიერების ზეიმადასაღებდა, ხოლო თვითონ ამ ადამიანს პრეზუმფციისა და ყოველგვარი ზნეობრივი ნორმების დარღვევით პირდაპირ უწოდებდაბიუჯეტისთვის თანხების დამმალავს”, “არაპატიოსან საქმოსანს”, “კანონდამრღვევ ბიზნესმენს”?

ერთიც არის _ ყველას აქვს არჩევანის უფლება და ვინმემ შეიძლება ისიც თქვას, უნდა ამ კაცს და აძლევს ფულს თავისივე მჩაგვრელებს, ეგ ვისი რა საქმეაო?!

კი, ბატონო, მაგრამ მაშინ ჩაქცეულთა ეს საჯარო წუწუნი _ “არიქა, დაგვაქციესნაციონალებმადა ახლა ახალმა მთავრობამ მოგვხედოს, ჩვენი შელახული ღირსება დაიცვას და ხელისგულზე გვატაროსო” _ რაღა არის მაშინ? თუკინაციონალებსკვლავაც აფინანსებენრუსთავი 2”-ისთვის ფულის გადარიცხვის გზით, მაშინ ჩუმად მაინც იყვნენ და ნუღარაფერს ითხოვენ!

მინდა, ვინმემ ჰკითხოს ამ ხალხს: ნუთუ არ იცით, სად მიდის და რისთვის იხარჯება ის ფული, რომელიც თქვენგანრუსთავი 2”-ში შედის? არ დაიწყოთ, ძალიან გთხოვთმარკეტინგული გამართლებებიდა რეიტინგზერიჟა ბაზარი”! თუკი თვითონვე ცვლით საკუთარ ღირსებასმარკეტინგსა და რეიტინგში”, მაშ, რაღას თხოვთ ხელისუფლებას?

ღირსება _ ეს ისეთი რამეა, რაც რეალურად უნდა გაგაჩნდეთ, რომ მერე დაიცვათ, ბატონებო!

დღესაც თავის ადგილებზე სხედან იგივე პროკურორები, რომლებიც უკანონოდაპრავებდნენჩვენთვის ქონების წართმევას. ეს დაუშვებელია!” _ ეს ფრაზაც ერთერთი თქვენგანის გულმხურვალე მოწოდებაა მთავრობისადმი, რომელიც ჩემი ყურით მოვისმინე ერთერთ თოქშოუში

კი, მაგრამ, ბატონებო, ნუთუ არ იცით, რომ “რუსთავი 2”-ში დღესაც მუშაობენ ის ჟურნალისტები, პროდიუსერები და სცენარისტები, რომლებიც თქვენთვის ქონების წამრთმევების საქციელს “აპრავებდნენ”?!

ეს ტელევიზია დღესაც “აპრავებს” იმ პროკურორების პროკურატურაში ყოფნას და, თუკი რომელიმე მათგანს იქიდან გაუშვებენ, განგაშს ტეხს _ “არიქა, პოლიტიკური დევნა დაიწყოო!”

გამოდის, თქვენი ლოგიკა ასეთია: ხელისუფლებამ უნდა დაიწყოს “ომი “ნაცების” წინააღმდეგ” თქვენი ღირსების აღსადგენად! ამით ის მამასისხლად გადაიკიდებს “რუსთავი 2”-ს. თქვენ კი იმავე “რუსთავი 2”-ში უნდა ჩადოთ მრავალი ათასის რეკლამა, რათა არ გაიფუჭოთ ურთიერთობა ამ მსხვილ მედიასაშუალებასთან, რადგან ეს თქვენთვის მარკეტინგულად წამგებიანი იქნება, ხო?

ანუ, თქვენიღირსებისთვისსხვამ უნდა იბრძოლოს და თქვენ საკუთარი ღირსება სულ ფეხებზე უნდა გეკიდოთ, არა?

უფრო მეტიც _ უნდა აფინანსებდეთ იმას, ვინც თქვენი ღირსების დამცველს ებრძვის?

იცით, რას გეტყვით, ბატონებო?

საკუთარი ღირსების, ასევე სამართლიანობის აღდგენისთვის ბრძოლის მაგალითი ჯერ თქვენ უნდა დაგვანახვოთ და მხოლოდ ამის შემდეგ დაიმსახურებთ უფლებას, მთავრობასაც იგივე მოსთხოვოთ!

თუმცა რა ვთქვა?

ეგებ ფუჭიც იყოს ასეთი ზნეობრივი კრიტერიუმის შეხსენება იმისთვის, ვინც “პროფესიონალები” უწოდა ადამიანებს, რომლებიც ბოლო წუთამდე რეჟიმთან თანამშრომლობდნენ და არც იმას მორიდებია, საკუთარი ოჯახის ტელევიზიაში დაესაქმებინა ისინი!

ხოლო ადამიანებს, რომლებმაც რეჟიმთან თანამშრომლობა, უბრალოდ, არ იკადრეს, “წარუმატებლის” იარლიყი მიაკერა და, მიუხედავად იმისა, რომ სიცოცხლის რისკის ფასად გვერდით ედგნენ რეჟიმის დამარცხებაში, გამოიყენა და უყურადღებოდ მიაგდო!

ასე რომ, ჩანს, ეს რუსთავი 2”-ის სინდრომი, როგორც ბიზნესმენებს, ასევე მმართველი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლებსაც და მათმამამარჩენალსაცძვალსა და რბილში აქვთ გამჯდარი

შენიშვნასავით: როდესაც რედაქტორს ამ სტატიის თემაზე ვესაუბრებოდი, მოითხოვა, რამდენიმე კონკრეტული ბიზნესმენი და ფირმა მაინც დამესახელებინა.

არა მგონია, ეს დიდი პრობლემა იყოს, მაგრამ, “ერთი ცხვარი რომ დავასახელოთ, მეორეს ეწყინებას” პრინციპით, თავი შევიკავე დასახელებისგან.

თუ მაინც გსურთ მეტი კონკრეტიკა, ნებისმიერ დღეს, საღამოს საათებში, ან თუნდაც ახლავე გადართეთრუსთავი 2”-ზე და დაელოდეთ სარეკლამო ბლოკს. მერე ჩამოწერეთ ფურცელზე იმ ორგანიზაციების სახელწოდებები, რომელთა რეკლამებიც იხილეთ და გაიხსენეთ, მათგან 70 პროცენტის მეპატრონემეწილე ან დირექტორი რა დღეში ჰყავდათნაცებსჩაგდებული!

თუ კარგად ვერ გაიხენებთ, მაგასაც არა უშავს! ყურადღებით ადევნეთ თვალი სხვადასხვა ტელევიზიის თოქშოუებს და უახლოეს დღეებში უეჭველად მოჰკრავთ თვალს ეკრანზე მოწუწუნეს _ აი, ასე და ასე დამაქციეს “ნაციონალებმაო”!

ბაკურ სვანიძე

 

1 COMMENT

  1. ღირსება _ ეს ისეთი რამეა, რაც რეალურად უნდა გაგაჩნდეთ, რომ მერე დაიცვათ, ბატონებო!………… მათ მხოლოდ ფული აინტერესებთ, მასინაც საკუთარ ფულს იცავდნენ და ახლაც, ფულია დღეს უმრავლესობის ღირსებაც, ნამუსიც, მეფეც და ხელისუფალიც, ხოდა იცავენ მას რაც მათთვის ძვირფასია, დანარჩენი მხოლოდ ნიღაბზე ჰკიდიათ. ……… კარგი სტატიაა, მადლობა ბაკურ სვანიძეს.

  2. დიდი ხანია მიკვირს რეკლამების სიმრავლე რუსთავი-2-ზე. მე ამის ახსნა არა მაქვს. მე დამაყაჩაღეს და დამყაჩაღებელს მე ჩემის ნებით ვაფინანსებ?! გამოდის, რომ არავინ არ დაყაჩაღებულა! სიაფანდია ყველაფერი!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here