Home რუბრიკები საზოგადოება როგორ ებრძვის აშშ თავის მაიდნებს?

როგორ ებრძვის აშშ თავის მაიდნებს?

674

ჩვენს მოქალაქეებს (უმეტესობას?) რატომღაც ჰგონიათ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სამოქალაქო საზოგადოება თავისუფალია ხელისუფლების მხრიდან ყოველგვარი იდეოლოგიური ზემოქმედებისგან, რომ შტატები თავისუფლების თავისთავადი მოცემულობაა, რელიქტური თავისუფლება, ასე ვთქვათ.

დღევანდელ პუბლიკაციაში მიმოვიხილავთ პრობლემას, როგორ ებრძვის ამერიკის ხელისუფლება თავის მაიდნებს და რას ნიშნავს დემოკრატია ამერიკულად.

მასალები აშშის ბეჭდური სიტყვიდან და ტელეპროგრამებიდან არის ამოკრეფილი. ანომალური შემთხვევებია თუ სისტემის მახასიათებელი კანონზომიერება, განსაჯოს მკითხველმა.

სულ ახლახან ამერიკის მოქალაქეთა გააფთრებული მასა _ სხვადასხვა ასაკისა და კანის ფერის ადამიანები გამოვიდნენ სტიქიურად გამართულ მიტინგებზე, დაარბიეს მაღაზიები, დაწვეს ავტომანქანები, წალეკეს ყველაფერი, რაც გადაეღობათ. მოთხოვნა იყო ერთადერთი: ხელისუფლებამ დასაჯოს პოლიციელი, რომელმაც მოკლა 18 წლის შავკანიანი ყმაწვილი მაიკლ ბრაუნი ქალაქ ფერგიუსონიდან (მისურის შტატი).

მასობრივი არეულობის შესაწყვეტად მისურის შტატის გუბერნატორმა ნიქსონმა ეროვნული გვარდიის ჯარებიც კი შეიყვანა ქალაქში. დემონსტრანტებს დაუშინეს ხელყუმბარები, ცრემლმდენი გაზი და რეზინის ტყვიები.

დაშავდა ხალხი.

ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ მაიკლ ბრაუნმა სუპერმარკეტიდან სიგარების შეკვრა ფულის გადაუხდელად გამოიტანა. 15 წუთის შემდეგ მაიკლს დაეწევა პოლიციელი, დააჩოქებს, კეფაზე ხელების დადებას მოსთხოვს. როგორც კი ყმაწვილი წესრიგის დამცველის მოთხოვნას შეასრულებს, ეს უკანასკნელი ექვსჯერ ესვრის დაჩოქილს. ორი ტყვია ბრაუნს თავში მოხვდება…

გვამი ხუთი საათის განმავლობაში ეგდება უპატრონოდ.

აუცილებელი რემარკა:

ბრაუნი შეუიარაღებელი იყო და პოლიციელს სიცოცხლისთვის საშიში წინააღმდეგობის გაწევა მისი მხრიდან არ ემუქრებოდა.

შიშს დიდი თვალები აქვს?

არა.

მოესურვა და მოკლა!

უცნაურია, რადგან გვარწმუნებენ, რომ აშშ-ს ჰყავს მსოფლიოში ყველაზე უკეთ გაწვრთნილი, პროფესიონალი და მოუსყიდველი პოლიციელები, მაგრამ სწორედ ეს სანიმუშო და სამაგალითო პოლიციელები ხოცავენ უდანაშაულო და უიარაღო ადამიანებს.

2 წლის წინათ მაიამიში შავკანიანი ტაინდრ ულიამსის დაკავებისას, რომელსაც მასობრივი ჩხუბის ორგანიზებაში ედებოდა ბრალი, პოლიციელებმა ისე გადაამეტეს “დასაშვებ ზღვარს”, რომ ახალგაზრდა კაცი დააინვალიდეს. არადა, შემდეგ გაირკვა, რომ ჩხუბში იგი საერთოდ არ მონაწილეობდა.

22 წლის დერეკ უილიამსი მილუოკიდან (ვისკონსინის შტატი), ქურდობაში ეჭვმიტანილი, ნაცემნაბეგვი, სიკვდილის პირამდე მიყვანილი პოლიციის მანქანაში ჩასვეს. დერეკი მანქანაშივე გარდაიცვალა. პოლიციელი ექიმი კი თავის პატაკში სიკვდილის მიზეზად საოცრებას ჩაწერს: მოკვდა ფსიქიური შეტევის გამო, რომელიც გამოიწვია (მიაქციეთ ყურადღება!) აბაზანის მარილმა. ამ სულელურ დასკვნას გაემიჯნენ მხოლოდ მას შემდეგ, რაც დამოუკიდებელმა გამოძიებამ დაადგინა, რომ დერეკი გარდაიცვალა ენის უკანა ძვლის მოტეხილობის მიზეზით, რომელიც პოლიციელის დარტყმით იყო გამოწვეული: სუნთქვა შეეკრა და დაიხრჩო.

აშშ-ის ტელეეკრანებზე გამოჩნდა კადრები, რომლებზეც ასახულია, თუ როგორ ასხურებს წიწაკის გაზს ოფიცერი ჯონ პაიფი მის წინაშე დაჩოქილ კალიფორნიის უნივერსიტეტის სტუდენტებს, რომლებიც მონაწილეობდნენ უოლ სტრიტის საწინააღმდეგო აქციაში _ “დაიპყარი უოლ სტრიტი!” შარშან ეს აქცია ამერიკას, აგრეთვე, მსოფლიოს უდიდეს ქალაქებს მოედო.

შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ, როცა სტუდენტებმა პაიფს სასამართლოში უჩივლეს, მან საპასუხო სარჩელი მიაგება. თავი იმართლა იმით, რომ აღნიშნული შემთხვევის შემდეგ დეპრესიით დაავადდა. კალიფორნიის სასამართლომ დაადგინა: მორალური კომპენსაციის სახით ოფიცერს გამოეწეროს 38 ათასი აშშ დოლარი… კალიფორნიის უნივერსიტეტის ხაზინიდან.

საქმეში გარკვეული მიმომხილველები ამბობენ, რომ ამერიკაში ყველამ, ვისაც კი ერთხელ მაინც ჰქონია ურთიერთობა იქაურ პოლიციელებთან, იცის, რომ წესრიგის დამცველი ყოველთვის მართალია… რაგინდ მტყუანი იყოს.

ქუჩაში სპირტიანი სასმელების დალევა აშშ-ში აკრძალულია. ლუდის ბოთლი (თუ მიგაქვს) თავდაცობილი უნდა იყოს, იდოს ყავისფერ ქაღალდის პაკეტში.

პოლიციელმა დააპატიმრა უსახლკარო კაცი, რომელიც მთვრალი იყო. “ბომჟმაპოლიციელს შეაფურთხა. სამედიცინო ანალიზებით დადგინდა, რომ იგი ვიჩინფენქციით იყო დაავადებული. სასამართლომ მისი ნერწყვი სასიკვდილო იარაღად მიიჩნია (არადა, იმუნოდეფიციტი ნერწყვით, მიფურთხებით არ გადადის) და ეს საცოდავი უსახლკარო, უმუშევარი, მორალურად დეგრადირებული ადამიანი 35 წლით ციხეში ჩასვა.

ამერიკაში ათასობით საზოგადოებრივი ორგანიზაცია მოქმედებს, რომლებიც დაუღალავად იბრძვიან მსოფლიოს 70 ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დასაცავად და დროგამოშვებით აწყობენ ხმაურიან სკანდალებს ჩვენი პლანეტის სხვადასხვა წერტილში ჰომოსექსუალების უფლებათა დასაცავად, დაპატიმრებულ ოპოზიციონერთა გასათავისუფლებლად და ა.შ. მაგრამ არც ერთ გახმაურებულ საქმეზე, რომელიც ადამიანის უფლებათა უბოდიშო ხელყოფას ეხება, კრინტს არ ძრავენ.

რამდენიმე თვის წინათ კალიფორნიის შტატის ქალაქ სანტა როზას ერთ წყნარ ქუჩაზე პოლიციელებმა 13 წლის ბიჭი მოკლეს მხოლოდ იმიტომ, რომ მას ხელში კალაშნიკოვის სათამაშო ავტომატი ეჭირა. პოლიციელი გაამართლეს. დეტროიტშიც მოკლეს პოლიციელებმა გოგონა. აიანა სტენლი ჯონსონი, სულ რაღაც, 8 წლისა იყო და დაიღუპა იმიტომ, რომ წესრიგის “პროფესიონალმა” დამცველებმა მის ოთახში შეაგდეს ხელყუმბარა და შემდეგ იქაურობა ავტომატების ტყვიებით დაცხრილეს. მხოლოდ ამ ოპერაციის წარმატებით დაგვირგვინების შემდეგ გაარკვიეს, რომ სართული შეეშალათ.

14 წლის გოგონამ საზოგადოებრივი წესრიგი დაარღვია. შეშინებულ ბავშვს პოლიციელი გამოედევნა და უმძლავრესი ელექტროშოკის მუხტით ძირს დასცა. გოგონას თავის ტვინი დაუზიანდა და დაინვალიდდა.

ამ და ბევრ სხვა შემთხვევაში დამნაშავე პოლიციელთაგან არავინ დაუსჯიათ.

კერძო და სახელმწიფო ფონდებიდან დაფინანსებული ამერიკელი სამართალდამცველები, რომლებიც სხვა სახელმწიფოების მოქალაქეთა უფლებებისთვის თავგამოდებით იბრძვიან, ამ ტრაგიკულ შემთხვევებზე არ რეაგირებენ.

აბსოლუტურად.

დუმდნენ იმ შემთხვევის გამოც, როცა პოლიციელებმა საკუთარ მანქანაში ჩაცხრილეს 34 წლის მირიამ კერი, რომელსაც ექიმთან მიჰყავდა თავისი პატარა გოგონა და სრულიად შემთხვევით დააზიანა თეთრი სახლის ღობე. ახალგაზრდა ქალი, რომელიც არავის არაფერს ერჩოდა, ზუსტად კაპიტოლიუმის შენობის წინ მოკლეს.

მხოლოდ შარშან ამერიკელმა პოლიციელებმა 246 ადამიანი მოკლეს საკუთარ ქვეყანაში, ისინი, ვის დასაცავადაც არიან მოწოდებულნი; უფრო მეტი დაჭრეს და დააინვალიდეს.

ამ შემთხვევებით არც ამერიკელი უფლებადამცველები, არც ამერიკელი კონგრესმენები არ დაინტერესებულან. მათ “სამართლებრივი პატიოსნების” მიძინებულ გრძნობას მხოლოდ სხვა ქვეყნების, მაგალითად, უკრაინის, პრობლემები აფხიზლებს. ტენესის შტატის ქალაქ ჩეტანუგას პოლიციის განყოფილებამ ამერიკაში “სახელი გაითქვა” ინტერნეტში გაჟონილი აფროამერიკელის უმოწყალოდ ცემის ვიდეოჩანაწერით. ახალგაზრდას, რომელიც არავითარ წინააღმდეგობას არ უწევდა სამართალდამცველებს, პოლიციელებმა ჯერ ხელკეტები და მუშტები ურტყეს, შემდეგ იატაკზე დააგდეს და ელექტროშოკერით გათიშეს.

ამერიკაში ხდებოდა ეს, მსოფლიოში უპირველეს დემოკრატიულ და ყველაზე ჰუმანურ ქვეყანაში _ საკუთარი მოქალაქეების მიმართ, რომლებიც ჯერ მხოლოდ ეჭვმიტანილები არიან, სასამართლოს თავისი სიტყვა არ უთქვამს და დამტკიცებულიც არაფერია. ასეთი მხეცური მოპყრობა ნორმად არის მიჩნეული.

ამერიკანისტი ანალიტიკოსები დარწმუნებით გვეუბნებიან, რომ უდანაშაულობის პრეზუმპცია, რომლის შესახებ ბავშვებმაც კი იციან, არაფერს წარმოადგენს იქაური პოლიციელებისთვის. დაკავებული ან ეჭვმიტანილი მათთვის ავტომატურად ხდება აბსოლუტურად უუფლებო არსება. მისი ცემა, დამახინჯება, მოკვლაც კი დასაშვებია, მიუხედავად სქესის, ასაკის, კანის ფერისა და სარწმუნოებრივი კუთვნილება.

ამერიკულ მედიაში ასეთი ფაქტების შესახებ არ წერენ, სამაგიეროდ არ ეზარებათ კიევის მაიდნის შესახებ გაუთავებელი ლაპარაკი _ როგორ ირღვეოდა იქ და იმ დროს ადამიანის უფლებები.

ან, იქნებ, ვინმემ სადმე წაიკითხა აღშფოთებული სტატიები თბილისის 7 ნოემბრისა და 26 მაისის მხეცური დარბევების შესახებ?!

ჯანდაბას! თავიანთ პრობლემებს თვითონ მიხედავენ, მაგრამ იმას რა ეშველება, როცა შტატები ამგვარ მეთოდებს სხვა ქვეყნებში ნერგავენ, განსაკუთრებით ისეთებში, რომელთა სოდომაზოხიზმით დაავადებული ხელისუფალნი საკუთარი ხალხის ზურგს სიამოვნებით უშვერენ ამერიკიდან შემოტანილჰუმანიტარულიდანიშნულების ხელკეტებსა დაარალეტალურ იარაღსრეზინების ტყვიების სახით.

P.S. ამ მიმოხილვის გაცნობის შემდეგ ჩვენი მკითხველი, იმედი მაქვს, კიდევ ერთხელ დარწმუნდება, თუ ვინატრენინგებდაჩვენი უნიჭო და დაუნდობელინაცებისხელისუფლებას ჩადენილ დანაშაულობათა ამღვრეული მორევიდან მშრალად ამოსვლის ხელოვნებაში.

იმ ცხრა წელიწადში გასდიოდათ.

ახლა, როგორც იქნა, ამოქმედებული პროკურატურის პირობებში, მგონი, ჟამთა სვლის მდინარეს მიაქვს ის უბედური ჭიანჭველები. ხოლო მათი ძებნილი ლიდერი ამაოდ დახტის ვაშინგტონსა და კიევს შორის უკრაინისგადარჩენისმიზნით ღორის ჯაგრისგან თოკბაწრის დასაგრეხად.

_ მუს გილასხაპუნქ?!

მიმოხილვა მოამზადა არმაზ სანებლიძემ

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here