Home რუბრიკები პოლიტიკა თუ ვერ გამოვძებნით საერთო ენას, მუდმივად დაძაბულობისა და ჩხუბის რეჟიმში ვიცხოვრებთ

თუ ვერ გამოვძებნით საერთო ენას, მუდმივად დაძაბულობისა და ჩხუბის რეჟიმში ვიცხოვრებთ

530

საქართველოში რუსეთის თანამემამულეთა კავშირი _ “ოტჩიზნა”, უკვე ათი წელია, ფუნქციონირებს და, თანამემამულეების დახმარების გარდა, საგანმანათლებლო პროექტსაც ახორციელებს, რომელიც საქართველოში მცხოვრებ ახალგაზრდებს რუსეთში უმაღლესი განათლების მიღებაში ეხმარება.

აღნიშნული პროექტების თაობაზე ფართო საზოგადოებისთვის ახლახან გახდა ცნობილი. ორგანიზაციის საქმიანობისა და ქართულრუსული ურთიერთობების შესახებსაქართველო და მსოფლიოსსაქართველოში რუსეთის თანამემამულეთა კავშირის პრეზიდენტი, რუსეთის თანამემამულეთა საერთაშორისო საკოორდინაციო საბჭოს წევრი ვალერი სვარჩუკი ესაუბრა.

_ თქვენ ხელმძღვანელობთ საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდების რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში სწავლების პროგრამას. რა კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს ახალგაზრდა, რომელსაც რუსეთში სწავლის სურვილი აქვს?

_ “რუსეთის თანამემამულეთა კავშირი”, უკვე ათი წელია, არსებობს და საქართველოში მოქმედ ოცდაათამდე რუსულენოვან ორგანიზაციას აერთიანებს. დაახლოებით ოცი წელია, რაც აღნიშნული სასწავლო პროგრამა  ფუნქციონირებს და ახალგაზრდებს რუსეთში განათლების მიღებაში ყოველწლიურად ეხმარება. პრიორიტეტი ენიჭებათ სხვადასხვა კონკურსსა და ოლიმპიადაში გამარჯვებულებს, მაღალი აკადემიური მოსწრების ახალგაზრდებს, მათ, ვინც აქტიურად თანამშრომლობენ ჩვენს ორგანიზაციასთან.

ჩვენი კარი ყველასთვის ღიაა, სწავლის მსურველთა უმრავლესობა ქართველია.

_ ყოველწლიურად რამდენ ახალგაზრდას შეუძლია დაფინანსების მიღება?

_ რაოდენობა შეზღუდული არ არის. შარშან, მაგალითად, საქართველოდან 120 ახალგაზრდა გაემგზავრა რუსეთის სხვადასხვა ქალაქში განათლების მისაღებად. 27 წლამდე ნებისმიერ ახალგაზრდას, რომლებიც ზემოთ ჩამოთვლილ პარამეტრებს აკმაყოფილებენ, შეუძლიათ ბაკალავრიატში სასწავლებლად გაემგზავრონ. გვაქვს სამაგისტრო პროგრამებიც. ასევე, ფუქნციონირებს პროგრამები ორდინატურასა და  ასპირანტურაში სწავლის მსურველებისთვის.

_ საკმაოდ ძვირია რუსეთში უმაღლესი განათლების მიღება, ამ ახალგაზრდების სწავლას ვინ დააფინანსებს?

_ მათთვის სწავლა უფასოა, რადგან, თანამემამულეთა დახმარების პროგრამის ფარგლებში, ჩვენ ვიღებთ კვოტას რუსეთის მთავრობისგან.

_ რუსეთის რომელ ქალაქებში მოქმედებს აღნიშნული პროგარამა?

_ სასწავლო პროგრამა რუსეთის ნებისმიერ ქალაქში მოქმედებს. სტუდენტები საცხოვრებელი პირობებითაც უზრუნველყოფილნი არიან. როგორც რუსი სტუდენტები ისინიც ჩვეულებისამებრ, სტუდენტურ საერთო-საცხოვრებელში იცხოვრებენ. საბუთების შევსებისას, ახალგაზრდა უთითებს სამ ქალაქს, რომლებშიც ისურვებდა სწავლას, ამის შემდეგ სპეციალურად ვებ-გვერდზე გამოქვეყნდება მონაცემები და უმაღლესი სასწავლებლები თავად ირჩევენ სტუდენტებს, თუ სტუდენტიც თანახმა იქნება, ის გაემგზავრება სასწავლებლად.

_ თქვენ რუსეთის თანამემამულეთა კავშირს ხელმძღვანელობთ, კონკრეტულად რას მოიცავს თქვენი საქმიანობა?

_ ჩვენ გვაქვს დიდი დახმარების პროგრამა, რომელიც მოიცავს ომის ვეტერანების დასვენებასა და რეაბილიტაციას, მაგალითად, ყოველწლიურად 50 ადამიანს ბორჯომში ვგზავნით დასასვენებლად. ასევე ვაგზავნით რუსეთში  ბავშვებს ექსკურსიაზე, ვატარებთ ზეიმებს, რუსულ დღეებს რუსული დიასპორისთვის. ამას წინათ თბილისის მოხუცებულთა თავშესაფარში კონცერტი ჩავატარეთ, საკვებით დავეხმარეთ მოხუცებს. ძალიან კმაყოფილები დარჩნენ, ჩვენც გვიხაროდა, რომ მათი დახმარების საქმეში ჩვენი წვლილი შევიტანეთ.

_ წინა ხელისუფლების პერიოდში საკმაოდ რთული ურთიერთობა იყო რუსეთთანთუ გეშლებოდათ ხელი თქვენს საქმიანობაში?

_ როდესაც კულტურაში შეტანილი წვლილისთვის რუსეთის ხელისუფლებამ პუშკინის მედლით დამაჯილდოვა, ჩვენმა ტელევზიებმა ისე გადასცეს, თითქოს ჯაშუში ვიყავი. სასამართლოშიც ვაპირებდი ჩივილს, მაგრამ შემდეგ გადავიფიქრე, ვინაიდან იმ დროში და იმ სასამართლოს პირობებში სამართალს მაინც ვერ ვიპოვიდი.

_ გაიმართა კარასინიაბაშიძის მორიგი შეხვედრა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, საქართველოს ადრე თუ გვიან მოუწევს აფხაზეთისა დასამხრეთ ოსეთისაღიარება. ეს კი საქართველოსთვის მიუღებელია. ამ ფონზე როგორ გესახებათ ურთიერთობის დარეგულირება?

_ აუცილებელია მუდმივი დიალოგის წარმოება. უნდა ვეძებოთ გზები, არამხოლოდ რუსებთან,  არამედ ოსებთან და აფხაზებთან; თუ ვერ გამოვძებნით საერთო ენას, მუდმივად დაძაბულობისა და ჩხუბის რეჟიმში ვიცხოვრებთ. ისევ ასე ნელ-ნელა, დიალოგით თუ დარეგულირდება ურთიერთობა, თორემ ძალით არაფერი კეთდება…

ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here