Home რუბრიკები საზოგადოება გვჭირდება ნაცრეჟიმისთვის დანაშაულების მიმტევებელი და ხუნტის მხარდამჭერი ხელისუფლება?

გვჭირდება ნაცრეჟიმისთვის დანაშაულების მიმტევებელი და ხუნტის მხარდამჭერი ხელისუფლება?

559

ერთი წუთით თავი დავანებოთ სამართლიანობის აღდგენასა და ბევრ სხვა შეუსრულებელ დაპირებას, რომლებზეც, ორი წელია, ვლაპარაკობთ და სხვა რაკურსით შევხედოთ ხელისუფლებას – მისი გადადგმული თუ არგადადგმული ზოგიერთი, განსაკუთრებით თვალშისაცემი ნაბიჯი შევაფასოთ და გამოჩნდება, რომ საკმარისზე მეტია, რაც ვადროვეთ და რომ იგი მეტის გამკეთებელი არ არის!

ხელისუფლება თუნდაც იმიტომ არის შესაცვლელი, რომ იგი მხარს უჭერს დამნაშავე “ნაცმოძრაობის” ტყუპისცალ კიევის ხელისუფლებას _ ხუნტას, რომელიც, “ნაცების” ანალოგიურად, სახელმწიფო გადატრიალების (თანაც, სისხლიანი) გზით მოვიდა ხელისუფლებაში და, რომელმაც ზუსტად იგივე გზა გაიმეორა, რაც სააკაშვილმა რუსეთთან დაპირისპირებით სასტიკ, ძმათამკვლელ სამოქალაქო ომში ჩააბა მოსახლეობა და პროცენტულად თითქმის იმდენივე ტერიტორია დააკარგვინა უკრაინას (13.5 % – 80 000კვ. კმ ყირიმის ნახევარკუნძულის, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების სახით), რაც საქართველოს (16.8 % – 11 700 კვ კმ, აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის სახით).

აქ საგარეო კურსზე არ მაქვს ლაპარაკი _ ტაძრის ნაცვლად ნატოსკენ რომ ჰქონდა აღებული გეზი “ქართულ ოცნებას”, თავიდანვე არ დაუმალავს (რაც, კიდევ ცალკე განსჯის თემაა). აქ სხვა რამ გამოიკვეთა _ კიევის ხუნტის მხარდაჭერითქართულმა ოცნებამგასაგებად გვითხრა, რომ ნაცრეჟიმის გამსამართლებელი არ არის, პირიქით _ “ნაცებისმსგავსი რეჟიმების მომხრეა! ხუნტებისა და რეჟიმების მხარდამჭერი ხელისუფლება კი არც ერთი სახელმწიფოს ხალხს არ გამოადგება! ხუნტას ამერიკისა და ევროკავშირის ხათრით უჭერს მხარს თუ შიშით, მნიშვნელობა არ აქვს.

მაგრამ საკუთარ “ნაცებთან” და სხვების ხუნტასთან ჩახუტება არ გვაკმარეს ჩვენმა “არჩეულებმა” და მსოფლიოს დასაცინი გაგვხადეს. ხელისუფლება თუნდაც იმიტომ არის შესაცვლელი, რომ მინისტრები და პრემიერი იმ ქვეყნებში დადიან (უნგრეთი) ან აპირებენ ჩასვლას ოფიციალური ვიზიტებით (უკრაინა), რომლებშიც თავშეფარებული და დასაქმებულიც (!) ჰყავთ ინტერპოლით ძებნილი, მაგრამ მაინცმოუხელთებელიიუსტიციის ყოფილი მინისტრი ადეიშვილი და პრეზიდენტის მთავარ მრჩევლად ინტერპოლისთვის გადაცემულ, ჩვენს დამაქცევარ ყოფილ პრეზიდენტს _ სააკაშვილს ნიშნავენ (სხვა წვრილფეხობა “ნაცები” არცაა მოსატანი)!

ამ ვიზიტებით (ახლა, მაიდნის წლისთავზე, ხომ პრეზიდენტიც ეახლება ხუნტას, ოღონდ, – მეგობრული ვიზიტით!) და დამნაშავეთა გადმოცემის მოთხოვნის დაგვიანებით (თვეობით) ხელისუფლება არა მხოლოდ საკუთარ თავმოყვარეობაზე ამბობს უარს, ქართველი ერის, საქართველოს ღირსებას ლახავს! თუ როგორ, რა გზებითა და ხერხებით უნდა დაიცვას სახელმწიფოს მეთაურმა საკუთარი და ერის ღირსება, ამას დიპლომატიური სკოლის გავლის გარეშეც უნდა ხვდებოდეს ნებისმიერი ადამიანი. როდესაც ხელისუფლება ადეკვატურად არ რეაგირებს და უკრაინასთან ისევ მეგობრობაზე განაგრძობს ლაპარაკს, რომელი სახელმწიფო მოგვეპყრობა პატივისცემით?! პირში თუ არა, ზურგსუკან ყველა დაგვცინებს და, ღირსიც ვიქნებით (ისე, მეგობრობას რაც შეეხება, ყველამ ვიცით, რომ ურთიერთპატივისცემის გარეშე მეგობრობა გამორიცხულია და რომ სახელმწიფოთა შორის მეგობრობაც და სიძულვილიც მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლების პოლიტიკაზეა დამოკიდებული, ხელისუფლება აომებს ხალხებს ერთმანეთთან, თორემ, აბა, ერებს არაფერი აქვთ გასაყოფი, მით უფრო, მათ, ვისაც საერთო საზღვარი არ აქვთ)!

მარტო ეს ფაქტებიც საკმარისია იმისთვის, რომ ხელისუფლებას უნდობლობა გამოვუცხადოთ, მაგრამ ეს, ასე ვთქვათ, ხელისუფლების მხოლოდ მორალური, ზნეობრივი მახასიათებელია, რომელსაც კიდევ უფრო ამძიმებს საყდრისის აფეთქების მიმართ დაკავებული მისი ანტიეროვნული პოზიცია და ერთხმად მიღებული სამარცხვინო ანტიდისკრიმინაციული კანონი.

გაცილებით საშიში და მორალურთან ერთად ქართველი ერისთვის წარმოუდგენლად დიდი ზიანის მომტანია მიწების გაყიდვა, ანუ, არსებითად, საქართველოს გაყიდვა უცხოელებზე! თუ სახნავ-სათესი მიწები, წყალი, მდინარეები, ტყეები, საძოვრები და წიაღისეული გაიყიდება (სტრატეგიული ობიექტები, კარგა ხანია, თითქმის სულ გაყიდულია) და ამ ყველაფრის მეპატრონეები თავიანთ გვარ-ჯილაგსაც ჩამოასახლებენ (ხელისუფლების ხელშეწყობით უკვე ხომ ათეულ ათასობით თურქი, ათასობით ჩინელი, ინდოელი, არაბი და აფრიკელია ჩამოსახლებული), უკიდურესად შეჭირვებული ქართველი კაცი კი იძულებული შეიქნება, გუდა-ნაბადი აიკრას და ლუკმაპურისთვის სამშობლოდან გადაიხვეწოს (ბედოვლათი ხელისუფლებების წყალობით უკვე ხომ მილიონ-ნახევარი ქართველია მსოფლიოს მოდებული), რაშიც მას ევროპაც “დაეხმარება” სავიზო რეჟიმის გამარტივებით, მაშინ აგვიხსნან, რა მოვლენასთან გვექნება საქმე _ ეს საქართველოს გაყიდვა და დაქცევა იქნება თუ საქართველოს გამრავლება-გაფურჩქვნა?!

თუკი ანტიდისკრიმინაციული კანონით ჯერ ზნეობრივი გარყვნა, ხოლო მოგვიანებით ფიზიკური გადაშენებაც გვემუქრება, მიწების უცხოელებზე მიყიდვის კანონით, რომელიც უმიწოდ დარჩენილი სოფლის მოსახლეობის მასობრივად აყრას და სხვა ქვეყნებში იძულებით გადასახლებას გამოიწვევს, ახლო მომავალში ქართველის სახსენებლის გაქრობის ფაქტის წინაშე დავდგებით და, ვუძახოთ მერე ქართველებისგან დაცლილ ტერიტორიას საქართველო.

“თუ მიწის ყიდვით არ დავაინტერესეთ უცხოელები, ინვესტიციები არ შემოვა”; “რა მოხდა, იყიდონ უცხოელებმა მიწა, ზურგზე ხომ ვერ მოიკიდებენ და წაიღებენ”, _ ხშირად გვესმის ტელეეკრანიდან ჩვენი “გონებაგახსნილი” პოლიტიკოსებისგან თუ ჟურნალისტებისგან. და ასეთ სისულელეს არგუმენტად რომ მოიყვანს, ჩვენი პატრიარქის შეგონებას კი არ გაითვალისწინებს, ის ხელისუფლება გადასარჩევი კი არა, გასაგდებია! ხელისუფლება ისეთი ახლომხედველია (მთლიანობაში, ცხადია, და არა ცალკეული, ერთეული(!) მინისტრები ან დეპუტატები), რომ შორეულს ვინ ჩივის, ახლო მომავალსაც ვერ აფასებს სათანადოდ.

ვითომ ასეთი ძნელი შესამჩნევია საფრთხე, რომელიც გვემუქრება, როგორც ერსა და როგორც ეროვნულ სახელმწიფოს?! რა თქმა უნდა, არა! მაშინ რატომ განაგრძობსოცნებისხელისუფლებანაცებისტრადიციებს მხოლოდ მცირე, კოსმეტიკური ცვლილებებით? არც ესაა ძნელი მისახვედრი. იმიტომ, რომ ყველა უწყებასამინისტროს ასეთი მითითებები აქვთ მიღებული მათთვის მიჩენილი დასავლელიმრჩევლებისგან”, იმ ადამიანებისგან, რომლებსაც თავიანთ ქვეყნებში ისეთი კანონები, ისეთი ბარიერები აქვთ მოფიქრებული, რომ უცხოელები, პრაქტიკულად, ვერც კი ყიდულობენ მიწებს. ჩვენსავით მცირემიწიან ზოგიერთ სახელმწიფოში კი საერთოდ აკრძალულია უცხოელებზე სასოფლოსამეურნეო მიწების მიყიდვა. თუ კარგია ის კანონები, რომლებსაც ჩვენ გვთავაზობენ და გვაძალებენ(!) რომ მივიღოთ, თვითონ რატომ არ იყენებენ საკუთარი ეკონომიკის კიდევ უფრო გასავითარებლად, ზედმეტი მოუვათ და აწყენთ?!

ამ და კიდევ ბევრ სხვა კითხვაზეც პასუხები, დიდი ხანია, ცნობილია უცხოელი მეცნიერების წიგნებიდან, რომელთაგან ყველაზე გავრცელებული მაინც ამერიკელი ავტორის _ ჰარვარდისა და პრინსტონის უნივერსიტეტების პროფესორის, ჯონ პერკინსის, ორი წიგნია (30-ზე მეტ ენაზე ნათარგმნი): “ეკონომიკური მკვლელის აღსარება” და “ამერიკის იმპერიის საიდუმლო ისტორია (ეკონომიკური მკვლელები და სიმართლე გლობალური კორუფციის შესახებ)”. ჯონ პერკინსზე ბევრჯერ დაწერილა და დარწმუნებული ვარ, მისი პირველი წიგნი მაინც ექნებათ წაკითხული ხელისუფლებაში თბილად მოკალათებულებს, იგი ქართულადაც არის ნათარგმნი. მაგრამ რად გინდა, თუ დასკვნა არ გამოიტანე?.. მიუხედავად ამისა, ამ წიგნების დედააზრი, ძალიან მოკლედ, ხელისუფლების გასაგონად კიდევ ერთხელ მინდა, გავიმეორო, ეგებ სასწაული მოხდეს, სინდისმა შეაწუხოს და თავში შეუშვას:

ამერიკას მიზნად აქვს დასახული მსოფლიოზე ბატონობა, რასაც ახორციელებს კიდეც სახელმწიფოების სამხედრო და, უმეტესწილად, ეკონომიკური დამორჩილების გზით, რისთვისაც იყენებს მაღალჩინოსნების მოქრთამვის მეთოდს და კორუფციაში ჩაფლული ხელისუფლებების დახმარებით ატარებს მისთვის სასურველ პოლიტიკასმსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის სესხებით ხდება გაჭირვებაში მყოფი სახელმწიფოების დაკაბალება და მოსახლეობის კვლავ სიღატაკეში ჩატოვება. ყველაფერი ისეა გათვლილი, რომ ბანკების სესხების გადახდა, პრაქტიკულად, ვერავინ შეძლოს! და როდესაც ვეღარ იხდის ვალებს, როდესაც პროცენტების გადახდასაც ვერ აუდის, ხელისუფლება იძულებულია, ახალი სესხი აიღოს (გავიხსენოთ ჩვენი ვალი, რომელიც 5-ჯერ, 13.5 მილიარდამდე გაიზარდა 8 წელიწადში (ადვილი დასაანგარიშებელია, რამდენი ათასი ვალი გვაწევს თითოეულ ჩვენგანს) და კიდევ უფრო შემოიჭიროს გლობალისტების ეკონომიკური ყულფი, ოღონდ, რა თქმა უნდა, არა საკუთარ კისერზე! აი, ამ მომენტში ითხოვს მევალე სტრატეგიული ობიექტების, წიაღისეულის, წყლის და . . გაყიდვას, ითხოვს ქართველი სამხედროების გაგზავნას ნებისმიერ წერტილში და ნაცისტური ხელისუფლებისთვის სოლიდარობის გამოცხადებასაც!

ვინ უგდებს ყურს ან კათალიკოს-პატრიარქის შეგონებას ქართული მიწის გაყიდვის დაუშვებლობის თაობაზე, ან ქართველი კაცი ვის ახსოვს? მთავარია, თურქი, ინდოელი, ჩინელი, არაბი, ებრაელი და სხვა გადამთიელი ჰყავდეთ კმაყოფილი დაამერიკის ელჩმა არ დატუქსოს კოჟორიძელომჯარიაგიგაურის პირით!

როგორ გგონიათ, მიწების გაყიდვის უაზრობა მხოლოდ ჩვენ გვესმის და ჩვენ “რჩეულებს” კი – არა?! ყველას ყველაფერი შესანიშნავად აქვს გაცნობიერებული და ამერიკის შორსმიმავალი გეგმების თაობაზეც სხვაზე არანაკლებად იციან, მაგრამ გარედან მიღებული მითითებების შეუსრულებლობას და შიგნიდან არასამთავროების მიერ ატეხილ ყაყანს (ზემოთ დასახელებული სამეულის თავკაცობით) ყველაფერი ურჩევნიათ _ მანქურთები მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე ფიქრობენ. მთავარი მიზეზი არის ის, რომ ეშინიათ, ქვეყნის ინტერესების დაცვას და ამით გამოწვეულ დაპირისპირებას დასავლეთთან სავარძლების დაკარგვა არ მოჰყვეს _ ისინი ვერაფრით შეელევიან თანამდებობით მინიჭებულ პრივილეგიებს: მაღალ ხელფასებს თავისი პრემია-დანამატებით, უცხოეთში რეგულარულად გასეირნებას (ვიზიტებს რომ ეძახიან) და, რაც მთავარია, ვერ შეელევიან დიდი ფულის გაკეთების შესაძლებლობას! კარგადაა ცნობილი, რომ დეპუტატს მხოლოდ სხვადასხვა კომპანიის პროტექციონიზმითა და წილებში ჩაჯდომით (ტენდერებით, აშკარა მფარველობით თუ ფარული შეწერებით) შეუძლია მილიონების დაგროვება! ასე რომ არ იყოს და მათაც ისეთივე ანაზღაურება ან შესაძლებლობა ჰქონდეთ, როგორიც დანარჩენ, თუნდაც განათლებულ მოსახლეობას (უმაღლესი სახელმწიფო სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებლებს, მეცნიერ მუშაკებს, ექიმებს) და მომავალშიც 150-ლარიანი (და არა ათჯერ დიდი!) პენსია ელოდებოდეთ, მერწმუნეთ, არაფრად ჩააგდებდნენ არასამთავრობოებსაც და დასავლეთის “მეგობრულ” რჩევებსაც!

პარლამენტის იმედი რომ გვქონდეს, ყურსაც არ შეიბერტყავდა კაცი ეკონომიკისა და იუსტიციის სამინისტროების მიერ მომზადებულ მიწის კანონპროექტზე, რომელიც გასული წლის მიწურულს შევიდა პარლამენტში, მაგრამ რა ვაჟკაცებიც გვყავს საკანონმდებლო ორგანოში, ანტიდისკრიმინაციული კანონის კენჭისყრისას გამოჩნდა!

მოქრთამული (გნებავთ, უხვად დაფინანსებული) პოლიტიკოსების, ექსპერტების, არასამთავრობოებისა და ჟურნალისტების ენით ხდება მოსახლეობის მიზანმიმართული დამუშავება, რაც გამოიხატება დეზინფორმაციის მიწოდების ფონზე მოვლენების (უპირველესად, პოლიტიკურის, შემდეგ კირელიგიურის, კულტურულის და ..) ცალმხრივად გაშუქებაში, რასაც მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში ტვინების გამორეცხვა უწოდეს. ყველა ტელეარხიდან (“ობიექტივის” გამოკლებით) ყოველდღიურ რეჟიმში ნიაღვარივით წამოსულ დეზინფორმაციას ვერავინ არიდებს თავს, მისი გავლენის ქვეშ ექცევა, პრაქტიკულად, ყველა – გაუნათლებელიც და განათლებულიც და ამიტომ უადვილდება ხელისუფლებას ჩვენი მართვა, ჩვენ კი ძალიან გვიძნელდება, გავერკვეთ, სად არის ტყუილი და სად – მართალი, ვინ ვინ არის სინამდვილეში, საქართველოზე მაფიქრალი ჭეშმარიტი მამულიშვილია თუ სულგაყიდული. სწორედ ამის გამოა, რომ არაფერი იცვლება და არჩევნებიდან არჩევნებამდე მუდამ “სანიმუშო” ხელისუფლება გვყავს.

ჩვენს ზომბირებაზე მეტყველებს ის, რომ დამნაშავე “ნაცების” უკრაინის მთავრობაში დანიშვნას არ მოჰყვა მძაფრი რეაქცია ქართველი საზოგადოების მხრიდან; მეტყველებს ისიც, რომ უკრაინაში მებრძოლ ქართველებს ჰგონიათ, საქართველოსთვის იბრძვიან და ვერ გაუგიათ, რომ სააკაშვილისნაირ რეჟიმს, პოროშენკო-ვალცმანის, იაცენიუკის, გროისმანისა და კოლომოისკის რეჟიმისთვის სწირავენ თავს! მაგრამ ვინ იფიქრებდა, რომ ჩვენზე მეტად უკრაინელ ხალხს ექნებოდა გამორეცხილი ტვინი _ როდესაც კორუფცირებული იანუკოვიჩით გამოწვეული მათი უკმაყოფილება გარკვეულმა ძალებმა ოსტატურად გადაზარდეს უკრაინელ რუსებთან (საბოლოო ჯამში კი, რუსეთთან) დაპირისპირებაში და დაუნდობელ, დამღუპველ ძმათამკვლელ ომში ჩააბეს; ესეც არ აკმარეს უკრაინელებს, მათ ღირსებაც არნახულად შეულახეს, როდესაც თავზე დაასვეს უცხოელებისგან, თანაც მეგობარ ქვეყანაში სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული და ძებნაში მყოფი პირებისგან შემდგარი მთავრობა, თითქოს, 45-მილიონიან უკრაინაში ორი ათეული პატიოსანი და პროფესიონალი ადამიანი არ მოიძებნა! ასეთი თავისმომჭრელი პრეცენდენტი ისტორიას არ ახსოვს!

ამ დიდი ხარვეზის, ანუ ჩვენი გზააბნეულობის, თუნდაც ნაწილობრივ გამოსასწორებლად და იმაში გასარკვევად, ვინ ვის ემსახურება, აუცილებელია მოსახლეობის მეტი ინფორმირებულობა, რისთვისაც ხელისუფლებას, ნაცვლად ჩვენი გადამისამართებისა ინტერნეტსაიტებზე, მთელი რიგი საჯარო ინფორმაციის გამოქვეყნება უნდა მოვთხოვოთ. პარლამენტში ასარჩევ თითოეულ კანდიდატს კი საკვანძო საკითხებზე პოზიციის ღიად და გარკვევით გამოხატვა უნდა მოეთხოვოს.

აი, რა ფაქტების ცოდნაა, უპირველესად, აუცილებელი (ბევრი მათგანი უცნობია, ზოგიც _ დასაზუსტებელი):

1. რამდენი არასამთავრობო ორგანიზაციაა საქართველოში, რომელი ორგანიზაციები ფინანსდებიან უცხოეთიდან და რა თანხით;

2. რამდენი უცხოელი მრჩეველი იყო 2004-2012 წლებში საქართველოში (უწყებების, სამინისტროების მიხედვით) და რამდენია დღეს; ვინ უხდის მათ ხელფასს (თუ _ ჩვენ, მაშინრამდენს);

3. რამდენი დოლარია გადმორიცხული საქართველოს მოქალაქეებზე უცხოეთიდან (სახელმწიფოების მიხედვით) 2004-2014 წლებში;

4. რამდენი დოლარია პენსია ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში (ასაკის, დამსახურების და სტაჟის მიხედვით) და ჩვენთან;

5. რამდენია საარსებო მინიმუმი ამერიკაევროპის სახელმწიფოებში და რას მოიცავს იგი (რომელ პროდუქტებს და რა ოდენობით? საკვები პროდუქტების გარდა რას შეიცავს სხვას); იგივე მონაცემები საბჭოთა კავშირის ყოფილ რესპუბლიკებში და ჩვენთან;

6. როგორია უმუშევრობის დონე ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში და ჩვენთან (ერთნაირი მეთოდით დაანგარიშებული, და არა ისე, როგორც ჩვენთანაა, როცა სოფელში მცხოვრები ყველა გლეხი დასაქმებულადაა ჩათვლილი);

7. რამდენი ციხის თანამშრომელი, პოლიციელი, გამომძიებელი, პროკურორი, მოსამართლე, დეპუტატი და სხვა სახელმწიფო მოხელე, რომლებზედაც საჩივარია (საჩივრები!) შესული პროკურატურაში, განაგრძობს მუშაობას საჯარო სამსახურში (იმავე ან სხვა თანამდებობაზე);

8. დეპუტატებიდან ვინ დაუჭირა მხარი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გათანაბრებას სხვა ეკლესიებთან და რელიგიურ მიმდინარეობებთან? ვინ მისცა ხმა ანტიდისკრიმინაციულ კანონს და მიწის კანონზე მორატორიუმის გაუქმებას;

9. რამდენი ადამიანი იქნა მსჯავრდებული საქართველოში 2004-2012 წლებში (წლების მიხედვით); რამდენთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება; რამდენს წაართვეს ძალით ქონება, გადააფორმებინეს (აჩუქებინეს) და რამდენს _ საცხოვრებელი სახლი, აგარაკი, ბიზნესი, მანქანა და . .; რამდენს დაუბრუნდა წართმეული ქონება სრულად ან მიეცა კომპენსაცია.

გარდა ამისა, როგორც ზემოთ აღვნიშნე, სწორი არჩევანის გასაკეთებლად აუცილებელია, დაწვრილებით ვიცოდეთ, თუ ვინ ვინ არის, ვინ დგას დეპუტატობის კანდიდატის უკან (რომელი სახელმწიფო, არასამთავრობო ორგანიზაცია, პარტია). მათ მიერ სულ რამდენიმე კითხვაზე გაცემული პასუხი, წარმოდგენას შეგვიქმნის თითოეული კანდიდატის შრომით წარსულზე, ზნეობრივ სახეზე და პოლიტიკურ პოზიციაზეც.

ეს კითხვებია:

1. სად მიიღო განათლება და რა სპეციალობით? სად მუშაობდა და რა თანამდებობებზე;

2. რომელი პარტიის წევრია და იყო თუ არა წარსულში სხვა პარტიის (პარტიების) წევრი;

3. მხარს უჭერს თუ არა ანტიდისკრიმინაციული კანონის გაუქმებას;

4. მხარს უჭერს თუ არა ისეთი მიწის კანონის მიღებას (და არსებულის გაუქმებას), რომელიც მაქსიმალურად შეზღუდავს სახნავსათესი მიწების, საძოვრების, წყლების, მდინარეების, ტყეებისა და წიაღისეულის უცხოელებზე გაყიდვას, რაც ხელს შეუწყობს ქართველი კაცის მიწაზე დამაგრებას, დაიცავს სოფელს და მთლიანად საქართველოს დაცლისგან;

5. მხარს უჭერს თუ არა ამერიკის ფულით მოწყობილი მაიდნით, ანუ სამხედრო გადატრიალების გზით მოსულ, ძებნილი სააკაშვილადეიშვილით და სხვანაცებითგავსებულ უკრაინის მთავრობას, რომლის დაკომპლექტებაში(!) აქტიურად მონაწილეობდა ახლახან ჩვენთან ვიზიტად მყოფი სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ქალბატონი ნულანდი (აგრეთვე, უკრაინაში ამერიკის ელჩი პაიეტი). პასუხი: “მე მხარს ვუჭერ უკრაინას, ან უკრაინელ ხალხს”, არ მიიღება!

ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ როგორ გინდა, არსებული საარჩევნო სისტემის პირობებში დაამარცხო “ნაცმოძრაობის”, რესპუბლიკელების და თავისუფალი დემოკრატების, ანუ სააკაშვილ-უსუფაშვილ-ალასანიას ერთობლივი ძალა, როცა ადმინისტრაციული რესურსების 80-90 %, ცენტრშიც და ადგილებზეც, ამათ ხელშია; როცა უსაზღვრო ფინანსური შესაძლებლობაც აქვთ და მედიასაც, ერთი “ობიექტივისა” და რამდენიმე გაზეთის გამოკლებით, ისინი განაგებენ; როცა გარედან დასავლეთის (უპირველესად, ამერიკის) აშკარა პოლიტიკური მხარდაჭერა აქვთ და შიგნით კიდევ ამ დასავლეთის დაფინანსებული არასამთავრობოები უმაგრებენ ზურგს; როცა მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი დეზინფორმირებულია (განსაკუთრებით, რაიონებში და, განსაკუთრებით, აზერბაიჯანელებით და სომხებით დასახლებულ რეგიონებში, სადაც ყველაფერს ენობრივი ბარიერი – ქართული ენის უცოდინარობაც ემატება); და, როცა ამ ხელის შემშლელი მიზეზების “ბუკეტს” აგვირგვინებს პრეზიდენტ მარგველაშვილის საჯაროდ გაცხადებული მეგობრობა ამ ძალების ლიდერებთან?!

როგორ გინდა, ასეთ უთანასწორო ბრძოლაში გაიმარჯვო? ეს ხომ წარმოუდგენელია, თითქმის შეუძლებელი. მაშ, რა ვქნათ, ხელები ჩამოვუშვათ თუ ტყუილ დაპირებებში შევეჯიბროთ მათ? რა თქმა უნდა, არა! მაშ, რა ვიღონოთ, რა მოვიმოქმედოთ? პრობლემას დიდწილად გადაჭრის საარჩევნო კოდექსის შეცვლა (რაც ყოველ მიზეზგარეშე უნდა იქნას მიღწეული!) და ხალხის დარაზმვა ახსნა-განმარტებითი მუშაობისა და მართალი ინფორმაციის მიწოდების გზით. სწორედ მართალი ინფორმაციის ეშინიათ მათ, ვინც დღეს რუსეთის ტელეგადაცემების აკრძალვას ითხოვენ, ვინც ადრე რუსული სიმღერები აკრძალეს და პუშკინის ძეგლის აღებასაც ითხოვდნენ!

თუ მოვახერხებთ ისეთი ფაქტების მიწოდებას, რომლებიც საქართველოს მასშტაბით(!) თვალს აუხელს ამომრჩეველს, ადამიანების უმეტესობა თვითონ გამოიტანს საჭირო დასკვნას _ ვის, რა კატეგორიისა და რომელი პარტიის წევრებს დაუჭიროს მხარი.

იაკობ ლეჟავა

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here