Home რუბრიკები საზოგადოება ჰეპატიტების სამკურნალოდ მსოფლიოში აღიარებული მეთოდი _ ოზონოთერაპია

ჰეპატიტების სამკურნალოდ მსოფლიოში აღიარებული მეთოდი _ ოზონოთერაპია

654

დღეს საქართველოში დიდი კამპანიაა გაჩაღებული C ჰეპატიტის წინააღმდეგ. ეს დაავადება მართლაც უამრავ ადამიანს აწუხებს, თუმცა ფინანსური თუ ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ბევრი ვერ ახერხებს სათანადო მედიკამენტოზურ მკურნალობას. ოზონოთერაპია მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში და 2011 წლიდან უკვე საქართველოში აქტიურად გამოიყენება ვირუსული ჰეპატიტების სამკურნალოდ. უფრო კონკრეტულად ამის შესახებ კლინიკის დამფუძნებელი, ექიმი ადა მჭედლიძე გვიამბობს.

_ ქალბატონო ადა, რამდენად ეფექტიანია ოზონოთერაპია C ჰეპატიტის სამკურნალოდ და შესაძლებელია თუ არა ამ დაავადებისგან სრულად განკურნება?

_ ოზონოთერაპია უკვე მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გამოიყენება B, C და D ჰეპატიტების სამკურნალოდ. ჰეპატიტის ვირუსი ანაერობული (ჟანგბადის მოძულე) ბუნების ვირუსია. შესაბამისად, ჟანგბადით გამდიდრებულ სისხლში მას არსებობა არ შეუძლია. ოზონი კი ჟანგბადზე დაახლოებით 1200-ჯერ აქტიურია და შესაბამისად C ვირუსი მასთან კონტაქტისას იღუპება. გარდა ამისა, ოზონოთერაპია ეხმარება ჰეპატიტით დაზიანებულ ღვიძლს რეგენერაციაში. მკურნალობის შედეგად წესრიგში მოდის ღვიძლის ფუნქციები, ეს ნათლად აისახება ანალიზებში.

თუ კი საქმე გვაქვს ადრეულ პროცესთან და პაციენტის ზოგადი ჯანმრთელობის მდგომარეობა მყარია, ჰეპატიტი ექვემდებარება განკურნებას ოზონოთერაპიით მკურნალობის შედეგად. თუმცა ისეთ შემთხვევებშიც კი, როცა სრული რემისია რთულად მისაღწევია, ოზონოთერაპია საგრძნობლად აუმჯობესებს პაციენტის ჯანმრთელობასა და სიცოცხლის ხარისხს. 

_ როგორც ვიცით, სხვადასხვა პრეპარატებით ჰეპატიტის მკურნალობა საკმაოდ მწვავე გვერდით მოვლენებთანაა დაკავშირებული. რა გვერდითი მოვლენები ახასიათებს ოზონოთერაპიას?

_ მედიკამენტოზური მკურნალობისგან განსხვავებით, ოზონოთერაპიას გვერდითი მოვლენები არ ახასიათებს, რადგან ეს ნატურალური თერაპიაა. მეტსაც გეტყვით, პაციენტები, რომლებიც ქიმიური პრეპარატების პარალელურ რეჟიმში მკურნალობენ ჩვენთან, დაცული არიან სხვადასხვა პრეპარატების მავნე ზემოქმედებისგან. ოზონი ანეიტრალებს მათ გვერდით მოვლენებს. ასე რომ, ოზონოთერაპია, შესაძლებელია, გამოყენებულ იქნას, როგორც მონოთერაპია, ასევე სხვა თერაპიის პარალელურად.

თქვენ სამსახურში გვიგულეთ!

მის.: თბილისი, მცხეთის ქუჩა #8. ტელ: 225-31-39,  571-25-55-33

WWW.AINO.GE   WWW.facebook.com/aino.ge

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here