Home რუბრიკები პოლიტიკა კოლონიზაციის ანაბანა

კოლონიზაციის ანაბანა

732

გასულ კვირას ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე ალექსანდრე ვერშბოუს ვიზიტმა თბილისში კიდევ ერთხელ შეგვახსენა ჩვენც და დანარჩენ მსოფლიოსაც, რომ საქართველო აღარ არის სუვერენული სახელმწიფო ან, ყოველ შემთხვევაში, ჩვენი სუვერენიტეტი ერთობ შეზღუდულია. ამას ვერშბოუს რამდენიმე გამონათქვამი მოწმობს:

*”წვრთნისა და შეფასების ცენტრი იქნება ყველაზე თვალსაჩინო ნიმუში ნატოს ყოფნისა საქართველოში”.

ანუ, საქართველოს ნატოში არ შეუშვებენ, მაგრამ ნატო თვითონ შემოვა საქართველოში.

*”მის განხორციელებას მნიშვნელოვანი პოლიტიკური და ფინანსური ვალდებულებები სჭირდება როგორც ნატოს, ისე საქართველოს მხრიდან”.

ანუ, ნატოს აქ შემოსვლით ახალი საფრთხის გაჩენას საქართველო თვითონვე დააფინანსებს.

*”პაკეტის სხვა ელემენტებს შორის არის სტრატეგიული დონის რჩევების მიცემა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბისთვის”.

ანუ, სუვერენიტეტის უმნიშვნელოვანესი ასპექტების განხორციელების სტრატეგიას სხვა სახელმწიფო (იგულისხმეთ აშშ) პირდაპირ წარმართავს.

*”პაკეტი ასევე მოიცავს თბილისში 2010 წელს გახსნილი ნატოს სამეკავშირეო ოფისის  შემდგომ გაძლიერებას და ნატოს მრჩეველთა ძირითადი გუნდის გამოგზავნას საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, რომლის შემადგენლობაშიც შევლენ ექსპერტები კონკრეტულ სფეროებში და ადგილზე ან მუდმივად იმუშავებენ ან ხშირი როტაციის პრინციპით”.

ანუ, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ამერიკელების მუდმივი მეთვალყურეობის რეჟიმში იმუშავებს.

*”ასევე, არანაკლებ მნიშვნელოვანია ნატოს მრჩევლების ყოფნა საქართველოში. ვფიქრობ, ნატოს მრჩევლების ყოფნა საზოგადოებისთვის ისეთი თვალში საცემი არ იქნება, როგორც ჩრდილოეთით ზოგიერთი დედაქალაქისთვის”.

ანუ, მოსკოვი მათ ყოფნას (ისე, სხვას რას ნიშნავს რუსული ტერმინი Военное присутствие) მშვენივრად დაინახავს და დასკვნებსაც გამოიტანს, ჩვენი საზოგადოება კი ვერასოდეს გაიგებს, რას ურჩევენ დაჟინებით ამერიკელი მრჩევლები საქართველოს თავდაცვის უწყებას.

*”ჩვენ უკვე გავიგეთ რუსებისგან საკმაოდ ნეგატიური და მუქარით სავსე განცხადებები ერთობლივ საწვრთნელ და შეფასების ცენტრთან დაკავშირებით, ჩვენ არ განვიხილავთ პოტენციურ სცენარებს, თუ რა შეიძლება გააკეთოს რუსეთმა, თუმცა ძალიან მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, რომ წინ წავიდეთ”.

ანუ, ამერიკელებს არ აინტერესებთ, რა საფრთხის წინაშე აღმოჩნდება საქართველო, როგორც სახელმწიფო, და დაემატება თუ არა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს კიდევ ერთი ან მეტი დაუმორჩილებელი რეგიონი, მთავარია, ნატოწავიდეს წინ”.

*”შემდგომი პროგრესი მოითხოვს შემდგომ კონსტრუქციულ ჩართულობას ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის და მომდევნო თვეებში ნატოს მოკავშირეები განსაკუთრებულად დააკვირდებიან რეფორმებს პროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროში”.

ანუ, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ურთიერთობასაც გააკონტროლებენ და პროკურატურაშს სამინისტროს რეფორმებსაც და აი, რატომ:

*”შერჩევითი სამართალი და პოლიტიკურად მოტივირებული სამართლებრივი დევნის აღქმაც კი აცილებული უნდა იქნას თავიდან. თითოეულ საქმეში საჭიროა კანონის უზენაესობის დაცვა. ეს ნატოს ალიანსის ფუნდამენტური პრინციპია, რომელში გაწევრიანებაც საქართველოს სურს”.

ანუ, არ დავუშვებთჩვენი ძაღლიშვილებისარათუ გასამართლებას, “სამართლებრივი დევნის აღქმაც კიარ უნდა გვქონდესო.

თუ ვინ იგულისხმებიან, ამას იმ პარტიათა ჩამონათვალში ნახავთ, რომლებსაც ვერშბოუ შეხვდა:

*”ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ შეხვედრები გამართა პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან,  პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარე  დავით უსუფაშვილთან, ოპოზიციური ნაციონალური მოძრაობისა და თავისუფალი დემოკრატების წარმომადგენლებთან; ასევე შეხვდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს”.

ამერიკელებმა კარგად შეისწავლეს ქართველთა ფსიქოტიპი – ახლახან ანა კალანდაძის ქართულად ნათქვამი ლექსით მოგვილოცეს ახალი წელი აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლებმა და ამით ჩვენი პატივმოყვარეობა დააკმაყოფილეს, ხოლო “მაღალი სტუმრები” ყოველ ჩამოსვლაზე ხვდებიან პატრიარქს, რათა მათი ვიზიტების მიმართ ჩვენი საზოგადოება პოზიტიურად განეწყოს. რაც შეეხება ამერიკელთა პოლიტიკურ სიმპათიას, რიგითობა ასე აქვთ განსაზღვრული: ოპოზიციური ნაციონალური მოძრაობადა თავისუფალი დემოკრატებისწორედ მათ სამართლებრივ დევნას უნთებენ “წითელს”.

ახლა კარგად დავფიქრდეთ: ამაზე მეტი რა უნდა თქვას სხვა ქვეყნის წარმომადგენელმა, რომ მიგვახვედროს _ თქვენი თავი თქვენ არ გეკუთვნით, ჩვენ რასაც გიბრძანებთ (ვისაც გინდათ, ამასრჩევაუწოდეთ), ის უნდა გააკეთოთო?

ამ “პოლიტიკურად ხელშეუხებლებს” ემატება ხელშეუხებელი არასამთავრობოები, რომლებსაც წლების განმავლობაში აფინანსებენ ამერიკელები და საკმარისი იყო, ასეთივე არასამთავრობო ორგანიზაციის ლიდერს – ბიძინა ივანიშვილს მათ მიმართ კრიტიკული მოსაზრება გამოეთქვა, აშშ-ის ელჩი რიჩარდ ნორლანდი მყისვე გამოეხმაურა:

“ივანიშვილის მოსაზრება მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის. თავის მხრივ, არასამთავრობო ორგანიზაციები, საია, “საერთაშორისო გამჭვირვალობა” და “სამართლიანი არჩევნები” მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსი”.

ერთი სიტყვით, ესენიცჩვენი ძაღლიშვილებიარიანო, პირდაპირ თქვა ელჩმა და აქაცწითელიაანთო. მხოლოდ თავდაცვა და ზოგადი სტრატეგია კი არა, მათი ნაკვები არასამთავრობოების კრიტიკაც არ უნდა გაბედოს ვინმემ, მით უფრო, თუ ამვინმესმოსაზრება მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის!

ბოლო წლებში სულ უფრო ხშირად ხუმრობენ, რომ ერთადერთი ქვეყანა, სადაც არ მოხდება რევოლუცია (სახელმწიფო გადატრიალება, ხელისუფლების შეცვლა, ვისაც როგორ გნებავთ) შეერთებული შტატებია, რადგან იქ არ არის ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო. შეერთებული შტატების ელჩები უშუალოდ ერევიან სხვა ქვეყნების შიგა პოლიტიკურ ცხოვრებაში და წარმართავენ პროცესებს. მხოლოდ უკრაინის მაგალითი იკმარებს, სადაც სახელმწიფო გადატრიალებას დაუფარავად შეუწყვეს ხელი და ახლა მთავრობის წევრებს პირდაპირ უნიშნავენ, მათ შორის, მათიძაღლიშვილი” “ნაციონალებისსახით.

ბიძინა ივანიშილის მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან დაკავშირებულ განცხადებას ასევე ოპერატიულად გამოეხმაურა ფონდიღია საზოგადოება საქართველო” (ხალხში უბრალოდ სოროსის ფონდს რომ უწოდებენ): “ბოლო დროს განსაკუთრებით გახშირდა თავდასხმები არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მათი საქმიანობის მიმართ. მმართველი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლების რიტორიკა საზოგადოებრივი ჯგუფების მიმართ უფრო და უფრო შეურაცხმყოფელი ხდება და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ წარმოებული კამპანიის შთაბეჭდილებას ტოვებს. გადამდგარი პრემიერმინისტრის _ ბიძინა ივანიშვილის განცხადება, რომლის მიხედვით მზადდება კვლევა ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციების – ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს და სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების მოქმედ და ყოფილ ხელმძღვანელთა საქმიანობის შესახებ, ფაქტობრივად, აანონსებს მაკომპრომატირებელი ინფორმაციის გავრცელებას.

ხაზგასმით გვინდა, აღვნიშნოთ, რომ ხელისუფლების წარმომადგენელთა დამოკიდებულება არ შეესაბამება მმართველობის დემოკრატიულ პრაქტიკას. ორგანიზაციები, რომლებიც ყველა ხელისუფლების პირობებში ინარჩუნებდნენ მიუკერძოებლობას და კრიტიკულ დამოკიდებულებას, არ უნდა ხდებოდნენ თავდასხმის ობიექტები. ასეც რომ არ იყოს, მიუღებელია საზოგადოებრივად აქტიური ნებისმიერი ადამიანის შევიწროება საკუთარი აზრისა და საქმიანობის გამო. იმედს გამოვთქვამთ, ხელისუფლების წარმომადგენლები თავს შეიკავებენ მსგავსი განცხადებებისგან, ხოლო საზოგადოება იქნება ერთიანი ამ პრაქტიკასთან ბრძოლაში”.

ამათაც იგივეპარტნიორებიჰყოლიათ, რაც აშშის საელჩოს! და ესენიც მიუღებლად მიიჩნევენ მათ მიმართ კრიტიკას! ოღონდ საინტერესოა, რატომ არ გახსენებია სოროსის ფონდს სიტყვადევნა” 2003-2012 წლებში და ვის ახსოვს, რომ ეს სამი ასო (აბრევიატურაა და არასამთავრობო ორგანიზაციას ნიშნავს!) “ყველა ხელისუფლების პირობებში ინარჩუნებდა მიუკერძოებლობას და კრიტიკულ დამოკიდებულებას”? “ნაციონალებისპერიოდში მათ იმაზეც კი ვერ წამოაცდენინეს საყვედური, რომ 26 მაისს იმ რეჟიმმა ცხედრები მაღაზიის სახურავზე შემოაწყო და ასეულობით ადამიანი დაასახიჩრა! არც იმაზე მოუკლავთ თავი, რომ ციხეებში პატიმრების რაოდენობამ კრიტიკულ ზღვარს გადააჭარბა! მთავარი არის ის, რომ ეს ორგანიზაციები, “არასამთავრობოსტატუსს ამოფარებულნი, ყოველთვის აშშის ინტერესებს იცავდნენ და ახმოვანებდნენ! განა მართალი არ არის ივანიშვილი, როცა ამბობს, რომ ისინიმთავრობაზე დიდი არასამთავრობოები არიან”?

საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი მაია ფანჯიკიძე (“ხელშეუხებელთა სექტის” კიდევ ერთი წარმომადგენელი) ასევე გამოეხმაურა ბიძინა ივანიშვილის ამ განცხადებას  და აღნიშნა, რომ გასაკვირია, რატომ არ ისაუბრა ყოფილმა პრემიერმა იმ არასამთავრობოებზე, რომლებიც ბოლო ხანს მომრავლდა და რომლებსაც რუსული ორიენტაცია აქვთ.

ჯერ ერთი, რა მომრავლდა ან სად ნახეს რუსული დაფინანსება, როცა მილიონობით დოლარი ღიად და დაუფარავად მიდის პროდასავლურჯიბისენჯეოებზე! ან თუ ვინმეს საღი აზრი ალაპარაკებს, რომ რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებას ალტერნატივა არ აქვს, ის მაინცდამაინცრუსული ფულისხათრით აკეთებს ამას?

ეს თამაში სინამდვილეში ძალიან მარტივია: უნდა აკეთო, რასაც ამერიკა გიბრძანებს (სიტყვარჩევააღარ მიიღება), ხოლო თუ შენი ქვეყნის სატკივარი გალაპარაკებს, მაშინ რუსეთუმე ხარ! აკი თქვა კიდეც ლევან ბერძენიშვილმა, რომყველაფერი პროქართული ნიშნავს პრორუსულს”, თუმცა, როგორც სჩვევია, ღარიბაშვილის კრიტიკის შემდეგ გადათქვა: “მე ვთქვი, რომ გოგელია “მაესტროში” ებრძვის ევროპულ ხაზს და ამბობს, რომ ტელევიზია უნდა იყოს არაევროპული  და, ასეთ შემთხვევაში, ევროპის წინააღმდეგ ბრძოლა  პრორუსულს ნიშნავს. ამის გარკვევა  რთული არაა, თუმცა პრემიერი არაა ვალდებული, პრესა იკითხოს. ჟურნალისტმა უსინდისოდ ამოგლიჯა კონტექსტიდან ფრაზა”.

რატომღაც არავის აუტეხია განგაში, რომ ლევან ბერძენიშვილი დამოუკიდებელ მედიას დაესხა თავს და, ორიენტაციის დაწუნების გარდა, “უსინდისო” ეძახა ჟურნალისტს. რატომ? იმიტომ, რომ ისიც “ხელშეუხებელთა სექტის” წევრია და ამერიკელების “ძაღლიშვილი”.

ამოცანის ამოხსნა ადვილია: “მიმაჩნია, რომ რომელიმე ერთი ქვეყნის სატელიტი არ უნდა ვიყოთ; არ უნდა გავაუარესოთ და მხოლოდ უნდა გავაუმჯობესოთ ურთიერთობა ამერიკასთან, კიდევ უფრო გავაღრმავოთ ურთიერთობა ევროპასთან და დავალაგოთ ურთიერთობა რუსეთთან”. _ ეს სიტყვები ბიძინა ივანიშვილმა 2012 წლის არჩევნების შემდეგ წარმოთქვა, თუმცა მას აშშ არ აპატიებს, თუნდაც მასთან კარგი ურთიერთობის პარალელურად რუსეთთანაც დაალაგოს ურთიერთობა.

ეს ცხადია და, თუ უკვე განვლილს გავითვალისწინებთ (თუნდაც უკრაინის მაგალითზე), ეს გააქტიურებული ასოები (აბრევიატურაა-მეთქი, აკი, გითხარით!), ხელისუფლებაში ჩატოვებული “ნაცისტები” და სამინისტროებში ჩაბუდებული ამერიკელი “მრჩევლები” გაერთიანებული ძალებით სახელმწიფო გადატრიალებასაც მოაწყობენ და შემდეგ მის შედეგებსაც “გაალეგიტიმურებენ”!

თუ, რა თქმა უნდა, მთავრობამ არაფერი შეცვალა!

თამარ დავითულიანი

1 COMMENT

  1. სად არის თქვენგან შემოთავაზებული რეალური გზა ამ სიმსივნისაგან განკურნებისა?
    ამერიკის (ქართული ეთნოსისა და ქრისტიანობის დაუძინებელ მტერთა-ებრაელთა) ხელშია ფინანსები და შეუძლებელია მათ მათივე მეთოდებით ებრძოლო.
    ერთადერთი გზა გადარჩენისა არის ამ ელემენტების ფიზიკური განადგურება მსოლფოს ყველა კუთხეში!
    უნდა დაიწყოს საქართველოთი და ფიზიკურად განადგურდეს ყველა არსება, ვინც ქართული ეთნოსის ინტერესების საზიანოდ ამერიკის ინტერესებს ატარებს!

    გაიხსენეთ დიდი სოსო ჯუღაშვილი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here