Home რუბრიკები საზოგადოება გახდომა უმადობით

გახდომა უმადობით

1058

მიუხედავად იმისა, რომ ათასწლეულების მანძილზე ნაგროვები უნიკალური სამკურნალო რეცეპტების უმეტესობა დაიკარგა, მაინც მოხერხდა ნაწილის გადარჩენა და აღდგენა-გამდიდრება ამ საქმით დაინტერესებული ადამიანების მიერ. მათ შორისაა ნუნუ ღლიღვაშვილი-მარგიანი, პროფესიით მხატვარი.


წიგნისმედეადან დღემდეავტორი ხალხური მედიცინის სამყაროში მეტად საინტერესო სამკურნალწამლო რეცეპტებს გვთავაზობს. ერთერთი გამორჩეული კი კენკრამარცვლოვანზე დამზადებული ნაყენია, რომელიც იწვევს მადის დაქვეითებას ორგანიზმისთვის სრულიად უვნებლად, გვერდითი მოვლენების გარეშე, შესაძლებელია წონაში დაკლება, გალამაზება და გაჯანსაღება (კურნავს სხვადასხვა დაავადებას).  მე, პირადად არაერთხელ შევხვედრივარ უამრავ ადამიანს, რომლებმაც ამ უნიკალური ნაყენის წყალობით უმტკივნეულოდ დაიკლეს წონაში და მოიწესრიგეს ჯანმრთელობის პრობლემები. ჩვენი გაზეთის მკითხველს საშუალება ექნება, მიიღოს კონსულტაციები სხვადასხვა დაავადების დროს ფიტოსაშუალებების გამოყენებაზე ნი ნუნუს დახმარებით.

ნუნუ ღლიღვაშვილმარგიანი:

_ საქართველო წამალთმცოდნეობისა და სამკურნალო მცენარეთა კულტივირების ერთ-ერთ უძველეს ქვეყანად ითვლებოდა მუდამ. ძველ ქართულ სამედიცინო წყაროებში უხვადაა ცნობები სამკურნალო მცენარეთა გამოყენების თაობაზე. დიდი გერმანელი ისტორიკოსი კურტ შპრენგელი მსოფლიო მედიცინის ისტორიის ხუთტომეულში ცალკე გამოყოფს თავს _ “უძველესი კოლხური მედიცინა”, სადაც პირველადი წყაროს ჩვენებით, “ორფიკულ არგონავტიკაზე” დაყრდნობით, ჩამოთვლის იმ მცენარეებს, რომლებიც კოლხთა მეფის _ აიეტის დისა და ქალიშვილების _ ჰეკატესა და მედეას მსოფლიოში უძველეს სამკურნალო მცენარეთა ბაღში ხარობდა. მედეას წამალთმცოდნეობა განთქმული იყო და ცხადია, დიდი იქნებოდა ინტერესი მისი რეცეპტების მიმართ.

ხალხური მედიცინის ყოველი რეცეპტის უკან დგას საუკუნოვანი სიბრძნე, გამოცდილება, ბუნების განმკურნავი ძალა. მკურნალობამ სასურველი შედეგი რომ მოგვცეს, ჯანმრთელობისთვის ბრძოლა უბრძანეთ საკუთარ თავს, რწმენით ყველაფერს გავაკეთებთ. დასუსტებულ ორგანიზმს ხომ ადვილად ეუფლება დეპრესია, უძილობა, მოუსვენრობა, უარყოფითი ემოციები.

პატივი ვცეთ ხალხის მიერ მარცვალ-მარცვალ შეგროვილ გამოცდილებას, უფრო ღრმად შევისწავლოთ ამოუწურავი საშუალებები, რომელთაც საქართველოს კულტურული და ველური ფლორა უხვად გვთავაზობს. მოვუფრთხილდეთ, ჯეროვნად დავაფასოთ და პრაქტიკაში აქტიურად გამოვიყენოთ. ბუნების წიაღში შესვლა შემთხვევით როდი ხდება, იგი უშურველად გვაძლევს, მაგრამ შენ მიღება უნდა შეძლო, უნდა გაგაჩნდეს ღრმად წვდომის უნარი, ალღო და მზაობა. ბუნება ხომ კურნავს თითოეულ ჩვენგანს, როგორც სულიერად, ისე ფიზიკურად.

 ჩემს გასახდომ საშუალებას _ “გახდომა უმადობით” (კენკრა-მარცვლოვანზე დამზადებულ ნაყენს) კარგი იქნება, თუ დაემატება:

* ერთი კვირის განმავლობაში: 2 ფორთოხალი და 3 ცალი მაგრად მოხარშული კვერცხი მთელი დღის განმავლობაში, შემდეგ ერთი თვის განმავლობაში _ ცოცხალი ბოსტნეული და ხილი.

* გახდომას ხელს უწყობს: ატამი, ფორთოხალი (თუნდაც წვენი).

* ყველასთვის სასურველი რეცეპტი, რომელიც მოგიტანთ ჯანმრთელობას, სილამაზეს, ამავე დროს ხელს შეუწყობს წონის დაკლებას: 3 ს/კ ჰერკულესი + 1/2 ჭ ადუღებული რძე და 1 ჩ/კ თაფლი, აურიეთ, კარგად გააჩერეთ მთელი ღამე. დილას ამ ყველაფერს დაამატეთ გახეხილი მწვანე ვაშლი. მიირთვით უზმოზე 3 კვირის განმავლობაში. 1 თვის შესვენების შემდეგ გაიმეორეთ, რადგან ძალიან მოგეწონებათ.

ესაუბრა მაია ცომაია

ქალბატონ ნუნუს მიმართეთ: 2–93–47–51; 599–25–11–58

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here