Home რუბრიკები საზოგადოება “შარლის” უხამსი “ანგელოზები”, ანუ პრივატული დედების გასაჯაროება

“შარლის” უხამსი “ანგელოზები”, ანუ პრივატული დედების გასაჯაროება

597

რა თქმა უნდა, ძნელია ამ თემაზე ირონიული სტილით წერა და, რა თქმა უნდა, მიუღებელია და გაუმართლებელიც. ადამიანების სიცოცხლე ხელშეუხებელია ნებისმიერ შემთხვევაში და ასევე, ნებისმიერ შემთხვევაში გაუმართლებელია ტერორიზმი და ძალადობა.


გეთანხმებით _ ეს ერთობ ბანალური აზრია. ასევე ბანალურად და, ამასთანავე, ზუსტად ვიცი, რომ ზოგიერთი ელოდება ამ ფრაზის შემდეგ სიტყვას _ “მაგრამ” და ამ “მაგრამის” შემდეგ _ ასევე ბანალურად გაშლილ მსჯელობას რელიგიაზე, ღვთის მგმობელთათვის უმძიმესი სასჯელის მოვლენაზე და ა.შ.

და ამ ბანალურად გაშლილ მსჯელობას ისევ და ისევ ბანალურად მოჰყვება პასუხი _ ტერორიზმის გვერდით სიტყვა “მაგრამ”-ის გამოყენება არ შეიძლება! ამას კი მოსდევს უკვე უბრალო რახარუხად ქცეული  “სიტყვის თავისუფლების” “საკუთარი აზრის გამოხატვისა” და სხვა მსგავსი “სიტყვა-ნიღბების”კორიანტელი.

აი, ასე გაატარა შობისშემდგომი ერთი კვირა სრულიად საქართველომ.

მიხვდით, ალბათ, რომ თემა პარიზულ ე.წ. სატირულ ჟურნალ “შარლი ებდოსა” და მის რედაქციაზე თავდამსხმელებს ეხება. 

ასე ვთქვათ, ქართველები ვისზე ნაკლები მატრაკვეცები ვართ და იმწამს ბევრი ჩვენგანიშარლიისე გახდა, არც კი უფიქრია ამ ჟურნალის რეალურ ნამოღვაწარს გასცნობოდა და ცოტა მაინც დაფიქრებულიყო _ მსოფლიოში არსებული ათასობით რედაქციიდან, რომლთა ნახევარი მაინც, ალბათ, თავისუფლად აქვეყნებს რელიგიურ კრიტიკასაც, რაღა მაინცადამაინც არც ისე ცნობილ პარიზულშარლი ებდოშიმოუნდათ შევარდნა ტერორისტებს?

თუმცა, როგორც ხდება ხოლმე, რამდენიმე “ზედმეტად” ცნობისმოყვარე მაინც აღმოჩნდა და მას შემდეგ, რაც თანამედროვე ელექტრონული საშუალებების მეშვეობით უსწრაფესად გავრცელდა რელიგიურ თემაზე (და არამხოლოდ ისლამზე) შექმნილი პორნოგრაფიული კარიკატურები, ბევრმაშარლიმსოციალურ ქსელებში სასწრაფოდ უარყო თავისიშარლობა”…

მოკლედ, როგორც ჩვენი სზოგადოებისთვის (და, სავარაუდოდ მსოფლიოს საზოგადოებრიობის ე.წ. აქტიური ნაწილისთვის) არის დამახასიათებელი, “შარლი ებდოს” გარშემო განვითარებულმა მოვლენებმაც ორი რადიკალურად განსხვავებული უკიდურესობის “ურთიერთჯახის” კლასიკური სურათი წარმოგვიჩინა და როგოც ხდება ხოლმე (ჩხუბში გამშველებლისა არ იყოს) ყველაზე მეტი ნორმალურ ადამიანებს “მოგვხვდა”!

ერთ მხრიდან “სიწმინდეთა შეურაცხმყოფელების” დაცვა დაგვწამეს, მეორე მხრიდან “გამოხატვის თავისუფლების” წინააღმდეგ ბრძოლა!

ეს იმიტომ, რომ არც ტერორიზმი და მკვლელობა მიგვაჩნიასიწმინდეების შეურაცხმყოფლებთანბრძოლის მისაღებ ხერხად და არც სიწმინდეთა შეურაცხყოფა _ “გამოხატვის თავისუფლებად”!

თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ განსხვავებით თანამედროვე “ინკვიზიტორებისგან” (რომლებიც პირდაპირ, ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე ითხოვენ მოწინააღმდეგეთა ფიზიკურ განადგურებას) განსხვავებით,  მეორე უკიდურესმა მხარემ _ წმინდანთა პორნოპოზებში გამოქვეყნების  “გამოხატვის თავისუფლებადწარმოაჩენის მოწადინეებმა, გაცილებით მეტი მონდომება და გასაოცარი უტიფრობის უნარი გამოავლინეს.

მათი მხრიდან “შარლის” უხამსი “ანგელოზების” შესახებ მსჯელობისას, ისეთი  წარმოუდგენელი არგუმენტები მოვისმინეთ, რომ მართლაც ძნელია გარკვევა, ეს ხალხი რეალურად ამ დონის უტვინოა თუ ამდენად დახვეწილი დემაგოგი და ნაძირალაა.

მაგალითისთვის “რესპუბლიკელი” დავით ზურაბიშვილის ყოვლად უსუსური ფრაზებიც კმარა:

“მილიონობით ადამიანის რწმენის შეურაცხმყოფელი საძაგლობები რომ იბეჭდება, ამას ჰქვია სწორედ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, სხვას კი არაფერს!

მუჰამედი, ქრისტე, ბუდა არ არის პრივატული. განსხვავებით დედისგან. მასე შეძლება, ვიღაცისთვის პრეზიდენტი ობამაა მშობელზე ძვირფასი, ვიღაცისთვის _ მიშა სააკაშვილი და ვიღაცისთვის _ სტალინი. რა ვქნათ? თაყვანისმცემელთა რაოდენობის მიხედვით განვსაჯოთ? რახან მუჰამედი უფრო მეტი ადამიანისთვის არის ძვირფასი, ვიდრე სტალინი, ამიტომ იმისი კარიკატურა უნდა ავკრძალოთ და ამისი დავუშვათ?”

აი, ასეთ “ჩამჭრელ” კითხვებს რომ ადამიანი დასვამს, წესით, ის საზოგადოებამ საკრებულოში კი არა, საბავშვო ბაღშიც არ უნდა დასვას!

ამ დროს, ბატონი “რესპუბლიკანი” იქით ემართლება, ლანძღავ ს და დაცინის საზოგადოებას “შარლის” მიმართ გამოთქმულ პროტესტს “აზროვნების დიარეას” უწოდებს…

არადა, ვფიქრობ, ამ სემთხვევაში ძალიან  მარტივია დადგენა, რეალკურად ვის აქვს აზროვნებაში “დიარეაც” და შერეული სიმპტომებიც – მოვლითი ფორმით, ხან “ფაღარათისა” და ხანაც მძიმე ფორმის “შეკრულობის” სახით…

ჯერ ერთი _ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებანამდვილად არ ჰქვია არცმილიონობით ადამიანისდა, სხვათა შორის, არც თუნდაც ერთი ადამიანის შეურაცხყოფას!

მეორეც _ მინდა პატივცემულ “რესპუბლიკანელს” ვკითხო: რატომ არის, რომ კანონით განსაზღვრულია მოხელის (ამ შემთხვევაში პრეზიდენტ ობამას, სააკაშვილის, ანდა მის სიცოცხლეში _სტალინის) “თმენის ვალდებულებადა არც ერთ კანონში არაფერი წერიასულიერი ლიდერებისან, მით უმეტეს წმინდანთავალდებულებებისშესახებ?

ანუ, სულიერ და საერო ლიდერებს შორის რაღაც განსხვავება ყოფილა, ხო?

რა ვიცი, წესით, როდესაც მართლა საბავშვო ბაღის აღსაზრდელივით ვუხსნი “ამხელა პოლიტიკოს კაცს” ასეთ აქსიომურ რაღაცებს, სულ ცოტა, უნდა გაწითლდეს მაინც…

მაგრამ ბატონი დავით ზურაბიშვილი უცოდინარი, უვიცი და (როგორც მის ლიდერს _ ლევან ბერძენიშვლს უყვარს ხოლმე თქმა) “ოროსანიათუ, უბრალოდ, მიზანმიმართული დემაგოგი და ნაძირალა, ეს 2016 წლისთვის მისმა ამომრჩეველმა გაარკვიოს და გაითვალისწინოს

დარწმუნებული ვარ, “თავისუფალსიტყვისტები”, ახლა უკვე ძალიან გამწარდებიან და მეცემიან,_ “პიროვნულ შეურაცხყოფაზე რატომ გადადიხარო?” – ანუ ჩემ მიერ გამოყენებული სიტყვა “ნაძირალა” არ ესიამოვნებათ, მათ, ვინც, მუჰამედის, ქერისტეს, ბუდას, ღვთისმშობლისა და სხვადასხვა რელიგიის სხვადასხვა წმინდანის პორნოგრაფიულ პოზაში გამოსახვას “სიტყვის თავისუფლებად” ასაღებს…

სხვათა შორის, სწორედ ამიტომ აქვს მიყვანილი თავის “ბრძნულ რეჩში” ბატონ ზურაბიშვილს ფრაზა: “მუჰამედი, ბუდა, ქრისტე, არ არის პრივატული, განსხვავებით დედისგან”…

ანუ, ბატონი “თავისუფალმესიტყვეები” ბოლომდე მაინც ვერ ელევიან “ბნელ” აზროვნებას და საკუთარ დედებს აზღვევენ,_ ემანდ არავის არაფერი წამოცდეს, რადგან დედა პრვატულიაო!

კი მაგრამ, ბატონო თავისუფალმესიტყვენო”, თუკი თქვენივე სიტყვებით, “გამოხატვის თავისუფლებას საზღვრები არ შეიძლება, ჰქონდეს, რადგან ასეთ შემთხვევაში ის თავისუფლება აღარ იქნებამაშინ მე რატომ მიკრძალავთ, თქვენს პრივატულ დედებზე ჩემითავისუფალი აზრიგამოვხატო?

მერე რა რომ პრივატულია?

სად წერია ეგ, რომ “შეუზღუდავი თავისუფალი სიტყვა” სულიერ მამებზე არ იზღუდება და მხოლოდ პრივატულ დედებზე იზღუდება?

თუ ამ “შეზღუდვებსაც” თქვენ აწესებთ და როდესაც გინდათ და სადაც გინდათ იქ დადებთ ამ “ზღვარს”, რომელიც რაიკომის მდივნის “პაპკასავით” იღლიაში გაქვთ ამოჩრილი?

ახლა მე რომ შევუკვეთო, დავახატინო და გავავრცელო კარიკატურა, სადაც დავით ზურაბიშვილი წაკუზული იქნება და ორალურ ხვრელში ბიძინა ივანიშვილი “გაჟიმავს”, ანალურში კი მიხეილ სააკაშვილი – ეს ჩემი “გამოხატის თავისუფლება” იქნება?

რაო, თუკი ქრისტე და ობამა შეიძლება ზურაბიშვილს რატომ არ შეიძლება კარიკატურულ პორნოგრაფიაში მივაღებინოთ მონაწილეობა?

როგორ, თუკი სიტყვების _ “ და ” _ გამოყენებასაშინელ დანაშაულად” “ქსენოფობობად” “ბნელობადდაჩამორჩენილობადითვლება, მსოფლიოს უდიდესი რელიგიების მამების მძიმე შეურაცხყოფა რატომ არისთავისუფალი სიტყვა”?

“ზანგი” და”პედერასტიც” პრივატული ხომ არ არის? აშკარად ზოგადია!

ისე, სიმართლე ითქვას, მსგავსი პორნოგრაფიის დახატვა და გამოქვეყნება, თქვენ წარმოიდგინეთ, სტალინზეც კი დაუშვებელია ნორმალური ადამიანისთვის! მეტიც _ არც ჰიტლერულ ოფიციალურ პროპაგანდას უკადრებია ეგ სტალინის წინააღმდეგ და არც საბჭოთას _ ჰიტლერის წინააღმდეგ!

ვერასოდეს იქნებასიტყვის თავისუფლება”, თორემ, ისე, იულიანე აპოსტატადან დაწყებული, ლეო ტაქსილის გავლით, ზენონ კოსიდოვსკით დასრულებული (ნიცშეზე ჩუმად ვართ), “ბიბლიის” ბევრი კრიტიკოსის შესახებაც გვსმენია და ჭურში ნამდვილად არ ვსხდვართ, პატივცემულო “თავისუფალმოსიტყვენო”!

უბრალოდ, გაითვალისწინეთ _ მაგ თქვენს “შარლის” მეტისმეტად უხამსი “ანგელოზები” ჰყავს და, თუკი საზოგადოების წარმომადგენლებს (ანუ, როგორც თქვენ უწოდებთ _ “მუჰამედის ან ქრისტეს მილიონობით თაყვანისმცემელს”) უხამსობის მაგალითს მისცემთ, მერე ისინი ნამდვილად აღარ დაგიდევენ თქვენი დედების “პრივატულობას” და თავიანთი “თავისუფალი აზრის” გამოთქმის გზით თქვენი დედების შესახებ აუცილებლად გაასაჯაროებენ მათ!

ამიტომ სჯობს, სახელმწიფომ (არა მხოლოდ საფრანგეთმა, არამედ _ ნებისმიერმა!) დროულად და სათანადოდ მიაქციოს ყურადღება ასეთ უტიფარ გამოხტომებს, აუცილებლად ალაგმოს ისინი და უზრუნველყოს ყველა სარწმუნოების მიმდევართა დაცვა უხამსი ფსიქოლოგიური ტერორისგან!

დასასრულ, მინდა, აუცილებლად ვთქვა ამ “თავისუფალმესიტყვეთა” კიდევ ერთი უტიფრობის შესახებ და ამით დავასრულო კიდეც ეს ტექსტი: გამოიკვეთა ტენდენცია ვითომ ირონიისა, იმის გამო, რომ ნორმალური ადამიანებიშარლი ებდოსგარშემო მომხდარის შეფასებას იწყებენ სიტყვებით: “ტერორიზმი მიუღებელია, ”…

ამ ნორმალურ ადამიანებს დაცინვით “მაგრამისტები” შეარქვეს და ცდილობენ, მათაც ფსიქოლოგიური ტერორი ჩაუტარონ და ჩააჩუმონ. ამიტომაც, ასე მივმართავ ამ “გამოხატვის თავისუფლების აპოლოგეტებს”:

თავისუაფალაზრიანებო! თქვენთვის ესოდენ ძვირფასი “გამოხატვის თავისუფლება” სწორედ სიტყვა “მაგრამ”-ით იწყება!

სადაც ეს სიტყვა არ წარმოიშვება, იქ არც არანაირი “თავისუფლება” არ არსებობს!

როგორც ჩანს, თქვენ სწორედ იმიტომ ებრძვით ამ სიტყვას, რომ თქვენთვისთავისუფალი აზრიარის მხოლოდ თქვენი აზრი!

თავისუფალ აზრს ვითომ პატივს ცემთ და ამ დროს სხვისი “მაგრამ”-იც კი ძალიან გაღიზიანებთ?

არადა, სწორედაც რომ _ !

რადგან ტერორიზმის გმობა სულაც არ ნიშნავს ისეთი მ ა რ ა ზ მ ი ს ა და იმნაირი ავადმყოფების მხარდაჭერას, როგორიც “შარლი” და მისი თამშრომლები არიან!

ამიტომაც, რაც უნდა უნიჭოდ იცინიკოსოთ ამ თემაზე, კიდევ ერთხელ და დაბეჯითებით გავიმეორებ:

ტერორიზმი დაუშვებელია, მ ა გ რ ა მ…

ბაკურ სვანიძე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here