Home რუბრიკები პოლიტიკა არის თუ არა გერმანია ამერიკის ვასალი?

არის თუ არა გერმანია ამერიკის ვასალი?

691

დოქტორ ალფონს პრობსტის საავტორო პროგრამა ტელეარხ “გერმანიის ხმაზე” ფართო აუდიტორიის მოწონებით სარგებლობს. თემების აქტუალურობით გამორჩეული მისი რეპლიკები, გამსჭვალული ცინცხალი იუმორითა და მწარე სარკაზმით, ყოველთვის მიზანში ხვდება. მასალა, რომელსაც გთავაზობთ, სწორედ ტელეარხ “გერმანიის ხმის” ეთერში ცოტა ხნის წინათ გასულ გადაცემას ეხება.


_ ბევრი რამ ჩვენს რეალობაში ისე გვთრგუნავს, _ იწყებს საუბარს საავტორო პროგრამის ავტორი, _ რომ მხოლოდ იუმორით თუ შევებრძოლებით.

და განაგრძობს:

_ გასულ უქმეებზე ამერიკელებმა პირველად აღიარეს, რომ აიძულეს ევროკავშირი, თავისი ნების საწინააღმდეგოდ მიეღო სანქციები რუსეთის წინააღმდეგ. აშშ-ის ვიცეპრეზიდენტმა ბაიდენმა განაცხადა, რომ ობამამ დაჟინებით მოსთხოვა ევროკავშირს, ეკისრა სანქციებით გამოწვეული ზარალის ანაზღაურება და ამით დაეშინებინა პუტინი. კიდევ ერთხელ და ფოლადზე უმტკიცესად დადასტურდა, რომ, როგორც კი დაუსტვენს ძია სემი, ანგელა და ევროპელი ხელის ბიჭები სასწრაფოდ მუხლებზე წამოუსკუპდებიან ოკეანისგაღმელ პატრონს და მზად არიან, არა მხოლოდ მიაფურთხონ სახელმწიფოსა და ხალხის წინაშე დადებულ ერთგულების ფიცს, არამედ სერიოზულად დააზარალონ ერთიცა და მეორეც.

ახალი რომი უწოდეს დღეს ვაშინგტონს, რომელმაც ევროკავშირი თავის ვასალად აქცია…

ბაიდენის განცხადება გერმანიის გაერთიანების 25 წლის იუბილეს დაემთხვა. ეს მოვლენა შეიძლებოდა ძალიან კარგი ზეიმით აღნიშნულიყო, მაგრამ მსგავსი არაფერი მომხდარა: არც გერმანული დროშები აფრიალებულა მანქანებზე, არც ფოიერვერკები ყოფილა და არც _ სიმღერები. გერმანელთა შეუგნებელმა ბრბომ ამ უქმე დღეებში განვადებით ნაყიდი ავტომანქანებით ბუნების წიაღში დროსტარება არჩია, მაგრამ, როგორც ამბობენ, სულელისთვის ყველა დღე დღესასწაულია.

თუმცა, გულახდილად რომ ვთქვათ, საზეიმო არაფერი ჰქონდათ.

ფაქტია, რომ გაერთიანების რთული პროცესის შემდეგ გერმანია დღემდე ვერ გახდა სუვერენული სახელმწიფო. ჭკვიანი მოქალაქეები, დიდი ხანია, მიხვდნენ, რომ ასეა და ამიტომაც არ სუფევდა დოიჩლანდში საზეიმო განწყობილება ქვეყნის გაერთიანების საიუბილეო დღეს.

გერმანელმა მსახიობებმა, რომლებიც პოლიტიკოსების როლს სერიოზულად თამაშობენ, დიდი ხანია, სახალხოდ განაცხადეს, რომ, რაც ახლა ვთქვი, სრული ჭეშმარიტებაა.

ამჟამინდელმა ფინანსთა მინისტრმა ვოლფგანგ შოიბლემ, მაგალითად, ტელეეკრანიდან გვითხრა, რომ 1945 წლიდან მოყოლებული, არც ერთ წამს, გერმანია სუვერენული სახელმწიფო არ ყოფილა. შეიძლება იფიქროთ, რომ ამ გლეხუჭამ არ უწყის, რას ყბედობს, მაგრამ დამიჯერეთ, ზუსტად იცის, რასაც ამბობს.

გერმანიის ვიცეკანცლერი გაბრიელიც “მწვანეთა” პარტიის მეთაურ იურგენ ტრიგესთან უნისონში მთელი გერმანიის გასაგონად ყვიროდა, რომ ჩვენ საერთოდ არ გვყავს მთავრობა და მერკელი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის არაკომერციული ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორია.

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა რომ კომერციული ორგანიზაციაა, ბევრმა არ იცის. მაგრამ მართლა ასეა _ იურიდიულ პირად წარმოგვიდგება. ყოველ შემთხვევაში, ასეა ჩაწერილი ფრანკფურტის სავაჭრო რეესტრში: გფრ არის შეზღუდული პასუხისმგებლობის კომერციული სავაჭრო ორგანიზაცია. ზუსტადაა მიზანში მორტყმული: ამიტომაც არიან გერმანელი პოლიტიკოსები შეზღუდული პასუხისმგებლობის მოღვაწენი.

პრეზიდენტმა ობამამაც კი განაცხადა ერთხელ, რომ გერმანია ოკუპირებული ქვეყანაა და ამის გამგონე ანგელა მერკელი ტაშს უკრავდა. უცნაური არ არის, ბატონებო?!

მართლა თუ სჯერათ, რომ გერმანია სუვერენული სახელმწიფოა, მაშინ მოკავშირეებმა რატომ არ დადეს სამშვიდობო ხელშეკრულება მასთან?! ეს ხელშეკრულება აქამდე არ არსებობს. ასეთ ვითარებაში შეგვიძლია, მშვიდად დავიძინოთ, მაგრამ ცხოვრებაა ძნელი.

იცით კი, რომ გაეროს წესდებაში გერმანია ოფიციალურად მოხსენიებულია, როგორც მტრული სახელმწიფო? რომისთვის, ანუ ვაშინგტონისთვის ასე უფრო პრაქტიკულია!

მტრული სახელმწიფოს შესახებ ეს პარაგრაფი მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებულ სახელმწიფოებს დიდ უფლებებს აძლევს. მაგალითად, გერმანიის მოსახლეობისთვის მასობრივად მიყურადების ან გერმანიის სპეცსამსახურების საკუთარი მიზნებისთვის გამოყენების შეუზღუდავ უფლებას.

ბატონებო, მოდით, ვაღიაროთ: გამარჯვებულების საოკუპაციო სამართალი ჯერ კიდევ მოქმედებს. 1945 წლიდან გერმანია ოკუპირებულ ქვეყნად რჩება. აშშ-ს არ სურდა, დაეკარგა გამარჯვებული სახელმწიფოს განსაკუთრებული უფლება და ამიტომ დადო საიდუმლო ხელშეკრულებები, რომლებიც გერმანიის გაერთიანების შესახებ ხელშეკრულებით არ გაუუქმებიათ. საიდუმლო ხელშეკრულებები, როგორიც, მაგალითად, ავბედითი კანცლერაქტი, საიდუმლო დოკუმენტი, რომელსაც გერმანიის ყველა ახალმა გენერალურმა დირექტორმა… ბოდიში, გფრ-ის კანცლერმა აუცილებლად ხელი უნდა მოაწეროს მოვალეობის აღსრულების დაწყების წინ.

ეგონ ბარისგან, ყოფილი მინისტრისგან, ვიცით, რომ კანცლერი ვილი ბრანდტი ერთხანს უარს ამბობდა ხელმოწერაზე, მაგრამ ძია სემმა შეახსენა: ჩემო ძვირფასო, ხელს თუ არ მოაწერ, ვერ გახდები გფრის გენერალური დირექტორი”…

ყველაფერი მარტივადაა!

ჰოდა, ვილი ბრანდტმა ბოლოს და ბოლოს მოაწერა ხელი.

გერმანია აშშის სამხედრო კოლონიაა. გაერთიანებული გერმანია იმაზე ნაკლებად სუვერენულია, ვიდრე ძველი გფრ იყო. ყოველ შემთხვევაში, იმხანად გერმანიას არ ავალებდნენ, გაეგზავნა თავისი ჯარისკაცები ვიეტნამში აშშის ინტერესებისთვის საბრძოლველად. ამჟამად კი ბუნდესვერის ჯარისკაცები ამერიკისთვის ომობენ ავღანეთშიც, ერაყშიც, აფრიკაშიც. სულ მალე რუსული დათვის სახლის წინკარშიც გამოჩნდებიან _ უკრაინაში.

მეორე მსოფლიო ომის დამთავრებიდან თითქმის 70 წლის შემდეგ გერმანიაში კვლავ 50 ათასზე მეტი ჯარისკაცია, ასობით ტანკი დგას და უამრავი სამხედრო ბაზაა მთელ ფატერლანდში. დაუმატეთ ამას ამერიკული ბირთვული იარაღი გერმანიის მიწაზე.

გერმანიის მოსახლეობა ყოველწლიურად მილიარდობით ევროს იხდის საკუთარ ოკუპაციაში. ამ თანხით გერმანელები აფინანსებენ აშშ-ის უპილოტო თვითმფრინავებით წარმოებულ ანტიადამიანურ ომებს სასიკვდილო განაჩენით დაღდასმული სახელმწიფოჰების წინააღმდეგ. აშშ-ის ეს უპილოტო თვითმფრინავები კი იმართება გერმანიაში განლაგებული სამხედრო ბაზებიდან.

ასეთია ჩვენი ცივილიზებული საზოგადოება…

მერკელის ამჟამინდელი მთავრობა გერმანიის ყველაზე მეტად ინფორმირებული მოსახლეობის ნაწილზე ნერვების მომშლელად მოქმედებს.

ვისაც ნამდვილი მეგობრობა სურს, იმან უნდა დაივიწყოს მლიქვნელობა და ფეხქვეშ გაგება, ხოლო ყველა საიდუმლო ხელშეკრულება უნდა გამოქვეყნდეს და შესწავლილ იქნას.

გამარჯვებული ქვეყნების გავლენა გერმანიაზე მათი განსაკუთრებული უფლება გახდა. ყველა ეს განსაკუთრებული უფლება დაუყოვნებლივ უნდა გაუქმდეს და ამაზე პუტინს საწინააღმდეგო არაფერი ექნება, ხელს არ შეგვიშლის.

მაშ, ვინ არის გერმანიის ნამდვილი მეგობარი და ვინ _ მტერი? რუსეთი ჩაციკლული არ არის ძველ ჭრილობებზე და ეს მან დაამტკიცა გერმანიის გაერთიანების პროცესში. იმ პერიოდში რუსეთმა დაამტკიცა თავისი სიდიადე და არამხოლოდ ტერიტორიულ საკითხში.

რა დამოკიდებულება უნდა გვქონდეს ძია სემის მიმართ? ყველაზე უკეთესია, მისგან დისტანცირებული ვიყოთ გარკვეულ მანძილზე, რადგან, როგორც ვიცით, უსაფრთხო დისტანცია მეგობრობის შენარჩუნების უებარი საშუალებაა.

მოამზადა

არმაზ სანებლიძემ

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here