Home რუბრიკები საზოგადოება საზოგადოებას აქვს უნარი, სოროებში კი არ დააბრუნოს, არამედ პოლიტიკურად გააქროს ე.წ. ნაციონალური...

საზოგადოებას აქვს უნარი, სოროებში კი არ დააბრუნოს, არამედ პოლიტიკურად გააქროს ე.წ. ნაციონალური მოძრაობა!

755

გაზეთ “საქართველო და მსოფლიოს” რედაქციას

მსურს, დაგიდასტუროთ პატივისცემა და კეთილი სურვილები. ასევე მინდა, გამოვხატო “საქართველო და მსოფლიოს” მიმართ უაღრესად დადებითი განწყობა.


მიმაჩნია, რომ თქვენი გაზეთი, თუ ერთადერთი არა, ერთერთი ფლაგმანია დღევანდელი ქართული პრესისა. სწორედ ამან გადამაწყვეტინა, მომემართა თხოვნით, თქვენი გაზეთის ფურცლებზე გამოქვეყნებულიყო ჩემი მოკრძალებული წერილი დღევანდელ საზოგადოებრივპოლიტიკურ ვითარებაზე.

გთხოვთ, თუ მიიჩნევთ შესაძლებლად, განიხილოთ წერილი და გამოაქვეყნოთ გაზეთის ფურცლებზე.

პატივისცემით,

ლონდერ ცაავა,

აფხაზეთი მთავრობის მრჩეველთა ბიუროს ხელმძღვანელი

განვლილი ცხრაწლიანი კოშმარის შესახებ ყველამ ვიცით. ბევრმა პირადად იწვნიანაციონალებისრეპრესიების სისასტიკე. ამ გამწარებულ ადამიანებს რომ უსმენ კაცი, ჟრუანტელი გივლის, _ ნუთუ, ქართველმა ნეონაცისტებმა უკან მოიტოვესრაიხსკანცელარიადაგესტაპო”? ნუთუნაციონალური მოძრაობისწევრების შერჩევა ადამიანების მიმართ მოუთოკავი ზიზღის ნიშნით ხდება? ცალკეული პიროვნებები მედიასაშუალებებში გამოდიან და შესაძლებლობის ფარგლებში ამზეურებენ ბოროტების ფაქტებს, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს არ არის საკმარისი. დროა, ყველაფერს მიეცეს უმკაცრესი შეფასება, დროა, დანაშაულებრივმა რეჟიმმა იწვნიოს ხალხის რისხვა, თორემ, თუ წავუყრუეთ, ისევ შემოგვეხვევიან ყელზე და დაგვახრჩობენ. ამის სიმპტომები ნათლად ჩანს.

ხომ გვახსოვს, 2012 წლის არჩევნების შემდეგ თავზარდაცემულინაციონალებიროგორ შეძვრნენ სოროებში ქვეწარმავლებივით, ვინძლო ნაწამებ ხალხს შური არ ეძია, მაგრამ, როდესაც შეატყვეს, რომ ხელისუფლებამ ვერ გამოავლინა მტკიცე ნება, ვერც საზოგადოებამ მოახერხა, გამხდარიყო მონოლითური და შეუპოვარი ყოფილი რეჟიმის პოლიტიკურ მოუსავლეთში გასაგზავნად, გამოძვრნენ სამალავებიდან და დაუსჯელობისგან გათამამებულებმა დაიწყეს რევანშზე ფიქრი. მართალია, რევანში “ნაცების” აუხდენელი სიზმარია, მაგრამ, ერთი წამითაც რომ დავუშვათ ამ სიზმრის ახდენა, ყველანი ხომ ელექტრობოძებზე ჩამოკიდებული აღმოვჩნდებით?! რევანშიზმის არსი ხომ ძალაუფლების დაბრუნებაა, რათა შემდგომ დაიკმაყოფილო ცხოველური ინსტინქტები ადამიანების გვამებზე სიარულით, თუმცა რევანშისთვის პირობებია საჭირო. ამ საქმეში “ნაცები” მხოლოდ ოკეანისგაღმელი მამების იმედად ვერ იქნებიან, მთავარი ხალხია. მაგრამ სრულიად საქართველომ იცის, ვინ არიან “ნაციონალები”, რომლებსაც ნიღაბი უკვე ჩამოხსნილი აქვთ და ამიტომ მათ, რა თქმა უნდა, ხალხის იმედი ვერ ექნებათ.

ცოტა ხნის წინათ, 15 ნოემბერს, “ანექსიის საწინააღმდეგოუჭკუო ჩანაფიქრმა დაგვანახა საზოგადოების დამოკიდებულება ამ ნაცავანტურისტების მიმართ. 8-9 ათასიანმა, ოჯახის წევრების, ნათესავმეგობრებისა და გზასაცდენილი თანამოაზრეების მიტინგმა დედიშობილა გახადა საზოგადოების თანადგომის ილუსტრაციის უბადრუკი ჩანაფიქრი, თანაც ლოზუნგით: აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ანექსიის წინააღმდეგ!

ადამიანები გაოგნებული არიან: როგორ ბედავენ და ხმას იღებენნაციონალებიაფხაზეთსა და სამაჩაბლოზე, როდესაც ცხრაწლიანი მბრძანებლობის პერიოდში კონფლიქტების მოგვარების არანაირი მცდელობა არ ჰქონიათ, ნაბიჯი არ გადაუდგამთ მსოფლიო თანამეგობრობის, საერთაშორისო ორგანიზაციების შესაძლებლობების ასამოქმედებლად?! პირიქით _ “მოახერხესდა უფრო მეტი ტერიტორა დაკარგეს. განსაკუთრებით გულსატკენია კოდორის ხეობის ჩაბარება. აფხაზეთის ტერიტორიის ეს უმნიშვნელოვანესი ფორპოსტი გამუდმებულ იერიშს განიცდიდა მოწინააღმდეგის მხრიდან, მაგრამ კოდორის მოსახლეობის თავგანწირულმა ბრძოლამ შეუნარჩუნა დედასაქართველოს მისი ისტორიული ნაწილი.

როგორ ბედავენნაციონალებიაფზახეთსა და სამაჩაბლოზე ხმის ამოღებას, როდესაც დაკარგული ტერიტორიებიდან დევნილებს ცხრა წლის განმავლობაში აბუჩად იგდებდნენ; ახალი წლის ღამეს, 31 დეკემბერს, სასტუმროივერიისშენობიდან დევნილთა ოჯახებს, ჩვილ ბავშვებს, უმწეო მოხუცებსა და ომში დახეიბრებულებს ქუჩაში ყრიდნენ; თბილისში, გმირთა მოედანზე მოშიმშილე ომის ვეტერანებს არბევდნენ და მათი ოჯახის წევრ ქალბატონებს უმოწყალოდ სცემდნენ! რა დავარქვათ ამ ცინიზმის აპოგეას? _ ალბათ, “ნაციონალების ბრძოლააფხაზეთისა და სამაჩაბლოსთვის.

2008 წლის ომი ხომ სხვისი იმედით დაიწყეს?! და ამერიკელებიც დაეხმარნენ _ პამპერსები და სასმელი წყალი გამოუგზავნეს… სააკაშვილს ეგონა, სრულიად მსოფლიო ჩაერთვებოდა რუსეთთან ომში. შეშინებულებმა ბრძოლის ველზე მიატოვეეს უწვერ-ულვაშო ბიჭები, თვითონ კი ხოხვით გამოვიდნენ იქიდან და ოჯახებით გაიხიზნენ საქართველოდან. ახლა კი სააკაშვილი გვეუბნება, ჩვენი შორსმჭვრეტელური და ორგანიზებული მოქმედება რომ არა, რუსები თბილისს აიღებდნენო. ხომ გაუგონარი ცინიზმია? ბავშვმაც კი იცის, რომ რუსეთს თბილისის აღება აზრადაც არ ჰქონია, თორემ არ გაუჭირდებოდა.

15 ნოემბერს კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ თუნდაც პატრიოტული იდეისთვის ხალხი “ნაციონალებს” არ გაჰყვება. ადამიანებს ესირცხვილებათ მათ გვერდით ყოფნა. ბევრს რცხვენია, მაგრამ ყველას არა. რა თქმა უნდა, არ რცხვენია “ნაციონალების” ელიტას, ე.წ. პოლიტიკოსებს; მათ, უბრალოდ, უკანდასახევი გზა არ აქვთ. არ რცხვენიათ .. კოორდინატორებს, “უგვარსახელო მწერლებს”, სააკაშვილის კარის მომღერალმოცეკვავეებს _ ყველას, ვინც სული გაყიდა 30 ვერცხლად და ერთგულად ემსახურა კერპს. არ გაუმართლათ სააკაშვილის საძინებლის კართან თავიანთი რიგის მომლოდინე დედაკაცებს. ვინც მოასწრო სიამტკბილობა, ხომ მოასწრო; ვინც _ არა, იმით მაინც ინუგეშებს თავს, რომ ახლოს იყო ოცნებასთან! ახლა იტყვის ზოგიერთი, _ ჩვენ არაფერი ვიცოდით, უბრალოდ, პროფესიულ მოვალეობას ვასრულებდითო… არა, ბატონებო, . . პოლიტიკოსებო, ექსპერტებო, მომღერლებო და მოცეკვავეებო, ბიზნესმენებო და შოუმენებო, განსაკუთრებით _ ჟურნალისტებო! თქვენ ისევე აგებთ პასუხს 7 ნოემბერზე, 26 მაისზე, გირგვლიანის, ვაზაგაშვილის, სხვა უამრავი უდანაშაულო ადამიანის მკვლელობაზე, გაუპატიურებაზე, მასობრივ დახვრეტაზე და .., როგორც ნაციონალფაშისტების ლიდერები და ბოროტების უშუალო შემსრულებლები! ვინ თქვა, რომ მორალური პასუხისმგებლობა უფრო ნაკლები ტვირთია, ვიდრე სისხლისსამართლებრივი?

ამ კოჰორტაში განსაკუთრებული ადგილი ეკავათ ტელეჟურნალისტებს _ აი, ნამდვილი ქამელეონები. რა თქმა უნდა, ყველა ასეთი არ არის, მაგრამ, შეიძლება ითქვას, თითქმის ყველაა. მათგან უმრავლესობა შევარდნაძის პერიოდში ელიტურ არხებზე “მოღვაწეობდა”, სააკაშვილის დროს ფავორიტები იყვნენ და აი, ბედის ირონია _ ახლაც ოკუპირებული აქვთ ტელეეკრანები. გვარ-სახელების დასახელებისგან თავს ვიკავებ იმიტომ, რომ ერთეულებზე კი არ უნდა გავამახვილოთ ყურადღება, არამედ ტიპურ მოვლენაზე. საზოგადოებას მეხსიერება არ ღალატობს. ყველას კარგად ახსოვს, სააკაშვილის დროს ვის რა პოზიცია ჰქონდა; როგორ უტიფრად არქმევდნენ შავს თეთრს და თეთრს შავს. ცალკე თემაარუსთავი 2”. მე თუ მკითხავთ, იქ დამლაგებელიც და დარაჯიც კი პასუხისმგებელია ჯოჯოხეთური იდეოლოგიური მანქანის დანაშაულებრივ, ანტისახელმწიფოებრივ, ანტიეროვნულ საქმიანობაზე. “რუსთავი 2”-ში მომუშავე ჟურნალისტებმა ადრეც იცოდნენ და ახლაც იციან, რომ კაციჭამია რეჟიმს ემსახურებოდნენ და, ფაქტობრივად, ყველა დანაშაულის თანამონაწილენი არიან. ისე, საინტერესოა, ადამიანურად, სამსახურს გარეთ _ ქუჩაში, საზოგადოებაში, ოჯახში განიცდიან თუ არა დისკომფორტს თავიანთი საქციელის გამო ან სინდისის ქენჯნის შესახებ თუ გაუგიათ რამე? თუმცა, რომელ სინდისზეა საუბარი?! სხვათა შორის, საკმაოდ ბევრი ფიქრობს, რომ იმედიცდამაესტროცგარეული არიან ამ გაუგებრობაში. სხვანაირად არც შეიძლება იყოს. დრო შეიცვალა და მათ, ვისაც ეუხერხულა “რუსთავი 2”-ში ცხოვრება, ან გამოაგდეს იქიდან, როგორც უპერსპექტივო შემსრულებელი, ან ფერი იცვალეს, ცოტა _ იმიჯიც, არამც და არამც მსოფლმხედველობა და ვითომ მწვავე თოქშოუებით “აბოლებენ” საზოგადოებას. არაფერი გამოვა ამ საქმიდან. როდესაც პრინციპები არ გაქვს, არც _ პოზიცია, პროფესიონალიზმი კი უცხო ხილია შენთვის, უნდა იცოდე, რომ გაშიშვლებული ხარ და მხოლოდ იმიტომ ტივტივებ, რომ დროა ასეთი.

იგივე ეხება ე. წ. შოუბიზნესის სამყაროს. სააკაშვილის კარის მასხარები, მომღერალმოცეკვავეები და სხვამოღვაწეებიუწინაც ხომ არხეინად გრძნობდნენ თავს, ახლა სულაგულავდნენ”. ვერ ვხვდები, თითქმის ყველა არხზე, ყველა გადაცემაში, ყველა ტელევიზიით, ყველა დროს მორგებულ არსებებს რატომ მიჰყავთსტოსი”? როგორც წესი, გასართობ თუ პოლიტიკურ შოუებზე წამყვანები მხოლოდ ერთმანეთს იწვევენ და ლაღობენ, როგორც ოჯახურ წვეულებაზე. ამასაც აიტანს მაყურებელი, მაგრამ, როდესაც ერთმანეთის პირად ცხოვრებას უძღვნიან გადაცემებს, როგორ განწყობაზეა გადაცემის გმირი უზმოზე ან ნასადილევს, ეს უკვე მეტისმეტია. არადა, წალეკა ქართული სატელევიზიო სივრცე პროვინციონალიზმის ჭაობმა, ერთი მუჭა არაპროფესიონალი სუბიექტების პარპაშმა.

“ენჯეოებსა” და ე. წ. ექსპერტებზე უნდა ითქვას რამდენიმე სიტყვა. ესენი ხომ ობობებივით მოედნენ საქართველოს. ხომ ყველამ ვიცით, როგორი არასამთავრობოებიც არიან. ბევრი მათგანი, ფაქტობრივად, სააკაშვილის მთავრობის სტრუქტურა იყო თავისი შინაარსით, უფლებებითა და მოვალეობებით. ამათთვის სრულიად უცხოა პრინციპები და მორალი. ეროვნულობა ხომ, საერთოდ, სასაცილოდ მიაჩნიათ; დედას გაყიდიან, თუ “პარტიამ” უბრძანა. ისე “ნაციონალებმა” უნდა იცოდნენ, ალბათ, იციან კიდევაც, რომ ამ არსებების ნდობა არ შეიძლება. საკაცობრიო და ეროვნულ ღირებულებებთან უბრად მყოფი ეს პატარა კაცუნები ორ შაურად გაყიდიან დღევანდელ პატრონს, კრიჭაში ჩაუდგებიანნაციონალებსდა გააღმერთებენ სხვას, ვინც ერთი დოლარით მეტს გადაუხდის.

რაც შეეხება ექსპერტებს, ერთის თქმა შეიძლება: ამ პატარა საქართველოს რამდენი “ყველაფრის მცოდნე” ადამიანი ჰყოლია, განსაკუთრებით _ პოლიტიკაში. ეს ხომ “უშველებელი პოტენციალია” აღმშენებლობისთვის. საინტერესოა, სად ისწავლეს ექსპერტობა, საქართველოს რომელ უნივერსიტეტში? ღმერთმა დამიფაროს, ყველაზე ვამბობდე. არიან საქმის მცოდნე, ერუდირებული პიროვნებები, რომელთა ანალიზი და რეკომენდაციები ყურადსაღებია. ამ ჯგუფს, ალბათ, რამდენიმე კაცს თუ მიაკუთვნებ. ასი და ორასი ექსპერტი კი პაწაწკინტელა საქართველოში, ისიც ნებისმიერ თემაზე მოსაუბრე, რა უბედურებაა?! მათგან თითქმის ყველა იმით არის დაკავებული, რომ პატრონი _ ჩაძირული “ნაციონალური მოძრაობა” როგორმე ჭაობიდან ამოიყვანოს.

ასეთ რეალობაში ვიცხოვრეთ ათი წელიწადი. ასეც გაგრძელდებოდა, რომ არა ბიძინა ივანიშვილის გამოჩენა, რომელმაც “ნაციონალებისთვის” ბედის ბორბალი უკუღმა დაატრიალა. ბიძინა ივანიშვილი აღვირახსნილი ძალადობისა და სახელმწიფო ტერორის პირობებში ჩაუდგა სათავეში ქანცგამოლეულ, მაგრამ ბრძოლისუნარიან მოსახლეობას და მოხერხდა ურჩხულის დამარცხება. ნუ დაგვავიწყდება, ეს მოხდა მაშინ, როდესაც აშშ, ევროპა, მთელი დასავლეთი სამყარო, დიდი კაპიტალი, მოსყიდული პოლიტიკოსები და მედიასაშუალებები თავგამოდებით იცავდნენ სააკაშვილს და მის ქვეშევრდომებს.

სამწუხაროდ, იგივე გარე ძალები დღესაც ცდილობენ, ხელი გაუწოდონ წაქცეულებს და ფეხზე წამოაყენონ, მაგრამ დღეს სხვა ვითარებაა _ დამხმარე ძალა გაილია, თითქმის არავინ დარჩა, თითო-ოროლა უსუსური სუბიექტის გარდა. საქართველოს სახელმწიფომ მოახერხა სერიოზული გარღვევა დასავლეთის მიმართულებით და დაარწმუნა მსოფლიო თანამეგობრობა, რომ ქვეყანა ურყევად ადგას დემოკრატიის გზას და იზიარებს ცივილიზაციის ჭეშმარიტ ღირებულებებს. შეუძლებელია, ხაზი არ გაესვას ქვეყნის ახალგაზრდა პრემიერმინისტრის _ ირაკლი ღარიბაშვილის განსაკუთრებულ როლს. მან პირველივე დღიდან პრინციპული პოზიცია აირჩია _ ზუსტად აფასებს მოვლენებს და იღებს სწორ გადაწყვეტილებებს. იგი გამოკვეთილი ლიდერია და, ჩვენი რთული დღევანდელობის პირობებში, საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება. ჰოდა, საზოგადოებამ არჩევანი გააკეთა ირაკლი ღარიბაშვილის სასარგებლოდ. შეიძლება ითქვას, რომ ხერხდება სიტუაციის დაბალანსება ქვეყნის შიგნითაც და მის გარეთაც. რა თქმა უნდა, არის თემები, რომელთა მიმართ საზოგადოებას უკმარისობის განცდა აქვს და მოთხოვნებიც, შესაბამისად, რადიკალურია. მათ შორის პრინციპულია სამართლიანობის აღდგენის საკითხი. დარწმუნებული ვარ, ყველა დამნაშავე დაისჯება, ოღონდ მოთმინებით უნდა აღვიჭურვოთ და დაველოდოთ სიტუაციის მომწიფებას. გასაგებია, რომ ძნელია ამის აღქმა მათთვის, ვისაც პირადად შეეხო ტერორის სისასტიკე. მაგრამ სწორედ ამ ადამიანებმა, მათმა ოჯახებმა უნდა მისცენ მაგალითი საზოგადოების დანარჩენ წევრებს, რომ სჯობს, სამართლიანობის აღდგენის პროცესში გამოვიჩინოთ სიდინჯე და ვენდოთ მათ, ვინც ავირჩიეთ.

ძალიან მტკივნეულია ტერიტორიული მთლიანობის საკითხი. აქ პრობლემების სპექტრი მეტად ფართოა, მაგრამ ლაიტმოტივი მაინც დასავლეთის _ აშშის, ევროგაერთიანებისა და ნატოს, ერთი მხრივ, და მეორე მხრივ, რუსეთის შესაძლებლობების გათვალისწინება და დაბალანსების აუცილებლობაა.

სინანულით ვიხსენებ იმ პერიოდს, როდესაც ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის, არასამთავრობო სექტორის, მედიის ყოველდღიური განხილვის საგანი იყო აფხაზეთი და სამაჩაბლო. ტერიტორიული მთლიანობის საკითხებზე მომუშავე საპარლამენტო კომისია უწყვეტ რეჟიმში ამარაგებდა ხელისუფლების სტრუქტურებსა და საზოგადოებას შესაბამისი ინფორმაციითა და რეკომენდაციებით. განსაკუთრებით ყურადსაღებია საერთაშორისო ძალისხმევის გასააქტიურებლად მიმართული მოქმედებები. თუ დავაკვირდებით 1993 წლიდან 2003 წლამდე პერიოდის გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების დინამიკას და ევროპული ორგანიზაციების გადაწყვეტილებებს, თვალნათლივ დავინახავთ, რომ იმხანად რეალურად მიმდინარეობდა ყველა დაინტერესებული მხარის დაახლოების მცდელობა. სამწუხაროდ, ხელისუფლებაში სააკაშვილის მოსვლის დღიდან სრულიად მოიშალა ძლივს შეკოწიწებული, ისედაც მყიფე მოლაპარაკებების მოდელი. გათვლანაციონალებსმარტივი ჰქონდათ: რუსეთთან მკვეთრი დაპირისპირება აშშის მხარდაჭერის სანაცვლოდ და ამ გზით ძალაუფლების შენარჩუნება.

საბედნიეროდ, ახალმა ხელისუფლებამ გააცნობიერა, რომ კონფლიქტის მოგვარების სცენაზე რუსეთი სერიოზული მოთამაშეა და დაიწყო ამ მიმართულებით პერსპექტივის მოსინჯვა. უკრაინის, სირიისა და სხვა მაგალითებიდან ჩანს, რომ რუსეთი ყველაფრისთვის მზად არის, თუკი საკითხი მის სახელმწიფოებრივ ინტერესებს შეეხება; ვერც შეგონებით დაახევინეს უკან და ვერც სანქციების შემოღების მუქარით. პირიქით, რიგ შემთხვევაში, დასავლეთი თვითონ იხევს უკან. ბარაკ ობამამ თავიდანვე განაცხადა რუსეთის გასაგონად, უკრაინის კრიზისში არ ვაპირებთ ძალის გამოყენებით ჩარევასო. ჩვენ კი ამდენი ხანია, კონფლიქტების პრობლემით პირდაპირ ვართ მიბმული მრისხანე მეზობელზე. ნატოს კარი, ღია კი არა, ოდნავადაც არ არის შეღებული და ეს ისევ ობამას და სხვათა პირით გვითხრეს. მეჩვენება, რომ ჩვენი ხელისუფლება ინერციით განაგრძობს “ნაციონალების” მიერ აღებულ ნატოსკენ სწრაფვის კურსს. თითქოს მძევალი გახდა თავისივე რიტორიკისა ნატოში გაწევრების თაობაზე. ამით კარგად სარგებლობენნაციონალებიდა პოლიტიკური დებატების მიმდინარეობისას ენას უყოფენ ოპონენტებს _ აბა, კიდევ ერთხელ თქვით, რომ ნატოში გინდათო. ხელისუფლება კი, ვინმემ არ იეჭვოსო, მოსწავლესავით სხაპასხუპით პასუხობს: ჩვენ ნატოში შესვლა თქვენზე მეტად გვინდაო.

შთაბეჭდილება რჩება, რომ მითოსური ნატოს იქით გახედვა არ გვინდა. ერთადერთი კერპის იმედად ყოფნას, იქნებ სჯობს, შემოვიყვანოთ სხვა წონადი მოთამაშეებიც, რუსეთს ვგულისხმობ, და არ ვიყოთ მუდმივ შიშში, _ ძია სემი არ განრისხდესო. მით უმეტეს, რომ დასავლეთის გავლენიანმა ლიდერებმა პირდაპირ გვითხრეს, რომ ნატოს გაფართოება უახლოეს პერსპექტივაში არ იგეგმება. ამ ფონზე, ხომ არ სჯობს, ჩვენც გამოვძებნოთ ნატოში “ამ ეტაპზე” გაწევრებისგან თავშეკავების გამოხატვის ფორმა? რომ, ჩვენი მხრივ, მზად ვართ, გავიზიაროთ ნატოსა და დასავლეთის პოზიცია. და კიდევ _ აპელირება იმაზე, რომ ნატო ხალხის არჩევანია, რბილად რომ ვთქვათ, უხერხულია, რადგან ყველამ კარგად ვიცით, ვინ, როდის, რა პირობებში ჩაატარა მოსახლეობის გამოკითხვა. მეეჭვება, ახლა რეფერენდუმი რომ ჩატარდეს, ისეთივე შედეგი მივიღოთ, როგორიც ადრე.

დევნილების მიმართ დამოკიდებულებაშიც არის, ჩემი აზრით, პრობლემები. მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ახალი ხელისუფლების მოსვლის დღიდან რადიკალურად შეიცვალა დევნილების მიმართ სახელმწიფოებრივი მიდგომა. ფაქტია, რომ თითქმის ყოველდღიურად იზრდება მათი საცხოვრებელი ფართობი, ხორციელდება ჯანდაცვის ახალი ღონისძიებები, გაიზარდა ყოველთვიური შემწეობის თანხა და სხვა, რაც სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ ადამიანებს აქვთ მოთხოვნა და უნარიც, საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში მიიღონ აქტიური მონაწილეობა. გარწმუნებთ ყველას, რომ დევნილ მოსახლეობას აქვს უდიდესი სამეცნიეროტექნიკური, შემოქმედებითი პოტენციალი, რომლის სრულად რეალიზაციას პირობები ესაჭიროება და ამ პირობების დიდი ნაწილი ხელისუფლების სტრუქტურებმა უნდა შექმნან.

დღეს ბევრს საუბრობენ რიგგარეშე არჩევნებზე. იქნებ, მართლაც ღირს იფიქროს ხელისუფლებამ ამაზე. ჩანს, რომ საზოგადოება ითხოვს ახალ პარლამენტს, ისეთ პოლიტიკურ ორგანოს, რომელშიც მიღწეული იქნება ამომრჩეველთა რეალური ნების გამომხატველი პოლიტიკური ძალების ბალანსი. არა გაყალბებით გამოგონილი 40%-იანი ოპოზიცია, არა 60%-იანი სხვადასხვა ღირებულებების მქონე ძალების კონგლომერატი, რომლის სუბიექტების პარლამენტში ყოფნა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის წყალობაა, არამედ სამართლიანი არჩევნების გზით მოსული ძალები საკუთარი პოზიციით, ფასეულობებითა და იდეოლოგიით.

სიმართლეს თვალი უნდა გავუსწოროთ: ქართული პარლამენტარიზმის ისტორიაში, ალბათ, არასოდეს გვყოლია ისეთი საკანონმდებლო ორგანო, რომლის ძალთა სპექტრი სრულყოფილად ასახავდა საზოგადოების განწყობას, მის აზრს. ასე რომ არ იყოს, რა ესაქმება პარლამენტში “ნაციონალურ მოძრაობას”? ან პირიქით _ რატომ არ არის პარლამენტში ნინო ბურჯანაძის პოლიტიკური პარტია, რომელიც მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პოლიტიკოსთა და მოღვაწეთა, პატრიოტ-ინტელექტუალთა გუნდია; ან ეროვნული ორიენტაციით ცნობილი “პატრიოტთა ალიანსი”, ან ლეიბორისტული პარტია, რომელსაც ჰყავს თავისი მხარდამჭერები? ყველას უნდა მიეცეს თავის დამკვიდრების შანსი. ხალხი ბრძენია და სწორ არჩევანს გააკეთებს. ამისთვის დროულია რიგგარეშე არჩევნების ჩატარება. იქნებ, პირველად ჩვენს ისტორიაში, მივიღოთ საკანონმდებლო ორგანო, რომელიც სრულად გამოხატავს და დაიცავს მოსახლეობის ინტერესებს.

დღევანდელი დღის თავისებურება არის ის, რომ “ნაციონალური გველეშაპი” წაქცეულია, მაგრამ ერთი თავი ბოლომდე არ არის მოკვეთილი და საფრთხეს უქმნის მონაპოვარს.

ამ ერთი თავის მოსაკვეთად და გველეშაპის საბოლოოდ გასანადგურებლად ახლა უკვე ხალხი, საზოგადოება უნდა აღდგეს და რისხვა დაატეხოს სისხლისმსმელებს. როდესაც ხელისუფლება შეზღუდულია რადიკალური ზომების გამოყენებაში, ვინ უშლის ადამიანებს, საზოგადოებას, თავისი რესურსი უკეთურობის წინააღმდეგ მიმართოს?

მიმაჩნია, რომ მხოლოდ ზნეობრივი მეთოდებით და არა _ ძალადობრივი გზით, საზოგადოებას აქვს უნარი, სოროებში კი არ დააბრუნოს, არამედ პოლიტიკურად გააქროს ე. წ. ნაციონალური მოძრაობა. მრავალათასიანი საპროტესტო აქციები მათ ოფისებთან ქალაქებსა და რაიონებში, ასევე მათ სრასასახლეებთან და ეზოკართან, ყველა მათი განცხადებისა და ცალკეული გამოსვლების ანალიზი და გამომზეურება, სისხლიანი რეჟიმის 9-წლიანი პერიოდის სისასტიკის ფაქტების გასაჯაროება, “ნაციონალებისმხარდამჭერი სუბიექტების ქცევის გამომზეურება, ტელე, რადიო და პრესის საარქივო მასალების ანალიზი და გამოტანა საზოგადოების სამსჯავროზე და სხვ. _ აი, ჩემი აზრით, ის რესურსი, რომელიც საზოგადოებას აქვს და ვერავინ დაუშლის მის ამოქმედებას. რა თქმა უნდა, აქ ჩამოთვლილი მეთოდები მხოლოდ მცირე ნაწილია საზოგადოების რისხვის სრულად გამოსახატავად. ეს რისხვა დიდი ძალით უნდა გადმოვიდეს საერთაშორისო თანამეგობრობისა დანაციონალებისმიერ მოსყიდული ოკეანისგაღმელი სუბიექტების დასანახად.

რა თქმა უნდა, ეს არ არის მარტივი საქმე. სურვილი და პოტენციალი არსებობს საზოგადოებაში, მაგრამ მათ ამოქმედებას ორგანიზებულობა სჭირდება. იქნებ მოხერხდეს თანამოაზრე საზოგადოებრივი ძალების, ორგანიზაციების, ცალკეული ადამიანების ძალისხმევის გაერთიანება და საორგანიზაციო ჯგუფი, რომელიც შეძლებს სამოქმედო პროგრამის ჩამოყალიბებას.

1 COMMENT

  1. აი ბატონები ღირსეული ქართველი და არაჩვეულებრივი წერილი..მარაგ გაიგებს და წაიკითხავს მავანი? კიზიანს სამარეეე გაასწორებს მარტო…. ამდენი გამყიდველი?

  2. ჭეშმარიტი ქართველი, შესანიშნავი წერილი. დროა გამოვიდეთ ფანტაზიების სამყაროდან და ობიექტურ,რეალურ რეალობაში დავბრუნდეთ და ვიცხოვროთ!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here