Home რუბრიკები საზოგადოება რატომ არ იძიებს პროკურატურა ხურჩის “ინციდენტს” და ვინ არის დაინტერესებული ამ საქმის...

რატომ არ იძიებს პროკურატურა ხურჩის “ინციდენტს” და ვინ არის დაინტერესებული ამ საქმის ჩაფარცხვით?

525

2008 წლის 21 მაისს სააკაშვილის ზონდერბრიგადებმა ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში რა სპექტაკლი გაითამაშეს და მოსახლეობის დასაშინებლად რა უმსგავსო სანახაობაც მოაწყვეს, ყველას გვახსოვს. ორი ავტობუსი, რომლებითაც საპარლამენტო არჩევნების დღეს ადამიანები საქართველოს ხელისუფლების კონტროლს დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე გადმოჰყავდათ, ააფეთქეს. 


შედეგად დაშავდა ერთი ქალბატონი, რომელიც მოგვიანებით სააკაშვილმა პირადად მოინახულა. “ვარდოსნების ბელადმაიმხანად ამაყად განაცხადა, _ ამ ფაქტს აუცილებლად გამოვიძიებთ და საზოგადოება შეიტყობს, სინამდვილეში რა მოხდაო. მას შემდეგ ექვსი წელიწადი გავიდა და სიმართლე დღემდე არ არის გარკვეული _ სრული სიმართლე, თორემ, რაც მოხდა, მაშინვე ითქვა და დაიწერა: პროვოკაციანაცებისპირსისხლიანმა ჯალათებმა მოაწყვეს და ამით ამომრჩეველს უთხრეს, არჩევნებში მხარს ან ჩვენ დაგვიჭერთ, ან ტერაქტებსა და აფეთქებებს მომავალშიც ელოდეთო. ისე, ამინციდენტზეპროკურატურას ამომწურავი ინფორმაცია აქვს, მაგრამ საქმე დღემდე თაროზეა შემოდებულირატომ არ ინტერესდება პროკურატურა ხურჩისინციდენტისსაქმით და რატომ არიან დაუსჯელი დამნაშავეები? _ ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ყოფილი პარტიზანული შენაერთის _ “თეთრი ლეგიონის” _ ხელმძღვანელი ზურაბ სამუშია გვესაუბრება.

_ ბატონო ზურაბ, 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების დღეს სოფელ ხურჩაში მომხდარიინციდენიტიდღესაც გამოუძიებელია. როგორ ფიქრობთ, რა უშლის ხელს პროკურატურას, ეს საქმე ბოლომდე რომ გამოიძიოს და დამნაშავეებს პასუხი აგებინოს?

_ გამოძიების ინტერესებსა და ნიუანსებზე ვერ ვილაპარაკებ, რადგან არ ვიცი, რა ინტერესებით მოქმედებენ. ისე კი, შემიძლია, ხურჩის “ინციდენტზე” ჩემი აზრი მოგახსენოთ. ეს იყო სააკაშვილის რეჟიმის მიერ დადგმული უნიჭო სპექტაკლი, რომელიც მაშინვე გაიშიფრა და გამოაშკარავდა. ამას, ფაქტობრივად, გამოძიებაც არ სჭირდება _ ვინც იმ “ინციდენტის” კადრებს ნახავს, მიხვდება, რომ იქ არანაირი ტერაქტი არ მომხდარა…

_ რა მიზანს ემსახურებოდა ეს . . ტერაქტი და რას მიაღწია ამით იმჟამინდელმა ხელისუფლებამ?

_ მოგეხსენებათ, 2007 წლის ნოემბრის მოვლენების შემდეგ სააკაშვილისა და მისი გუნდის რეიტინგი მკვეთრად დაეცა და მათ არჩევნებში გამარჯვების შანსი, ფაქტობრივად,  არ ჰქონდათ, ანუ “ნაცმოძრაობა” პოლიტიკურ  ბანკროტად იქცა და კრახი გარდაუვალი იყო. ასეთ სიტუაციაში სააკაშვილს ორი გზა რჩებოდა: პირველი _ საზოგადოების ყურადღება გადაეტანა სხვა რამეზე, უკმაყოფილება მეტნაკლებად რომ ჩამცხრალიყო; და მეორე _ ამომრჩეველი ჰყოლოდა მუდმივ შიშსა და ტერორში. ხურჩისინციდენტმა”, ფაქტობრივად, ორივე ამოცანა შეასრულა, მაგრამ მცირე ხნით. მალე ეს ყველაფერი გაიშიფრა და ყველამ შეიტყო, რა სპექტაკლი გაითამაშა რეალურად ხელისუფლებამ

მოკლევადიან პერსპექტივაში ამ სპექტაკლმა იმუშავა და შედეგი იყო ის, რომ ძალიან ბევრმა ამომრჩეველმა, რომლებიც, დიდი ალბათობით, ხმას ხელისუფლების კონკურენტ რომელიმე პარტიას მისცემდნენ, თავი შეიკავეს არჩევნებზე წასვლისგან. გრძელვადიან პერსპექტივაში კი, ცხადია, ამ ყველაფერს უკუშედეგი ჰქონდა _ ყველამ შეიტყო, რომ სააკაშვილის გუნდმა მორიგი უნიჭო სანახაობა დადგა, რომელიც სინამდვილეში მოსახლეობის დაშინებას ისახავდა მიზნად.

_ საერთოდ, “ნაცმოძრაობასმსგავსი სპექტაკლები და შოუები ახასიათებდასად იგეგმებოდა ეს ყველაფერი _ ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში თუ სახელმწიფო სტრუქტურების შედარებით დაბალ საფეხურზე?

_ ჩემი აზრით, ხურჩის “ინციდენტის” უკან იდგა სახელისუფლო რგოლი, რომლის ხუთეულშიც შედიოდნენ იმჟამინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, უშიშროების საბჭოს მდივანი, იუსტიციის მინისტრი და პრეზიდენტი. მათ გარეშე არაფერი წყდებოდა და ვინმეს ცალკე, დამოუკიდებლად რომ მიეღო გადაწყვეტილება, გამორიცხულია. ამ საქმეში გამოსაძიებელია დეტალები _ კონკრეტულად ვინ რა სახის მონაწილეობა მიიღო ამ საქმეში, თორემ ზოგადად რაც მოხდა, ყველამ იცის. ეს საქმე მაშინვე გაიშიფრა და პრაქტიკულად ყველა კითხვას გაეცა პასუხი. ასე რომ, დღეს პროკურატურას დიდი ძალისხმევა ნამდვილად არ დასჭირდება სიმართლის გასარკვევად.

_ ესე იგი, გამოდის, რომ ეს  ინცინდენტი უშუალოდ სააკაშვილმა, ბოკერიამ, კეზერაშვილმა, ადეიშვილმა და მერაბიშვილმა დაგეგმეს?

_ რა თქმა უნდა. თქვენ წარმოგიდგენიათ, ამ ხუთეულთან შეთანხმების გარეშე ვინმეს რამე დაეგეგმა და განეხორციელებინა?! სააკაშვილი, რომელიც ყველაფერს აკონტროლებდა ქვეყანაში, დაწყებული მცირე და საშუალო ბიზნესით, დამთავრებული მონოპოლიებით, დაუშვებდა, რომ მასთან შეუთანხმებლად ემოქმედა ვინმეს?! ცხადია, ეს სპექტაკლი იყო მათ მიერ დაგეგმილი, დადგმული და მათ მიერვე განხორციელებული.

_ შესაძლებელია, აღნიშნული საქმე ზემოაღნიშნული პირების სისხლისსამართლებრივი დევნის საფუძველი გახდეს?

_ შესაძლებელი კი არა, აუცილებელია. ყოველ შემთხვევაში, თუ საქართველო ცივილიზებული სახელმწიფოა და გვაქვს პრეტენზია დემოკრატიაზე, ეს საქმე უნდა გამოიძიონ. რაც შეეხება დამნაშავეებს, ცხადია, არც ერთი პირი, გინდ სააკაშვილი იყოს და გინდ სხვა “ნაციონალი”, რომლის ბრალიც გამოიკვეთება, დაუსჯელი არ უნდა დარჩეს. სხვა საკითხია, რომ თვითონ “ნაციონალები” ამას პოლიტიკურ დევნას დაარქმევენ, მაგრამ ნებისმიერი მოქალაქე, განურჩევლად სტატუსისა და თანამდებობისა, მართლმსაჯულების წინაშე თანასწორი უნდა იყოს.

_ ყველამ იცის, რომ ეს . . ინციდენტი დადგმული სპექტაკლი იყო, მაგრამ თქვენ როგორ ფიქრობთ, კონკრეტულად რას შეიძლება გამოძიებამ ჩასჭიდოს ხელი და ჭეშმარიტება დაადგინოს?

_ საკმარისია, ამოვიღოთ იმ “ინციდენტის” კადრები და გავაანალიზოთ, რომ ყველაფერი ნათელი გახდება. ამ კადრებში კარგად ჩანს რამდენიმე ქალბატონი, რომლებიც სროლის მომენტში ქოლგით ხელში გადაადგილდებიან და შეძახილებიც ისმის, რომლებიც ცხადყოფს, რომ ზოგიერთმა იცოდა, რა იყო დაგეგმილი. ჩემი აზრით, ეს ადამიანები უნდა დაიკითხონ და დარწმუნებული ვარ, აღიარებით ჩვენებასაც მიიღებენ; მეტიც _ გამოძიება მივა დასკვნამდე, რომ ხურჩის  “ინციდენტშიზოგიერთს ფული გადაუხადეს.

_ ოდესმე მივა გამოძიება ამ საქმემდე? შესაძლებელია, სააკაშვილი, ბოკერია, კეზერაშვილი, ადეიშვილი და სხვები, რომლებმაც დაგეგმეს ესინციდენტი”, საბრალდებო სკამზე ვიხილოთ?

_ დარწმუნებული ვარ, მოვა დრო და ამ საქმეს გამოიძიებენ. ეს გარდაუვალია, რადგან, ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, არსებობენ დაზარალებულები, მაგალითად, კოჭოია და სხვები.

რაც შეეხება კონკრეტულ პირებს, რომლებიც ჩამოთვალეთ, თუკი გამოძიების პროცესში გამოიკვეთება დანაშაულის ნიშნები, და ეჭვიც არ მეპარება, რომ გამოიკვეთება, ცხადია, მათ პასუხი უნდა აგონ. სააკაშვილი იქნება ეს, ადეიშვილი თუ ბოკერია, მნიშვნელობა არ აქვს, სამართალი უნდა აღსრულდეს და კანონდამრღვევი დაისაჯოს. სხვანაირად საზოგადოებაში ყოველთვის იქნება უსამართლობის, დამნაშავეთა დაუსჯელობის, უკანონობის განცდა და ქვეყანა ვერასოდეს ჩამოყალიბდება ცივილიზებულ სახელმწიფოდ, რომლის სურვილიც და ამბიციაც გვაქვს…

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

P.S. ასე თუ ისე, საბოლოოდ მაინც იმ დასკვნამდე მივდივართ, რომნაცჯალათებისდაუსჯელობა არა კონკრეტულად პროკურატურის უმოქმედობის, არამედ მთლიანად სახელისუფლო გუნდის უნიათობის შედეგია, თუმცა ამას უნიათობა კი არა, ერთსულოვნება ჰქვია. რესპუბლიკელები უკვე აღარც მალავენ, რომნაცებიდაქოცები”, პრაქტიკულად, ერთი ძალა არიან. აი, რა განაცხადა დავით უსუფაშვილმა ამას წინათ ჰოლანდიაში ვიზიტისას: “კოლეგები დავარწმუნე იმაში, რომ შეიცვალა ხალხი და არა პოლიტიკა, ანუ შეიცვალნენ ადამიანები, ხელმძღვანელები და არა ქვეყნის პოლიტიკა…” აი, თავი და თავი, უპირველესი მიზეზი ყველაფრისა. რა გასაკვირია, რომ სააკაშვილის ხროვა დაუსჯელია და, ხურჩისინციდენტისსაქმის მსგავსად, პროკურატურას კიდევ უამრავი საქმე აქვს თაროზე შემოდებული

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here