Home რუბრიკები საზოგადოება სხეულის გამაჯანსაღებელი მეთოდი, რომელმაც მსოფლიო შეძრა

სხეულის გამაჯანსაღებელი მეთოდი, რომელმაც მსოფლიო შეძრა

1248

რა არის ატლასპროფილაქსი? რა იწვევს ხერხემლის პირველი მალის, ანუ ატლასის მდებარეობის შეცვლას და თავის მხრივ, რას იწვევს მდებარეობაშეცვლილი ატლასი? რა სიმპტომები ახასიათებს ატლასის მდებარეობის შეცვლას? _ ამის შესახებ გვესაუბრება “ატლასპროფილაქსინ ჯორჯიას” წარმომადგენელი, ქალბატონი ია გორგილაძე.


_ ხერხემლის პირველ მალას ატლასი (ან ატლანტი) ჰქვია. მას არა მხოლოდ თავი უჭირავს, არამედ მასზეა მიბმული მთელი ხერხემლის სვეტი. ეს სახელწოდება მას მითოსური გოლიათის _ ატლანტის გამო ეწოდა, რომელსაც, მითის თანახმად, ცის თაღი უჭირავს. ატლასი ადამიანების უმეტესობას დისლოცირებული (მდებარეობაშეცვლილი) აქვს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური დარღვევები და დაავადებები.

1993-1996 წლებში შვეიცარიელმა რენე კლაუდიუს შუმპერლიმ, რომელიც  იტანჯებოდა მალის დისლოცირების გამო, დანერგა რევოლუციური მეთოდი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი გახდა ატლასისთვის სწორი მდებარეობის დაბრუნება, უსაფრთხოდ, ზუსტად და სამუდამოდ.

_ რა იწვევს ატლასის მდებარეობის შეცვლას?

_ დაზუსტებით ამის თქმა შეუძლებელია, მაგრამ ფაქტია, რომ ადამიანების 99 პროცენტს ატლასი მალროტირებული აქვს (ანუ მალა გადახრილია მარცხნივ, მოტრიალებულია წინ და ზემოთ, მარჯვნივ და ქვემოთ).

ამის მიზეზი შეიძლება, იყოს მშობიარობისას მიყენებული ტრავმა, ავტოავარია, თავის ქალის ტრავმები და ა.შ.

_ რა სიმპტომები ახასიათებს ატლასის მალროტირებას?

_ მალის მდებარეობის შეცვლა იწვევს, როგორც თავის ქალის ხვრელის, ასევე ხერხემლის არხის მოცულობის შემცირებას, რაც დამოკიდებულია გადახრის კუთხეზე. ამგვარად, ზურგის ტვინი, თავის ქალისკენ მიმავალი ნერვები და სისხლძარღვები მუდმივ ზეწოლას განიცდის. ასევე, ატლასის დისლოცირებით გამოწვეულია კისრის კუნთების მუდმივი დაჭიმულობა, რომელიც, თავის მხრივ, იწვევს საძილე არტერიებისა და სხვადასხვა სისხლძარღვისა თუ ლიმფური ძარღვის დიამეტრის შემცირებას. შედეგად, თავს იჩენს ისეთი სიმპტომები და დაავადებები, როგორიცაა: დაჭიმულობის განცდა და ტკივილი კეფის არეში, თავის ტკივილი, შაკიკი; კისრის კუნთების, ზურგის, წელის ტკივილი; დისკის თიაქარი, სქოლიოზი, ოსტეოქონდროზი, ხერხემლის ნერვების მოჭყლეტა და ამასთან დაკავშირებული სხვადასხვა პრობლემა, სქოლიოზური მენჯი (მენჯის ძვლების ასიმეტრიული განლაგება), ტკივილი მენჯ-ბარძაყის სახსარში, მენისკისა და მუხლის სახსრების სხვადასხვა დაავადება, სხვაობა ფეხების სიგრძეთა შორის და სხვ.

_ ნუთუ ამდენი პრობლემის მიზეზი სულ რამდენიმე მილიმეტრია?!

_ დიახ, რა უცნაურადაც უნდა მოგეჩვენოთ, ეს ასეა. დღეს დანამდვილებით ვიცით, რომ კისრის პირველი მალა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ადამიანის ჯანმრთელობისა და გონებრივი სიჯანსაღის შენარჩუნებაში. ის ჰგავს კარს, რომელშიც თავის ტვინიდან გამომავალი ნერვები და ნერვული დაბოლოებები, სისხლძარღვები, ზურგის ტვინი და ზურგის ტვინის სითხე გადის. მდებარეობაშეცვლილი ატლასი აფერხებს სისხლის მიმოქცევას თავის ტვინში, ამიტომ თავის ტვინი ან ზღუდავს სხეულისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდებას, ან ცრუ ინფორმაციას აწვდის. ამგვარად, მთელ ორგანიზმში ბალანსი ირღვევა. მდებარეობაშეცვლილი ატლასი იწვევს ხერხემლის არასტაბილურობას, რაც გამოიხატება ზემოთ ჩამოთვლილი დაავადებებითა და სიმპტომებით. ატლასის მდებარეობის შეცვლა, ასევე, ცუდად აისახება კუნთოვან სისტემაზე, თვალებზე, ყურებზე, ყბაზე, ვესტიბულარულ აპარატსა და შინაგან ორგანოებზე. პირველი მალის მდებარეობის შეცვლის გამო ხერხემალი ახდენს კომპენსირებას მენჯებს შორის ორი ძვლის შემობრუნების ხარჯზე, რის შედეგადაც ყალიბდება კოქსართროზი. ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ ადამიანები იტარებენ სხვადასხვა გამოკვლევას, დადიან კონსულტაციაზე სხვადასხვა სპეციალისტთან, ხარჯავენ უამრავ ფულს წამლების შესაძენად, მასაჟისა და ფიზიოთერაპიის პროცედურების ჩასატარებლად, მაგრამ ამაოდ. თუ ატლასი არ ზის თავის ბუნებრივ ადგილზე (ანუ თავის ქალა _ ატლასის სასახსრე ფოსოში) ამგვარი ჩარევები სასურველ შედეგს არ გამოიღებს. ფაქტია, რომ სწორ მდგომარეობაში მყოფი ატლასი უნარჩუნებს ხერხემალსა და მთელ სხეულს ჯანმრთელობას, ადამიანს უყალიბებს ტანდეგობას და აძლევს საშუალებას, დატკბეს სრულფასოვანი ცხოვრებით!

_ როგორ ტარდება “ატლასპროფილაქსის” პროცედურა და რამდენად უსაფრთხოა?

_ ა) ეს არის არასამედიცინო ვიბრომასაჟის პროცედურა. ის ტარდება აპარატ “ატლასპროფილაქსველნესვიბით”. ამ პროცედურისას ზემოქმედება ხდება მხოლოდ კეფის კუნთებზე, რომლის შედეგადაც კუნთები დუნდება და პირველი მალა უბრუნდება მისთვის განკუთვნილ ადგილს. ამდენად, აღნიშნული მეთოდი სრულიად უსაფრთხოა;

ბ) ატლასპროფილაქსმეთოდი დაპატენტებულია შვეიცარიაში და მსოფლიოში აღიარებულია, როგორც უსაფრთხო და ეფექტიანი არასამედიცინო პროცედურა. მას უკეთებენ ახალშობილ ბავშვებსაც კი. მსოფლიოში მილიონობით ადამიანმა   ჩაიტარა ატლასპროფილაქსი და გათავისუფლდა დიდი ხნის პრობლემებისა და ტკივილებისგან;

გ) ატლასპროფილაქსპროცედურა უსაფრთხოდ ტარდება მხოლოდ სპეციალისტის მიერ, რომელსაც ატლასპროფი ეწოდება და რომელმაც სპეციალური მომზადება გაიარა შვეიცარიის აკადემიაში ან მის რეგიონულ წარმომადგენლობაში.

_ რამდენი პროცედურაა საჭირო?

_ ერთადერთი პროცედურა ცხოვრებაში! საქმე ის არის, რომ, თუ ატლასი ერთხელ ჩაჯდა თავის სასახსრე ფოსოში, ანატომიური და ფიზიკური (თავის წონა, დედამიწის მიზიდულობის ძალა, კისრის კუნთოვანი სისტემის შემოქმედების ძალა) მიზეზების გამო, ვეღარ უბრუნდება თავის ძველ ადგილმდებარეობას.

_ რა შედეგები მოჰყვება ატლასის გასწორებას, ანუ სწორ პოზიციაში დაბრუნებას?

_ ატლასპროფილაქსით ხდება ხერხემლის დაავადებების მიზეზის აღმოფხვრა მაშინ, როცა კლასიკური მედიცინა ებრძვის ამ დაავადებების შედეგს. ჯერ კიდევ ჰიპოკრატე ამბობდა, რომ მხოლოდ დაავადების მიზეზის აღმოფხვრის შემდეგ არის შესაძლებელი, დაავადების სრული განკურნება. რადგანაც პირველი მალა ადამიანის ჩონჩხის სიმეტრიის ღერძს წარმოადგენს, მისი სწორ პოზიციაში დაბრუნება იწვევს მხრების, მენჯისა და ორივე ფეხის სიმეტრიულ განლაგებას. რადგან ხერხემლის დანარჩენი მალები ატლასზეა მიბმული, მისი სწორ პოზიციაში ყოფნა იწვევს ხერხემლის სვეტის ასევე სწორ პოზიციაში თანდათანობით დაბრუნებას. რადგანაც თავის ტვინში მიმავალი არტერიები აღარ განიცდის წნეხს, მას მიეწოდება საკმარისი რაოდენობის სისხლი (შესაბამისად, ჟანგბადი), ტვინი იწყებს რეგენერაციისა და თვითრეაბილიტაციის პროცესს. ეს პროცესი ზოგ შემთხვევაში იწყება მეორე დღესვე, ზოგ შემთხვევაში კი _ 2-3 კვირის შემდეგ (პაციენტს ეხსნება ტკივილები, იშლება მხრებში, გრძნობს სიმსუბუქეს მთელ სხეულში და ა. შ.) და გრძელდება, სულ ცოტა, 6 თვეს. რთულ შემთხვევებში რეაბილიტაციის პროცესი გრძელდება რამდენიმე წელი. მაგალითად, სქოლიოზისა და ოსტეოქონდროზის შემთხვევაში პროცესი ჯერ სტაბილურდება, შემდეგ მიმდინარეობს კუნთოვანი სისტემის გადაწყობა და პარალელურად იწყება დისკების აღდგენა. ეს, რა თქმა უნდა, ხანგრძლივი პროცესია. უჯრედებისა და ორგანოების რეგენერაცია მყისიერად არ ხდება. ორგანიზმის რეაქცია პროცედურაზე ინდივიდუალურია და დამოკიდებულია ადამიანის ფიზიკურ და ფსიქიკურ მდგომარეობაზე. თუ ზოგის ჯანმრთელობის აღდგენა სწრაფად ხდება, მათ, ვისი ორგანიზმიც არასდროს ფუნქციონირებდა სრულფასოვნად, მეტი მოთმინება მართებთ. სამწუხაროდ, არის შემთხვევები, როცა დაავადება მეტისმეტად გამწვავებულია, ხანგრძლივად დაავადებულ ორგანიზმს კი შეიძლება, აღარ აღმოაჩნდეს რესურსი თვითრეაბილიტაციისთვის.

_ არის თუ არა ასაკობრივი შეზღუდვა?

_ ატლასპროფილაქსი შეიძლება ჩაუტარდეს 80 წლამდე ადამიანებს. რადგანაც ამ პროცედურის წყალობით ხდება ორგანიზმის ჰარმონიული განვითარება, როგორც ფიზიკურ, ასევე ფსიქიკურ დონეზე, სასურველია, ატლასპროფილაქსი ჩაუტარდეს ბავშვებს, რაც მომავალში მათი ჯანმრთელობის საწინდარი იქნება.

_ სად მდებარეობს “ატლასპროფილაქსინ ჯორჯიას” ცენტრი?

_ მცხეთის ქუჩა #6-ში, ოფ. 2. ტელ. 224-20-80, 599 48-44-52.

_ რა ღირს პროცედურა?

_ ზრდასრულებისთვის _ 600 ლარი, 16 წლამდე პაციენტებისთვის _ 450 ლარი. ამ თანხაში შედის ზემოაღნიშნული 2 (ან სამი) ვიზიტი, პროცედურა და ერთი სარელაქსაციო მასაჟი. კონსულტაცია უფასოა და ხდება წინასწარი ჩაწერით.

მაშ ასე, მოგვმართეთ მისამართზე: მცხეთის ქ. 6, ოფ. 2 (მრგვალ ბაღთან).

ტელ. 224-20-80. მობ. 599-48-44-52

მსურველებს ვთავაზობთ უპრეცენდენტო 25-პროცენტიან ფასდაკლებას ატლასპროფილაქს-გამაჯანსაღებელ პროცედურაზე და ფასებიც შესაბამისად ზრდასრულებისთვის იქნება 450 ლარი, ხოლო 16 წლამდე ადამიანებისათვის _ 350 ლარი.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here