Home რუბრიკები პოლიტიკა ალექსანდრე ჭაჭია: პოლიტიკა ბიზნესი გახდა!

ალექსანდრე ჭაჭია: პოლიტიკა ბიზნესი გახდა!

631

(ნაწილი მესამე)

მკითხველთა თხოვნით, განვაგრძობთ ამონარიდების გამოქვეყნებას ცნობილი პოლიტოლოგის, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ალექსანდრე ჭაჭიას სხვადასხვა წელს ჩაწერილი ინტერვიუებიდან, რომლებშიც ის ქვეყნისთვის უაღრესად მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრობს.

 


გულსატკენია, რომ ბატონი ალექსანდრეს პოლიტიკური პროგნოზები, რომლებიც ზედმიწევნით ასრულდა, ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა. არადა, ამ პროგნოზების გათვალისწინების შემთხვევაში, ქვეყანაში სულ სხვა პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური ვითარება იქნებოდააი, რას ამბობდა ალექსანდრე ჭაჭია 2012 წლის მარტში, საპარლამენტო არჩევნებამდე 6 თვით ადრე, როდესაც სააკაშვილის რეჟიმი ჯერ კიდევ მყარად იდგა და ივანიშვილისა და მისიქართული ოცნებისხელისუფლების სათავეში მოსვლა საეჭვო იყო:

როგორია საქართველო ივანიშვილისოცნებაში”?

(“საქართველო და მსოფლიო” #10(148), 14-20 მარტი, 2012 .):

“ივანიშვილის განცხადებებიდან არ ჩანს, როგორ ხედავს ის საქართველოს როლს და ფუნქციას თანამედროვე მსოფლიოში. შევარდნაძე გულახდილად აცხადებდა, რომ საქართველომ უნდა შეასრულოს ტრანზიტული დერეფნის როლი, სააკაშვილი ირწმუნება, რომ საქართველოს დანიშნულებაა, გახდეს სამოთხე ტურისტებისთვის. ორივე ფუნქცია ქართველი ერის მოსამსახურე პერსონალად გადაქცევას გულისხმობს, ამიტომ განადგურდა განათლების სისტემა, აკადემიური მეცნიერება, თეატრებში სტრიპტიზი იდგმება, ტელევიზიით პორნოგრაფიას აჩვენებენ და ა. შ. და ეს გასაგებიცაა: განათლება, მეცნიერება და კულტურა მოსამსახურე პერსონალს არ სჭირდება. მაგრამ როგორია საქართველო ივანიშვილის “ოცნებაში”? როგორია ქვეყნის ეროვნულ-სახელმწიფოებრივი განვითარების მისეული სტრატეგია? _ ეს ჯერჯერობით გაუგებარია.

მეც, როგორც ბევრი სხვა საქართველოში, იმედიანად შევხვდი ივანიშვილის გამოსვლას პოლიტიკურ არენაზე, განსაკუთრებით _ მისი განცხადების შემდეგ იმის თაობაზე, რომ ის დიდხანს ემზადებოდა ამ ნაბიჯისთვის, ყველაფერი გათვალა და მზადაა მძიმე ბრძოლისთვის. ეს იყო სერიოზული ადამიანის განცხადება, რომელიც თავისთავად იშვიათობაა ქართულ პოლიტიკაში, განსაკუთრებით თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ამ ადამიანის ყიდვა შეუძლებელია. მაგრამ გამოხდა ხანი და აღმოჩნდა, რომ ჩამოყალიბებული პროგრამა მას არ აქვს, კადრები არ ჰყავსმოქალაქეობის საკითხიც კი არ ჰქონდა მოგვარებული. როგორ გავიგოთ ეს?

კიდევ ერთი _ მე ძალიან ვაფასებ გულახდილობას პოლიტიკაში. საერთოდ, ქართველებმა 20 წლის განმავლობაში იმდენი ტყუილი მოისმინეს შევარდნაძისგან, სააკაშვილისგან და მათი თანამზრახველებისგან, რომ გულახდილი და პატიოსანი სიტყვა სწყურიათ. ივანიშვილის პირველ გამოსვლაში იყო ეს მიმზიდველი გულახდილობა, მაგრამ შემდეგ გავიგეთ, რომ მის ხელში საქართველო შევა ნატოში და აღიდგენს ტერიტორიულ მთლიანობას. დღეს თითოეული ადამიანი, თუნდაც 3 კლასის განათლებით, ხვდება, რომ ეს არის ორი ურთიერთგამომრიცხავი რამ

ყველა ხვდება, რომ ნატოში შესვლის მცდელობაც კი აბსოლუტურად გამორიცხავს საქართველოს აღდგენას იმ სახით, როგორიც ის შევარდნაძემდე იყო. ეს ივანიშვილსაც ესმის. მაშ, რა საჭიროა ასეთი დაპირებები?

იმავე კატეგორიას განეკუთვნება ივანიშვილის დაპირება რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობების აღდგენის თაობაზე. როგორ უთანხმდება ეს იმას, რომ იგი სააკაშვილივით უარს ამბობს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების  აღდგენაზე რუსული სამხედრო ბაზების გაყვანამდე აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან, ანუ დიპურთიერთობები არ აღდგება არასოდეს? ხომ ნათელია, რომ დღეს არსებული რეალიები უნდა გავითვალისწინოთ და თვისობრივად ახალ საინტეგრაციო პროექტზე ვიმუშაოთ, რომელიც გაითვალისწინებს ყველა მხარის ინტერესებს. ხომ ყველასთვის გასაგებია, რომ სრულმასშტაბიანი დიალოგი დიპლომატიური ურთიერთობების გარეშე ვერ გაიმართება? მაშინ რისთვის გვპირდება ივანიშვილი ურთიერთობების აღდგენას რუსეთთან?”

* სრულიად საქართველო სიხარულით შეხვდა ბიძინა ივანიშვილის გამოჩენას პოლიტიკურ ასპარეზზე, მაგრამ იმედი, რომ ქვეყანაში სამართლიანობა აღდგებოდა და სოციალურ-ეკონომიკური ვითარება მკვეთრად გაუმჯობესდებოდა, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში “ქართული ოცნების” გამარჯვებიდან მოკლე ხანში გაუცრუვდა ე. წ. კოაბიტაციისა იმ გადაწყვეტილებების გამო, რომლებიც “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ მიიღო. საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას არაფერი გაუკეთებია სამართლიანობის აღსადგენად (დამნაშავეთა უმრავლესობა დღესაც თავისუფალია) და დაკარგული ტერიტორიების დასაბრუნებლად (ამ მიმართულებით ნაბიჯიც კი არ გადადგმულა).

დისკრედიტებული პოლიტიკური ძალები კოალიციაში, ანუ რატომ არ მოაქვს სასურველი შედეგი პარტიების გაერთიანებას ბლოკში

(“საქართველო და მსოფლიო” #10(148). 14-20 მარტი, 2012 .):

ივანიშვილს ჰქონდა შანსი, გამხდარიყო საერთო ეროვნული ოპოზიციური ლიდერი. ამისთვის არ იყო აუცილებელი არსებული პოლიტიკური პარტიების შემოერთება, რომელთა უმრავლესობა მოსახლეობის თვალში დისკრედიტებულია. მეტიც, კოალიციაში ამა თუ იმ პარტიის ჩართვა ავტომატურად ართმევს  ივანიშვილს ამ პარტიის მოწინააღმდეგე ამომრჩეველს, ივანიშვილმა კი, სამწუხაროდ, მოახერხა მოკავშირეებად აერჩია ის პარტიები, რომლებსაც ყველაზე მეტი  მოწინააღმდეგე ჰყავთ. საერთოდ, პრაქტიკამ აჩვენა, რომ პარტიებისგან შემდგარ ბლოკებს ეფექტი არ მოაქვს არც არჩევნების მსვლელობისას და არც არჩევნების შემდეგ. პარლამენტში ეს ბლოკები იშლება, ყოველი პარტია იწყებს საკუთარ თამაშს და ხელისუფლებას ცალცალკე ევაჭრება.

ვფიქრობ, ივანიშვილის პოლიტიკური იმიჯი უფრო მიმზიდველი იქნებოდა, თუ არენაზე ახალ სახეებს გამოიყვანდა ქართული საზოგადოების ფართო ფენებიდან, რომლებიც თავისი წარსული საქმიანობით კომპრომეტირებული არ არიან. იგი ახალი ადამიანია პოლიტიკაში და ახალ ხალხთან ერთად უნდა მოსულიყო. მგონი, ხალხი  ზუსტად ამას ელოდებოდა. თუ მას სათანადო კადრები არ ჰყავს, ანუ იგი არაა მზად დამოუკიდებელი პოლიტიკური მუშაობისთვის, როგორც ეს დღეს ჩანს, მაშინ ყველა უნდა გაეერთიანებინა _ სრული ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი და გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი გამხდარიყო. მან აირჩია მესამე _ ყველაზე ნაკლებეფექტიანი ვარიანტი”.

* “ქართულმა ოცნებამ” პოლიტიკურ ქარტეხილებს მხოლოდ 2 წელიწადს გაუძლო _ კოალიცია ცოტა ხნის წინათ დემარშით დატოვა ირაკლი ალასანიას “თავისუფალმა დემოკრატებმა”, რომელიც იმავე ძალებისგან იმართება, რომლებმაც დამნაშავე სააკაშვილი და მისი  გუნდი საქართველოს თავზე დაასვა. არადა, ბიძინა ივანიშვილს მოუწოდებდნენ, პირველ რიგში, ალექსანდრე ჭაჭია, რომ თავი შეეკავებინა ამ პოლიტიკურ ძალასთან (აგრეთვე, რესპუბლიკურ პარტიასთან) თანამშრომლობისგან. დისკრედიტებულ და ნულოვანი რეიტინგის მქონე პარტიებთან თანამშრომლობამ ივანიშვილის რეპუტაცია საკმაოდ შელახა.

როგორ იქმნება პარტიები საქართველოში

(“საქართველო და მსოფლიო” #13(151), 4-10 აპრილი, 2012.):

ყველა ჩვენი პარტია ყალიბდებოდაზემოდან”, ერთი კონკრეტული ლიდერისთვის, რომელიც საზოგადოების გარკვეულ ნაწილში _ თავის ოჯახში, ნათესავებში, თანამშრომლებში, უბნელებში სიმპათიით სარგებლობდა. არავინ დაინტერესებულა, როგორი იდეოლოგია აქვს ასეთ პარტიას _ მემარცხენე, მემარჯვენე, ცენტრისტული თუ სხვა. პარტიებს შორის განსხვავებას ლიდერების პიროვნება განსაზღვრავდა, პარტიის  სახელსაც კი არ ჰქონდა არანაირი შინაარსობრივი დატვირთვა. მოეწონებოდათ სახელი და ისე დაირქმევდნენ, რომ მისი მნიშვნელობა გააზრებულიც კი არ ჰქონდათ. ბუნებრივია, ასეთი, ყურით მოთრეული პარტიები მასობრივი ვერ გახდებოდნენ…

თუ გაიხსენებთ, ჟვანია აცხადებდა, რომმოქალაქეთა კავშირიხელისუფლებაში დიდი ხნითრამდენიმე ათეული წლით მოვიდა, მაგრამ, როგორც კი შევარდნაძე გადადგა, “მოქალაქეთა კავშირმაარსებობა შეწყვიტა. იგივე დაემართება მის ახალგაზრდულ ფრთასაც _ “ნაციონალურ მოძრაობას”, როგორც კი სააკაშვილი პოლიტიკური არენიდან წავა. ეს ყველა ქართული პოლიტიკური პარტიის წესია _ პარტიები იქმნება ლიდერის  და არა იდეოლოგიის გარშემო. მიდის დამფუძნებელი ლიდერი და კვდება პარტიაც. უკვე 20 წელიწადია, ასე  გრძელდება და ასე იქნება კიდევ დიდხანს, ალბათ, მანამ, ვიდრე საზოგადოების პოლიტიკური ორგანიზაციის დასავლურ პრინციპზე _ მის პარტიებად დაყოფაზე არ ვიტყვით უარს. მიაქციეთ ყურადღება: ყველა წუწუნებს იდეოლოგიის მქონე პარტიების არარსებობის გამო, მაგრამ, როგორც კი ივანიშვილმა განაცხადა თავისი პარტიის შექმნის თაობაზე, ათასობით ადამიანი მივარდა გასაწევრიანებლად, მაგრამ განა ვინმე დაინტერესდა, თუ როგორია ამ პარტიის იდეოლოგია, ქვეყნის განვითარების სტრატეგია, სოციალური პრიორიტეტები? ივანიშვილის გამოჩენამ გამოიწვია აღფრთოვანება, რომელიც კლასიკურ ფრაზაში გამოიხატა: “მხოლოდ თქვენ გადაარჩენთ საქართველოს!”. როგორ, რა ხერხებით, როგორი საგარეო პოლიტიკით, ეკონომიკური მოდელით, როგორი სოციალური რეფორმებით, _ ამით არავინ დაინტერესებულა. თავის დროზე ასეთივე ეგზალტირებული მოწოდებით მიმართავდნენ შევარდნაძესაც და სააკაშვილსაც”.

*აი, ეს თვალსაზრისი გამოთქვა ალექსანდრე ჭაჭიამ 2012 წლის აპრილში, იმ პერიოდში, როდესაც კოალიცია “ქართული ოცნება” ჯერ კიდევ ჩამოყალიბების ეტაპზე იყო და არანაირი იდეოლოგია, ქვეყნის განვითარების სტრატეგია ჩამოყალიბებული არ ჰქონდა ისევე, როგორც სხვა პარტიებს, რომლებიც მანამდე ხელისუფლების სათავეში მოექცნენ.

პოლიტიკა, როგორც ბიზნესი

(“საქართველო და მსოფლიო” #13(151), 4-10 აპრილი, 2012.):

“პარტიული ლიდერები ვერ ახერხებენ სათანადო ავტორიტეტის მოპოვებას ან მალე კარგავენ მას. პარტიები, პარტიული გუნდები ყალიბდება არა ქვეყნის განვითარების იდეების რეალიზაციისთვის, არამედ ადამიანთა ჯგუფის მომგებიანი დასაქმების მიზნით. პოლიტიკა ბიზნესი გახდა, ამიტომაც ჩვენ მუდმივად ვხედავთ გარიგებებს ოპოზიციურ პარტიებსა და ხელისუფლებას შორის, განხეთქილებას პარტიებში, ერთი და იმავე სახეების გადასვლას პარტიიდან პარტიაში. ჩვენ ხომ ვიცნობთ ადამიანებს, რომლებიც უკვე ნამყოფი არიან აბსოლუტურად ერთმანეთის საწინააღმდეგო დასახელების მქონე ხუთექვს პარტიაში. იდეოლოგიის, სტრატეგიული მიზნების არარსებობამ, პარტიული ლიდერების უპრინციპობამ მოსახლეობაში მათ მიმართ უნდობლობა გამოიწვია. ეს, სხვათა შორის, მათ ნაკლებად აღელვებთ. მათ იციან, რომ შეიძლება შეხვიდე პარლამენტში, თუ ამერიკელებს მოეწონები, და ისინი ხელისუფლებას მითითებას მისცემენ ამა თუ იმ პარტიის შეყვანის თაობაზე. ამიტომ ბოლო წლებში ოპოზიციური პარტიების საქმიანობის მთავარი მიზანი იყო, დაემტკიცებინათ ამერიკელებისთვის საკუთარი მზადყოფნა და უნარი, შეესრულებინათ მათი მითითებები უკეთ, ვიდრე ამას მოქმედი ხელისუფლება აკეთებს.

*დღესაც ასეა _ ქართული პოლიტიკა კვლავაც გარე ძალებისგან იმართება და ქართველი პოლიტიკოსები ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრობლემების მოგვარებაზე კი არა, თავიანთი ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაზე, ჯიბის გასქელებაზე ზრუნავენ.

ძია სემისადაძია ვანიასდახმარების იმედით, ანუ ავტორიტეტული ლიდერების მწვავე დეფიციტი

(“საქართველო და მსოფლიო” #13(151),  4-10 აპრილი, 2012 .):

“გაიხსენეთ ამ პოლიტიკოსების ადრინდელი პოლიტიკური კარიერა. რომელი არ იყო ჯერ შევარდნაძესთან, შემდეგ კი _ სააკაშვილთან? რას ელაპარაკებოდნენ მაშინ ხალხს? ნატოში უმოკლეს ვადაში შესვლაზე, ევროკავშირზე, აშშ-თან სტრატეგიულ პარტნიორობაზე, “დასავლური ღირებულებების” დანერგვაზე, “სამარცხვინო წარსულზე” უარის თქმაზე, მტერზე რუსეთის სახით. სხვათა შორის, ამერიკელებისგან უარის მიღების შემდეგ ზოგიერთმა მათგანმა მხარდაჭერისთვის სწორედ რუსეთს მიმართა, იქ კი კარგად ახსოვთ მათი პოლიტიკური წარსული, თუმცა ზრდილობიანად მიიღეს, გაუღიმეს კიდეც, მაგრამ, პირველ რიგში, საკუთარი ხალხის მხარდაჭერის მოპოვება ურჩიეს. იქნებ ახლა მაინც, როდესაც “ძია სემის” და “ძია ვანიას” დახმარების იმედი დაეკარგათ, ამ პოლიტიკოსებმა მკაფიო იდეოლოგიური კონცეფციის შემუშავება დაიწყონ, რომელიც ქართველი ხალხის ეროვნულ ინტერესებსა და სულიერ-ზნეობრივ ღირებულებებზე იქნება დაფუძნებული და ამგვარად სცადონ ერის მხარდაჭერის მოპოვება, ნაცვლად იმისა, რომ ამერიკის ელჩის მისაღებში საკუთარ რიგს დაელოდონ

შეგიძლიათ, დამისახელოთ თუნდაც ერთი ქართველი პოლიტიკოსი მოქმედმჭიდში”, რომელიც იქნებოდა სახელმწიფოს მშენებლობის უმნიშვნელოვანესი თეორიული თუ პრაქტიკული საკითხების შესახებ პროგრამული სტატიის ავტორი? წიგნზე არ ვამბობ, თუნდაც ერთი უბრალო სტატიის ავტორი რომ იყოს? ისინი ურიცხვ ინტერვიუს აძლევენ, რომლებშიც სააკაშვილის სკანდალურ ქცევას განიხილავენ, ერთმანეთს პრეტენზიებს უყენებენ, საკუთარ თავს იქებენ, სხვებს კიცხავენ. განა შეიძლება ამ ინტერვიუებიდან ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრობლემების მიმართ მათი პოზიციის გაგება? პარტიული პროგრამები ერთნაირია, მათ კითხვას არანაირი აზრი არ აქვს, ისინი, უბრალოდ, დასავლური ნიმუშებიდანაა გადმოწერილი და ქართულ სინამდვილესთან არანაირი კავშირი არ აქვს. მაშ, რის საფუძველზე უნდა მისცეს მათ ამომრჩეველმა ხმა? ყველასაქართველოს აყვავებასგვპირდება, მაგრამ როგორ გავიგოთ, თუ რა გზით უზრუნველყოფენ ისინი ამაყვავებას”? შევარდნაძეც გვპირდებოდა, სააკაშვილიც

*პოლიტიკური კონიუნქტურიდან გამომდინარე, ქართველი პოლიტიკოსები ფლუგერივით არიან _ იქით იხრებიან, საიდანაც ძალაუფლების სიო უბერავს, ძალაუფლების მოსაპოვებლად კი არც “ძია სემთან” (აშშ-თან) და არც “ძია ვანიასთან” (რუსეთთან) თანამშრომლობას არ თაკილობენ, რა თქმა უნდა, საქართველოს ინტერესების ხარჯზე.

ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის ლიდერის ჰიპერტროფიული წარმოდგენა საკუთარ პერსონაზე

(“საქართველო და მსოფლიო” #13(151), 4-10 აპრილი, 2012.):

“როგორც წესი, კონკრეტული ოპოზიციური პარტიებისა და მათი ლიდერების შეფასებისგან თავს ვიკავებ, პირველ რიგში,  იმიტომ, რომ, სამწუხაროდ, ამ პარტიებს შორის დიდ განსხვავებას ვერ ვხედავ, ამის შესახებ უკვე ვისაუბრეთ კიდეც. მეორეც, ამ პარტიების ლიდერთა უმრავლესობა შევარდნაძისა და სააკაშვილის გუნდის ყოფილი წევრები არიან, ამ გუნდების მიმართ კი სიმპათიით განწყობილი არ ვარ; და მესამე _ არ მინდა, ჩემი შეფასებებით მათ ოპოზიციურ საქმიანობას ხელი შევუშალო, ვინაიდან ვიმედოვნებ, რომ ისინი ოდესმე ჩამოყალიბდებიან ეროვნულ ძალად, რომელიც  ქართველი ხალხის ეროვნულ მისწრაფებებს გამოხატავს. რაც შეეხება “სახალხო კრებას”, მასში გაერთიანებულია ბევრი ისეთი ადამიანი, რომლებსაც პატივს ვცემ ეროვნული სულისკვეთების გამო და, რა თქმა უნდა, წარმატებებს ვუსურვებ. ამასთანავე, ჩემთვის, როგორც რიგითი ამომრჩევლისთვის, სასურველი იქნებოდა, რომ ამ გაერთიანების ლიდერი ნაკლებად იყოს დაკავებული თავის ქებით, თვითტკბობით და  მეტად ეცადოს, დაანახვოს მოსახლეობას, თუ რეალურად რით განსხვავდება ყოფილი თანაგუნდელებისგან. მგონი, ჰიპერტროფირებული წარმოდგენა საკუთარ პერსონაზე მას ხელს უშლის, რეალურად შეაფასოს საკუთარი ადგილი ქართულ პოლიტიკაში. ის საკუთარ თავზეც კი მხოლოდ მესამე პირში საუბრობს, როგორც ამას თურქეთის სულთნები და ინდიელთა ბელადები აკეთებდნენ. ეს ძალიან სასაცილოა და მას ავტორიტეტს არ ჰმატებს. მითუმეტეს, რომ მას, ჩემი აზრით, წარსულ პოლიტიკურ ცხოვრებაში განსაკუთრებით საამაყო არაფერი აქვს

*ნინო ბურჯანაძეს (სწორედ ის გახლდათ “სახალხო კრების” ლიდერი იმხანად) დიდი წარმოდგენა რომ აქვს საკუთარ პერსონაზე, მისი ბოლოდროინდელი (2014 წლის 5 ნოემბრის) განცხადებაც მოწმობს: “დღეს საქართველოში ჩემი რანგის პოლიტიკოსი ნამდვილად არ არის!”. ქართველ საზოგადოებას ისიც კარგად ახსოვს, როგორ “აპრავებდა” ქალბატონი ნინო 2007 წელს სააკაშვილის მიერ მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევას და ისიც, როგორ გადააბრუნა მან მოგვიანებით ფირფიტა და სააკაშვილის ლანძღვა დაიწყო.

ადვილად მოსატყუებელი უუნარო საზოგადოება

(“საქართველო და მსოფლიო” #10(148), 14-20 მარტი, 2012.):

“ჩვენი ხელისუფლება არ არის დამოუკიდებელი და არ შეუძლია ერისა და სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე მიიღოს გადაწყვეტილება. საქმე ჩვენს საზოგადოებაშია, რომელიც აღარაა ერთიანი, მოაზროვნე ეროვნული ორგანიზმი. ასეთი საზოგადოება ადვილად ტყუვდება, ადვილად ექვემდებარება მანიპულირებას; მას აღარ შესწევს უნარი, ეფექტიანი წინააღმდეგობა გაუწიოს ხელისუფლების დამღუპველ პოლიტიკას, არ ძალუძს, ჩამოაყალიბოს აქტიური, ეროვნული პოლიტიკური ძალა, რომელიც შეძლებს ქვეყანაში სიტუაციის რეალურად შეცვლას”.

*ქართველი ხალხის, სრულიად საქართველოს მოსახლეობა ადვილად რომ ტყუვდება და მისი ცნობიერება რომ შესაცვლელია, ამაზე მეტყველებს არა მხოლოდ სააკაშვილის რეჟიმის 9-წლიანი მმართველობა, როდესაც დასავლეთმა სხვადასხვა მანიპულაციით თავზე დაგვასვა ქართველთმოძულე რეჟიმი, არამედ “ქართული ოცნების” მიერ შეუსრულებელი დაპირებებიც.

ყველაზე მძიმე პერიოდი საქართველოს ისტორიაში

(“საქართველო და მსოფლიო” #13(151),  4-10 აპრილი, 2012.):

“საქართველოს თავის ისტორიაში ყველაზე საშიში პერიოდი უდგას. მგონი, ხალხი სწორად ვერ აფასებს დღევანდელი მდგომარეობის კატასტროფულობას ჩვენი სამშობლოსთვის. ხშირად შეიძლება მოვისმინოთ, რომ თურმე საშინელი არაფერი ხდება, საქართველოს გადაუტანია უფრო რთული პერიოდებიც. არა, არ გადაუტანია! დიახ, საქართველო თავისი ისტორიის მანძილზე იშვიათად ყოფილა ერთიანი სახელმწიფო, იყო რამდენიმე სამეფოდ  დაშლილიც, არ გააჩნდა დამოუკიდებლობა, იყო ღატაკიც და აოხრებულიც. თუ ყველა იმ წლებს შევაჯამებთ, როცა საქართველო ერთიანი იყო, ჯამში, საბჭოთა პერიოდის ჩათვლით, 200-250 წელიწადი დაგროვდება. მაგრამ დაყოფის პერიოდშიც კი ეს ჯუჯა სახელმწიფოები მაინც ქართული იყო: იქ ცხოვრობდნენ ქართველები, ვითარდებოდა ქართული ენა, მოქმედებდა ქართული ტაძრები, იქმნებოდა ქართული კულტურისა და ხელოვნების ნიმუშები. შევარდნაძისა და სააკაშვილის მოღვაწეობის შედეგად კი, პირველად ისტორიაში, ძირძველ ქართულ მიწებზე არაქართული სახელმწიფოებრივი წარმონაქმნები შეიქმნა, რომლებშიც ქართველებისთვის, ქართული ენისთვის, ქართული კულტურისთვის ადგილი არ არის, ანუ ქართველი ხალხის არეალი, სასიცოცხლო სივრცე მკვეთრად შემცირდა. მეტიც, ანალოგიური პროცესებისთვის ნიადაგი მზადდება სხვა ქართულ რეგიონებშიც. ასეთი რამ ჩვენს ისტორიაში არ ყოფილა. ჩვენს ისტორიაში არ ყოფილა ერისთვის ისეთი დამღუპველი მოვლენა, როგორიც ქართული მოსახლეობის მასობრივი ემიგრაციაა. ემიგრაციამ კატასტროფული მასშტაბები მიიღო. საბჭოთა პერიოდის ბოლოსკენ საქართველოს მოსახლეობა 5,5 მილიონ ადამიანს შეადგენდა, დღეს, ავტორიტეტული ექსპერტების შეფასებით, _ 3,6-3,8 მილიონი ადამიანია. რამდენია მათ შორის ქართველი?..

და კიდევ რამდენ ქართველს უნდა ლუკმაპურის საძებნელად საქართველოდან წასვლა? ასეთი რამ საქართველოს ისტორიაში არასოდეს ყოფილა. ამას გარდა, არასოდეს ყოფილა, რომ სახელმწიფოს ხელისუფლება, ქვეყნის ოფიციალური პოლიტიკური და ინტელექტუალური ელიტა თვითონ ცდილობდეს  ქართველი საზოგადოების გახრწნასა და გარყვნას, ტრადიციული ზნეობის, ქცევის ნორმების, სულიერების, ეროვნული სპეციფიკის, სოციოკულტურული თვითმყოფადობის, ანუ ყველაფერ იმის განადგურებას, რაც ქართველობას განსაზღვრავს. ზუსტად ამიტომ ვამბობ, რომ ქართველ ხალხს თავისი ისტორიის ყველაზე მძიმე პერიოდი უდგას და, სამწუხაროდ, ხელისუფლებისა და პოლიტიკური პარტიების საქმიანობა არ გვაძლევს იმის იმედს, რომ ეს რთული პერიოდი ჩვენთვის პოზიტიურად დამთავრდება.

*საქართველო მართლაც არნახულად მძიმე მდგომარეობაშია _ ძალებმა, რომლებსაც არ სურთ საქართველოს დამოუკიდებლობა, იერიში მიიტანეს ყოველივე ქართულზე. ებრძვიან მართლმადიდებლობას, ქართულ ტრადიციებს კულტურას და სურთ, ჩვენს ქვეყანაში დასვლური ფსევდოღირებულებები დაამკვიდრონ, რაც ერს გაქრობით ემუქრება.

საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და ქართველი ერის გადარჩენის გარანტია

(“საქართველო და მსოფლიო” #10 (148), 14-20 მარტი, 2012 .):

პოლიტიკური თვალსაზრისით, რუსეთი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში არანაირად არ მონაწილეობს. საქართველოში რაღაც პოლიტიკურ პროცესებს რუსეთი მხოლოდ ქართველი პოლიტიკოსების ავადმყოფურ წარმოსახვაში ხელმძღვანელობს. რეალურად კი ეს ასე არ არის, რაც, სხვათა შორის, ცუდია საქართველოსთვის.

აშშ-ის მხრიდან მონოპოლიურმა პატრონაჟმა ჩვეულებრივ კოლონიად გადაგვაქცია. მოუსმინეთ ქართველ პოლიტიკოსებს, საზოგადო მოღვაწეებს: ყველა კამათობს იმაზე, თუ ვის მხარეს იქნება აშშ; ყველა ცდილობს, მოიპოვოს ამერიკის ელჩის კეთილგანწყობა, რამენაირად თავი მოაწონოს ვინმეს სახელმწიფო დეპარტამენტში, სხვადასხვა მხრიდან წონიან ობამას ყოველ სიტყვას, წერენ უზარმაზარ სტატიებს, რომლებშიც მისი სიტყვების ინტერპრეტაციას ახდენენ თავიანთ სასარგებლოდ. ეს სასაცილო და ამაზრზენია.

აშშის მონოპოლიური გავლენა საქართველოზე, მის საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე სრულ ბატონობად იქცა, რაც გვართმევს დიდი სახელმწიფოების ინტერესების გადაკვეთაზე ბალანსირების საშუალებას, მათი წინააღმდეგობების ჩვენი ქვეყნის ინტერესებისთვის გამოყენების შესაძლებლობას. მსოფლიოში ცოტაა აბსოლუტურად დამოუკიდებელი სახელმწიფო: აშშ, ჩინეთი, რუსეთი, ირანი, სამხრეთ კორეა, კუბა… ქვეყანათა უმრავლესობა, განსაკუთრებით პატარები, დამოკიდებულნი არიან დიდ სახელმწიფოებზე. მაგრამ საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობის განსაკუთრებულობა ისაა, რომ აქ გადაიკვეთება ოთხი გიგანტის  ინტერესები _ აშშ-ის, რუსეთის, თურქეთის, ირანის. ჩვენ გვქონდა შანსი, ამ ინტერესების ბალანსზე სწორი პოლიტიკა აგვეგო.

ეს იქნებოდა საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და ქართველი ერის გადარჩენის გარანტია, მაგრამ ჩვენმა ხელისუფლებამ ეს შანსი ხელიდან გაუშვა და, უკვე 20 წელია, ერთი ძალის ხელში მარიონეტის როლს ასრულებს. სწორედ ამ როლის შედეგია ტერიტორიების დაკარგვა, ხალხის გაღატაკება და საზოგადოების ზნეობრივი დეგრადაცია”.

* აშშ-ის გავლენის შედეგები “ნაციონალური მოძრაობის” 9-წლიანი მმართველობის პერიოდში ვიწვნიეთ _ დანგრეული განათლება, მეცნიერება, კულტურა, ქუჩაში დახვრეტილი ათეულობით ახალგაზრდა, უამრავი ადამიანისთვის წართმეული ქონება, ქვეყნისთვის აკიდებული მილიარდობით საგარეო ვალი, რომელიც მომავალი თაობების გასასტუმრებელია… რუსეთთან დაპირისპირება კი ტერიტორიების დაკარგვად დაგვიჯდა, ამიტომ სწორედ ამ დიდი ქვეყნებისა და ჩვენი ინტერესების დაბალანსებით არის შესაძლებელი საქართველოს სახელმწიფოებრიობის გადარჩენა.

მოამზადა

გიორგი გაჩეჩილაძემ

 (ნაწილი მეორე http://geworld.ge/View.php?ArtId=6333&lang=ge&Title=)

1 COMMENT

  1. მითხარით ეხლა ხალხო მონები არ ვართქო!!!!მართალია ეს კაცი მონები ვართ აბა რა და თან შიმპანზის)))))) ვაი რა გვაცინებს

  2. რაც თაობებმა დაგვიტოვეს ყველაფერი გავაჩანაგეთ და გავყიდეთ …..ვაშა ამ ახალ საქართველოს ვაშავ შენებას !!!!!!

  3. სიმართლე გითხრათ ტურიზმი მომგებიანი ბიზნესია მითუმეტეს ისეთი ტრადიციული და ისტორიული ძეგლებით დახუნძლული ქვეყნისთვის როგორიც საქართველოა მაგალითად თურქეთი დღეს ერთერთი მოწინავეა დღევანდელ მსოფლიოში და თავისი ბიუჯეტის 25-30% ტურიზმით ავსებს

  4. ესენი შემოსავალზე დაგეშილი ორგანიზებული ჯგუფებია, თავის სიძლიერეს რაოდენობაში და არა ხარისხში ხედავენ, მათ მადას და მეთოდებსაც თუ გავითვალისწინებთ, დანაშაულებრივიც.

  5. ეს ყველაფერი ჩვენც ვიცით , თქვენ ის გვითხარით როგორ დავაღწიოთ თავი ამერიკას და მის კოლონიალურ პოლიტიკას თორემ დაღუპვა არ აგვცდება!

  6. " არასოდეს ყოფილა, რომ სახელმწიფოს ხელისუფლება, ქვეყნის ოფიციალური პოლიტიკური და ინტელექტუალური ელიტა თვითონ ცდილობდეს ქართველი საზოგადოების გახრწნასა და გარყვნას"
    ყოფილა და რა,მდენჯერაც გინდა ტყვეთა გაყიდვა გაიხსენეთ

  7. საქართველო Yოველთვის დიდი ფეოდალების თარეშის ადგილი იYო ,და ახლაც ასეა,ფეოდალები არიან მა რა ჰქვიათ ამ Fულის ტომრებს დადებულს თუ Pარლამენტში ,თუ თანამდბობებზე???,სახელმწიფოებრივი აზროვნება ,კი ბოდიშით

    აბა საიდან ???,ასე რომ ცუდადაა საქმე ,იმაზე ცუდად ვიდრე სჩანს ,არ მოხერხდება დაბალანსება ამ ოთხ ვეშაპს შორის რომლებიც ასე ხარბად დასცქერიან ამ დერეფანს ,რასაც საქართველო ჰქვია,იქნება ასეთი ძიძგილაობა და ტაციაობა მანამ სანამ ალბათ არ გაგვიYოფენ დ ა არ გავქრებით როგორც ქვეYანა ,ქორთუებისა ,,,,სამწუხაროა ძალიან .

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here