Home რუბრიკები პოლიტიკა გასაღებდაკარგულები

გასაღებდაკარგულები

777

ბავშვმაც კი იცის, _ თუ გოგა ხაინდრავამ ვინმეს კბილი დაადგა, ე. ი. იმ ვინმეს პოლიტიკური სიკვდილის ბუზი აზის. თუ არ აზის, მის სიახლოვეს დაფრინავს და დიდი დრო არ უნდა, წაიქცეს, ხოლო წაქცეულს ორგზის სახელმწიფო მინისტრმა და შეთავსებით კინორეჟისორმა, ერთი პატიოსანი ცხოველივით, ტყუპი წიხლი უნდა მიაყოლოს! ჯერ იყო და ზვიად გამსახურდიას დაუპირისპირდა; მაშინ პოლიტპატიმრობას გამოჰკრა ხელი და სამხედრო გადატრიალების შემდეგ სხვა კამერტონზე აეწყო.


“პუტჩის შემდეგ აქტიურად მონაწილეობდა კანონიერი ხელისუფლების მომხრეების დევნა-შევიწროებაში,” – გვამცნობს ვიკიპედია. გოგა ხაინდრავა, რომელმაც “ოპერატიულად” მოაგროვა კარლ ბილდტის, მიხეილ სააკაშვილის ლობისტის, მამხილებელი დოკუმენტები, როგორც ჩანს, ინტერნეტის აქტიური მომხმარებელი არ უნდა იყოს, თორემ, სულ ცოტა, ზემოთ მოყვანილ ციტატას მაინც გააპროტესტებდა; თუმცა არის მეორე ვერსიაც – მას სწორედაც რომ ეამაყება კანონიერი ხელისუფლების მომხრეთა დევნა-შევიწროება!

იმავე ვიკიპედიის ერთობ მცირე სტატიაში ვკითხულობთ: “1991-1992 წლებში ჩაერთო პოლიტიკურ მოვლენებში და სამხედრო გადატრიალების აქტიური მონაწილე და ერთ-ერთი მეთაური იყო. დაპატიმრებული იქნა იმდროინდელი ხელისუფლების მიერ. 1992 წელს საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს წევრი იყო”.

მერე იყო და აფხაზეთის ომში, რომელშიც ისედაც ძაღლი პატრონს ვერ ცნობდა, არც მეტი და არც ნაკლები, აფხაზეთის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პორტფელი ჩაიბარა. მისი მოგვარებული საკითხი არავის ახსოვს და სიტყვა “პორტფელიც” ზრდილობისთვის ვახსენეთ, თორემ იმჟამად იგი უპორტფელო მინისტრი იყო; თუმცა ამას ხელი არ შეუშლია იმისთვის, რომ ხალხში უმალ გავრცელებულიყო ხმები ხაინდრავასბიზნესპორტფელისშესახებ, რომელიც ყბადაღებული მაროდიორობის თუ ნარკოტიკების ტრანზიტით ივსებოდა. დღეს ამას კაცი ვერ იტყვის დანამდვილებით, მაგრამ, როგორც ხაინდრავას მომდევნო მეგობრებს _ “ნაციონალებსუყვარდათ თქმა, “გონივრული ეჭვიგაჩნდა და დიდი მითქმამოთქმაც გამოიწვია.

სახელმწიფო მინისტრობიდან ჩუმად წავიდა, კერძო გალერეაც გახსნა და პატარა ბიზნესსაც მიხედა, თუმცა პოლიტიკის ახლომახლო მაინც ტრიალებდა. 2003 წელს შევარდნაძის პარტიის მაჟორიტარი კანდიდატის საარჩევნო შტაბის უფროსი იყო, რაც მოგვიანებით იმით ახსნა, რომ იგი მისი მეგობარი იყო, მაგრამ, როგორც კი მორიგი გადატრიალება გაფორმდა “ვარდების რევოლუციის” სახელით, უმალ სააკაშვილის ბანაკში ისკუპა და მეორე დღესვე გუშინდელ თანაგუნდელებს მიაყოლა ტყუპი წიხლი. სააკაშვილმაც დაუფასა გარჯა და სულ მალე, 2004 წლის თებერვალში კვლავ სახელმწიფო მინისტრად დანიშნა. დიდხანს ვერც იქ გაძლო და 2006 წელს, როცა შეიტყო, რომ მისი გათავისუფლება იყო განზრახული, პირდაპირ ეთერში ხმამაღალი განცხადებები გააკეთა, რითაც თვით “პიარის დიდოსტატად” შერაცხულ სააკაშვილს დაასწრო და ისევ პოლიტდევნილის მანტია მოისხა. ეროვნული ხელისუფლების შეცდომა მიხეილმა აღარ გაიმეორა და, რამდენსაც არ ეცადა ხაინდრავა, დაპატიმრებას ვერ ეღირსა.

იმჟამინდელმა პრესამ მას ბევრი რამ ამოუქექა. გაუხსენეს შალვა ნათელაშვილის ფრთოსანი ფრაზა: ყველაზე ცნობილი ნარკომანი პოლიტიკოსთა შორის და ყველაზე ცნობილი პოლიტიკოსი ნარკომანებში”. ისიც გაუხსენეს, რომ სახელმწიფო სამსახურში ყოფნისას გოგა ხაინდრავამ ორჯერ თქვა უარი, გაევლო ნარკოტესტი და ჯარიმის გადახდა ამჯობინა. ამ ხმების გავრცელებას ისიც უწყობდა ხელს, რომ ერთ-ერთ საგაზეთო ინტერვიუში აღიარა, თუ როგორ იჯდა წამალზე  და კარგა ხანს “იჩხირავდა”.

ერთი ამონარიდი იმჟამინდელი პუბლიკაციიდან: სააკაშვილის ნარკომანობაზე ის კაცი ლაპარაკობს, რომელმაც მთელი ცხოვრება კაიფში გაატარა, კაიფობდა მაშინ, როცა სახელმწიფო მინისტრი იყო აფხაზეთში, კაიფობდა მაშინ, როცა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრი გახლდათ.

ცნობილი ისტორიაა: ერთხელ ცხინვალში ჩასულ “გოგა ხაინდრავას ბორის ჩოჩიევის კაბინეტში “პერედოზიროვკა” დაემართა და ე. წ. სამხრეთ ოსეთის მთავარმა ექიმმა ადრენალინის ორმაგი დოზა გაუკეთა და სიკვდილს ასე გადაარჩინა. აი, ასეთი მინისტრი იყო ხაინდრავა”.

სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ, საკუთარი კონიუნქტურიდან გამომდინარე, გოგა ხაინდრავა ხშირად სიმართლესაც ამბობს ხოლმე, მაგრამ მისი ბიოგრაფიისა და მორალის კაცს სიმართლესაც აღარ უჯერებენ. რამდენიმე ასეთი სიმართლე ახლაც გაახმიანა – დღეს უკვე “ქართული ოცნების” “ალალი და უანგარო მეგობრის” სტატუსით. დაგმო და დაამიწა რესპუბლიკური პარტია, როგორც კოალიციის შიგნიდან ძირის გამომთხრელი. ამ შემთხვევაშიც, როგორც “რევოლუციის” მომენტში, მისთვის სულაც არ შეუშლია ხელი იმ გარემოებას, რომ მისი ღვიძლი ძმა – ივლიანე ხაინდრავა რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერია და შეთავსებით პრეზიდენტ მარგველაშვილის უშიშროების საბჭოს მდივანიც გახლავთ.

ოჰ, ეს პრეზიდენტის ადმინისტრაცია! რა უშნოდ დაებედა სხვადასხვა ბანაკში მყოფი ძმები! ჯერ “ნაცმოს” სახის, მიხეილ მაჭავარიანის, ძმა – ვანო იღვწოდა იქ, რომელსაც მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის გაცეცხლების შემდეგ დაატოვებინეს ავლაბრის რეზიდენცია; ახლაა და სულ ცოტა ხნის წინათ დანიშნულ ივლიანე ხაინდრავას საკუთარი ძმის მკვახე განცხადებებმა შეიძლება შეუყენოს წყალი!

ძმები ხაინდრავები, ძმები ბერძენიშვილები და ცოლქმარი ხიდაშელუსუფაშვილი, კარგა ხანია, აითვალწუნა ქართველმა საზოგადოებამ. არც ბიძინა ივანიშვილს უწონებდნენ კოალიციაქართულ ოცნებაშიმათთვის წამყვანი საპარლამენტო თანამდებობების მიცემას, მაგრამ ამჯერად რესპუბლიკელებს ღალატშითავისუფალმა დემოკრატებმაგადაასწრეს და ამ საქმეში გამოცდილი ძმები და ცოლქმრებიც კი სახტად დატოვეს! გოგა ხაინდრავამ ამჯერადაც სიმართლე თქვა, ოღონდ ამჯერადაც იმას აქვს მნიშვნელობა, თუ ვინ ამბობს ყველასთვის დიდი ხნის წინათ ცნობილ სიმართლეს!

აფორიზმი _ დროული ღალატი არ არის ღალატი, ეს წინასწარ განჭვრეტაა სრულიად ერგება გოგა ხაინდრავას. ის ახლაც ამ ფორმულით იქცევა, მიუხედავად იმისა, რომ რესპუბლიკელებში არამხოლოდ მისი ძმა, არამედ მისი დიდი ხნის მეგობრები არიან.

ერთ ვეტოიან დღეს ჟურნალისტები ემოციურ და საინტერესო პოლიტიკურ შეფასებებს ელოდნენ გოგა ხაინდრავასგან. საბაბი მისი, როგორც ყოველთვის, თამამი და მოუზომავი განცხადება იყო: “60 წლის ვხდები და ჯერ ასეთი მთავრობა საქართველოში არ მახსოვს”. სწორედ ამის განმარტებას ითხოვდნენ ჟურნალისტები. კონტექსტს არ კითხულობთ. ამაშია თქვენი, ჟურნალისტების, პრობლემა. მე ვიგულისხმე, რომ არ მახსოვს, ხელისუფლებას არ ჰყავდეს საკუთარი პრესა, ჟურნალისტები. პირველი არხიც კი არ ემსახურება სახელმწიფოს”, – მორიგი სიმართლე თქვა ხაინდრავამ. ის მართალია, რადგან, როგორც წესი, ჟურნალისტები მართლაც მხოლოდ სათაურებს კითხულობენ, თორემ ადვილად შეამჩნევდნენ, რომ გოგას ეს არ უგულისხმია.

მან იგულისხმა ის, რაც შემდეგ ციტატაშია: “როგორც წესი, ხელისუფლება იყო ბატონი და ყველა დანარჩენი _ ყმები. დღეს  ყმა მთავრობა უფრო მგონია და ბატონები _ საზოგადოება. სხვა საქმეა, თუ მოთხოვნა უფრო დიდია და დაკმაყოფილება ამ მოთხოვნის არ ხდება, მაგრამ ასეთი აქტიური საზოგადოება და ამდენად მწვავე კრიტიკის ქარ-ცეცხლში მყოფი ხელისუფლება საქართველოში ცოტა მახსოვს”. და როგორც არ უნდა გაგიკვირდეთ, ესეც სიმართლეა, ოღონდ ხელისუფლების მხრიდან დანახული. ხაინდრავაც იქიდან იყურება.

ამის შემდეგ იგი, როგორ სჩვევია, ისევ “ქუჩურზე” გადავიდა: ჩვენ პოლიტიკურ სპექტრს გასაღები დაკარგული აქვს, განსაკუთრებით, არასამთავრობოებს, პრეზიდენტს და რესპუბლიკელებს (იგულისხმება მოსმენების გასაღები, თუმცა არა მხოლოდ ის _ ..). ყოფილი კოალიციის წევრები არ ენდობიან საკუთარ მთავრობას. პარლამენტის თავმჯდომარეა უსუფაშვილი, რამდენიმე კომიტეტის თავმჯდომარე ჰყავთ; ალასანიას პარტიასაც _ ვიცესპიკერი, მინისტრებიმე ერთი ვიცი: “ვინც იხდის, ის უკვეთს მუსიკას”. ეს არასამთავრობოები ყველას ინტერესს ატარებენ, ქართული სახელმწიფოს გარდა”!

ვიცით, ბატონო გოგა, ვიცით! ეს ამბავი დღეს თქვენ აღმოაჩინეთ, თორემ ჩვენ, კარგა ხანია, ვიცით. ამის შემდეგ “მართალი ხაინდრავა” პრეზიდენტს გადასწვდა (ღირსი არაა თუ რა?): გიორგის უნდა ვკითხო, ვისთან შეიმუშავა 8 საათში ახალი ვარიანტი, როგორ მოიფიქრეს? ზეპირად ვიცი, ვინ არიან, სახელებით და გვარებით”. ეცოდინება _ ერთი მათგანი, ვინც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მუშაობს, გვარად ასევე ხაინდრავაა, სახელად _ ივლიანე და ჩვენი ფიგურანტის ალალი ძმაა.

აკი, მოგახსენებდით, ბავშვმაც კი იცის, _ თუ გოგა ხაინდრავამ ვინმეს კბილი დაადგა, ე. ი. იმ “ვინმეს” პოლიტიკური სიკვდილის ბუზი აზის. ახლა ეს ბუზი რესპუბლიკელებს დასტრიალებს და სადაცაა, შუბლზე დააჯდება! ისინიც გრძნობენ და იმაზე ზრუნვა დაიწყეს, რაც “ქართულ ოცნებას” არ სჭირდება _ პიარზე! ძმებ ბერძენიშვილებს აღარც პიარი უშველით და აღარც “პრიპარკები”, ამიტომ ცოლ-ქმარმა ხიდაშელ-უსუფაშვილმა საკუთარი თავის გადარჩენაზე დაიწყო ზრუნვა და აი, გამოცხვა ტელეიმედში “პიარშედევრი” მომდურებული ცოლ-ქმრის შერიგებისა; ბიუროს სხდომაზე დავით უსუფაშვილმა ერთობ გაბედულად მიმართა ქალბატონ თინას: “ქალბატონო თინა, ან დაწყნარდით, ან დატოვეთ ოთახი”! ოთახს გარეთ ცოლ-ქმარი ერთად სხედან და პარლამენტის თავმჯდომარე შემრიგებლურად მიმართავს საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარეს: “მომეცი ხელი”! ისიც ნარნარად აწვდის ხელს და კადრს მიღმა კლოდ ლელუშის “ქალის და მამაკაცის” ჰანგები იღვრება…

ძნელი მოსაფიქრებელია ამაზე უფრო აშკარა ანტიპიარი, როცა ლუარსაბისა და დარეჯანის კომპლექციის წყვილი რომანტიული მელოდიის ფონზე რიგდება, მაგრამ უარესი წინ იყო; დავით უსუფაშვილმა გაიხსენა, როგორი ცელქი სტუდენტი იყო თინა ხიდაშელი: “ტროტუარის ნაცვლად ბორდიურზე ადიოდა, ზემოთ უნდა ყოფილიყო”. მეუღლემაც ტოლი არ დაუდო და განაცხადა, მაგის ყველა შენიშვნაზე რომ ოთახიდან გავსულიყავი, მაშინ სულ გარეთ უნდა ვყოფილიყავიო

ყოფილიყავით, ბატონო, გარეთ, აგერ, თავად გოგა ხაინდრავაც არ არის მაგის წინააღმდეგი და დანარჩენი საქართველო _ მით უფრო! მაგრამ თქვენი რა ბრალია, როცა თვითონ ბიძინა ივანიშვილმა გამოგარჩიათ და ხელში მოგცათ, ქვეყნის თუ არა, პარლამენტის მართვის სადავეები!

გოგა ხაინდრავამ კიდევ ერთი სიმართლე თქვა, როცა განაცხადა, რომ ქართულ პოლიტიკურ სპექტრს ოიდიპოსის სინდრომი აქვს. იქვე მან ისიც დააზუსტა, რომ  საქართველო ჩვენი დედაა. კონტექსტიდან ამოგლეჯილ ციტატებში რომ არ დაგვადანაშაულოს, ჩვენო მკითხველო, თავად გადაიკითხე, როგორ დაქორწინდა საკუთარ დედაზე ოიდიპოსი და რას უნდა ნიშნავდეს გოგა ხაინდრავას მორიგიმართალიმინიშნება!

თამარ დავითულიანი

P.S. გასაღებდაკარგულს ქალაქელები იმ ადამიანს უწოდებდნენ, რომელსაც გზაკვალიც არეული ჰქონდა და საკუთარერთ ადგილსვეღარ აგნებდა. ამ წერილიდან დაასკვენით, მხოლოდ რესპუბლიკელებს, პრეზიდენტს და არასამთავრობოებს აქვთ დაკარგული გასაღები თუ სხვებსაც და არის თუ არა მათ შორის ორგზის სახელმწიფო მინისტრი გოგა ხაინდრავა!

 

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here