Home რუბრიკები პოლიტიკა რღვევაი საკვირველი ბიუჯეტი 300 მილიონით გაირღვევა?

რღვევაი საკვირველი ბიუჯეტი 300 მილიონით გაირღვევა?

927

საქართველოში ახალი აპოკალიფსური მოლოდინის ავტორი, რაღა თქმა უნდა, კვლავ “ნაციონალური მოძრაობაა”. ამჯერად ბიუჯეტის “რღვევაი საკვირველს” აანონსებენ. მათი ვერსიით, იმისთვის, რომ 2014 წლის ბიუჯეტის გეგმა შესრულდეს, ფინანსთა სამინისტრომ ორ თვეში 2 მილიარდამდე ლარის მობილიზება უნდა შეძლოს. ოქტომბერში ბიუჯეტში მხოლოდ 670  მილიონი ლარი შევიდა. აქედან გამომდინარე, ყველაზე ოპტიმისტური გათვლებით, ბიუჯეტის შესრულებას 300 მილიონამდე ლარი დააკლდება.


ამ ვერსიით, როგორც ჩანს, “ნაციონალური მოძრაობა” ვერ დაკმაყოფილდა და რამდენიმე დღის წინათ კიდევ უფრო პირქუში პროგნოზი გააკეთა. ნაცმოსაღმასრულებელმა მდივანმა ზურაბ ჯაფარიძემ გვამცნო, რომ ბიუჯეტი არა 300, არამედ 700-800 მილიონით გაირღვევა. შარშან გარღვევა 640 მილიონი იყო, თავდაპირველად პროგნოზირებული 300 მილიონი ორჯერ ნაკლებია, ამიტომ უფრო დიდი რიცხვი უნდა დასახელდეს, ანუ _ 700-800 მილიონი.

ციფრებით თამაში ახალი გამოგონება ნამდვილად არ არის. როცა გინდა, მსხვილფეხა საქონელს თავებით დაითვლი, როცა გინდა – კილოგრამობით, ხოლო ძალიან თუ გაგიჭირდა, ფეხებს დაუთვლი და ოთხჯერ მეტი გამოგივა. ამ შემთხვევაშიც ასეა.

კატასტროფულ პროგნოზს არ იზიარებს პარლამენტის საფინანსოსაბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ოპოზიციაში ახლახან გადასულითავისუფალი დემოკრატებისგუნდის წარმომადგენელი დავით ონოფრიშვილი. მისი განცხადებით, ბიუჯეტს შეიძლება 150 მილიონი ლარი დააკლდეს, თუმცა ესეც მხოლოდ წლის ბოლოს გამოჩნდება.

იოსებ არჩვაძე, გლობალური კვლევების ცენტრის თანადამფუძნებელი, ექსპერტი:

“ბიუჯეტის შემოსავლების სიდიდე და შესაბამისი გეგმის შესრულება დამოკიდებულია როგორც  ობიექტურ, ისე სუბიექტურ ფაქტორებზე. ობიექტურ გარემოებებს მიეკუთვნება ქვეყნის მთლიანი შიგა პროდუქტის სიდიდე და საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული გადასახადები, საგადასახადო განაკვეთები და საგადასახადო ტვირთის დონე. სუბიექტურ ფაქტორებს მიეკუთვნება ბიუჯეტის შემოსავლების დაგეგმვისა და შესრულების პროცესი, რომელიც, მიუხედავად კანონის ძალისა და  შესრულებისთვის აუცილებელი მოთხოვნისა, ხშირად ირღვევა და ხელისუფლება და ფინანსთა სამინისტრო ამის ახსნასა და “ობიექტურ გარემოებებზე” აქცენტირებაზე, მგონი, იმაზე ნაკლებ დროსა და  ძალისხმევას არ ხარჯავენ, ვიდრე თვითონ პრობლემის  გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრაზე.

საქართველოს ეკონომიკის სტრუქტურიდან გამომდინარე, ქვეყნის მთლიან შიგა პროდუქტს და მასზე დამყარებულ  სახელმწიფო ბიუჯეტს ახასიათებს ზრდის მკაფიოდ გამოხატული  ტენდენცია კვარტლების მიხედვით, ანუ წლის მთლიანი შიგა პროდუქტი კვარტლების მიხედვით თანაბრად (25-25%-ად) კი არ იყოფა, არამედ  მზარდი ტენდენცია ახასიათებს. მაგალითად, 2013 წელს პირველ კვარტალში წარმოებული იქნა 2013 წლის მშპ-ის მხოლოდ 21,5%, მეორეში _ 25,2%, მესამეში _ 25,2%, მეოთხეში კი _ 28,1%. სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებიც დაახლოებით ანალოგიურად ნაწილდებოდა: 2013 წლის იანვარ-სექტემბერზე წლიური შემოსავლების 71,6 პროცენტი მოვიდა, მეოთხე კვარტალზე _ 28,4 პროცენტი. ანალოგიურ ტენდენციაა მიმდინარე წელსაც. შემიძლია, გითხრათ, რომ მიმდინარე  წლის 9 თვეში სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების გეგმა შესრულებულია 73,3%-ით (მათ შორის, საგადასახადო შემოსავლების _ 73,9%-ით), ანუ მეოთხე კვარტალში მობილიზებული უნდა იქნას წლიური გეგმის 26,7% (გადასახადების 26,1%), რაც, გასული წლების პრაქტიკის გათვალისწინებით, არ უნდა იყოს ძნელი შესასრულებელი.  შემოსავლების მობილიზაციის მიხედვით, წინა წელთან შედარებით, 2014 წლის მეოთხე კვარტალის სიმძიმე 1,7 %-ით ნაკლებია (შესაბამისად, 26,7% და 28,4%).

გეგმის შესრულებაში გაცილებით მძიმე მდგომარეობაა ხარჯვის მხრივ: 9 თვეში ათვისებულია წლიური გეგმის მხოლოდ 69,1% (გადასახდელების მიხედვით, წლიური გეგმა კიდევ უფრო ნაკლებადაა შესრულებული _ 68,1%).  მართალია, ეს უკეთესია გასული წლის შესაბამისი პერიოდის ანალოგიურ მაჩვენებლებზე (2013 წელს, შესაბამისად, 67,0% და 65,7%),  მაგრამ იგი არ იძლევა თვითდამშვიდების შესაძლებლობას. იმის გათვალისწინებით, რომ  წლიური გეგმის შესასრულებლად წლის დარჩენილ დროში ხარჯების მასშტაბები, წლის წინა თვეების საშუალო მაჩვენებელთან შედარებით, 1,4-ჯერ და მეტად უნდა გაიზარდოს, წლიური გეგმის შესრულება საკმაოდ პრობლემური იქნება. მაკროეკონომიკური კუთხით, წლიური გეგმის შესასრულებლად წლის დარჩენილ პერიოდში ხარჯების ფორსირებული ზრდაეკონომიკის ზრდის დაგეგმილი (სასურველი) ტემპის მიუღწევლობასაც რომც დავანებოთ თავი, პირდაპირ ახდენს  ინფლაციის პროვოცირებას. ამას გარდა, იგი სერიოზულ საფრთხეს უქმნის ვალუტის კურსის სტაბილურობასაც.

აქ საყურადღებო  კიდევ ერთი საკითხია, რომელიც სცდება ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობას და ზოგადად მაკროეკონომიკურ სტაბილურობასა და პოლიტიკის ეფექტიანობას ეხება. 2014 წელს ბიუჯეტის შემოსავლები წინა წელთან შედარებით უნდა გაიზარდოს მხოლოდ 7%-ით, მათ შორის, გადასახადები _ 8,5%-ით, ეკონომიკის ნომინალური ზრდა გათვალისწინებულია 8,7 %-ის დონეზე (რეალურ განზომილებაში _ დაახლოებით 5%-ის ფარგლებში). ბუნებრივად ჩნდება კითხვა: ხელისუფლების წნეხისა და ტერორისგან ბიზნესის  გათავისუფლების შემდეგ ეკონომიკა რატომ ახდენს ზრდის ასეთი დაბალი, “უღიმღამოტემპების დემონსტრირებას?!  იქნებ, შესაცვლელია ის პოლიტიკა, რომელსაც 2012 წლის ოქტომბერში მოსული აღმასრულებელი ხელისუფლება ახორციელებს და მეტი ყურადღების კონცენტრირებაა საჭირო არა მხოლოდ ბიუჯეტის გეგმის შესრულებაზე, მისი ცალკეული კომპონენტებისა და უწყებების მიხედვით, არამედ, საზოგადოდ, ეკონომიკური პოლიტიკის ავკარგიანობასა და წარმატების ძიების ახალი, კრეატიული და რეფორმატორული ფორმების ძიებაზე?!”

რაღაც რომ შესაცვლელია, ამას ყველა ხვდება, მაგრამ ხელისუფლება ინერციით სვლას განაგრძობს და წინამორბედების კრიტიკას იმკის. ხალხი, რომელიც საკუთარ ბიუჯეტს არც მილიარდებში ითვლის, არც მილიონებში და არც ასი ათასებში, როგორც ჩვენი პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლები, ნეგატიური წინასწარმეტყველებებითა და მათზე საკმაოდ უფერული თავის მართლებით, კიდევ უფრო იზაფრება. არადა, ჯანდაცვის ხარჯები კიდევ 127 მილიონით გაიზარდა, იმატებს პედაგოგთა ანაზღაურებაც. “ნაციონალებიგაიძახიან, თქვენი 10-ლარიანი დანამატი პენსიაზე ინფლაციამ უკვე შეჭამაო, მაგრამ რომ არ დაემატოს, განა უკეთესი იქნება? _ “ნაციონალებისთვის” _ კი, პენსიონერებისთვის _ არა.

მიხეილ მაჭავარიანი მწყაზარი სახით გვამცნობს, რომბიუჯეტი ეკონომიკის ზრდის ხარჯზე კი არა, მთავრობის მიერ აღებული ვალების ხარჯზე იზრდება”. თითქოს გასული 9 წლის განმავლობაში საქართველო სილიკონის ველად ექციოთ და სულეკონომიკის ზრდითგაზარდეს ბიუჯეტი!

ახალი ხელისუფლება ნელ-ნელა ძველდება, მაგრამ “ნაციონალური” ხიბლიდან ჯერაც ვერ გამოსულა. ყოფილმა მმართველმა პარტიამ ისინი დაარწმუნა, რომ ქვეყანა დღესაც მათი “მიღწევებით” ამაყობს, ახლებს კი არაფერი დაუმატებიათ _ მეტიც, ეკონომიკა საერთოდ გაჩერდა, ანუ გაჩერდა ის, რაც ისედაც არ იყო! გაზრდილი ბიუჯეტი, რომლითაც დღემდე ტრაბახობენ “ნაციონალები”, რეალურად მოსახლეობიდან ამოღებული თანხების ქაღალდზე გადატანას წარმოადგენდა. რეალურად არაფერი გაზრდილა. ეს დაახლოებით იმავე სახის აფერაა, როგორიც სააკაშვილის ხანაში ბიზნესის წამოწყების სიიოლით ჩემპიონობა. ბავშვმაც კი იცოდა, რომ ბიზნესი მხოლოდ ყოფილი მმართველი გუნდისა და მასთან დაახლოებული მანამდე უჩინო პირების ხელში იყო, მაგრამ მსოფლიო ბანკის დასანახად ბიზნესის დარეგისტრირება გაამარტივეს. თუმცა რად გინდა ქაღალდზე რეგისტრირებული “ბიზნესი”, თუ მას შემოსავალი არ მოაქვს არც პატრონისთვის და არც სახელმწიფო ბიუჯეტისთვის?

ვინმემ იანგარიშა, რამდენი მილიონი შედის ხალხის ჯიბიდან მხოლოდ იუსტიციის სახლიდან სრულიად მარტივი მომსახურების საფასურის სახით? ესეც “ნაციონალების” მიღწევაა, რომელზეც არც ახალ ხელისუფლებას უთქვამს უარი. ან როგორ უნდა შეაფასონ ბიუჯეტის მდგომარეობა ერთნაირად პენსიონერებმა და მაღალი თანამდებობის პირებმა, რომელთა შემოსავალი ასი ათასობით ლარს აღწევს წელიწადში?

ადამიანები მსოფლიო ბანკის შეფასებებსა და პოლიტიკური ელიტის განცხადებებზე უკეთ ბიუჯეტის შესახებ საკუთარი ცარიელი ჯიბითა და მაცივრებით მსჯელობენ. “გარღვევაზემეტად ხალხს ის უფრო უნდა აინტერესებდეს, რატომ ვერ ითვისებენ სამინისტროები მათთვის გამოყოფილ თანხებს.

მაგალითად, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გზების, ინფრასტრუქტურის, წყლის სისტემებისა და სხვა მნიშვნელოვანი პრობლემების მოსაგვარებლად პარლამენტმა 917 მილიონ ლარამდე დაუმტკიცა. აქამდე სამინისტროს 286 მილიონი ლარი აქვს ასათვისებელი. მოთხოვნილ თანხას ვერ ხარჯავს განათლების სამინისტროც, რომელსაც 754 მილიონი ლარის დაფინანსებიდან 208 მილიონი ლარი აქვს დასახარჯი. თანხის ათვისების პრობლემა დგას თავდაცვის სამინისტროშიც. 2015 წლის ბიუჯეტში, თავდაცვისთვის თანხის ჩამოკლების გამო, მთავრობამ კრიტიკა მიიღო, არადა, წლევანდელი ბიჯეტის ათი თვის ანგარიშში ჩანს, რომ სამინისტრო თანხებს წელსაც ვერ ითვისებს. თავდაცვას 673 მილიონი ლარიდან 531 მილიონი ლარი აქვს მიღებული, ანუ გეგმა რომ შეასრულოს, ორ თვეში 141 მილიონი ლარის დახარჯვა უნდა მოასწროს.

მაინც რატომ ვერ ითვისებს თანხებს ხელისუფლება? საკუთარი თავისთვის დანამატებისა და პრემიების ათვისება მათ სულაც არ უჭირთ. ეს აუთვისებელი თანხები კი, პირველ რიგში, სწორედ მოსახლეობაზე აისახება. ერთერთი მიზეზი ყოფილი პრემიერის განცხადებაში უნდა ვეძებოთ, როდესაც მან თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია დაადანაშაულანაციონალურიკომპანიისთვის რამდენიმე მილიონის დაკვეთის მიცემაში. . . კაბელების საქმეს სწორედ ასეთი სარჩული აქვს. საბიუჯეტო სახსრებზე წურბელებივით მიმჯდარინაციონალურიკომპანიები წლების განმავლობაში წოვდნენ ფულს და ტენდერებს უპრობლემოდ იგებდნენ.

არც ერთი “იოლად დარეგისტრირებული” ბიზესკომპანია მათ ახლოსაც არ მიუშვიათ ტენდერებთან. ახლაც მათ აქვთ პრეტენზიები სახელმწიფო ტენდერების მოგებაზე, რადგან 10 წლის განმავლობაში მხოლოდ მათ შეიქმნეს ბიზნესბიოგრაფია. ახალი ხელისუფლება არჩევანის წინაშე დგას: ან ისევ “ნაციონალები” კვებოს ბიუჯეტიდან, ან ახალ სუბიექტებს მისცეს გასაქანი. თუმცა არის მესამე გზაც _ ახალი სუბიექტები, იმავე სქემით, ახლა უკვე ახალ ხელისუფლებასთან იყვნენ ისეთივე კავშირში, როგორც ძველები – ყოფილთან.

არის ასეთი პიესა – “რღვევა”, რომელიც 1917 წლის რევოლუციის მოვლენებს ასახავს. მის სიუჟეტს საფუძვლად კრეისერ “ავრორაზე” განვითარებული მოვლენები დაედო. ეს “რღვევაი საკვირველი”, რომელზეც “ვარდების რევოლუციონერები” აპელირებენ, სინამდვილეში ხალხზე ზრუნვას კი არა, ხელისუფლების რევოლუციურ რღვევას ისახავს მიზნად და, ვინც ამას ვერ ხვდება, ან მიამიტია, ან თავს ისულელებს.

ვისაც ბიუჯეტი და ეკონომიკის რეალური ზრდა აინტერესებს, რეალური ციფრები შეაფასოს: 2012 წლის ოქტომბერში ევროკომისიის დაკვეთით ჩატარდა საქართველოსთვის ევროკავშირთან ასოცირების შეთახმების ხელმოწერით გამოწვეული ეკონომიკური ეფექტების მოდელირება. გამოკვლევით, მოკლევადიან პერსპექტივაში მთლიანი შიგა პროდუქჰტის (მშპ) 1,7 %-ით, ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაში – 4,3 %-ით, ასევე, მოკლევადიან პერსპექტივაში ექსპორტის 9 %-ით, ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაში ექსპორტის 12 %-ით ზრდა იყო დაანონსებული. შედარებისთვის: მხოლოდ 2014 წლის იანვართებერვალში, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ექსპორტის ზრდამ 23% შეადგინა. ეს კი დიდწილად გამოწვეული იყო მხოლოდ რუსეთის ბაზრის არასრული გახსნით.

აი, ასეთია რეალობა, დანარჩენი ოდენ სიტყვებია და სხვა არაფერი!

ნანა დევდარიანი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here