Home რუბრიკები პოლიტიკა პრინსტონის უნივერსიტეტის პროფესორი: დღეს აშშ არადემოკრატიული, ოლიგარქიული საზოგადოებაა!

პრინსტონის უნივერსიტეტის პროფესორი: დღეს აშშ არადემოკრატიული, ოლიგარქიული საზოგადოებაა!

511

პრინსტონის უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, თანამედროვე გეოპოლიტიკაზე მრავალი წიგნის ავტორი უილიამ ენგდალი Journal-neo.org-ზე გამოქვეყნებულ სტატიაში წერს, რომ ბოლო 40 წლის განმავლობაში ამერიკელმა საზოგადოებამ განიცადა ცვლილებები, რომლებიც ნეგატიურად აისახა მოქალაქეების უფლებებსა და თავისუფლებებზე.


“დასავლეთს უყვარს რუსეთის დადანაშაულება, რომ ის სხვადასხვა ოლიგარქიული სტრუქტურების სამშობლოდ იქცა. მაგრამ გასული საუკუნის 90-იან მშფოთვარე წლებში რუსეთში ოლიგარქების გამოჩენის თავიდან აცილება პრაქტიკულად შეუძლებელი იყო, მით უმეტეს, რომ მათი უმრავლესობა იყო და არის პატრიოტი, თავისი ქვეყნის ინტერესების დამცველი. რაც შეეხება აშშ-ს, პრინსტონისა და ჩიკაგოს გარეუბნებში მდებარე ჩრდილო-დასავლეთის უნივერსიტეტების ერთობლივად ჩატარებული გამოკვლევის შედეგები მიუთითებს, რომ ამერიკელმა ოლიგარქებმა პრაქტიკულად გადათელეს ხელისუფლება აშშ-ში.

1981-2002 წლების 1800 საკანონმდებლო ინიციატივის გამოკვლევის შედეგებით მტკიცდება, რომ ვაშინგტონის მიერ “დემოკრატიული ფასეულობების” ფართოდ რეკლამირების მიუხედავად, ამერიკის მოქალაქე, პრაქტიკულად, უძლურია, გავლენა მოახდინოს თავისი ქვეყნის პოლიტიკაზე.

ამერიკის შეერთებულ შტატებში ძირითად გადაწყვეტილებებს იღებენ არა პოლიტიკური პარტიები, არამედ გავლენიანი ლობისტური ჯგუფები, რომლებსაც, დასახული მიზნების მისაღწევად ძალუძთ, სახელმწიფოს პოლიტიკაზე გავლენა მოახდინონ ხელისუფლების სხვადასხვა დონეზე ზემოქმედებით”. _ წერს უილიამ ენგდალი.

სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ, დედის ძალისხმევით შეძლო მსოფლიოში ერთ-ერთი პრესტიჟული სასწავლებლის დამთავრება, რადგან იმხანად სწავლების ფასი 650 დოლარი იყო. ამ თანხით მშობლებს შეეძლოთ, თავიანთი პირმშოსთვის ან ნახმარი “შევროლე” ეყიდათ, ან სასწავლებლად გაეგზავნათ. დღეს კი პრინსტონის უნივერსიტეტში სწავლის საფასური წელიწადში 42 ათას დოლარს შეადგენს, რის გამოც აშშ-ის ოჯახების დიდ უმრავლესობას საშუალება არ აქვს, თავის შთამომავალს კარგი განათლება მისცეს.

ოლიგარქიულმა სტრუქტურებმა აშშში არა მხოლოდ კონტროლი დაამყარეს სახელმწიფოზე, არამედუბრალო მოკვდავებისთვისმმართველობის ბერკეტებისკენ მიმავალი გზების გადაკეტვით თვითწარმოება უზრუნველყვეს.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here