Home რუბრიკები პოლიტიკა ცნობილი პოლიტოლოგის პროგნოზები საქართველოში პროცესების განვითარებაზე ზედმიწევნით ასრულდა

ცნობილი პოლიტოლოგის პროგნოზები საქართველოში პროცესების განვითარებაზე ზედმიწევნით ასრულდა

638

დღეს ბევრი ლაპარაკობს იმ შეცდომებზე, რომლებიც “ქართულმა ოცნებამ” და მისმა შემქმნელმა ბიძინა ივანიშვილმა ხელისუფლების სათავეში მოსვლამდე და მოსვლის შემდეგ დაუშვეს, მაგრამ იყვნენ და არიან ადამიანები, რომლებიც, მიუხედავად იმისა, რომ თავიდანვე მხარს უჭერდნენ “ქართული ოცნების” ბრძოლას სააკაშვილის ქართველთმოძულე რეჟიმის წინააღმდეგ, ამ კოალიციისა და მისი ლიდერის ბევრ გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან. ამ ადამიანთა შორის არის პოლიტოლოგი, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ალექსანდრე ჭაჭია, რომლის პოლიტიკური პროგნოზებიც საქართველოში პროცესების განვითარების შესახებ 100%-ით ახდა. აი რას სთავაზობდა იგი ივანიშვილის ხელისუფლებას საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ჯერ კიდევ 2013 წლის თებერვალში:


(“საქართველო და მსოფლიო”, # 6 (193), 20-26 თებერვალი, 2013.)

“თუ უკვე დამტკიცებულია მმართველობის საპარლამენტო მოდელი, მაშინ პრეზიდენტი პარლამენტმა უნდა აირჩიოს. ერთდროულად ძლიერი პარლამენტი, ძლიერი პრემიერი და ძლიერი პრეზიდენტი _ ეს ფსევდოდემოკრატიული დემაგოგიაა. რეალურ ცხოვრებაში ასე არ ხდება, მითუმეტეს გაკოტრებულ ქვეყნებში, რომლებიც ჯერ ფეხზე უნდა წამოდგნენ. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ პარლამენტის მიერ არჩეული პრეზიდენტი ნომინალური ფიგურა უნდა იყოს, ანუ მხოლოდ მოაწყოს მიღებები დღესასწაულებზე, ჩაიბაროს რწმუნების სიგელები ელჩებისგან, ატაროს ჰალსტუხი და გაიბღინძოს. საქართველოს არ აქვს მაღალი თანამდებობის უსაქმურების შენახვის ფუფუნება. პრეზიდენტის ფუნქციები (მხედველობაში მაქვს არა ფორმალური, კონსტიტუციური, არამედ რეალური) ქვეყნის იმ სასიცოცხლო პრობლემებიდან გამომდინარე უნდა განისაზღვროს, რომელთა გადასაჭრელად პარლამენტისა და მთავრობის ძალისხმევა საკმარისი არ არის.

მიმაჩნია, რომ პრეზიდენტის აქტიური მოღვაწეობის სფერო უნდა იყოს აფხაზურ და ოსურ მხარესთან, რუსეთის ფედერაციასთან, მათ შორის ჩრდილოეთკავკასიურ რესპუბლიკებთან ურთიერთობა. საქმე ისაა, რომ დასავლეთის ვექტორზე ჩვენთან ბევრი ოფიციალური პირი და სტრუქტურა მუშაობს _ პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე და საპარლამენტო კომიტეტები, საგარეო საქმეთა სამინისტრო და რიგი სხვა უწყებებისა, ხოლო იმ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მიმართულებებზე, რომლებიც ჩამოვთვალე, სერიოზულად არავინ მუშაობს. რეინტეგრაციის საქმეთა მინისტრთან აფხაზეთის, ოსეთისა და მით უმეტეს რუსეთის ხელმძღვანელობა საგნობრივად არაფერს განიხილავს. რუსეთთან ურთიერთობებში სპეციალური წარმომადგენლის სამ თვეში ერთხელ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან შეხვედრის შედეგი კი იქნება ერთობლივი ვახშამი და პირობა, რომ სამი თვის შემდეგ კიდევ ერთხელ შეხვდებიან. დრო კი მიდის და უნდა ვაღიაროთ, რომ _ არა საქართველოს სასარგებლოდ.

საჭიროა გარღვევა, ამ სამუშაოს ხარისხობრივად ახალ დონეზე აყვანა. საჭიროა მაღალი სახელმწიფოებრივი სტატუსის მქონე პირი, რომელიც გავა პირდაპირ მოლაპარაკებაზე უმაღლესი ხელმძღვანელობის რგოლებთან და დაძრავს საქმეს მკვდარი წერტილიდან. პრემიერმინისტრი ამით ვერ დაკავდება _ მას აქვს უდიდესი მოცულობის შიდა პრობლემები, დიდ დროს ართმევს ურთიერთობა დასავლელ პარტნიორებთან, რომელთა ზეწოლასაც წარმატებით უმკლავდება; ამასთანავე, პრემიერი უმაღლესი სახელმწიფო პირია და მოლაპარაკებათა პროცესში შეთანხმების მიღწევის სტადიაზე უნდა ჩაერთოს, ანუ მას მუდმივად უნდა ჰქონდეს მანევრის საშუალება.

პარლამენტის თავმჯდომარე, ჩემი აზრით, კარგად ართმევს თავს თავის მოვალეობებს, მაგრამ ზემოხსენებული საქმიანობისთვის არ გამოდგება _ მას აქვს მკაფიოდ გამოკვეთილი “მედასავლეთის” იმიჯი და, რა თქმა უნდა, უდავოდ გააჩნია სერიოზული ვალდებულებები დასავლელ პარტნიორებთან, ამიტომ არც რუსები, არც აფხაზები მასთან გულწრფელად არ ისაუბრებენ. ამ მნიშვნელოვანი საქმისთვის საჭიროა მესამე პირი ქვეყნის უმაღლესი სახელისუფლო ეშელონიდან, ანუ პრეზიდენტი. რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს არამხოლოდ სტატუსს, არამედ პიროვნულ საკითხსაც. ახალი პრეზიდენტი არ უნდა იყოს დაკავშირებული წინა რეჟიმებთან, რომლებიც ჩვენი პარტნიორების აღქმაში ომთან და სისხლთან ასოცირდებიან. სასურველია, რომ იგი მათთვის პოზიტიურად ცნობილი იყოს, თუმცა, შესაძლოა, ის იყოს აბსოლუტურად ახალი სახე. მთავარია, იგი აცნობიერებდეს მასზე დაკისრებულ პასუხისმგებლობას _ 1-2 წელიწადში ვითარების კარდინალურად შეცვლას.

სხვათა შორის, პრეზიდენტის ფუნქციის ასეთი განმარტება მოხსნის კონკურენციის, ამ თანამდებობისთვის ბრძოლისა და ამ ბრძოლის თანმდევი ინტრიგების პრობლემას. არა მგონია, ბევრი პრეტენდენტი მოიძებნოს, რომელთაც ამ ჩიხში მოქცეული საკითხებით დაკავების სურვილი ექნებათ. ამ საკითხებს მხოლოდ ლამაზი და ფუყე დაპირებებით ვერ მოაგვარებ, ახალი პრეზიდენტის ფხა და შესაძლებლობა პირველივე თვეებში გამოჩნდება. ამიტომ ამ პოსტის დაკავებას მხოლოდ ის ადამიანი დათანხმდება, რომელიც დარწმუნებულია წარმატებაში და ფლობს აუცილებელ პოტენციალს _ კავშირებს, პირად ავტორიტეტს, სერიოზული წინადადებების პაკეტს. ასეთი ადამიანები კი ბევრნი არ არიან.”

* ყველას გახსოვთ, რომ პრეზიდენტობის კანდიდატის შერჩევაც და ყველა თანმდევი პროცესიც ბიძინა ივანიშვილის კატეგორიული დაჟინების შესაბამისად წარიმართა. ივანიშვილმა არ შეისმინა არც რჩევა, არც საზოგადოების ნაწილის დაუფარავი უკმაყოფილება და მარგველაშვილისაუკეთესო პრეზიდენტადდაგვინიშნა. ბატონ ბიძინას და ქართულ საზოგადოებასაცმაღალი თანამდებონის გაბღენძილმა უსაქმურმაიმედები მალევე გაუცრუა.

გაზეთსაქართველო და მსოფლიოშიბატონი ალექსანდრეს სხვა ინტერვიუებიც გამოქვეყნებულა. დღეს სწორედ ამ ინტერვიუებიდან გთავაზობთ ამონარიდებს და თვითონ განსაჯეთ, რას ამბობდა ცნობილი პოლიტოლოგი ქვეყნისა და ერის საჭირბოროტო საკითხებზე და როგორ წარიმართა პროცესები საქართველოში.

ბუტაფორიული პრეზიდენტი დამოქალაქეთა კავშირისმესამე ეშელონი

(“საქართველო და მსოფლიო”, #39 (226), 23-29 ოქტომბერი, 2013.)

“პრეზიდენტის თანამდებობა ერთი ადამიანისა და მისი უახლოესი გარემოცვის კომფორტულად ცხოვრების ბუტაფორიულ ადგილად აქციეს. თუ გახსოვთ, ხელისუფლებას ვთავაზობდი, პრეზიდენტი კანონით დაევალდებულებინათ, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიზნით დაკავებულიყო აფხაზებთან, ოსებთან და რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების დარეგულირებით, მაგრამ ხელისუფლებამ ბუტაფორიული პრეზიდენტი არჩია. ამ თანამდებობაზე შესაბამისი უნარებისა და შესაძლებლობების მქონე პირიც რომ მოხვედრილიყო, ქვეყნისთვის ვერაფერს გააკეთებდა, ვინაიდან რეალური ძალაუფლება ისეთ სტრუქტურებს ეკუთვნის, როგორიცაა რესპუბლიკური პარტია, “თავისუფლების ინსტიტუტიდა სხვა სოროსული ორგანიზაციები, რომლებიც ივანიშვილმა პარლამენტში შეიყვანა, ხელისუფლებაში მოიყვანა და მათ უტოვებს საქართველოს. ეს იგივე ძალებია, რომლებიც საქართველოს ბოლო წლების მანძილზე მართავდნენ. “ნაციონალური მოძრაობაამ ძალების ერთ ფრთას წარმოადგენს, ხოლო ივანიშვილის კოალიცია _ მეორე ფრთას. სწორედ ასე გამოეყო თავის დროზე სააკაშვილიჟვანიაბურჯანაძის ფრთამოქალაქეთა კავშირს”. ყველა ამ დაჯგუფების, პარტიისა თუ მოძრაობის ფესვებიმოქალაქეთა კავშირშიდა სოროსის სტრუქტურებშია, ხოლო საერთო ხელმძღვანელად მათ ამერიკის საელჩო ჰყავთ. ამ ადამიანებს არ ძალუძთ დამოუკიდებელი პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმა.

დღეს საქართველოს რეალური პატრონების წინაშე დგას ქვეყნის ხელისუფლების ლეგიტიმაციის პრობლემა. ცხადია, პარლამენტის ამჟამინდელი შემადგენლობისთვის ხმა არავის მიუცია, ხმა მისცეს ივანიშვილს, რომელმაც პარლამენტში შეიყვანა ის ძალები, რომელთა მოყვანაც დაავალეს _ “მოქალაქეთა კავშირისმესამე ეშელონი, რომელსაც დამოუკიდებლად პარლამენტში არჩევის არანაირი შანსი არ ჰქონდა”.

* უფლებებშეკვეცილი პრეზიდენტი მარგველაშვილის ბუტაფორიულობა დღეს თვალში საცემია _ ის მხოლოდ ვეტოს დადებითა და ამა თუ იმ სახელმწიფო უწყებასთან პრესის ფურცლებზე პოლემიკითაა დაკავებული, ხოლო ის, რომ ივანიშვილს ურეიტინგო რესპუბლიკელებისა და ირაკლი ალასანიას პარტიათავისუფალი დემოკრატებისხელისუფლებაში მოყვანა ამერიკელებისგან ჰქონდა დავალებული, იმ მხარდაჭერით დასტურდება, რომელსაც სააკაშვილისა დანაციონალური მოძრაობისამერიკელიმამებიმათ მიმართ იჩენენ.

რატომ არ არის საქართველო ჩინეთი, ბიძინა ივანიშვილი კი _ დენ სიაოპინი

(“საქართველო და მსოფლიო”, #31 (218), 21 აგვისტო-4 სექტემბერი, 2013.)

“რაც შეეხება განცხადებას, რომ გარედან გააკონტროლებს სიტუაციას და ყველა დაპირებას შეასრულებს _ ეს შეუძლებელია. საქართველო ჩინეთი არაა და არც ივანიშვილია დენ სიაოპინი. ბიჭები, რომლებსაც იგი დაუტოვებს ძალაუფლებას, ორიოდე თვეში დაივიწყებენ მის არსებობას. როგორც კი ჩაიგდებენ სახელმწიფო ბიუჯეტს ხელში, მათ აღარ დასჭირდებათ მისი სუბსიდიები. მას, საჭიროების შემთხვევაში, მოუწევს, მიმართოს ამერიკის ელჩს, რათა მისი მეშვეობით მოახდინოს გავლენა გარკვეული საკითხების გადასაწყვეტად, მაგრამ ელჩსაც ეს ყველაფერი მალე მობეზრდება. თუ ივანიშვილი მართლაც გადადგება, მაშინ დადასტურდება ვერსია, რომელიც მე ერთხელ გამოვთქვი, მაგრამ რომლის დაჯერებაც თავად არ მინდა. მისი არსი იმაშია, რომ ივანიშვილს არანაირი პრინციპული უთანხმოება სააკაშვილსა და მის რეჟიმთან არ ჰქონდა, მაგრამ ეს თავხედი ახალგაზრდები მისგან სულ მეტ და მეტ ფულს მოითხოვდნენ, ამასთანავე, მადლობის თქმითაც არ იწუხებდნენ თავს. უცერემონიო სააკაშვილმა, ეტყობა, აწყენინა მას, არ გამოვრიცხავ, რომ შეურაცხყოფაც მიაყენა. ივანიშვილი თავმოყვარე ადამიანია, საკუთარი ღირსების გამძაფრებული გრძნობით.

შეუძლებელია, ამერიკელებს ყურადღება არ მიექციათ ამ ურთიერთობებისთვის. მათ თავიანთი პრობლემა ჰქონდათ: ცხადი გახდა, რომ სააკაშვილისა და მისი გუნდის შემდგომი დარჩენა ხელისუფლებაში შეუძლებელი იყო _ უკმაყოფილება მოიცავდა მოსახლეობის სულ უფრო ფართო მასებს, მწიფდებოდა მასშტაბური სტიქიური ბუნტი, “ნაცმოძრაობისსასარგებლოდ კიდევ ერთი არჩევნების გაყალბებას ხალხი ვერ მოითმენდა, იქმნებოდა სოციალური აფეთქების რეალური საფრთხე. ეს არა მხოლოდ აშშის იმიჯს ურტყამდა, რომელიც ბოლო 9 წლის მანძილზე საქართველოსდემოკრატიის შუქურადაღიარებდა, არამედ შეუძლებელს ხდიდა კონტროლირებადი პოლიტიკური ძალების შემდეგი ეშელონის ხელისუფლებაში მოყვანას, რადგან ამერიკულბახალებსსოროსის სტრუქტურებიდან ხალხი უკვე აღარ მიიღებდა. ამერიკელები მოელაპარაკნენ ივანიშვილს, რომ ისინი არ დაუშვებენ არჩევნების მასობრივ ფალსიფიკაციას, მაგრამ სანაცვლოდ ივანიშვილმა თავისთან ერთად პარლამენტში ის პარტიები უნდა შეათრიოს, რომლებსაც რეკომენდაციას ამერიკელები მისცემენ. ამგვარად, ივანიშვილმა შური იძია სააკაშვილსა და მის თანამზრახველებზე, დაიკმაყოფილა საკუთარი თავმოყვარეობა, ხოლო ამერიკელებმა მიიღეს სასურველი პარლამენტი. თუ ეს ვერსია მართალია, მაშინ ივანიშვილი მართლაც გადადგება. მან მიზანს მიაღწია, მაგრამ ხალხი მის წასვლას შეაფასებს, როგორც არასერიოზულობისა და უპასუხისმგებლობის უმაღლეს გამოვლინებას”.

* ალექსანდრე ჭაჭიას ვერსია გამართლდა _ ივანიშვილი გადადგა პრემიერის პოსტიდან და პარლამენტიც ისეთი მივიღეთ, როგორიც ამერიკელებს სურდათ: ხალხის რჩეულებმა დასავლეთიდან თავსმოხვეულ ანტიდისკრიმინაციულ კანონს ერთხმად დაუჭირეს მხარი.

უვიცი და ცინიკური საგარეო საქმეთა მინისტრი

(“საქართველო და მსოფლიო”, #20(207). 5-11 ივნისი, 2013.)

“საგარეო საქმეთა მინისტრი არც ერთი პარამეტრით არ შეესაბამება სადღეისოდ ესოდენ მნიშვნელოვან თანამდებობას. გავიგე, როგორ განაცხადა მან, რომ მისთვის სტალინი და ჰიტლერი ერთნაირი ბოროტებაა. ასეთმა უვიცობამ, ასეთმა ცინიზმმა, აზროვნების ასეთმა დაბალმა დონემ, უბრალოდ, გამაოგნა! მან არამხოლოდ ისტორიისა და ადამიანური მორალის საკითხებში სრული უმეცრება გამოავლინა, არამედ საკუთარ ხალხს, განსაკუთრებით უფროსი თაობის წარმომადგენლებს, ყველაზე დამსახურებულ თაობას _ დიდი სამამულო ომის ვეტერანებს შეურაცხყოფა მიაყენა. ნორმალურ სახელმწიფოში ასეთი თავხედური განცხადების შემდეგ მინისტრი თავის პოსტზე აღარ დარჩებოდა. მისი ადგილი არა მთავრობაში, არამედ იმ მაიმუნებს შორისაა, რომლებიც გორში სტალინის წაქცეული ძეგლის ფონზე პოზირებდნენ. საოცარია, რომ ეს გურამ ფანჯიკიძის ქალიშვილია. მე ვიცნობდი მამამისს, მახსოვს, როგორ მოდიოდა ხოლმე დავით ჩხიკვიშვილთან და მოჰქონდა ახალი, სადღაც აღმოჩენილი მასალები სტალინზე, რომლებიც ამ უდიდესი პიროვნების გენიალურობას ამტკიცებდა. მე არ ველოდი მისი ქალიშვილისგან ასეთ უზრდელობას, უკულტურობასა და პრიმიტივიზმს.

* ისეთი ადამიანი, როგორიც მაია ფანჯიკიძეა, საგარეო საქმეთა მინისტრობას რომ არ იმსახურებდა, ცოტა ხნის წინათ გამოჩნდა: მაია ფანჯიკიძემ, მისი ხელმძღვანელობით საგარეო უწყების წარუმატებულ მუშაობაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, სახელმწიფოს ინტერესები სიძის, ირაკლი ალასანიას, ინტერესებს ანაცვალა და პოსტიდან გადადგა.

ქართველობის გადასარჩენად!”

(“საქართველო და მსოფლიო”, #19 (206), 29 მაისი-4 ივნისი, 2013.)

“ქართველმა საზოგადოებამ უნდა განსაზღვროს ეროვნული ღირებულებებისა და პრიორიტეტების სისტემა. 15 წლის წინათ შევიმუშავე და გამოვაქვეყნე “საქართველოს ეროვნულ-სახელმწიფოებრივი განვითარების სტრატეგია”, რომელშიც ჩამოვაყალიბე ქვეყნის ეროვნული ინტერესები, მიზნები და ამოცანები განვითარების გარდამავალ პერიოდსა და პერსპექტივაში. მთავარ მიზნად ქართველი ერის ფიზიკური განადგურებისგან და ზნეობრივი დეგრადაციისგან დაცვა მივიჩნიე. მაშინვე დავასახელე ლოზუნგი პატრიოტული ძალებისთვის _ “ქართველობის გადასარჩენად!” შევარდნაძემ და მისმა კარის ინტელიგენციამ, შემდგომში კი სააკაშვილმა და მისმა გუნდმა მე “ნაციონალისტი” და “კრემლის რუპორი” მიწოდეს, პოლიტიკურმა ძალებმა, რომლებიც თავის თავს “ოპოზიციას” ეძახდნენ, მკვეთრად დაგმეს ჩემი “ანტიამერიკანიზმი” და “ანტიევროპეიზმი”. დღეს ის ჩემი ლოზუნგი კიდევ უფრო აქტუალურია, თუმცა, შესაძლოა, უკვე გვიანიცაა… თითქმის მთელი პოლიტიკური სპექტრი და საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი განაგრძობს ზურაბ ჟვანიას ბოდვითი განცხადებით ხელმძღვანელობას: “მე ვარ ქართველი, მაშასადამე, ვარ ევროპელი!”. სააკაშვილი და მისი ცხვირმოუხოცავი თანამზრახველები 10 წელი უდებდნენ ხალხს თავში, რომ საქართველო “ბრუნდება” ევროპაში, რომ ჩვენ ევროპული საზოგადოების განუყოფელი ნაწილი ვართ და ა. შ. ამისთვის ჩამოჰყავდათ აქ ვიღაც ევროპელი მასხარები _ მესამეხარისხოვანი ქვეყნების პრეზიდენტები, ევროპარლამენტარები, მოედნებზე სამარცხვინო შოუებს დგამდნენ…

საქართველო არასოდეს ყოფილა ევროპის ნაწილი და ევროპა არასოდეს თვლიდა საქართველოს თავის ნაწილად. ევროპულმა კულტურამ, ევროპულმა ღირებულებებმა საქართველოში მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში შემოაღწია რუსეთიდან. მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნის დასაწყისშითერგდალეულთა”, დიდი ქართველი განმანათლებლების დამსახურებით, ეს პროცესი გაძლიერდა. მაგრამ მაშინ ევროპა სწრაფად ვითარდებოდა, ევროპული ღირებულებები იყო ჭეშმარიტი პროგრესული ღირებულებები განათლებაშიც, მეცნიერებაშიც, ხელოვნებაშიც, ტექნიკაშიც, წარმოების ორგანიზებაშიც და საზოგადოებრივ ცხოვრებაშიც. დღეს ევროპა მძლავრად დეგრადირებს. ევროპული სახელმწიფოები აღარ არიან დამოუკიდებელი ეროვნული სახელმწიფოები თავისი ეროვნული ტრადიციებით, წეს-ჩვეულებებით, ზნეობრივი ნორმებით.

უმრავლესობის ნება _ დემოკრატიის საფუძველი _ აღარაფერს წყვეტს. იგი შეცვალა საგარეო პოლიტიკაში აშშ-ისა და საერთაშორისო კაპიტალის ნებამ, საშინაოში _ “უმცირესობათა” მოთხოვნებმა…

მულტიკულტურალიზმის პოლიტიკამ და მცდელობებმა, მომხდარიყო მილიონობით მიგრანტის ინტეგრაცია, კრახი განიცადა. კომფორტით განებივრებული ევროპელები, რომლებიც ორიენტირებულები არიან მოხმარებაზე, რომლებმაც დაივიწყეს ქრისტიანული პოსტულატები და მიეჩვივნენუმცირესობათა უფლებებისდაცვას, დაუცველები აღმოჩნდნენ ეროვნულად და რელიგიურად ერთსულოვანი მიგრანტების სათემოების უხეში ზეწოლის წინაშე, რომლებიც დაჟინებით და აგრესიულად ახვევენ თავს ევროპას საკუთარ ნორმებსა და ქცევის წესებსევროპელ ერებს, თუ მათ გადარჩენა სურთ, არ აქვთ სხვა გზა, გარდა იმისა, რომ დაუბრუნდნენ ეროვნულ სახელმწიფოებს და რადიკალურად შეცვალონ დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების შესახებ საკუთარი მოსაზრებები”.

* დასავლური თანამედროვე ღირებულებებისადმი გაუაზრებელი თაყვანისცემით ერი გადაგვარების გზას დაადგა. დღეს ახალგაზრდა თაობის დიდ ნაწილს ქართული მამაპაპური ტრადიციების დაცვა ჩამორჩენილობად მიაჩნია, დაბალია შობადობის, განათლებისა და სოციალური დაცვის დონე, დიდია მიგრაცია და, შესაბამისად, ერი გადაშენების პირასაა

მთავარი ზნეობრივი ორიენტირი _ ქრისტიანული მორალი

(“საქართველო და მსოფლიო”, # 21(208), 12-18 ივნისი, 2013.)

“ადამიანური მორალი იწყება იქ, სადაც ყალიბდება აკრძალვები. მორალი არის პრაქტიკულად აკრძალვათა სისტემა. ადამიანი ათასწლეულების წინათ მიხვდა, რომ იგი ვერ შექმნის საზოგადოებას, ტომს, ერს, ანუ ვერ გადარჩება, თუ არ შეზღუდავს თავისუფლებას. თავისუფლება შეზღუდვების გარეშე არის გზა პირუტყვობისკენ…

როგორც კი საზოგადოება სისუსტეს გამოიჩენს, გეიმოძრაობის მხარდასაჭერად გამოიყოფა უზარმაზარი თანხები და გეიაქტივისტები მოვლენ სკოლებში, უმაღლეს სასწავლებლებში, მოედებიან ტელევიზიებს, რადიოს, მასობრივი ტირაჟით გამოუშვებენ გაზეთებსა და ჟურნალებს, შემდეგ თავს მოგვახვევენ იუვენალურ იუსტიციას, რათა საბოლოოდ ჩამოაშორონ შვილები მშობლებს. 5-10 წლის შემდეგ ვეღარ ვიცნობთ ჩვენს საზოგადოებას, იგი სხვანაირი გახდება, მაგრამ ამითაც არ დასრულდება საქმე. უზნეობას, როგორც ცნობილია, საზღვარი არ აქვს

ერები, რომლებიც ამდასავლური ღირებულებებისკულტივირებას მიჰყოფენ ხელს, დეგრადირდებიან და დაიღუპებიან.

ევროპული ერები, ფაქტობრივად, მთავარი ზნეობრივი ორიენტირის _ ქრისტიანული მორალის გარეშე დარჩნენ. სურთ რა, არ დაკარგონ ადამიანური სახე, არ გადაიქცნენ პირუტყვებად, ბევრი იღებს დღეს ისლამს. მასობრივად გადადიან ისლამზე ეთნიკური ინგლისელები, ფრანგები, ჰოლანდიელები, გერმანელები. მათ ამ რელიგიაში იზიდავს სექსუალური გარყვნილების კატეგორიული უარყოფა, ოჯახის კულტი, ტრადიციების პატივისცემა, ბავშვების მაღალზნეობრივი აღზრდა. ნორმალური ხალხი ხვდება, რომ მხოლოდ ასეთ ღირებულებებზე დაყრდნობითაა შესაძლებელი ადამიანის, ოჯახის, ერის შენარჩუნება.

რაც შეეხება ევროპული სტრუქტურების ზეწოლას, ჩვენი საზოგადოება უნდა გათავისუფლდეს მათ წინაშე მონური თაყვანისცემისგან. სასაცილო და ამაზრზენი სანახავია, როგორ ჩამოდის თბილისში თაღლითების ჯგუფი ევროპარლამენტიდან და გვასწავლის მათი კანონებით ცხოვრებას. მცოდნე ხალხმა იცის, რომ ევროპარლამენტის, სულ ცოტა, ნახევარი მაინც დაკომპლექტებულია ავანტიურისტებით, მექრთამეებით, ჰომოსექსუალებით, ლესბოსელებით, რომლებმაც საკუთარ ეროვნულ სახელმწიფოებში პოზიტიური საქმიანობით თავი ვერ წარმოაჩინეს. ისინი დაკავებულები არიან ლობიზმით _ როგორც ოფიციალურით, ისე მექრთამეობაზე აგებულით. თავიანთ სახელმწიფოებში ქრთამის აღების ეშინიათ და იღებენ ისეთ პროვინციულ ქვეყნებში, როგორიცაა საქართველო, სადაც ამ პარლამენტარებს, როგორც კერპებს, ისე უყურებენ”.

* აი, ამას ამბობდა ბატონი ალექსანდრე 2013 წელს, როდესაც პარლამენტის მიერ ჯერ კიდევ არ იყო მიღებული ანტიდისკრიმინაციული კანონი, რომელიც საქართველოში ერთსქესიანთა ქორწინებების დაკანონებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია. დღეს ქვეყანაში ხდება დასავლურიღირებულებებისკულტივირება, რომელიც საფრთხეს უქმნის ოჯახის კულტსა და ეროვნულ ტრადიციებს.

არმიისა და დიპლომატიის როლი _ როგორ უნდა შეინარჩუნოს სახელმწიფოებრიობა საქართველომ

(“საქართველო და მსოფლიო”, #21 (208), 12-18 ივნისი, 2013.)

თუ ჩვენს ერსა და სახელმწიფოებრიობას შენარჩუნება უწერია, მას გადაარჩენს არა არმია, არამედ მეზობელი ქვეყნების ინტერესების გათვალიწინება, ამ ინტერესების საფუძველზე ფრთხილი საგარეო პოლიტიკური თამაში და საქართველოს გადაქცევა რეგიონში ძალთა და ინტერესთა ბალანსის მნიშვნელოვან ფაქტორად, ამიტომ გამუდმებით ვიმეორებ, რომ ყველაზე მნიშვნელოვან, მაღალკვალიფიციურ, ფინანსურად უზრუნველყოფილ და აქტიურ უწყებას საქართველოში უნდა წარმოადგენდეს არა თავდაცვის, არამედ საგარეო საქმეთა სამინისტრო. სწორედ დიპლომატია და არა არმია შეიძლება, გახდეს რეგიონში ჩვენი მნიშვნელობისა და უსაფრთხოების საფუძველი.

უკვე 20 წელია, ჩვენი ხელისუფლება ცდილობს, დაარწმუნოს ხალხი, რომ კეთილშობილი ამერიკელები ეხმარებიან საქართველოს პროფესიონალური არმიის ჩამოყალიბებაში ჩვენი თავდაცვის უზრუნველსაყოფად. არიან ადამიანები, რომლებსაც ეს სჯერათ, მაგრამ საზოგადოების საღად მოაზროვნე ნაწილი ხვდება, რომ ამერიკელები ჩვენს არმიას მხოლოდ იმიტომ აფინანსებენ, რომ თავიანთი ინტერესებისთვის გამოიყენონ მსოფლიოს სხვადასხვა ცხელ წერტილში, სადაც მათ ცოცხალი ძალა სჭირდებათ. ჩვენი პოლიტიკოსები იმით ამაყობენ, რომ ქართული კონტინგენტი ავღანეთში ყველაზე მრავალრიცხოვანია, ამერიკულის შემდეგ. მაგრამ ასე იმიტომ კი არ არის, რომ სხვა ქვეყნებს უფრო მცირერიცხოვანი ან ნაკლებად მომზადებული არმიები ჰყავთ, უბრალოდ, იმ ქვეყნების ხელისუფლებასა და საზოგადოებას, მათ შორის ნატოს წევრებისაც, არ სურთ ამერიკულ ავანტიურაში ჩათრევა და ისლამური სამყაროს სიძულვილისა და აგრესიის გამოწვევა. ჩვენ კი, მუსლიმანი ხალხების გარემოცვაში მყოფნი, ჯიუტად მივდივართ ამ თვითმკვლელობაზე.

მიმაჩნია, რომ საქართველო უნდა შეუდგეს რეგიონში იმ როლის შესრულებას, რომელიც მას ისტორიულად ერგო თავისი გეოპოლიტიკური მდგომარეობის, ბუნებრივი პირობების, მოსახლეობის ეროვნული და კონფესიური შემადგენლობის, ქართველი ხალხის, როგორც სახელმწიფოს წარმომქმნელი ერის, მენტალობის გამო. საქართველო მდებარეობს დასავლეთისა და აღმოსავლეთის გზაგასაყარზე, ცივილიზაციების გზაჯვარედინზე, ქრისტიანობისა და ისლამის შეხების ადგილას, მეტიც, ქრისტიანობის ძირითადი განშტოებების _ მართლმადიდებლობის, კათოლიკობის, გრიგორიანობისა და ისლამის ძირითადი განშტოებების _ სუნიტებისა და შიიტების შეხების ადგილას. აქვე ისტორიულად არსებობს იუდაიზმი, ასევე ქურთების, იეზიდების, ასირიელებისა და მთელი რიგი ხალხების რელიგიები. და მიუხედავად ამისა, ისტორიას არ ახსოვს, რომ საქართველოში რელიგიური უთანხმოების ნიადაგზე მომხდარიყოს სერიოზული შეტაკება, მით უფრო რელიგიური ომები. ამიტომ საქართველო, ღვთისა და ისტორიის ნებით, წარმოადგენს ბუნებრივ მოედანს კონფესიათაშორისი, ეროვნებათაშორისი, ცივილიზაციათაშორისი ურთიეთობების შესწავლისთვის, ანუ თანამედროვე მსოფლიოში ადამიანური არსებობის ამ ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტების შემეცნებისთვის.

იდეალურ შემთხვევაში, საქართველო შეიძლება იქცეს დემილიტარიზებულ ქვეყნად, თანამედროვე მსოფლიოს უმნიშვნელოვანესი პრობლემების შემსწავლელ ლაბორატორიად, რეგიონში წამოჭრილი სერიოზული საკითხების დასარეგულირებლად საერთაშორისო შეხვედრების ადგილად, სადაც მთელი რიგი მსხვილი საერთაშორისო ინსტიტუტები განთავსდებიან. სწორედ სხვადასხვა ხალხებთან და რელიგიებთან მრავალსაუკუნოვანი თანაცხოვრების გამოცდილების გამო საქართველოს შეუძლია, დიალოგების არენად იქცეს ისეთი საკითხების გადაწყვეტაში, როგორიცაა თურქულ-ქურთული, სომხურ-აზერბაიჯანული, ირანულ-თურქული, ირანულ-აზერბაიჯანული, თურქულ-სომხური პრობლემები, რამეთუ საქართველოში თითოეული მხარე დაინახავს მონათესავე გარემოს უკონფლიქტო თანაცხოვრების ჩვენეული გამოცდილებით. მსგავსი საქმიანობისთვის უზარმაზარი პერსპექტივები არის ჩრდილოეთ კავკასიაშიც. რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებით ჩვენ შევძლებდით მათ არსებით დახმარებას პრობლემების დარეგულირებაში, რომლებიც მუდმივად წარმოიშობა ხოლმე საქართველოსთან ისტორიულად მრავალი ძაფით დაკავშირებულ ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებს შორის.

საქართველოს აქვს ასევე ყველა წინაპირობა, რომ მსოფლიო კონფესიათა შორის დიალოგის ადგილი გახდეს. ასეთი როლი _ ჟენევის როლი ჩვენს რეგიონში _ უზრუნველყოფდა საქართველოს საჭიროებას ყველა მეზობელი სახელმწიფოსთვის, შესძენდა მას პატივისცემას და შეუქმნიდა ავტორიტეტს რეგიონის ხალხებში, რაც თავისთავად უზრუნველყოფდა ჩვენს უსაფრთხოებასსაერთოდ, მიმაჩნია, რომ საქართველოს მომავალი ეკონომიკური განვითარება უნდა ემყარებოდეს ინტელექტუალურ, მეცნიერებატევად დარგებს. მაგალითად, ჩვენ ჯერჯერობით მთლიანად არ დაგვიკარგავს საბაზო პოტენციალი ბიოტექნოლოგიის, მიკროელექტრონიკის, ფარმაცევტიკის განსავითარებლად. ამასთან, საქართველოს თავისუფლად შეუძლია, იქცეს საერთაშორისო მნიშვნელობის სამედიცინო-სარეაბილიტაციო ცენტრად მაღალი კლასის კლინიკებითა და სანატორიული ბაზით. დღესაც კი საქართველოში მკურნალობაზე მოთხოვნა კავკასიაში საკმაოდ მაღალია; ამ დარგში ფულის ჩადება მნიშვნელოვან მოგებას მოიტანს. გარდა ამისა, საქართველოს შეუძლია, გახდეს მეზობელი ხალხებისთვის მათი კულტურული მიღწევების დემონსტრირების ადგილი: აქ შესაძლებელია საერთაშორისო თეატრალური და კინოფესტივალების, სამხატვრო გამოფენების, მუსიკალურ ღონისძიებათა ჩატარება; ჩვენ ხომ გვქონდა ამის გამოცდილება, უბრალოდ, საჭიროა, აღვადგინოთ და გავაღრმაოთ იგი.

არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ საბჭოთა პერიოდში არსებობდა ქართული მათემატიკური სკოლა, ქართული ფსიქოლოგიური სკოლა. ბევრ ერს არ შეუძლია მოიწონოს თავი ეროვნული სამეცნიერო სკოლებით. ჭკვიანური მიდგომით ყველაფერ ამის აღორძინება შეიძლება, ყველაფერ ამაზე არის მოთხოვნა თანამედროვე მსოფლიოში, ყოველივე ეს საქართველოს მოუტანს პოზიტიური, ეფექტურად განვითარებადი ქვეყნის სახელს, ხოლო ქართველებს _ თანამედროვე, ინტელექტუალური ერის რეპუტაციას, რომელიც ტრადიციულ ღირებულებებზე დაყრდნობით მეცნიერებასა და კულტურას ავითარებს.

დღეს ჩვენ კრიტიკულ მდგომარეობაში ვართ, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ ჯერ კიდევ გვაქვს შანსი, ავაშენოთ ისეთი საქართველო, როგორზეც ვოცნებობდი”.

*ომითა და შეიარაღებული კონფლიქტებით რომ ვერაფერს გავაწყობთ, 2008 წლის აგვისტოშიც დადასტურდა. ამიტომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნება და, საერთოდ, გადარჩენა კეთილმეზობლური ურთიერთობებით (უწინარესად _ რუსეთთან), ინტერესთა გათვალისწინებით და ამ მიმართულებებით საგარეო პოლიტიკის გააქტიურებით უნდა მოვახერხოთ.

მოამზადა

გიორგი გაჩეჩილაძემ

P.S. ცნობილი პოლიტოლოგის _ ალექსანდრე ჭაჭიას პოლიტიკური პროგნოზები საქართველოში პროცესების განვითარების შესახებ ზედმიწევნით ზუსტი აღმოჩნდა. ბოლო წლებში ის არაერთხელ მოუწოდებდა ხელისუფლებას მისი თვალსაზრისის გათვალისწინებისკენ, მაგრამ მისი მოწოდებები რჩებოდახმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა”.

ნათქვამია, კარგ მთქმელს კარგი გამგონი უნდაო

 

2 COMMENTS

  1. Анализ происходящих событий, как обычно бывает у автора, которого я уважаю, разумный и глубокий. Размышления о будущем Грузии и формах её осуществления – иллюзорны и прекрасны.
    Версия о приходе к власти и уходе из власти Иванишвили – великолепна! Я сам её придерживаюсь. Добавлю только, что Иванишвили был "вынужден" ступить на стезю политика, чтобы элементарно сохранить свои деньги: он увидел, почувствовал опасность, что катастрофически теряет большие деньги…

  2. Bატონ Aლექსანდრე ჭაჭიას ანალიზი ,YოველთVის აღფრთოვანებას და მომწიწებას იწვევდა ჩემში,ის ნაღდი,მოაზროვნე ქართუა ,თავისი ღირსებით,
    განათLებით,წარმომავლობით.
    როდესაც ასეთი გონიერი ადამიანების ნააზრევს Vისმენ ან ვკითXულობ ,მეამაყება,მესითბოებამიხარია და მომავლის იმედი მესახება.

    Mადლობა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here