Home რუბრიკები საზოგადოება გაჩიანი პარიზში ხომ არ გეშლებათ, “ფარმადეპოს” ბოსებო?! ანუ ჯოჯუები და აბრამი(ძი)ს “ბატკნები”...

გაჩიანი პარიზში ხომ არ გეშლებათ, “ფარმადეპოს” ბოსებო?! ანუ ჯოჯუები და აბრამი(ძი)ს “ბატკნები” “ფარმადეპოში”

1342

“ფარმადეპო _ უკეთესი ცხოვრებისათვის!” _ ამ სარეკლამო ლოზუნგით იწონებს თავს ქართული ფარმაცევტული კომპანია “ეი-ბი-სი ფარმაცია” საქართველოს მოსახლეობის თვალში, მოსახლეობისა, რომელსაც, წლებია, მოკლევადიანი (როგორც “ფარმადეპოს” ხელმძღვანელობა უწოდებს), ანუ, მარტივად და გასაგებად რომ ვთქვათ, ვადაგასული და დაძველებული წამლებით “წამლობს”.


ფარმაკოლოგია ბერძნული სიტყვაა და წამალთმცოდნეობას ნიშნავს. უფრო ზუსტად, ბერძნულში შევიდა გერმანულიდან, ხოლო გერმანულში შეიტანეს ეგვიპტური ენიდან, სადაც იეროგლიფიფარმაკი” _ განკურნების მომნიჭებელს ნიშნავს. როგორ განკურნავს “ფარმადეპო” გაუბედურებულ და დაავადებულ საქართველოს მოქალაქეებს ისეთი ვადაგასული წამლებით, როგორიც მის ქსელში მამასისხლად იყიდება? მაგალითად, ნოოტროპული საშუალება ლუცეტამი, რომელსაც ვადა გასდიოდა ოქტომბერში, დახლზე იდო 29 ოქტომბერს და იყიდეს, სხვათა შორის, დილის 10 საათსა 27 წთ-ზე. ესაა თქვენი ევროპული სტანდარტი და ფარმაციის განვითარების ევროპული გზა “მამა აბრამის ბატკანო” მ. აბრამიძევ? თუ აზერბაიჯანიდან შემოზიდულ წამლებს შენი “კომპასი” ევროპულად აღიქვამს? იქნებ გაჩიანი პარიზში გეშლებათ, “ფარმადეპოს” ბოსებო?! გასაყიდად დახლზე, აგრეთვე, იდო ონკოლოგიური წამალი ემტექსატი, რომელსაც ვადა ასევე ოქტომბერში გაუვიდა. რა “ბედნიერები” იქნებოდნენ ის ონჰკოლოგიური ავადმყოფები, რომლებიც ამ წამლებს “ფარმადეპოს” უკეთესი ცხოვრებისთვის” შეიძენდა?! “ფარმადეპოს” აფთიაქების დახლებზე იდო მოკლევადიანი, ანუ ვადაგასული დიპროსალიკის ლოსიონი და ა. შ. აღარაფერს ვამბობ წამლებზე, რომლებზეც შტრიხკოდები ხელითაა დაწებებული! ესეც _ ფარმაციის განვითარების ევროპული გზა საქართველოში, ანუ ვადა და ყავლგასული ე. წ. მოკლევადიანი ევროპული წამლები მეორადი ტანსაცმელივით თუ მეორადი საბურავებივით შემოაქვთ საქართველოში და განმკითხავი არავინ არის?! აი, ასეთი “წამლობით” მდიდრდებიანფარმადეპოსხელმძღვანელები . ბერიძე და . აბრამიძე, მათი კადრების უფროსი თეონა ჯოჯუა, რეგიონული სამსახურის უფროსი მარი ნინიაშვილი, ენრიკო ბერიძისყოვლისმცოდნენათესავი თინათინ მამუჭაძე. კარგად მოირგეს სააკაშვილისნაციონალურიხროვის მიერ 2009 წელს მიღებული კანონი მედიკამენტების პარალელური იმპორტის შესახებ და უცებ გამდიდრებულებს ცა ქუდად აღარ მიაჩნიათ და დედამიწა _ ქალამნად.

აღსანიშნავია, რომ “ფარმადეპოს” “ძვირფას” ხელმძღვანელობას ქსელში მომუშავე, დაშინებულ-დაბეჩავებულ პროფესიონალ პერსონალთან, დაახლოებით ათას ადამიანთან, შრომითი ხელშეკრულება არ აქვს გაფორმებული. ისინი არაფრად დაგიდევენ 2013 წლის 12 ივნისს პარლამენტის მიერ მიღებულ საქართველოს შრომის კოდექსს, რომელშიც წერია, რომ დამსაქმებელი ვალდებულია, სამი თვის ე. წ. გამოსაცდელი თუ ზეპირი ხელშეკრულების სამთვიანი ვადის გასვლისთანავე, დასაქმებულთან გააფორმოს წერილობითი ხელშეკრულება, ამ ხელშეკრულებაში კი დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის ურთიერთობის ყველა ნიუანსი უნდა იყოს აღნუსხული. საქართველოს პარლამენტმა შრომის კანონმდებლობაში ცვლილებები, უპირველესად, იმიტომ შეიტანა, რომ სააკაშვილის “ნაციონალურმა” ხროვამ მოსვლისთანავე გააუქმა შრომის ინსპექცია, რათა უფრო თავისუფლად შეძლებოდათ დასაქმებულთა მონური ექსპლუატაცია. როგორც ჩანს, “ფარმადეპოს” გაზულუქებული და უვიცი ხელმძღვანელობა ისევ “ნაცხროვის” დეპოშია ჩარჩენილი და შუა საუკუნეების მონათმფლობელური მეთოდებითა და 21-ე საუკუნის ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებით ახორციელებს დასაქმებულთა მონურ ექსპლუატაციას. თუ “ფარმადეპოს” რომელიმე თანამშრომელი მოითხოვს ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურებას ან თავისი კონსტიტუციური უფლებების დაცვას, მას სამსახურიდან ყოველგვარი რევერანსის გარეშე ათავისუფლებენ. კიდევ ერთი კრიმინალური კურიოზი “ფარმადეპოში”: კომპანიის ხელმძღვანელთა დავალებით, სპეციალური ოპერატორები ფარული ვიდეოკამერებით (ეს არ არის დაცვის პოლიციის კამერები) უთვალთვალებენ აფთიაქების პერსონალს _ ვინ რამდენი წუთის განმავლობაში იყო საწყობში ან ტუალეტში შესული და ა. შ. დიახ, ფარმადეპოს ბოსები საქართველოს მოქალაქეებს ფარულად და უკანონოდ უთვალთვალებენ. სწორედ ასეთი ფარული მიყურადება-გადაღების შედეგად, ანუ უკანონოდ ათავისუფლებენ პროფესიონალ კადრებს სამსახურიდან _ ჯოჯუებსა და ნინიაშვილებს ნინიას ბაღი ჰგონიათ აფთიაქი.

ორიოდე სიტყვაფარმადეპოს. . შიგა სამსახურებრივ სტანდარტზე, რომლითაც ხელმძღვანელობს ესძვირფასიფარმაქსელი: ერთერთ პუნქტში წერია, რომფარმადეპოსაფთიაქის თანამშრომელმა სამუშაოს დაწყების წინ ხელები აუცილებლად უნდა დაბანოს, ეცვას თეთრი ხალათი, რომელიც ტუალეტში შესვლის წინ უნდა გაიხადოს და გამოსვლისას ჩაიცვას. არადა, დიღომში . . რკინიგზის საავადმყოფოს პირველ სართულზე განთავსებულფარმადეპოსაფთიაქს არც ხელსაბანი აქვს და არც ტუალეტი! ყოველ შემთხვევაში, აქამდე არ ჰქონდა და, თუ ახლა დაიწყესუბორნიისამოთხრა მისმა ხელმძღვანელებმა, არ ვიცი. ხელის დასაბანად კიბედნიერმათანამშრომლებმა შინიდან უნდა მოიტანონ ტაშტი და წყალი!

გარდა ამისა, მათი სტანდარტით, “ფარმადეპოს” აფთიაქში მყიდველებს ყოველთვის უნდა ემსახურებოდეს 4-5 თანამშრომელი, რათა დარბაზი ცარიელი არ დარჩეს არც ერთი წუთით. მაგრამ ხელმძღვანელობა, ეკონომიის (ანუ ჯიბის გასქელების) მიზნით, ოთხი-ხუთი ფარმაცევტის ნაცვლად, ორს (ზოგჯერ ერთსაც) ამუშავებს, ხოლო ხელფასზე დანამატის გაცემისგან თავს იკავებს, პირიქით _ ყოველთვიურად აკლებს.

მეგონა, ეს დარღვევები პირველმა მე აღმოვაჩინე “ფარმადეპოში”, მაგრამ ჩემამდე თურმე სხვებსაც გაუმახვილებიათ ყურადღება. მაგალითად, საქართველოს პროფკავშირების თავმჯდომარეს, ბატონ ირაკლი პეტრიაშვილს საკონსტიტუციო სასამართლოში აქვს სარჩელი შეტანილი ფარმაცევტულ კომპანიებსა (მათ შორის, “ფარმადეპოში”) და ბანკებში არსებული კონსტიტუციური დარღვევების გამო.

სხვათა შორის, ასეთ დარღვევებზე არაერთხელ განაცხადა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებამაც, რომელიც გერმანიის ფედერალური მთავრობის დავალებით სამართლებრივი რეფორმების მიმართულებებზე მუშაობს საქართველოში.

მივმართავ საქართველოს მთავრობას, უპირველესად, ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს, წამლის ხარისხის კონტროლის სამსახურს, საგადახადო ინსპექციას, ფინანსურ პოლიციასა და მთავარ პროკურატურას:

1. როგორც ჩანს, საქართველოში ბობოქრობს ფარმამაფია, ქვეყანაში მასობრივად შემოედინება მოკლევადიანი თუ ვადაგასული მედიკამენტები, აპარატურა, რომელთა გასაღებასაცფარმადეპოსხელმძღვანელები თავიანთი აფთიაქების ფარმაცევტებს აიძულებენ. წინააღმდეგ შემთხვევაში ხელფასებს აკლებენ, ამცირებენ, სამსახურიდან აგდებენ;

2. “ფარმადეპოშიდარღვეულია შრომის კოდექსის მოთხოვნები და დაახლოებით ათას თანამშრომელთან წერილობით არ არის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის. ამ ქსელში მომუშავე პერსონალი დამონებულია, მაგრამ ვერაფერს ამბობს სამსახურის დაკარგვის შიშით;

3. “ფარმადეპოს” ზოგიერთ აფთიაქში არ არის ტუალეტი და ხელსაბანი. ამით ირღვევა სანიტარული და ჰიგიენური ნორმები, მით უმეტეს, რომ მომსახურე პერსონალს შეხება აქვს ქიმიურ ნივთიერებებთან, ონკოლოგიურ წამლებსა და ავადმყოფებთან. მასობრივი სახე აქვს ევროპიდან იაფი, ე. წ. მეორადი წამლების შემოტანას და მამასისხლად, ხშირად 100, 200 და 300%-იანი ნამატით ავადმყოფებისთვის მიყიდვას;

4. დაუყოვნებლივ აღდგეს შრომის ინსპექცია. ამის შესახებ ბრძანა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავის ერთ-ერთ გამოსვლაში და დავალება მისცა ჯანდაცვის მინისტრს, რომელიც, როგორც ვიცი, ეთანხმება ამ საკითხის დადებითად გადაწყვეტას.

დანარჩენი კი მოკვლევის, გამოძიების საქმეა. იმედია, ბოლო პერიოდში გააქტიურებული სამართალდამცავები წარმატებით გაართმევენ თავს დაკისრებულ მოვალეობას.

სიმართლისთვის ბრძოლა ყველა ბრძოლაზე წმიდათაწმიდაა. ვისთვის სიმართლისთვის ბრძოლაა ცხოვრების მიზანი და წამალი და ვისთვის _ წამალი მხოლოდ ფულის შოვნა-დაგროვების საშუალება!

ვაჟა ოთარაშვილი,

ილია ჭავჭავაძის, ლადო ასათიანის,

 გალაკტიონ ტაბიძის პრემიების ლაურეატი

 

1 COMMENT

  1. ავერსი გიხდით თუ პსპ ფარმადეპოს ანტირეკლამაში და სახელის გატეხვაში. არასოდეს შემხვედრია ვადაგასული წამალი ფარმადეპოში, ყოველთვის ფარმადეპოს ვამჯობინებ დანარჩენ უვარგის ქსელურ აფთიაქებეს. ფარმადეპომ დააგდებინათ ფასები სხვა ქსელებს. და ისევ და ისევ ხელს უშლით როგორც ჩანს ფარმადეპო მილიონების მოგებაში და ხალხის ჯიბიდან ამოგებაში დანარჩენ ქსეულურ აფთიაქებს. თქვენ რა არ გინახიათ ავერსის მეტროს აფთიაქები? რა მათ ჰქონდათ საპირფარეშო ან ხელის დასაბანის საშუალება?

  2. ქალბატონო ქეთევან თქვენ შემთხვევით ფარმადეპოელი ხომ არ ბრძანდებით????? რაღაც ლამაზად ჭიკჭიკებთ, აღმართ დაღმართი ძმაკაცები არიან, აგორებას – დაგორება მოსდევს 😉

  3. როგორ უნდა აქებდეთ ქალბატონო ქეთი ისეთ აფთიაქს როცა არ იცით თუ როგორ ფაშისტურად ექცევიან ფარმაცევტებს ფარმადეპოში???!!! ეს ბატონი მართალს ბრძანებს,ყოველი მისი სიტყვა აქ დაწერილი სრული სიმართლეა! იმედია ამას სათანადო რეაგირება მოყვება! ასეთი შემთხვევა ხშირად გამიგია პირადად ფარმადეპოში შეძენილ ვადაგასულ მედიკამენტებზე.ხალხიც ადვილად ტყუვდება როცა ვითომდა გრანდიოზული ფასდაკლებით იზიდავს ფარმადეპო მომხმარებელს,კარგად დააკვიდით ხოლმე კოლოფზე მითითებულ ვადას! 2-3 დღე რომ აქვს მედიკამენტს ვადა დარჩეინილი ასეთი წამალი უნდა იყიდებოდეს აფთიაქში და ამით უნდა ატყუებდეს ფასდაკლებით მომხმარებელს ფარმადეპო???!!! ხალხნო გაახილეთ თვალი რაა!!!

  4. ფარმადეპოში ვადაგასული მედიკამენტები არასოდეს გაყიდულა,ხოლო თუ წამალს ვადა ეწურება,ამის შესახებ ყოველთვის ხდებოდა და ხდება მომხმარებლის ინფორმირება და ეს უკვე მისი გადასაწყვეტია,შეიძენს თუ არა.ეს ერთი,მეორე, ევროპული სტანდარტები თუ გვინდა ბ-ნო ვაჟა ,ცარიელი დარბაზით მომხმარებლის მომსახურება როგორ წარმოგიდგენიათ?
    ფარმადეპო ერთ-ერთი ყველაზე ჰუმანური კომპანიაა ფარმაცევტულ კომპანიებს შორის,პირველმა მან დაწია ფასები საქართველოში წამლებზე და არავინ არავის არაფერს აიძულებს,უბრალოდ ყველა კომპანია საკუთარ ინტერესებს იცავს

  5. ოჰ, ქეთის შემდეგ ახალი ყლორტი აღმოცენდა, ნინო. 🙂
    ეხლა რა მინდა გითხრა ჩემო კარგო, შენც რომ ფარმადეპოელი ხარ ეს უკვე ფაქტია. მაგრამ აზროვნების და რეალობის დანახვის უნარი რომ არ გაგაჩნია ესეც ნათელია. ეს სტატია სულ სხვა თემას ეხება მაგრამ შენს გადახვეულ თემასაც გავცემ პასუხს. სტატიაში მოხსენიებულია 2009 წლის კანონი, რაც ფარმადეპოზე მოერგო. რამაც მთელი ფარმაცია ააყირავს.რა შემოაქვს აზერბაიჯანიდან კაცმა არ იცის. აი თქვენი ევროპული ხარისხი!!! ბაზარზე არსებული ყველა მედიკამენტი შემოიტანა აზერბაიჯანიდან, ხარისხი კაცმა არ იცის. წარმომავლობა არ გააჩნია, ანუ შტიხკოდი. ამან გამიწვია სწორედ ფასების დავარდნა. ეს ერთი! ეხლა მეორე, რა იფიქრეთ ფარმადეპოში? ვაჯა ოთარაშვილი ენას მოიფხანს და გაჩუმდება მეტი რა უნდა დაგვაკლოსო? ხომ შეგისრულათ!!! ეხლა იხადეთ ჯარიმები. თუ თქვენს წარმოსახვაში ფარმადეპო ასეთი კარგი კომპანიაა რატომ დაჯარიმდა? თან მერამდენედ. 🙂

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here