Home რუბრიკები საზოგადოება ელიზბარ ჯაველიძე: სოროსმა განათლების სისტემის დაშლა დაიწყო კახა ლომაიას ხელით და ამ...

ელიზბარ ჯაველიძე: სოროსმა განათლების სისტემის დაშლა დაიწყო კახა ლომაიას ხელით და ამ პროცესში ბევრ სხვა ადამიანთან ერთად მარგველაშვილიც მონაწილეობდა

523

15 ნოემბერს, “ნაცების” აქციის დღეს, საქართველოს ჯორჯ სოროსი ეწვია. მისი ჩამოსვლის მიზეზად ფონდ “ღია საზოგადოება _ საქართველოს” 20 წლის იუბილე დასახელდა. საქართველოში მოქმედმა ანტიგლობალისტური ორგანიზაციების წარმომადგენლებმა კი განაცხადეს, რომ სოროსი საქართველოში დირექტივების გასაცემად ჩამოვიდა. ამაზე ფაქტები მეტყველებდა _ სოროსი საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერს შეხვდა; ამას გარდა, ხუთ უნივერსიტეტში ლექციები ჩაატარა. რისთვის ჩამოვიდა ჯორჯ სოროსი? გასცა თუ არა დირექტივები? სურდა თუ არა ნიადაგის მოსინჯვა არეულობის მოსაწყობად? _ ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე აკადემიკოსი, “ანტისოროსული მოძრაობის” დამფუძნებელი ელიზბარ ჯაველიძე გვესაუბრება.


_ ბატონო ელიზბარ, 15 ნოემბერს საქართველოს კვლავ ესტუმრა ჯორჯ სოროსი. ის, გარდა იმისა, რომ ხუთ უნივერსიტეტში ლექცია წაიკითხა, პრეზიდენტსა და პრემიერსაც შეხვდა

_ სოროსი არის გაქნილი გაიძვერა და აფერისტი. ეს ჩემი სიტყვები არ არის, ასე მას ბევრ ქვეყანაში მოიხსენიებენ. ამ ადამიანის სახელს უკავშირდება საქართველოში განათლების სისტემის ნგრევა. სოროსი თვლის, რომ მოდის ჩვენს ქვეყანაში, რათა თავისუფალ სივრცეში გაგვიყვანოს. მას ეკუთვნის ფრაზაბევრი ფული აკეთებს დიდ პოლიტიკას”, რომელიც პირდაპირ მიმართულია მცირერიცხოვანი ერების გადასაგვარებლად. სოროსმა საქართველოში მოღვაწეობა შევარდნაძის პერიოდში დაიწყო. იმხანად მისი ფონდის ხელმძღვანელი სასამართლო სისტემის მიმართულებით გახლდათ კოტე კუბლაშვილი, რომელიც დღესაც იმავე საქმიანობას ეწევა. სწორედ კუბლაშვილი უნაწილებდა მოსამართლეებს სოროსის ფულს: დაბალი რანგის მოსამართლეებს 200 დოლარს უხდიდა, უფრო მაღალ საფეხურზე მდგომს _ 1000 დოლარს და ასე თანდათან იზრდებოდა თანხა. ამით იმის თქმა მინდა, რომ ნაძირალა სოროსმა ჯერ სასამართლო სისტემა მოისყიდა და შემდეგ გადავიდა განათლების სისტემაზე. თავის დროზე მრავალი ქვეყნიდან გამოძევებულმა ფრთები საქართველოში გაშალა.

_ ბევრი ადამიანი ამბობდა, 15 ნოემბერს სოროსი დირექტივების გასაცემად ჩამოვიდაო. რა გარანტია გვაქვს, რომ მართლაც ასე არ არის? მით უმეტეს, რომ შეხვედრები მაღალ დონეზე ჰქონდა.

_ რა თქმა უნდა, ის ამ ჩვევას არ მოიშლის. კარგად მახსოვს ჟვანიასა და სააკაშვილზე რომ თქვა, ეს ყმაწვილები დავაფინანსე და ახლა დავაკვირდები, ჩვენს იმედებს გაამართლებენ თუ არაო. სააკაშვილმა მისი იმედი გაამართლა და საქართველო დაანგრია. შემდეგ ურთიერთობა აერიათ, რადგან ფულის შოვნაში სააკაშვილს ხელი ეშლებოდა, მაგრამ, ურთიერთობის დაძაბვის მიუხედავად, ქვეყნის უკუსვლა კვლავ გრძელდებოდა. სოროსმა განათლების სისტემის დაშლა დაიწყო კახა ლომაიას ხელით და ამ პროცესში ბევრ სხვა ადამიანთან ერთად მარგველაშვილიც მონაწილეობდა. ქვეყნის ამჟამინდელი პრეზიდენტიც სოროსის ფონდის წამოჩიტული და აქტიური თანამშრომელი იყო, ის რამდენიმე წიგნის ავტორიც გახლავთ, რაც იმას ნიშნავს, რომ სოროსთან ფინანსურად არის დაკავშირებული.

სოროსის ვიზიტი ნიადაგის მოსინჯვის მცდელობა მგონია, მაგრამ ირაკლი ღარიბაშვილს არ ვცნობ ისეთ კაცად, სოროსის რჩევები გაითვალისწინოს.

აი, რაც შეეხება იმ ადამიანებს, რომლებიც 15 ნოემბერს ქუჩაში იდგნენ და დანარჩენ ქართველებს ეროვნულობისკენ მოგვიწოდებდნენ, მათი საქციელი  ნამდვილად სამარცხვინო იყო. მათ, როგორც უნდა გაიხეხონ კბილები და პირი, უფლება არ აქვთ, საქართველო ახსენონ, რადგან, ვიდრე ქვეყნის სათავეში იყვნენ, ერთხელაც არ უთქვამთ სიტყვა სამშობლო. ამ ნაძირლებმა ახლა მოინდომეს, თავი პატრიოტიზმს შეაფარონ. თუ სააკაშვილი პატრიოტია, მე ჩინეთის იმპერატორი ვყოფილვარ!

_ ბიძინა ივანიშვილმა ხელისუფლებაში მოსვლის წინ თქვა, თქვენ სოროსი რომ გეგონათ, მე ვიყავი, სწორედ მე ვაფინანსებდინაციონალურ მოძრაობასო”…

_ კი, ივანიშვილმა ეს აღიარა. თავდაპირველად, სოროსი აფინანსებდა ყველას და ყველაფერს, ის უხდიდა ხელფასს მინისტრებს, მისი ინტერესის განსაკუთრებულ სფეროს, როგორც გითხარით, განათლების სისტემა წარმოადგენდა. გარკვეული პერიოდის შემდეგ კი ივანიშვილის ფინანსებმა სოროსის ფული ჩაანაცვლა. მოგეხსენებათ, “ფულს ვინც იხდის, მუსიკასაც ის უკვეთს”, სოროსის დაფინანსებულია და დღემდე ფინანსდება ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და არა მხოლოდ ეს ორგანიზაცია.

არ გამოვრიცხავ, რომ ამ გაიძვერა კაცის ჩამოსვლა პროვოკაციების მოწყობისთვის სჭირდებოდათ, თუ, რა თქმა უნდა, დიდი მასშტაბის მიტინგს გამართავდნენ.

როდესაც “ანტისოროსულ მოძრაობას” ვაფუძნებდით, ამ სახელით რეგისტაციაში არ გაგვატარეს, გვითხრეს, ეს არ შეიძლებაო. ამის შემდეგ დიდი მიტინგი გავმართეთ ამერიკის საელჩოსთან, რომელსაც ჩვენი მომხრეების დაპატიმრება მოჰყვა. როგორც თქვენ არ დაგსიზმრებიათ შეთქმულების მოწყობა, ისე იმ თორმეტ ადამიანს, რომლებსაც რამდენიმე წელი ციხეში გაატარებინეს. აი, ასეთი გავლენა ჰქონდა ხელისუფლებაზე სოროსს.

_ სოროსი არ წარმოადგენს რომელიმე სახელმწიფოს, ის არ არის ოფიციალური პირი, ნუთუ არ შეიძლებოდა, ჩვენი ქვეყნის პირველ პირებს მასთან შეხვედრა თავიდან აერიდებინათ?

_ მართლია, ის არ არის ოფიციალური პირი, მაგრამ ამერიკის პოლიტიკას დიდწილად სწორედ სოროსი განსაზღვრავს, ამიტომ მისი მხარდაჭერა, როგორც ჩანს, ხელისუფლებისთვის ბევრს ნიშნავს, მისი მხარდაჭერა ამა თუ იმ კანდიდატის გამარჯვებას ნიშნავს.

_ რადგან ასეა, . . ის ახალი ხელისუფლების მხარდამჭერადაც შეიძლება განიხილოთ? შარშან, ზუსტად ამ პერიოდში, სოროსი ივანიშვილსაც ესტუმრა ოჯახში.

_ ვერაფერს გეტყვით. სიმართლე გითხრათ, ჯერ მათ ქმედებაში ვერ ვხედავ იმ ელემენტებს, რომლებიც სოროსის პოლიტიკისთვის არის დამახასიათებელი, ანუ რომელიმე ობიექტის განადგურება, მაგრამ სიფხიზლე მართებთ, რადგან ლიბერალებისთვის, რომლებიც დღეს პოლიტიკაში არიან, სოროსი ძალიან დიდი ავტორიტეტია. გაირკვა, რომ ის ალასანიას მხარდამჭერიც არის. როგორც ჩანს, თავდაცვის მინისტრის წასვლაც გეგმის ნაწილი იყო და დიდ არეულობას ელოდნენ, მაგრამ, მიუხედავდ იმისა, რომმიშისტიტელევიზიები აცხადებდნენ, “ათასობით ათასიადამიანია მოსული მიტინგზეო, რეალურადმიხუინებმახალხი ვერ გამოიყვანეს, “ნაცებმაჩაისვარეს!

სოროსის ჩამოსვლით ამჯერად ქვეყანაში ბევრი არაფერი შეიცვლება, მისი ჩამოსვლით არავის არაფერი მოუგია. ის შეხვდა სტუდენტებსაც, მაგრამ თითო-ოროლა ბავშვის გადაბირებით ფონს ვერ გავლენ.

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here