Home რუბრიკები პოლიტიკა ვასილ ჭიჭინაძე: თუ ამერიკის ელჩის გარეშე ნაბიჯის გადადგმა არ შეგვიძლია, მაშინ ვაღიაროთ,...

ვასილ ჭიჭინაძე: თუ ამერიკის ელჩის გარეშე ნაბიჯის გადადგმა არ შეგვიძლია, მაშინ ვაღიაროთ, რომ დამოუკიდებლები არ ვართ!

511

ქვეყანაში დაძაბული ვითარებაა, პოლიტოლოგები და პოლიტიკოსთა ერთი ნაწილი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებზე ალაპარაკდნენ, საუბარია, აგრეთვე, საგარეო პოლიტიკის გადახედვის აუცილებლობაზეც… რა გვინდა? საით მივდივართ? _ ეს შეკითხვები, ბოლო რამდენიმე კვირაა, აშკარად გამოიკვეთა. გვესუბრება დიპლომატი ვასილ ჭიჭინაძე.


_ ბატონო ვასილ, რამდენიმე თვის წინათ ჩვენს გაზეთთან ინტერვიუშიიწინასწარმეტყველეთყველაფერი, რაც დღეს ქვეყანაში ხდება. კერძოდ, ის, რომ კოალიცია დაიშლებოდა, თანაც ამას ალასანია დაიწყებდა, შემდეგ კი რესპუბლიკელებიც მიჰყვებოდნენ.

_ კი, ზუსტად ასე ვთქვი და მოხდა კიდეც. რესპუბლიკელები რიგში დგანან, მათ ივანიშვილი აღარ ენდობა, ქვეყანა ახალი არჩევნების მოლოდინშია, ამიტომ რესპუბლიკელები ალასანიას მხარეს გადავლენ. ხომ ნახეთ, _ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე “თავისუფალი დემოკრატების” ყრილობაზე მივიდა, არადა, მას იქ მისვლა არ ეკუთვნოდა.

_ ყრილობაზე უსუფაშვილის მისვლა შეთანხმებული არ იყო?

_ მეეჭვება, შეთანხმებული ყოფილიყო. თუ გახსოვთ, ძმები ბერძენიშვილების განცხადება, პარლამეტსა და მთავრობაში საკმაო რაოდენობით ვართ წარმოდგენილები და, როგორც ვხედავთ, გადაწყვეტილებებს ჩვენ გარეშე იღებენო. ეს განცხადება ალასანიას მოხნისას განაცხადეს.

ქვეყანაში ძალიან ცუდი პოლიტიკური ვითარებაა დაქართულმა ოცნებამიმისთვის, რომ უმრავლესობა შეენარჩუნებინა, “ნაცებიშეიერთა, თანაც დავით საგანელიძემ საოცარი განმარტება გააკეთა: შეცდომა დაუშვეს, მაგრამ საშუალება მივცეთ, გამოსწორდნენო. მინდა, საგანელიძეს ვკითხო, მიშამ რა დააშავა? იქნებ იმასაც მივცეთ საშუალება, შეცდომები გამოასწოროს? ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ ამ ძალას დაეყრდნობოდნენ, ღრმა კრიზისში ვართ. შეხედეთ, ვინ დანიშნეს მინისტრებად! ეს თავდაცვის მინისტრი გამზადებული ჰყოლიათ, შეიძლება კარგი კადრია, მაგრამ ასე უცებ საიდან მოიყვანეს? ან შეიძლებოდა საგარეო საქმეთა მინისტრად ამ ქალის დანიშვნა? ყველა მთავრობის დროს მინისტრის მოადგილე იყო, მაგრამ ეს კიდევ არაფერი: იმის შემდეგ, რაც გააკეთა, მისი მინისტრობა არ შეიძლებოდა. უცხოელები საქართველოში მიმდინარე პროცესებს თვალყურს ადევნებენ და თამარ ბერუჩაშვილი, ქალი, რომელმაც ერთ დღეში რამდენიმეჯერ შეცვალა გადაწყვეტილება, უცხოელების ნდობას მოიპოვებს?! მას ყოველთვის არამყარი პარტნიორის სახელი ექნება. დიპლომატიაში ნდობის ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანია. ქვეყანაში დიპლომატების მეტი რა გვყავს, თანაც ძალიან კარგები და საქმის მცოდნეები. ფაქტია, რომ მთავრობა მართვად ადამიანებს ეძებს და თანაც საკუთარ წრეში. აფრიკელი ბელადებივით არიან _ მე, ჩემი ტომი და დანარჩენები.

გახსოვთ, თქვენთან ინტერვიუში რომ ვთქვი, _ თუ ღარიბაშვილმა თავისი გუნდი არ შექმნა, ძალიან მალე მოიცილებენ-მეთქი?! პრემიერს თავისი გუნდი არ ჰყავს, მას მხარში არ უდგანან საქმის გამკეთებელი და ერთგული ადამიანები. როგორ ფიქრობთ, ის საგარეო საქმეთა მინისტრი, ახლა რომ დანიშნეს, ღარიბაშვილს, ფეხი რომ გადაუბრუნდეს, უერთგულებს? უღალატებენ რესპუბლიკელებიც, მათ არასდროს არავინ ენდობოდა.

_ მათ ენდობოდა ივანიშვილი.

_ მას თავს მოახვიეს რესპუბლიკელები.

_ ხალხი ღარიბაშვილს უნდა ენდოს?

_ ლამაზი თვალების გამო ვერ ვენდობით! თუ ის საქმიანობას კვლავაც ისე განაგრძობს, როგორც დღეს საქმიანობს, ვერავის ნდობას ვერ მოიპოვებს. არავის სჭირდება მარიკა ვერულაშვილისგან შექმნილი უმრავლესობა.

ყოველთვის ვამბობ, რომ ჩვენ ჯერ სახელმწიფო არ ვართ, არ შეიძლებაბუტკისგახსნაზეც კი ამერიკის ელჩს იწვევდე. თუ ამერიკის ელჩის გარეშე ნაბიჯის გადადგმა არ შეგვიძლია, მაშინ ვაღიაროთ, რომ დამოუკიდებლები არ ვართ.

_ ამბობენ, ალასანია საფრანგეთსა და გერმანიაში დაშვებული შეცდომის გამო გაწირესო, მას იმ ქვეყნების თავდაცვის მინისტრებთან უმაღლესი დონის შეხვედრები ჰქონდა. როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია, რომ მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელე ჩარჩოებიდან ისე გამოვიდეს, რომ სამშობლო დააზარალოს?

_ ყველაფერი შესაძლებელია, ალასანია ამერიკის თამაშს თამაშობდა და ჩვენ ეს ძალიან კარგად ვიცით. ვფიქრობ, რომ შესაძლოა, ის ისეთ რამეზე დათანხმდა, რაც რუსეთს გააღიზიანებდა.

დღეს ჩვენი მოცემულობა ასეთია _ რუსეთის გარეშე ქვეყანას ვერ დავალეგებთ. ჩვენი ერთიანობის გასაღები რუსეთის ხელშია. ყველა თავის ქვეყანაზე ფიქრობს, ჩვენც ჩვენს ქვეყანაზე უნდა ვიფიქროთ და არა იმაზე, რა ესიამოვნება ამერიკას. ივანიშვილ-ღარიბაშვილს რომ ეუბნებიან, გეზს ცვლიანო, თუ გეზის შეცვლა ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ იქნება, მაშინ ღმერთმა ხელი მოუმართოთ. ევროპულ ღირებულებეზე უარს არავინ ამბობს, მაგრამ ჩვენ დამოუკიდებლობა და ღირებულებების შენარჩუნება გვინდა, ამისთვის კი საჭიროა, ველაპარაკოთ ყველას და სწორი დასკვნები გამოვიტანოთ _ ვინც უკეთეს პირობებს შემოგვთავზებს, მისი მხარე დავიჭიროთ.

პოლიტიკა, რომელსაც, წლებია, ატარებენ, წამგებიანი აღმოჩნდა.

_ ბატონო ვასილ, თუ გახსოვთ ამა წლის სექტემბერში ამერიკის დეპარტამენტის განცხადება, რომლითაც ისინი საქართველოში არსებულ ყველა დემოკრატიულ ძალას გაერთიანებისკენ მოუწოდებდნენ. გაერთიანება, როგორც ყოველთვის ვიღაცის ან რაღაცის წინააღმდეგ არის მიმართული. ეს პროცესი დაწყებულია, თუ შეუერთდება ამ ძალებსბუტაფორია”  პრეზიდენტი, რაზეც  არაერთხელ გისაუბრიათ?

_ ნამდვილად მისაუბრია, მაგრამ ხედავთ, ის არც ისეთი სულელი აღმოჩნდა _ საკაოდ გაქნილია, ჯერ დაყაბულდა ყველაფერს და ბოლოს ბრჭყალები გამოაჩინა.

14 ნოემბერს პარლამენტში მივიდა, დებატებს ითხოვდა უმცირესობა, პრეზიდენტი თანახმა იყო, მაგრამ უმრავლესობამ უარი განაცხადა, თანაც კატეგორიული. თუ მცოდნეები და უშეცდომოები არიან, დებატების რატომ შეეშინდათ?! გამარჯვებულ, უმრავლესობაში მოსულ ძალას დებატების არ უნდა ეშინოდეს.

_ რატომ არ დათანხმდნენ დებატებზე?

_ იმიტომ, რომ ოპოზიცია შეკითხვებს დასვამდა, პრეზიდენტი კი უპასუხებდა და ბევრ რამეს ფარდა აეხდებოდა. ნათელი მოეფინებოდა ბევრი ადამიანი პოზიციას, მათ შორის, პრეზიდენტისაცუმრავლესობას რაღაცის გამჟღავნების ეშინია.

_ ივანიშვილი პრეზიდენტში შეცდა?

_ რა თქმა უნდა, შეცდა. მას სურდა, ისეთი პრეზიდენტი ჰყოლოდა, ყველაფერი, რასაც ეტყოდნენ, უსიტყვოდ გაეკეთებინა, მაგრამ იმედი გაუცრუვდა. მუქარით აგვარჩევინა, მიგატოვებთო, _ გვეუბნებოდა, ახლა კი, ლანძღავს. პრეზიდენტი უფლებების დაბრუნებას ცდილობს. მარგველაშვილი ძალით მოიყვანეს; ყველას გვახსოვს, რომ მას ეს არ უნდოდა. თავის უნივერსიტეტში დიდძალ ფულს შოულობდა… ისე, მარგველაშვილისთვის მინისტრობაც არ შეიძლებოდა.

ან რა მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის, პრეზიდენტი ეყოლება ამ ქვეყანას თუ პრემიერი? ერთპიროვნულად ვინ მართავს ქვეყანას, ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს.

_ ფაქტია, რომ ივანიშვილღარიბაშვილმა რაღაც უნდა შეცვალონ.

_ივანიშვილ-ღარიბაშვილმა, პირველ რიგში, გუნდი უნდა შეცვალონ. ყური არ უნდა დაუგდონ არავის, მათ შორის, არც რესპუბლიკელებს, და დაელაპარაკონ რუსეთის მთავრობას. ხალხს დაკარგული ტერიტორიები აწუხებს.

ამდენი ხანია, რაც ხელისუფლება შეიცვალა და რუსეთისკენ ნაბიჯი არ გადადგმულა, აუცილებლად უნდა შეხვდნენ ვლადიმერ პუტინს. დალაპარაკებას წინ არაფერი უდგას, მოუსმინონ, იქნებ რას ეუბნებიან, თუ სასიკეთო არაფერი უთხრეს, უკან გამობრუნდებიან. აუცილებელია საგარეო პოლიტიკის შეცვლა, მუშაობა გასააქტიურებელია ყველა მიმართულებით. პირველ რიგში, გასარკვევია, საით მივდივართ. დღეს ქვეყანაში ქაოსია, ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. ჩვენ ქვეყანა აღარ გვქვია. არავინ იცის, რა გვინდა.

_ აქ თქვენი ოპონენტი რომ იჯდეს, გეტყვით, ვიცით, საითაც მივდივართ _ ნატოსა და ევროკავშირისკენო.

_ ეს უნდა დაივიწყონ, არავინ არსად არ გვიღებს. ჩვენი მიღება ნატოს არ უნდა, რადგან მას თავის ალიანსში ისეთი ქვეყნები ჰყავს, რომლებსაც ტერიტორიული მთლიანობის პრობლემაც აქვს და დემოკრატიულიც არ არის, მაგრამ ჩვენ არ გვიღებს. ნატოს კარზე შევარდნაძის მმართველობის პერიოდში დავაკაკუნეთ, სააკაშვილის პერიოდში კარი გაგვიღეს, მერემაპზე უკეთესიმოგვცეს, მაგრამ, 20 წელზე მეტია, ხელში არაფერი გვიჭირავს.

რომ ამბობენ, ნატოს გზა ხალხმა აირჩიაო, ეს 2008 წელს მოხდა, მას შემდეგ 6 წელი გავიდა, ხალხი ხედავს, რომ ხელახლაა ჩასატარებელი რეფერენდუმი თუ პლებისციტი. მთავრობა საგარეო-პოლიტიკურ კურსზე უნდა ჩამოყალიბდეს, შემდეგ პროფესიონალების გუნდი შეკრას. რაც მთავარია, რუსეთს აუცილებლად უნდა დაელაპარაკონ. სიტუაციაც ისეთია, რომ შესაძლებელია, რუსეთი ბევრ რამეზე წამოვიდეს. ეს უნდა სცადონ.

მთავრობის ეს შემადგენლობა საქმეს ვერ გააკეთებს. კაკოია ბობოხიძე დებატებში რომ გაჯობებს, რაღაზე უნდა ილაპარაკო, _ ჩვენ კაციჭამიებად დავრჩით და მარიკა ვერულაშვილი გამოსწორდაო? _ მართალი უთხრა უმრავლესობას.

ირაკლი ღარიბაშვილი უნდა ჩამოყალიბდეს იმაზე, საით მიდის, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეჭამენ, დღეები აქვს დათვლილი. თუ ვინმეს დღეს ვადამდელი საპარლამენტი არჩევნები აძლევს ხელს, ღარიბაშვილია, მარტო უნდა გავიდეს არჩევნებში, ის ახლა არჩევნებს მოიგებს, ორი წლის შემდეგ კი, არ ვიცი, რას იზამს. ჭკვიანი კაცი რიგგარეშე არჩევნებს აუცილებლად დანიშნავდა.

კიდევ ერთხელ ვიტყვი: ყველა ღონე უნდა უნდა იხმარონ, მხოლოდ აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებების იმედად რომ არ იყვნენ, პირდაპირ პუტინს დაელაპარაკონ, მაგრამ, თუ ივანიშვილი იმით აპირებს ქვეყნის განვითარებას, რომ გადაცემას გააკეთებს და ამით ჩვენ, საწყალ კრეტინებს, გონს მოგვიყვანს, არაფერი გამოვა.

ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here