Home რუბრიკები საზოგადოება მოყვარეს პირში უძრახე…

მოყვარეს პირში უძრახე…

2206

“მაგრამ მამულო, ჩემი ტანჯვა მხოლოდ ის არის, ის არის მხოლოდ სავალალო და სამწუხარო, რომ შენს მიწაზედ, ამდენ ხალხში კაცი არ არის, რომ ფიქრი ვანდო, გრძნობა ჩემი გავუზიარო!..” _ გულისტკივილით წერდა მეცხრამეტე საუკუნეში დიდი ილია ჭავჭავაძე. ილია ამ სიტყვებს წერდა იმ დროს, როცა მას მხარში ედგნენ იაკობი, აკაკი, ვაჟა… 


თერგდალეულთა მთელი პლეადა, მწერლები, პოეტები, სამღვდელოება…  ილია ამას წერდა იმ დროს, როდესაც საქართველოს, ქართველ ერს გადაგვარების, გადაჯიშების, გაქრობის საფრთხე არ ემუქრებოდა; პირიქით _ ერი მრავლდებოდა, განათლებას იღებდა, ქართული მწერლობა და თეატრი ძველ დიდებას იბრუნებდა. ქართველი კაცი უზარმაზარ იმპერიაში სამეცნიერო, სამხედრო თუ ხელოვნების ასპარეზზე ტოლს არავის უდებდა და თავისი ნიჭით მშობლიურ ერს სახელს ჰმატებდა.

გამოჩნდნენ ქართველი მეწარმენი, ეროვნული ბურჟუაზიის პირველი მერცხლები, რომლებიც კონკურენციას უწევდნენ უცხოელ (ძირითადად, სომეხ) ვაჭრებს, მეწარმეებს და მოგების უდიდეს ნაწილს სამშობლოს კეთილდღეობას ახმარდნენ.

ენა, მამული, სარწმუნოება ყოველი ქართველისთვის ღვთიური, წმიდათაწმიდა, საფიცარი ხატი იყო

ქართველი ერი სულიერად ემზადებოდა ეროვნული დამოუკიდებლობისთვის, დაკარგული სახელმწიფოებრიობის აღდგენისთვის!

ასეთ ვითარებაში ილიას თითქოს სასაყვედურო არავისთან უნდა ჰქონოდა, მაგრამ მან კარგად იცოდა, რომ არსებობდნენ მტრების მიერ მოსყიდული, მარიონეტი, ანტიეროვნული, გადაგვარების მოსურნე ქართველებიც, რომლებიც უცხოთა წაქეზებითა და ფინანსური მხარდაჭერით საქართველოს გადამწყვეტ მომენტში ლახვარს ჩასცემდნენ!

ეს გრძელდება დღესაც, ოღონდ ჯერჯერობით უსისხლოდ!

მადლობა ღმერთს, არიან ადამიანები, რომლებიც ობიექტურად, რეალურად აღიქვამენ საქართველოს და ქართველი ხალხის სავალალო ყოფას, ყოფილ ხელისუფალთა მოღალატურ, ანტიეროვნულ პოლიტიკას, არსებული ხელისუფლების სრულ უსუსურობასა და არაკომპეტენტურობას.

ამ ანალიტიკოსთა შორის გამოირჩევა პოლიტოლოგი, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ალექსანდრე ჭაჭია.

მისი საუბარი “საქართველო და მსოფლიოსთან” (#36 (271) მიმაჩნია პოლიტიკური ანალიზის ქრესტომათიურ ნიმუშად.

ბატონი ალექსანდრე სვამს კითხვას _ ორი წელი გავიდა. სად არის პროგრესი?”

პროგრესი და წინსვლა არ არის. არც იქნება, ვიდრე “ოცნება” კვლავ ნირვანაშია, სხვათა (ევრო-ამერიკელთა) ხელისშემყურე იქნება და მათ დაკრულზე შალახოს იცეკვებს.

დღეს უკრაინაში მიმდინარე მოვლენები წვეთი წყალივით ჰგავს 1990-იან წლებში საქართველოში მომხდარ სახელმწიფო გადატრიალებას. კანონიერი ხელისუფლების დამხობა, მსხვერპლი, ეკონომიკის გაპარტახება, უმუშევრობა, უცხოეთში მოსახლეობის გადახვეწა ლუკმაპურის საშოვნელად, ეროვნული ფასეულობების გაბიაბრუება, გარყვნილების აგიტაციაპროპაგანდაწახალისება, მართლმადიდებლობის დისკრედიტაცია, რელიგიური სექტების მფარველობა, ტერიტორიების დაკარგვა _ აი, არასრული ჩამონათვალი იმისა, რაცდიქტატორზვიად გამსახურდიასა და უკრაინის კანონიერი ხელისუფლების დამხობამ მოუტანა ერთ დროს მდიდარ, ეროვნულ ფასეულობებზე ორიენტირებულ რესპუბლიკებს.

ვინ ჩაიგდო ხელში ძალაუფლება უკრაინაში?

თავი დავანებოთ იმას, რომ პრეზიდენტი, პრემიერმინისტრი, ვიცეპრემიერი, რეგიონის გუბერნატორები ეთნიკური ებრაელები არიან, რომლებიც ნაციონალური რიტორიკით ყელყელაობენ, ყველა მათგანი კოსმოპოლიტი, გლობალისტი და მართლმადიდებლობის მოძულეა. ამასთანავე, ფსიქიკური და ფიზიკური გადახრებიც აქვთ. მათ შორის პედარასტები და პედოფილებიც გვხვდებიან.

ბატონმა ელიზბარ ჯაველიძემ თავის შესანიშნავ ნაშრომში “ავაჰმე, ჩემო მამულო!..” (თბ., 2007 წ. გვ. 42) მთელი თავი მიუძღვნა კადრების შერჩევის პრინციპს.

ძლიერნი ამა ქვეყნისანი, რომელთა ძალისხმევითაც ამხობენ ხალხის მიერ არჩეულ ეროვნულ ხელისუფლებას, კადრების შერჩევისას, ძირითადად, ხელმძღვანელობენ დეგენერაციის ხარისხის პრინციპით. მათ მიერ დანიშნული პრეზიდენტები, პრემიერები, მინისტრები, პოლიტიკური ლიდერები უნდა იყვნენ: 1. გარყვნილები; 2. ფსიქიკურად ავადმყოფები;  3. თანდაყოლილი დეფექტებით.

მგლისპირა, კურდღლისტუჩა, ელამი, თვალების უაზროდ მოტრიალე, ყბაჩუა, ენაბლუ… ასეთი პოლიტიკოსები ქართველებისთვის არახალია. არც სექსუალური მანია, განდიდებისა და დევნის მანია, სადიზმი, აკვიატებული წარმოსახვები არის უცხო ნაცების ლიდერებისთვის.

ბატონი ელიზბარი ამ მოვლენებს შემდეგნაირად ხსნის: მსგავსი პიროვნებები ადვილი სამართავები არიან და მამა-მარჩენალთა ნებისმიერ ბრძანებას უსიტყვოდ ასრულებენ.

კარგად იცის ფსიქოლოგია მამაძაღლმა სოროსმა და მისმა კანტორამ!

ბატონი ალექსანდრე ჭაჭია ცდილობს, ახალ ხელისუფლებას დაანახვოს დაშვებული შეცდომები არა ნიშნის მოგებით, ბოროტი სიხარულით, არამედ “მოყვარეს პირში უძრახეს” მორალით: ხალხი ეძებდა მხსნელს და იპოვა იგი ივანიშვილის სახით, ხმაც, შესაბამისად, მხოლოდ მას მისცა. ივანიშვილმა კი თან მოიყვანა ადამიანები ნულოვანი რეიტინგით, შემდეგ კი ხელისუფლებიდან წავიდა და მოსახლეობას ბუტაფორული პრეზიდენტი დანაციონალრესპუბლიკელებისპარტია შეატოვა”.

ბატონი ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებიდან წავიდა, მაგრამ ამბობენ, რომ, ფაქტობრივად, იგი მართავს როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელ ხელისუფლებას.

ღმერთმა კარგად გვიმყოფოს ბატონი ბიძინა, რომელმაც “ნაცმოძრაობა” _ ეს “ვარდისფერი ჭირი”, მოგვაშორა, მაგრამ დავუშვათ, რაღაც დაემართა _ სახელმწიფოს მართვა ვეჰღარ შეძლო, ამის გამო ქვეყანა ხომ არ უნდა დაიქცეს? ხომ უნდა იყვნენ ხელისუფლებაში ისეთი ადამიანები, რომლებიც თავს დატეხილ უბედურებას ვაჟკაცურად გადაიტანენ, ლიდერის გარეშე დარჩენილები თავს გაართმევენ პრობლემებს და როგორც საშინაო, ასევე საგარეო პოლიტიკას ქვეყნის ინტერესების შესაბამისად წარმართავენ?!

ამგვარი ხალხი არც პარლამენტში და არც მთავრობაში არ მეგულება. ოცი წელიწადია, ნატოსა და ევროკავშირს გავიძახით, მაგრამ ახლოს არ გვიკარებენ, ჩვენ კი გახელებული მიჯნურივით სასიკვდილო საფრთხეს ვერ ვხედავთ.

სასიკვდილო საფრთხე კი ნამდვილად არსებობს.

უკვე ალაპარაკდნენ მესამე ომის გარდაუვალობაზე. იმ შემთხვევაში, თუ საქართველო ნატოს წევრი გახდება, ომის შემთხვევაში, მერწმუნეთ, ერთ ატომურ ბომბს ჩვენთვის არავინ დაინანებს. ეს საკმარისი იქნება საქართველოს მოსახლეობის ამოსაწყვეტად.

მეტყვიან, მესამე მსოფლიო ომი არ იქნება, ნატოსა და ევროკავშირში გაწევრება კი გაგვამდიდრებს, სიკეთეს მოგვიტანსო.

ბატონ ალექსანდრე ჭაჭიას მოჰყავს იმ ქვეყნების სტატისტიკური მონაცემები, რომლებიც, დიდი ხანია, ნატოსა და ევროკავშირის წევრები არიან. მაგალითად, რუმინეთში უმუშევრობა 40%- აჭარბებს, ამ ქვეყნის საგარეო ვალი 50 მილიარდი დოლარია; სავალალო მდგომარეობაა ბულგარეთშიც, სადაც დუხჭირი ცხოვრების გამო მთავრობა წელიწადში ორჯერ მაინც იცვლება.

იმ ქვეყნებმა, რომლებმაც ევროპისკენ მიმავალი გზა აირჩიეს, ნატოში გაწევრიანება სურთ, საქართველოს მსგავსად, დაკარგეს ტერიტორიები, ახრჩობთ მილიარდობით ვალი, გაჩანაგდა მათი ეკონომიკა, უმუშევრობის მიზეზით მოსახლეობის მიგრაცია კატასტროფულ ზღვარს უახლოვდება. ერთ დროს აყვავებული მოლდოვა მილიონზე მეტმა მოქალაქემ დატოვა, მათგან 700 ათასი რუსეთში მუშაობს; ისინი სამშობლოში ყოველწლიურად 2 მილიარდამდე დოლარს გზავნიან,” _ აღნიშნავს ბატონი ალექსანდრე.

ჩვენს პოლიტიკოსებს უკვირთ, _ რატომ არის რუსეთი ასეთი აგრესიული საქართველოს მიმართო.

თქვე კაიდედმამიშვილებო, ნუთუ ვერ ხვდებით, რომ რუსეთის სახელმწიფოს ინტერესებში არ შედის ნატოს გაფართოება და კავკასიაში გაბატონება?! ეს პუტინის ახირება კი არ არის, არამედ რუსეთის სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე პოლიტიკაა!

მეტყვიან, რა მნიშვნელობა აქვს ნატოს მოკავშირე იქნები თუ რუსეთის, დიდი ომის შემთხვევაში მაინც დაგვარტყამენო.

ზოგიერთ ყოფილ მოკავშირე რესპუბლიკას, რომლებმაც დამოუკიდებლობა მოიპოვეს, ნაკლები საფრთხე ემუქრება იმიტომ, რომ არც ნატოს ჯარები უნდათ თავიანთ ტერიტორიაზე და არც რუსეთის. ამ ყოფილ მოკავშირე რესპუბლიკებს არც ტერიტორიები დაუკარგავთ, არც გაუსაძლისი უმუშევრობა და სიდუხჭირე აწუხებთ და არც ზნეობრივი გადაგვარება და ეროვნული თვითმყოფადობის დაკარგვა ემუქრებათ. ამგვარ ქვეყნებს გადარჩენის მეტი შანსი აქვთ, ვიდრე მათ, ნატოს წაქეზებითა და იმედით რუსეთს მუშტებს რომ უღერებენ!

ბევრი პოლიტიკოსი და მათ ფეხის ხმას აყოლილი ამომრჩეველი ახლო მომავალში რუსეთის დაშლას ელის. ოცნებობენ, როგორც კი რუსეთი დაიშლება, დაკარგულ ტერიტორიებს დავიბრუნებთო!

ჯერ ერთი, ახლო მომავალში რუსეთი არ დაიშლება და მეორეც, ღმერთმა ნუ ქნას მართლმადიდებელი რუსეთის დაშლა!

მუსლიმანი ჩრდილოკავკასიელები დაგვიბრუნებენ აფხაზეთსა და შიდა ქართლს? იქნებ, არაბული სამყარო, ვაჰაბისტები თუ ათასი ჯურის ტერორისტები იზრუნებენ საქართველოზე? ან იქნებ თურქეთმა, ჩვენმა ისტორიულმამეგობარმა”, გამოგვიწოდოს დახმარების ხელი?

რუსეთის დაშლადასუსტების შემთხვევაში საქართველო მუსლიმანთა სათარეშო არენად იქცევა; ვინც არ გამაჰმადიანდება და ეროვნებას არ დაკარგავს მოკლავენ, უკეთეს შემთხვევაში _ გაყიდიან (ახალგაზრდა გოგონებსა და ლამაზ ქალებს გადარჩენის მეტი შანსი აქვთ, შეიძლება ხალიფატის რომელიმე გავლენიანი ტერორისტის პირველ ცოლობასაც კი გამოჰკრან ხელი)!

ქართველებს ერთი კარგი ანდაზა გვაქვს: “ნუ დაკარგავ ძველსა გზასა, ნურცა ძველსა მეგობარსა!”

ნუ დაგვავიწყდება ის, რომ მუსლიმანური აგრესიული სახელმწიფოების მიერ ალყაში მოქცეული საქართველო მართლმადიდებელმა რუსეთმა გადაარჩინა ფიზიკურ და სულიერ განადგურებას!

არიან ადამიანები, რომლებიც ეროვნულ-გამათავისუფლებელ მოძრაობას, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას დიდ შეცდომად მიიჩნევენ, უმადურობად რუსი ხალხის მიმართ.

ეროვნული ხელისუფლება, პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია რუს ხალხს, რუსულ კულტურას პატივს სცემდა, რუსეთი მტრად არ მიაჩნდა და მასთან კეთილმეზობლური ურთიერთობა სურდა.

პუტჩისტები ზვიად გამსახურდიას იზოლაციონიზმში სდებდნენ ბრალს, მიზეზად კი იმას ასახელებენ, რომ გამსახურდიას არ სურდა ნატოში გაწევრება.

დიახ, ზვიად გამსახურდიას არა სურდა საქართველოს ტერიტორიაზე არათუ ნატოს, არამედ რუსეთის ჯარების დისლოკაცია.

კანონიერი ხელისუფლების დამხობისთანავე პუტჩისტებმა მორთეს ყვირილი: “ნატო გვიშველის!”, ეს დღემდე გრძელდება.

2012 წელს ხელისუფლების შეცვლა დიპლომატებისთვის კარგი საბაბი იყო რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებისა და ნატო-ევროკავშირთან მგზნებარე ლტოლვის დაცხრომისთვის…

უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობოებისგან ქართველი ერი სიკეთეს არ უნდა ელოდოს.

არც სოროსის ძუძუნაწოვი “ნახლებნიკებისგან”, რომლებიც ხელისუფლებაში ბევრი არიან და ზოგიერთი მათგანი “ოცნებაშიც” თავისებურად ოცნებობს.

საჭიროა ახალი პოლიტიკური ძალა, რომელიც რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებას შეეცდება, არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას და გაიმარჯვებს. ამ წინაპირობების გარეშე აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაბრუნება განუხორციელებელი ოცნებაა.

ვფიქრობ, ასეთია ბატონ ალექსანდრე ჭაჭიას საუბრის მორალი. საღი აზრი ამას გვკარნახობს.

კარგია, როცა მოყვარეს მწარე სათქმელს პირში ეუბნები, მაგრამვაი, თუ კედელს ცერცვს ვაყრით.

თენგიზ კუბლაშვილი,

უზენაესი საბჭოს დეპუტატი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here