Home რუბრიკები პოლიტიკა “იდეალური წყვილი _ ჰომოსექსუალი ზაუერი და ლესბოსელი მერკელი”

“იდეალური წყვილი _ ჰომოსექსუალი ზაუერი და ლესბოსელი მერკელი”

784

გრანდიოზული სკანდალით აღინიშნა გერმანიის ყოფილი კანცლერის, ჰელმუტ კოლის, ახლახან გამოცემული მოგონება “ანდერძი. კოლთან საუბრების ოქმები”.


როგორ გაეხვია ჰელმუტ კოლი შარში

სრულიად შესაძლებელია, რომ ჰელმუტ კოლის მოგონებებმა ავნოს არამხოლოდ ანგელა მერკელის კარიერას, არამედ თვით ყოფილ კანცლერსაც. მალე დაიწყება სასამართლო პროცესი _ კოლი მეტისმეტად მიენდო მემუარისტ ჰერიბერტ შვანს, რომლის მძიმე ხელითაც გამოქვეყნდა მოგონებები, მიუხედავად იმისა, რომ გამოქვეყნებისთვის მთავარი პირობა პოლიტიკოსის ფიზიკური სიკვდილი იყო. შვანმა დაიფიცა, მონათხრობს მხოლოდ კოლის იმქვეყნად წასვლის შემდეგ გამოვაქვეყნებო, მაგრამ თავი ვერ შეიკავა.

2001-2002 წლებში ლუდვიგსჰაფენში მდებარე სახლის სარდაფში განმარტოებულმა კოლმა თავისი მოგონებები მაგნიტოფონის კასეტებზე ჩაწერა. ჟურნალისტსა და მწერალს _ შვანს რედაქტირება უნდა გაეკეთებინა და მოეწესრიგებინა კანცლერის ხელნაწერები.

 შვანთან საუბრისას კოლი არცთუ იშვიათად ისროდა არასასიამოვნო რეპლიკებს, რომლებითაც თანაპარტიელებს (აგრეთვე, ისეთ “მეგობრებს”, როგორიც იყო “გორბაჩოვი”, რომელსაც კოლმა “წარუმატებელი” უწოდა) აფასებდა. ამასთანავე, ის ყოველთვის იმეორებდა: “ამას ჩვენ არ დავწერთ”, თუმცა აკურატული შვანი იწერდა ყველაფერს, რასაც კანცლერი უყვებოდა. ბოლოს, როდესაც იგრძნო, რომ ლიტერატურული თანაშემწე ნდობას აღარ იმსახურებდა, და, ამასთანავე, არანაირი სურვილი არ ჰქონდა თავისი პარტიისთვის ევნო, კოლმა პუბლიკაცია დაბლოკა, შვანი კი იძულებული შეიქნა, ყველა, 200-ვე კასეტა 630-საათიანი ჩანაწერით, დაებრუნებინა, თუმცა მანამდე მათი ასლები გააკეთა.

და აი, _ გამოაქვეყნა.

საქმე გამოქვეყნებულ მხილებებში არ არის _ პოლიტიკური თვალსაზრისით, მათში პრინციპულად ახალი არაფერია. სამაგიეროდ, არის სხვა _ ყოფილ კოლეგებზე უკიდურესად არასასიამოვნო რაღაცებს ყვება არა რიგითი მოქალაქე, არამედ გერმანიის გამაერთიანებელი სახელმწიფო მოღვაწე. მისი ნათქვამი არ არის მოარული ხმები და ჭორები, რომლებიც შეიძლება ხელის აქნევით მოიშორო.

მოგონებების ის ნაწილი, რომელშიც კოლი აღწერს, როგორ ცუდად იყო აღზრდილი ანგელა მერკელი, რომ არ შეეძლო მას დანაჩანგლის სწორად გამოყენება, პრაქტიკულად, ყველა გამოცემამ გაავრცელა გერმანიაშიც და მის საზღვრებს გარეთაც. აი, მთავარი კი რატომღაც არავის უხსენებია _ ის, რომ კოლმა პირდაპირ მიუთითა: მისიაღსაზრდელიამერიკულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდა.

როგორ სპეკულანტობდა კომკავშირელი ანგელა მოცვით

ის, რომ გერმანიის მომავალი კანცლერი მოცვით სპეკულანტობდა და, ამასთანავე, თავისუფალი გერმანელი ახალგაზრდების კავშირის აქტივისტთა რიგებში ირიცხებოდა, მერკელს საკმარისად ახასიათებს. აღმოსავლეთგერმანული “ხილითა და ბოსტნეულით ვაჭრობის ამხანაგობა” მოსახლეობისგან კილოგრამ კენკრას 4 მარკად ყიდულობდა და მყისვე ყიდდა 2 მარკად _ კენკრით ვაჭრობა სახელმწიფო დოტაციებით იყო მხარდაჭერილი, საცალო ვაჭრობაში მოცვი შესასყიდ ფასზე იაფად იყიდებოდა. ცხოვრების კანონებში ნაადრევად ჩახედული მერკელი მოცვს აბარებდა კილოგრამში, იღებდა თავის 4 მარკას, ერთი საათის შემდეგ ბრუნდებოდა და იმავე მოცვს ყიდულობდა, ოღონდ უკვე 2-ჯერ იაფად. და ასე იქცეოდა კვლავ და კვლავ. “კომკავშირულ” შეკრებებზე კი მერკელი წარბაწეული ლანძღავდა თავის ამხანაგებს, რომლებიც ზუსტად ისე იქცეოდნენ, როგორც თვითონ.

1989 წელს, უკვე 35 წლისა, მერკელი აღმოსავლეთგერმანულ “დემოკრატიულ გამოღვიძებაში” შევიდა და გაერთიანებული გერმანიის არჩევნების საფინალო ეტაპამდე ანგელოზივით იქცეოდა, მაგრამ, როგორც კი მიხვდა, რომ არჩევნებში ქდკ (ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი) იმარჯვებდა, მერკელმა მათ რიგებში ისკუპა და გაერთიანებული გერმანიის ბუნდესტაგში დეპუტატის სავარძლის დაკავება მოასწრო.

ამბობენ, მერკელი უპერსპექტივო “დემოკრატიული გამოღვიძებიდან” ქდკ-ში სპეცდავალებების ფედერალურმა მინისტრმა ლოთარ დე მეზიერმა “გადაქაჩაო”. ცნობილმა პოლიტიკოსმა მერკელი თავის პრესმდივნად დანიშნა. ამ პერიოდში მერკელი აქტიურად მონაწილეობდა “2+4 მოლაპარაკებებში”, რომელმაც ბოლო მოუღი ოთხმხრივ შეთანხმებას ბერლინის სტატუსსა და მის კონტროლზე მოკავშირეთა მხრიდან. მერკელი, აგრეთვე, მონაწილეობდა მოლაპარაკებებში გერმანიის გაერთიანების თაობაზე, რომლებიც კონდოლიზა რაისს ვაშინგტონიდან მიჰყავდა. ამასთანავე, მერკელმა დაიწყო საბაზრო ეკონომიკისა და მარკის ზონაში გერმანიის დემოკრატიული რეპუბლიკის ინტეგრაციის პროცესი.

ამ პერიოდში მერკელის ოფიციალური საყვარელი იოახიმ ზაუერი ამერიკულმა ფირმა Biosym Technology-მ დაიქირავა. მან მთელი წელიწადი გაატარა კომპანიის სან-დიეგოში (კალიფორნია) მდებარე ლაბორატორიაში, რომელიც პენტაგონის შეკვეთებზე მუშაობდა. იმის დადგენა, რა სამუშაოს ასრულებდა ზაუერი ან რას სწავლობდა, შეუძლებელია. ამის შემდეგ ზაუერი სან-დიეგოში პენტაგონისთვის მომუშავე კომპანია Accelrys-ის ექსპერტი ხდება.

და უცებ _ სკანდალი!

დე მეზიერს აღმოსავლეთ გერმანიის დაზვერვასთან (“შტაზი”) თანამშრომლობაში ადანაშაულებენ. და როგორ იქცევა დე მეზიერის პროტეჟე ანგელა მერკელი? მან საჯაროდ დაგმო თავისი მფარველი! რის შემდეგაც პარტიის თავმჯდომარის მოადგილის პოსტი დაიკავა.

როგორ გადააგდო მერკელმა თავისი მფარველები

გაცვალა რა დე მეზიერის მფარველობა კოლის კეთილგანწყობაზე, მერკელმა კოლის მთავრობაში მნიშვნელოვანი პოსტების დაკავება დაიწყო. კერძოდ, სათავეში ჩაუდგა ქალებისა და ახალგაზრდობის საკითხებისა და გარემოს დაცვის უწყებებს. ჰელმუტ კოლს ანგელასთვის არაფერი ენანებოდა და მას “ჩემს წიწილას” და “გოგოს” ეძახდა.

ბოროტი ენის ჟურნალისტებმა კი მოხერხებულ ფრაუსჰელმუტ კოლის გოგოშეარქვეს და ამით რაზეც მიანიშნებდნენ, გასაგებია. სხვათა შორის, ბევრი ჭორი დადიოდა იმის თაობაზე, რომ მერკელი კანცლერის საყვარელი იყო და ამის საფუძველი არსებობდა. ისგოგოხან აგარაკზე მიჰყავდა სამხედრო ვერტმფრენს, რა თქმა უნდა, ხაზინის ხარჯზე, ხანაც მარტო იჯდა ფედერალური მთავრობის მეთაურის ავტომობილში.

როდესაც ვერტმფრენით მერკელის უფასო მგზავრობის შესახებ ჟურნალისტებმა შეიტყვეს და სკანდალი აგორდა, კოლმა საკუთარ თავზე დაიკისრა დანაშაული და თავისი “გოგო” სირცხვილისგან იხსნა _ აქაოდა, კი დაფრინავდა, მაგრამ ჩემი თანხმობითო.

1998 წელს კი ქდკ არჩევნებში დამარცხდა. ცოტა ხნის შემდეგ გაზეთ “ფრანკფურტერ ალგემაინე ცაიტუნგში” ანგელა მერკელის სტატია გამოქვეყნდა არა იმაზე, ჰელმუტ კოლის სახით როგორი შესანიშნავი პოლიტიკოსი უარყო უმადურმა გერმანიამ, არამედ “კოლის გოგომ” მოითხოვა, თავისი მფარველი ქრისტიან-დემოკრატების ლიდერის პოსტიდან გადამდგარიყო, რადგან “ახალი დროების სიოს ქროლვა ვერ დაიჭირა”. კოლიც გადადგა. მისი ადგილი კი სამართლიანობას მოწყურებულმა მერკელმა დაიკავა. შემდეგ რაც მოხდა, ყველასთვის ცნობილია: თავისი მფარველების იოლად “გადამგდები” ფრაუ მერკელი სათავეში ჩაუდგა ფედერალურ მთავრობას. “წიწილა” საბოლოოდ დაფრთიანდა.

ამის შემდეგ მერკელს საჯაროდ უჭერს მხარს ორი დიდი მედიაკორპორაცია: 1. ფრიდა შპრინგერის, კონცერნ Axel Springer-ის (180 გაზეთი და ჟურნალი, რომელთა შორისაა Bild-ი და Die Welt-ი) მემკვიდრის. აღსანიშნავია, რომ ჰოლდინგის ჟურნალისტებმა ხელი უნდა მოაწერონ ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც, ვალდებულნი არიან, იმუშაონ ტრანსატლანტიკური კავშირების განმტკიცებასა და ისრაელის სახელმწიფოს დაცვაზე;

 2. დაქალის (საყვარლის?) _ ლიზ მონის ევროპაში უდიდესი კონცერნი Bertelsmann-ი (მასში გაერთიანებულია ჰოლდინგი RTL, ჯგუფი Prisma, ჯგუფი Random Hause და სხვ.). ქალბატონი მონი, ამ კონცერნის დირექტორობის გარდა, ევროპული ატლანტიზმის ინტელექტუალური საყრდენის, ფონდ ბერტელსმანის ვიცეპრეზიდენტის პოსტსაც იკავებს.

კოლი თავის წიგნში, აკრიტიკებს რა ანგელა მერკელის ევროპულ პოლიტიკას, ხაზს უსვამს, რომის, საერთოდ, ვერაფერში ერკვევადამხოლოდ პირჯვარი უნდა გადაიწერო, როცა მის სისულელეებზე ფიქრობ”.

მაგრამ არის კი ასეთი სულელი მერკელი და ვის ინტერესებს იცავს ის?

საქმე ის არის, რომ ბუშების კლანმა მერკელთან გაგზავნა ჯეფრი გედმინი, რომელიც მეწარმეობის ამერიკულ ინსტიტუტში (American  Enterprise Institute _ AEI) რიჰარდ პერლისა და დიკ ჩეინის ხელმძღვანელობით სწავლობდა. გედმინი თავგამოდებით უჭერდა მხარს ევროს შექმნას დოლართან პარიტეტულ საწყისებზე; AEI-ის ჩარჩოებში ხელმძღვნელობდა პროექტს “ახალი ატლანტიკური ინიციატივა” (NAI), რომელიც აერთიანებდა ამერიკისადმი სიმპათიით გამსჭვალულ ევროპის ყველაზე ცნობილ გენერლებსა და პოლიტიკანებს; მონაწილეობდა პროექტში “ამერიკული ასწლეულის კეთილდღეობისთვის” (PNAC) და ნეოკონსერვატორების პროგრამისთვის დაწერა მთელი თავი ევროპის შესახებ. ამ თავში ის მიუთითებს, რომ ევროკავშირი ნატოს ძალაუფლების ქვეშ უნდა დარჩეს, რისთვისაც “ყველანაირად უნდა დაითრგუნოს ევროპელთა მოწოდება ემანსიპაციისკენ”. ბოლოს ის ხდება ორდონიანი გაეროს შექმნის ინიციატორის _ დემოკრატიული საზოგადოების საბჭოს (CCD) _ ადმინისტრატორი, აგრეთვე, სათავეში უდგება ამერიკელი და გერმანელი მეწარმეების გონებრივ ცენტრს _ ბერლინის ინსტიტუტ Aspen-ს. შედეგად, გედმინმა უარი განაცხადა თავისი მეგობრის, ჯონ ბოლტონის, შეთავაზებაზე, გამხდარიყო გაეროში აშშ-ის წარმომადგენლის მოადგილე. ასე იმიტომ მოიქცა, რომ მხოლოდ ანგელა მერკელის მოღვაწეობის ხელმძღვანელობით დაკავებულიყო.

აქ შეიძლებოდა, წერტილი დაგესვა, თუკი ზემოთ თქმულს დავუმატებდით ახალ ინფორმაციას იმის შესახებ, გავლენიანი იანკებიდან ვისთან ჰქონდა ურთიერთობა ანგელა მერკელს, მაგრამ ჰელმუტ კოლი თავის მემუარებში გვარებს არ ასახელებს, მხოლოდ მინიშნებებით შემოიფარგლება.

2003 წელს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ჯეფრი გედმინსა და კრეიგ კენედის მიანდო ხელმძღვანელობა ფართომასშტაბიანი პროგრამისა “საზოგადოებრივი დიპლომატია”. სინამდვილეში ეს იყო პროპაგანდისტული პროგრამა, რომელიც ითვალისწინებდა ჟურნალისტების მოსყიდვას და დასავლეთ ევროპაში საზოგადოებრივი აზრის “მემკვიდრეობითობის” გაღრმავებას. ეს მოხდა იმ მომენტში, როდესაც კანცლერი გერჰარდ შრიოდერი ერაყში ანგლოსაქსური ოპერაციის წინააღმდეგ გამოდიოდა, ანგელა მერკელი კი _ ევროპის დამოუკიდებლობის შესახებ შირაკისა და შრიოდერის დოქტრინის წინააღმდეგ. მერკელი, ამასთანავე, მადლიერებას გამოხატავდა აშშ-ის მიმართ და მხარს უჭერდა ომებს ავღანეთსა და ერაყში. აღსანიშნავია, რომ ამ საკითხებზე მერკელის სტატია დაიბეჭდა არა გერმანულ პრესაში, არამედ ამერიკულ “ვაშინგტონ პოსტში”.

2004 წლის მაისში მერკელის მხარდაჭერით ჯერ გფრ-ის პრეზიდენტის პოსტზე დაინიშნა ბანკირი ჰორსტ კიოლერი _ მაასტრიხტის ხელშეკრულების მთავარი რედაქტორი და ევროს შემქმნელი, შემდეგ კი _ მსოფლიო ბანკის პრეზიდენტად და საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორად. ამის შემდეგ მერკელი იწყებს ისლამის საწინააღმდეგო კამპანიას.

2005 წელს, წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას, მერკელი გმობს უმუშევრობის დონის მომატებას და ამბობს, რომ სოციალ-დემოკრატებს არ შესწევთ უნარი, ეს პრობლემა მოაგვარონ. ამის წყალობით ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის რეიტინგმა, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების მიხედვით, 21 პროცენტით მოიმატა. სწორედ ამ პერიოდში მიმართა მერკელს მისმა მრჩეველმა ჯეფრი გედმინმა ღია წერილით, რომელიც Die welt-ში გამოქვეყნდა. ის, გერმანული ეკონომიკური მოდელის გაკრიტიკების შემდეგ, წერდა: “ვიდრე ქვეყნის წინ წაყვანას დააპირებთ, ინტელექტუალური გამარჯვება უნდა მოიპოვოთ ნოსტალგიით შეპყრობილ გერმანელებზე, რომლებიც წარსულს ჯიუტად ებღაუჭებიან. თუკი სარკოზი დაიკავებს შირაკის პოსტს, საფრანგეთს ეკონომიკური აღმავლობა ელის. სამწუხარო იქნება, თუ გერმანია რეგრესს განაგრძობს”. ამის შემდეგ მერკელმა თავისი მრჩეველი პაულ კირხოფი გადაიყვანა პროექტის “ინიციატივა ახალი სოციალური საბაზრო ეკონომიკისთვის” (Initiative Neue Soziale Market _ Wirtshaft) გუნდში და გამოაცხადა პროგრესული საშემოსავლო გადასახადის გაუქმების თაობაზე: გადასახადი ერთნაირია მათთვის, ვინც იძულებულია, მხოლოდ აუცილებლით დაკმაყოფილდეს და მათთვისაც, ვინც ფუფუნებაში ცხოვრობს.

არჩევნების შედეგების მიხედვით, ქრისტიანულ-დემოკრატიულმა კავშირმა ხმების 35% დააგროვა, სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ კი _ 34%. გერმანელებს არც შრიოდერი უნდოდათ და არც _ მერკელი. ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად შეიქმნა ბლოკი “დიდი კოალიცია”. ანგელა მერკელი კანცლერი გახდა, მაგრამ მის მოწინააღმდეგეებს მინისტრების პორტფელების ნახევარი ერგოთ. ამასთანავე, მერკელი ცდილობს, შეცვალოს შრიოდერის საგარეო პოლიტიკის მიმართულება, რომელიც ევროპისა და მოსკოვის კავშირების დაბალანსებას და ლონდონისა და ვაშინგტონის გავლენის შესუსტებას ითვალისწინებდა. მერკელმა ფსონი დადო ცენტრალური ევროპისა და ბალტიისპირეთის პროამერიკულ რეჟიმებზე, რომელთა ხელმძღვანელებსაც სძულთ რუსეთი, თუმცა მეწარმეების დიდი ნაწილი ამის წინააღმდეგია. ამას გარდა, მერკელი, როგორც გაირკვა, დაკავშირებულია გერჰარდ შრიოდერის მიერ კონსტიტუციაში შეტანილ ცვლილებებთან, რომელთა თანახმადაც გერმანელ ჯარისკაცებს ეკრძალებოდათ მშვიდობის დაცვის მიზნით საგარეო ოპერაციებში მონაწილეობა, მაგრამ მერკელმა შეცვალა სამხედრო დოქტრინა და გერმანელ ჯარისკაცებს უფლება მისცა, მონაწილეობა მიიღონ არა გაეროს, არამედ ნატოს ოპერაციებში და გაგზავნა მნიშვნელოვანი კონტინგენტი აფრიკაში, კოსოვოში, ავღანეთსა და ლიბანში ისრაელის მხარდასაჭერად (ამის შემდეგ ათასობით ჯარისკაცმა მისწერა მერკელს, რომ ბუნდესვერში, ისრაელის დასაცავად კი არა, სამშობლოს დასაცავად შევიდნენ).

და რადგან ლაპარაკია ფრაუ კანცლერინის კარიერის სკანდალურ პერიპეტიებზე, მის პირად ცხოვრებაზეც უნდა ითქვას.

მერკელი ოფიციალურად დაქორწინებულია იოახიმ ზაუერზე, რომელსაც პირველი ცოლი იმიტომ გაშორდა, რომ სარეცელში მამაკაცთან წაასწრო. მერკელმა კი ზაუერი, მიუხედავად იმისა, რომ უკვე მისი ცოლი იყო, თავის ინაუგურაციაზე არ მიიწვია.

ექსკანცლერ შრიოდერის ცოლმა, დორის შრიოდერ-კიოპფმა, გულწრფელად განაცხადა: “ანგელა მერკელის პირადი ცხოვრება ქალების უმრავლესობის ცხოვრებას არ შეესაბამება”. ამის შემდეგ გერმანული პრესის ავყიაობამაც არ დაახანა: “იდეალური წყვილი _ ჰომოსექსუალი ზაუერი და ლესბოსელი მერკელი”.

საყურადღებოა, რომ ამის გამო პრესას სასამართლოში არავინ უჩივის.

Stringer-news.com

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here