Home რუბრიკები საზოგადოება საქართველოს პრეზიდენტს! საქართველოს პრემიერმინისტრს! საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს!

საქართველოს პრეზიდენტს! საქართველოს პრემიერმინისტრს! საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს!

688

ექვსი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ქვეყნის მოღალატემ, #1 დეზერტირად შერაცხილმა შეურაცხადმა სააკაშვილმა 2008 წლის 7 აგვისტოს, გვიან ღამით, მძინარე ქალაქ ცხინვალს საარტილერიო ცეცხლი გაუხსნა.


ჰეიდი ტალიავინის კომისიამ დასკვნაში დაწერა: “2008 წლის 7 აგვისტოს, 23 საათსა და 35 წუთზე სააკაშვილმა საარტილერიო ცეცხლი გახსნა მძინარე ქალაქ ცხინვალის მიმართულებით; დაიღუპნენ გაეროს ეგიდით მოქმედი მშვიდობის დამცველები, მშვიდობიანი მოსახლეობა. ამ ქმედებით სააკაშვილმა ჩაიდინა დანაშაული ადამიანურობის წინააღმდეგ!”.

ფრონტის ხაზიდან გამოქცეული, დამარცხებული “მთავარსარდალი”, იმის ნაცვლად, რომ თანამდებობა დაეტოვებინა და სამხედრო პროკურატურის წინაშე წარმდგარიყო (ასე ხდება ყველა ნორმალურ ქვეყანაში) ან, უკიდურეს შემთხვევაში, თავი მოეკლა, დედაქალაქში ჩავიდა და “გამარჯვების” ზეიმი მოაწყო.

მცირე ისტორიული ექსკურსი:

*1973 წელს, “სუეცის არხის” ინციდენტის გამო, ისრაელის მთავრობა გადადგა, მაღალი თანამდებობის სამხედრო პირები გაასამართლეს;

*1974 წელს, კვიპროსის კრიზისის გამო, საბერძნეთის მთავრობა გადააყენეს, ომის დამწყები ე. წ. შავი პოლკოვნიკები დააპატიმრეს და გაასამართლეს. მეთაურმა თავი მოიკლა;

*1982 წელს, ფოლკლენდის კუნძულების ინციდენტისას, არგენტინის მთავრობა, პრეზიდენტ გალტიერის ჩათვლით, დააპატიმრეს და გაასამართლეს;

*1987 წლის ზაფხულში გერმანელმა მოყვარულმა პილოტმა მათიას რუსტმა თავისი სპორტული თვითმფრინავი მოსკოვში, წითელ მოედანზე დასვა. საბჭოთა კავშირის თავდაცვის მინისტრი, მარშალი სოკოლოვი და გენშტაბის უფროსი არმიის გენერალი ოგორკოვი გადადგნენ.

ასე ხდება ნებისმიერი ლეგიტიმური ქვეყნის ლეგიტიმურ მთავრობებში.

ჩვენთან?! ჩვენთან რა მოიმოქმედეს არჩევნების გაყალბებით ხელისუფლებაში მოსული, ომის გამჩაღებელი და დეზერტირი სააკაშვილის მიმართ?!

იმ მომენტში, როცა სააკაშვილი და მისი დამნაშავე გუნდი რუსთაველის პროსპექტზე ომში გამარჯვებას ზეიმობდა, ცხინვალში, ბრძოლის ველზე, თაკარა სიცხეში, “უმაღლესი მთავარსარდლისა” და სხვა მეთაურების მიერ უპატრონოდ მიტოვებული ქართველი ჯარისკაცების ცხედრები იხრწნებოდა.

აი, ეს არის სახე ანტისტალინისტი და ქვეყნის დამაქცევარი ადამის მოდგმის ხორცმეტებისა. ანგრევენ სტალინის ძეგლებს, ოსანას _ “ჩემი გმირი გიწოდეს” _ კი უმღერიან ბრძოლის ველიდან გამოქცეულ დეზერტირს.

კაცობრიობის ისტორია ომების ისტორიაა… ასეთი თავისმომჭრელი სირცხვილი არც ერთ ერს თავისი ქვეყნის ისტორიაში არ ჩაუწერია.

თუმცა საქართველო ხომ პარადოქსების ქვეყანაა?! დააკვირდით შემდეგ რა მოხდა:

მას შემდეგ, რაც ბრძოლის ველიდან გამოქცეული სააკაშვილი თბილისში ტრიუმფატორად გამოაცხადეს და “გმირად” შერაცხეს, დეზერტირმა სარდალმა თავი გმირთაგმირად წარმოიდგინა, ყველა ეპოქის უძლეველი მხედართმთავრის, გენერალისიმუს სტალინის ფიგურა თვალში ეპატარავა და ბრძანა მისი ძეგლების დანგრევა ქვეყნის მასშტაბით. მანქურთებმა კი ბრძანება ზედმიწევნით შეასრულეს.

ყველა ქვეყანა, ყველა ერი, რომელთაც იოტისოდენა თავმოყვარეობა აქვს,  პატივს სცემს საკუთარი ქვეყნის ისტორიას, ამ დანაშაულის ჩადენისთვის მთავარსარდალს გაასამართლებდა. ჩვენს ქვეყანაში კი რა ხდება? _ ერი და ბერი მონურად დუმს, სააკაშვილის მიერ ჩარეცხილი “ინტილიგენცია” ტაშს უკრავს, მანქურთი ხელისუფლება ზეიმობს.

ფურთხის ღირსი ხარ შენ, საქართველოვ!”

მანქურთი ანტისტალინისტები ებრძვიან მე-20 საუკუნის ღმერთკაცს (ღმერთზე ნაკლებს, კაცზე მეტს), კაცობრიობის, მართლმადიდებელი ეკლესიის, საქართველოს გადამრჩენელსა და ამღორძინებელს, ქართველი ერის განმანათლებელ-გამაჯანსაღებელს. დღეს ბავშვებსა და მოზრდილებს თავში უჭედავენ ხრუშჩოვ-ტროცკისტების მონაჭორს, რომ სტალინი იყო ჯალათი. თუმცა მას შემდეგ, რაც არქივები გაიხსნა, მსოფლიომ შეიტყო, რომ ყველა სიბინძურე, რომლებიც სტალინზე დაიწერა, ჭორი და ცილისწამებაა.

ქართველ საზოგადოებას, ბავშვებსაც კი, თავში უტენიან ბინძურ ჭორს, თითქოს 1930-იან წლებში “სტალინურმა რეპრესიებმა” მილიონობით უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა(?).

სინამდვილეში არავითარი “სტალინური რეპრესიები” არ ყოფილა. რეპრესიები 1918 წელს დაიწყო ტროცკიმ, სტალინმა კი, მას შემდეგ, რაც რეალური ძალაუფლება მოიპოვა 1930-იან წლებში, რეპრესიები აღკვეთა, გადაარჩინა მსოფლიო, მათ შორის, საქართველო, ტროცკისტული უბედურებისგან.

ვინც სტალინს ებრძვის, ებრძვის ქართულ მენტალიტეტს. ებრძვის მის თვითმყოფადობას, ებრძვის ქართველ ერს, ქართულ სახელმწიფოს, ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას, ებრძვის ყველაფერ ქართულს, ებრძვის საქართველოს წარსულს, აწმყოსა და მომავალს, ქრისტეს ებრძვის!

რაც შეეხება სტალინის პიროვნებას, იგი იყო კეთილშობილი, ჰუმანური, უპატიოსნესი ადამიანი; მამაკაცური ხიბლით შემოსილი; სახელმწიფო მოხელის იდეალი, მხედართუფროსის ეტალონი.

მის სინდისზე არ არის არც ერთი უდანაშაულო თუ დამნაშავე ადამიანის სისხლი, იგი ყოველთვის ბრალდებულის მხარეს იყო და, უმეტეს შემთხვევაში, სიკვდილით დასჯას ეწინააღმდეგებოდა (მაგალითები უამრავია მის ბიოგრაფიაში).

მთავრობაში სტალინი ყველაზე ლოიალური იყო, იგი ყოველთვის ბრალდებულის მხარეს იდგა და წინააღმდეგი გახლდათ სიკვდილით დასჯის” (ბენედიქტოვი. სტალინის მთავრობის სახალხო კომისარი). ცნობილია სტალინის მითითება ძერჟინსკისადმი: “სჯობს, 100 დამნაშავე გაამართლო, ვიდრე ერთი უდანაშაულო დასაჯო”.

თვითონ სტალინი, ქრისტეს მსგავსად, ასკეტურად ცხოვრობდა, მისი ოჯახი კი _ ხელმოკლედ.

“იოსებ, თუ შეგიძლია, გამოგვიგზავნე 50 მანეთი, პრომაკადემიაში სტიპენდია 15-მდე არ იქნება, ახლა კი უკაპიკოდ ვზივარ”, _ წერდა ნადეჟდა ალილუევა მეუღლეს…

სტალინმა გარდაცვალების შემდეგ შთამომავლობას დაუტოვა შემნახველი სალაროს წიგნაკი, რომელზეც ერიცხებოდა 900 მანეთი (250 დოლარი) და არავითარი უძრავ-მოძრავი ქონება!

სინდისგარეცხილი ანტისტალინისტები კი ასეთ ადამიანს ჯალათს უწოდებენ  და მის ძეგლებს ანგრევენ.

საკვირველი და დასაგმობია ის ფაქტი, რომ ამჟამინდელი მთავრობა ხალხს და ქვეყანას არ უბრუნებს “ნაცების” მიერ ნაძარცვ ქონებას. ამას ითხოვს ადამიანის უფლებების დაცვის ქარტიაც. ამისათვის საჭიროა, ყველა ადამიანს, რომელმაც სიმდიდრე ხალხის ძარცვით დააგროვა, ჩამოერთვას ნაძარცვი ქონება და გადაეცეს დამშეულ, სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ ხალხს, რომელიც მოსახლეობის 90%-ს შეადგენს. აი, ეს იქნება სოციალური სამართლიანობის აღდგენა…

სტალინმა ჩაიბარა გაჩანაგებული, გაპარტახებული, მალარიითა და ჭლექით დაავადებული ადამიანებით დასახლებული ქვეყანა, დატოვა გამოჯანმრთელებული და აყვავებული სახელმწიფო.

სტალინის ეპოქა იყო საქართველოს ოქროს ხანა!

სტალინი მსოფლიო რანგის სახელმწიფო მოღვაწეთა შორის ერთ-ერთი პირველთაგანი იყო, რომელიც მამობრივ მზრუნველობას იჩენდა ბავშვების მიმართ, განსაკუთრებით _ უპატრონოდ დარჩენილთა მიმართ. საყოველთაოდ ცნობილია, საბჭოთა უპატრონო ბავშვთა სახლებში აღზრდილი გენერლების, მარშლების, აკადემიკოსების, სხვადასხვა დარგის უმაღლესი კვალიფიკაციის კონსტრუქტორების, მეტალურგების, სოფლის მეურნეობის სპეციალისტების გვარ-სახელები.

სტალინი არა მხოლოდ თავისი ქვეყნის, არამედ სხვა ქვეყნების ობოლ ბავშვებსაც პატრონობდა. ამის ნათელი მაგალითია 1930-იანი წლების სამოქალაქო ომის შედეგად ესპანეთდან დევნილი ათასობით ბავშვის შეფარება, მოვლა-პატრონობა, გზაზე დაყენება.

1938 წელს, როდესაც ფაშისტებმა სუდეტი დაიპყრეს და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილი ებრაელების მიღება-შეფარებაზე ევროპამ უარი თქვა, ისინი სტალინმა შეიფარა და უპატრონა.

ყურადსაღები ფაქტი: ავსტრალიამ, უდიდესი შესაძლებლობის ქვეყანამ, დევნილი ებრაელების მხოლოდ ექვის ოჯახი შეიფარა. ჟურნალისტის კითხვაზე, “რატომ ასე ცოტა?”, სახელმწიფოს ერთერთმა მაღალჩინოსანმა უპასუხა: “ერთი ებრაელიც კი, ძალიან ბევრია”. სტალინმა კი ევროპის მიერ უარყოფილი ებრაელების ათასობით ოჯახი უყოყმანოდ შეიფარა.

დედამიწაზე არ ყოფილა მეფე, იმპერატორი, რომელსაც ქრისტეს მოძღვრება გაეხადოს ხალხის ცხოვრების მოწყობის პროგრამად. ასეთი ხელმწიფე იყო მხოლოდ სტალინი. იგი საშიშია ანტიქრისტეს მიმდევარი გლობალისტებისთვის, რომელთა სატანური ლოზუნგია: ძირს ქრისტე!

ევროპა დღეს რელიგიის გარეშეა დარჩენილი, უფრო ზუსტად, იქ ღმერთის წინააღმდეგ აქტიური ბრძოლის იდეოლოგია მძვინვარებს. ისეთი სიბილწე, როგორიც არის ეკლესიაში მღვდელმსახურის მიერ მამაკაცთა წყვილისთვის ჯვრის დაწერა, ანუ ერთსქესიანთა დაქორწინება, ალბათ, სოდომსა და გომორშიც არ ყოფილა. სწორედ ასეთ სიბილწეებს ამხელდა და ებრძოდა სტალინი. ანტიქრისტე-გლობალისტები შეფარვით ებრძვიან ქრისტე-ღმერთს, ხოლო სტალინს, როგორც ყველაზე ქრისტიანულ ბელადს მსოფლიოს ისტორიაში, ებრძვიან ღიად, ვითომ ტირანს, რომელმაც არ იცოდაო, რისთვის ხოცავდა ხალხს.

60 წლის წინათ გარდაცვლილი სტალინის წინააღმდეგ მიმდინარეობს ძლიერი პროპაგანდა, მილიარდობით დოლარს ხარჯავენ, რათა იყიდონ სიყალბე და გაყიდონ სიმართლედ. მსოფლიოს მძარცველებმა კარგად იციან ეს ტექნოლოგია _ ხალხი უნდა გამოათაყვანო, თუ გინდა, ძარცვო და დაიმონო. სწორედ ეს ტექნოლოგია დანერგეს საქართველოშიც.

ბიბლია გვეუბნება, რომ კაცობრიობა იცოცხლებს მანამ, სანამ ზნეობრივი რესურსი არ ამოეწურება. ანტისტალინისტებს ზნეობრივი რესურსი ამოეწურათ, რადგან სოდომის გზას ადგანან, მათი დაღუპვა გარდაუვალია.

დასავლეთის ცივილიზაციამ მოსპო თავისი კულტურა, სული და ღმერთისადმი აქტიური მტრობის გზას დაადგა. მამონას კულტი და სოდომიზმი, ცხადია, განწირულია. ასევე, განწირულნი არიან ანტისტალინისტებიც, თუ გონს არ მოეგებიან და სტალინის ძეგლებს კანონიერ, ისტორიულ ადგილებზე არ დააბრუნებენ.

მივმართავთ ხელისუფლებასმოღალატის, ხალხის მტრის, საქართველოს ამომგდებდამაქცევარის, სამხედრო დამნაშავის _ მიხეილ სააკაშვილის მიერ დანგრეული სტალინის ძეგლები აღადგინეთ მისი ხარჯით უმოკლეს ხანში, წინააღმდეგ შემთხვევაში, შედეგებზე პასუხისმგებლობას ვიხსნით!

ბიძინა ივანიშვილმა კი შეასრულოს ამომრჩევლისთვის მიცემული პირობა და გორში სტალინის ძეგლი თავის კუთვნილ ადგილზე დააბრუნოს!

თამაზ ჯაფოშვილი,

. სტალინის ფონდის თავმჯდომარე;

გივი ბერძენიშვილი,

ინჟინერაკადემიკოსი, მწერალი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here