Home რუბრიკები პოლიტიკა სიძევ, შენ გეუბნები და, დაო, შენც გაიგონეო…

სიძევ, შენ გეუბნები და, დაო, შენც გაიგონეო…

670

ბევრი ვიფიქრე, დამეწერა თუ არა წინამდებარე წერილი, რადგან, თუ ბოლომდე ვიტყვი სათქმელს, უახლოეს სანათესაოზე მომიწევს (მაია ფანჯიკიძე ჩემი დეიდაშვილია, ხოლო ირაკლი ალასანია _ სიძე), რბილად რომ ვთქვათ, კრიტიკული საუბარი. ზოგმა მირჩია, ფსევდონიმს ამოვფარებოდი, მაგრამ… ჯერ ერთი, ფსევდონიმს ამოფარებული სიტყვა იმ სიმწვავისა არ იქნებოდა; მეორეც, ეჭვი მაქვს, “პოჩერკზე” მაინც მიცნობდნენ; მესამეც, ფსევდოდ არც წერა შემიძლია, არც ლაპარაკი, მით უმეტეს, აგერ 60-ს მივუკაკუნე და ფსევდოდ ცხოვრება ვერ ვისწავლე; მეოთხეც, გაცილებით “ნაკლები დანაშაულისთვის” (მიშისტობისთვის) თავის დროზე საკუთარი ოჯახის წევრებიც კი არ დავინდე და, ეს ამბავი რომ “გავატარო”, რა პირით შევხედო მამაჩემს თვალებში?..  ჰოდა, როგორც ჩვენში იტყვიან, საცა იწროა, იქ გაწყდეს…


გურამ დოჩანაშვილის მარშალი ბეტანკურისა არ იყოს, ირაკლი ალასანიამაც კარგად დაიწყო: სრულიად ყმაწვილი გმირ მამას, ჟიული შარტავასთან ერთად დახვრეტილ მამია ალასანიას, ახლდა აფხაზეთის ომში; შემდეგ, შევარდნაძის ხელისუფლებაში, როგორც უშიშროების მინისტრის მოადგილემ, პანკისში წარმატებით ჩატარებული სპეცოპერაციით დაგვამახსოვრა თავი; “ვარდების რევოლუციად” წოდებული სახელმწიფო გადატრიალების გზით მოსულმა ხელისუფლებამ აფხაზეთის მინისტრთა საბჭო ჩააბარა, ამ ამბავს დიდი იმედით შეხვდა ქართველი საზოგადოება, თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ აფხაზეთიდან მამის ძვლები  უხმობდა, ირაკლი ალასანიას გულწრფელობაში კი ეჭვი არც აფხაზებს ეპარებოდათ და, თუ ვინმეს დაელაპარაკებოდნენ და ენდობოდნენ იმჟამად, პირველ რიგში _ ირაკლი ალასანიას. ამ მხრივ კულუარული ნაბიჯებიც გადადგა აფხაზეთის დევნილი მთავრობის ახალგაზრდა პრემიერმა, მაგრამ…

ხატოვნად თუ ვიტყვით, ალბათ, მაშინ დასრულდა ალასანიას სიყმაწვილესიჭაბუკის რომანტიკული ხანა, როდესაც ყველასთვის და, პირველ რიგში, ბატონი ირაკლისთვის მოულოდნელად, მიხეილ სააკაშვილმა გაეროში ელჩად გაამწესა. როგორც ჩანს, მაშინ დაიწყო ახალგაზრდა დესპანის სულში ნეოლიბერალური ცვლილებები _ ამერიკული პოტომაკის წყალდალეულობა, რუსულქართული თერგდალეულობისგან განსხვავებით, ნეგატიურად მოქმედებს ეროვნული ღირებულებების ტკივილიან განცდაზე და მათ ნელნელა ნეოლიბერალური ფსევდოღირებულებების უმტკივნეულო განცდა ენაცვლება, ამიტომაცშეეჰშალაალასანიას დღეს ის, რაც შეეშალა, თუმცა ამაზე ქვემოთ

რამდენიმე წელიწადი იელჩა და, ალბათ, სააკაშვილის დემოკრატიის შუქურის სიკაშკაშით დაბრმავებულმა 2008 წლის აგვისტოს ომამდე ვერ დაინახა, “დანიის სამეფოში” ყველაფერი რომ ყარდა, თუმცა ბოლოს გადადგა. მის დემარშს მანამდე არ მიჰბაძა იმჟამად ჰოლანდიაში ელჩად მყოფმა ცოლისდა მაია ფანჯიკიძემ, ვიდრე ისე არ მოხსნა სააკაშვილმა, როგორც დღეს ღარიბაშვილმა _ ალასანია.

საქართველოში ლამის საპრეზიდენტო რეიტინგით დაბრუნებულ ირაკლი ალასანიას საზოგადოება იმ იმედით შეხვდა, რომ ქართულ ოპოზიციას, ბოლოს და ბოლოს, ეროვნული თვითშეგნების ლიდერი გაუძღვებოდა, მაგრამ ირაკლი ალასანია ახტა-დახტა და რესპუბლიკელების ანტიქართულ ნავში ჩახტა _ ფუჭი აღმოჩნდა კეთილისმსურველთა _ მათ შორის, ჩემიც _ შეგონებანი, მარად ურეიტინგო რესპებთან მაღალრეიტინგიანი ალასანიას ჩახუტებით ამერიკელებს რესპების ნულოვანი რეიტინგის ამოქაჩვა სურთ და პირიქით მოხდება _ რესპები დასცემენ მის რეიტინგსო. ისე აგიხდეთ ყველაფერი კარგი, როგორც ეს “წინასწარმეტყველება” აუხდა ალასანიას: ქართველთა უმრავლესობისთვის დღემდე საძულველ რესპუბლიკელებთან ოფიციალური ალიანსის შემდეგ, ალასანიაც იმ უგულო ოპოზიციას დაემსგავსა, რომელიც ისედაც მოყირჭებული ჰქონდა ქართველ საზოგადოებას!

ალასანიამ დაარღვია 2009 წლის 9 აპრილს დაწყებული საპროტესტო აქციების ორგანიზატორთა მიერ ქართველი ხალხისთვის მიცემული პირობა _ არავითარი დიალოგი სააკაშვილთან! მან . . მოლაპარაკებები გამართა სააკაშვილის სისხლიან რეჟიმთან, რომელსაც მოჰყვა ტელევიზიასთან საკნების ბლოკადის მოხსნა, რეჟიმის მიერშემოგდებულისატყუარის ჩაყლაპვა _ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე დათანხმება და თბილისის მერის არჩევნებში დამარცხებული ალასანიას მიერ გიგი უგულავასთვის მილოცვადემოკრატიულადჩატარებულ არჩევნებში გამარჯვების გამო!

კიდევ ბევრი რამის გახსენება შეიძლება დასტურად იმისა, როგორ ნელ-ნელა, მაგრამ შეუქცევადად მიმდინარეობდა ამ ერთ დროს ეროვნულობაში ეჭვმიტანილი კაცის მეტამორფოზი. და სწორედ იმ დროიდან “მექავებოდა ხელები”, მაგრამ იმხანად არა მხოლოდ ნათესაობა-მოყვრობისა გამო, არამედ, პირველ რიგში, იმის იმედით ვიკავებდი თავს, რომ ვაჟკაცი მამის შვილი ქართული ღირებულებებისადმი ერთგული იქნებოდა.

ახლა კი, როგორც ზეჰმოთ ვთქვი, დანდობა არ იქნება, რადგან საქართველოში დემოკრატიის დამთავრების რა მოგახსენოთ, მაგრამ დიქტატურა მართლაც მოდის. ოღონდ არა ცხვირში დუდღუნა ალექსი (ბუკა) პეტრიაშვილის გაგებით, არამედ

მსოფლიოს ყველა ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოშიც, ახალი წესრიგის დამყარებას ცდილობენ ნეოლიბერალური დიქტატურის სახით. დიქტატორი კი ყველგან ერთია _ აშშ!

ნეოლიბერალურ დოქტრინას საერთო არაფერი აქვს ჭეშმარიტ, გნებავთ, ილიასეულ ლიბერალობასთან, რომელიც შემწყნარებლობა-ტოლერანტობას გულისხმობს, მაგრამ არა  ეროვნული ღირებულებების უარყოფის ფასად.

გავიხსენოთ დასავლელი ნეოლიბერალების, პატარა თუ დიდიდიქტატორებისგამონათქვამები:

ჰილარი კლინტონი: აშშის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტი მსოფლიოში ელგებეტე საზოგადოების უფლებების დაცვაა!

ბარაკ ობამა: აშშის მიერ ფინანსური თუ სხვა სახის დახმარება დამოკიდებული იქნება მოცემულ სახელმწიფოში ელგებეტე საზოგადოების უფლებების დაცვის ხარისხზე!

ჰერმან ვან რომპეი: ისეთი ღირებულებები, როგორიც არის სამშობლო, სახელმწიფო, ეროვნულობა, სარწმუნოება, სანაგვეზე უნდა გადავყაროთ!

ბევრი მსგავსი გამონათქვამის მოყვანა შეიძლება, მაგრამ, ვფიქრობ, ზოგადი სურათის წარმოჩენისთვის ესეც საკმარისია. სურათი კი ასეთია _ ნეოლიბერალური იდეოლოგია ერთ უფლებრივ სივრცეში განიხილავს ერთსქესიანთა ქორწინებას, პედოფილია-ინცესტის პროპაგანდასა და ტრადიციულ ოჯახებს, რწმენას ღვთისას და რწმენას სატანის  და ა.შ.

მოკლედ, მსოფლიოს ახალი წესრიგი მორალზე, ზნეობაზე აღმოცენებულ ცივილიზაციას მხოლოდ ცხოველურ ინსტიქტებზე დამყარებულიცივილიზაციითშეცვლას უპირებს დევიზითყველაფერი ნებადართულია, რაც კი ადამიანმა შეიძლება, ისურვოს!”.

ამ მხრივ პირველ მნიშვნელოვან წარმატებებს უკვე მიაღწიეს ე.წ. ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში. იქაც კი, სადაც ჯერჯერობით საკანონმდებლო დონეზე არ არის ნებადართული ერთსქესიანი ქორწინებები, ჰომოსექსუალები, პრაქტიკულად, უდარდელად ცხოვრობენ, პედერასტული ოაზისის _ სკანდინავიისა თუ ბენილუქსის ქვეყნებში ხომ ელგებეტე დიქტატურა, დიდი ხანია, დამყარებულია _ შვედეთის სამეფოს  ეკლესიებში ერთსქესიანთა ჯვრისწერა ჩვეულებრივი ამბავია, ზოგან უკვე დაიწყო პედოფილიის ლეგალიზაციის გააფთრებული კამპანია, ოღონდ ერთიშეზღუდვით” _ თუ 12 წლის ბავშვი თანახმაა

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კითხვას დავსვამ ბატონი ირაკლი ალასანიას საყურადღებოდ:

ვისთვის გაკეთდა განცხადება საქართველოს საგარეო კურსის შეცვლის შესახებ _ ქართველი საზოგადოებისთვის?

არა, ბატონო! რადგან ალასანიამ მშვენივრად იცის, რომ ქართველი ხალხის მიერ არჩეული დასავლური ორიენტაცია, რბილად რომ ვთქვათ, ბლეფია, რომელსაც ალასანია, მის იდეურად მონათესავე რესპუბლიკელებსა დანაცებთანერთად უსუნდისოდ თავს გვახვევენ. დიახ, უსინდისოდ, რადგანაც 2008 წლის გაყალბებული არჩევნების პარალელურად გამართული .. პლებისციტიც გაყალბებული იყო. თუმცა, რომც დავუშვათ და დასავლური არჩევანის შესახებ პლებისციტის შედეგები სიმართლედ მივიჩნიოთ, მას შემდეგ აგვისტოს ომი გადავიტანეთ და ქართველმა საზოგადოებამ ნათლად დაინახა, როგორ დაგვეხმარა ნატოაშშ და ამიტომ არა მგონია, იმედგაცრუებული საზოგადოების განწყობა დღეს დასავლეთის მიმართ იგივე იყოს. მაგრამ, თუ  დასავლეთის ზემოხსენებულ პედერასტულ ვნებებსაც გავიხსენებთ, თითქმის უეჭველად შეიძლება იმის თქმა, რომ საზოგადოების უმრავლესობის არჩევანი დღეს პროდასავლური კურსის  საწინააღმდეგოა

მაშ, ვის გასაგონად განაცხადა ალასანიამ საქართველოს საგარეო კურსი იცვლებაო?

ვისი და შვედეთის აწ უკვე ყოფილი საგარეო მინისტრისა და “ნაცბანდის” ცნობილი დამცველის _ კარლ ბილდტის, ევროპის საბჭოს თავმჯდომარისა და ქართველთათვის სანუკვარი ღირებულებების სანაგავეზე მომსროლელი ჰერმან ვან რომპეის გასაგონად. ერთიცა და მეორეც მყისიერად გამოეხმაურნენ ყოფილი მინისტრის განცხადებას და მისი და თავდაცვის უწყების პოლიტიკური დევნა დაუდასტურეს…

ანდა რომელ ნატოსთან ინტეგრაციისკენ მიჰყავთ საქართველო, იმ ნატოსკენ, რომელსაც უკვე ლესბოსელი გენერლებიც ჰყავთ?

ან როგორ გავიგოთ ალასანიას მიერ კიდევ ერთხელ ჯიუტად გამეორებული: რესპუბლიკელებთან (რომლებმაც, ვიმეორებ, ყოველივე ქართულის, მართლმადიდებლობის შეფარული თუ აშკარა მტრების იარლიყი ვერაფრით მოიშორეს საზოგადოების უმრავლესობის თვალში), როგორც იდეოლოგიურად იდენტურ ლიბერალურ (ანუ ლიბერასტულ) პარტიასთან, უნდა ვითანამშრომლოო?

აღარაფერს ვამბობ “რუსთავი 2”-ის ეთერში წამოცდენილ სურვილზე “ნაცებთან” თანამშრომლობისთვის მზადყოფნის შესახებ. თუმცა მერე, ალბათ, მიხვდა (ან მიახვედრეს), რომ ღრმად შეტოპა და ახლა ხაზგასმით უარყოფს ასეთ ვარიანტს, მაგრამ “კბილს გაცდენილ სიტყვას ქამანდითაც ვერ დაიბრუნებ”.

ქალბატონი მაია ფანჯიკიძის გასაგონად კი ვიტყვი: ღვთაებრივიჩაკრულოს” (რომელიც კოსმოსში ღმერთს უგალობს) შემქმნელ ქვეყანას ვილნიუსშიშალახოსფონზე რომ მოაწერინეს ხელი, პროტესტის განცდა რატომ არ გაგიჩნდათ?

ჰიტლერი და სტალინი ერთნაირი ბოროტება იყოო… საფლავში რატომ არ გადაბრუნდება ნაღდი ქართველი ვაჟკაცი და შესანიშნავი მწერალი გურამ ფანჯიკიძე! ვისაც მისი რომანიეშმაკის ბორბალიწაუკითხავს, დამემოწმება, რომ ქალიშვილისგან აბსოლუტურად განსხვავებული დამოკიდებულება ჰქონდა ჰიტლერის გამანადგურებელი დიდი სტალინის მიმართ

თუმცა ეს ყველაფერი ლირიკაა _ ისეთი “დიპლომატიური” განცხადება გააკეთა ქვეყნის აწ უკვე ყოფილმა პირველმა დიპლომატმა, რომ ტალეირანს შეშურდებოდა: ვიდრე სოხუმ-ცხინვალში რუსეთის საელჩოებია, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა არ აღდგებაო!

აქედან გამომდინარე, სიძეცოლისდის საყურადღებოდ ვსვამ კითხვას: როდის, რა ძალით აპირებთ (ნატოსცისფერი ლეგიონებისმეშვეობით? გამეცინებოდა, სატირალი რომ არ იყოს). რუსების გაყრას სოხუმცხინვალიდან?

ახლა ვნახოთ, რა ძალები უჭერენ მხარს ე.წ. თავისუფალ დემოკრატებს საქართველოში:

 რესპუბლიკური პარტია და ე.წ. არასამთავრობოები: საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI); მედიის განვითარების ფონდი (MDF); ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI); საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS); ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC); სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საზოგადოება (ISFED); “იდენტობა”; კონსტიტუციის 42- მუხლი; კავშირისაფარი”; საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია _ აი, საქართველოში მოქმედი ასოების (არასამთავრობოების) “შესანიშნავი ათეული”.

კარგად დავიმახსოვროთ ეს არასამთავრობოები, როგორც დასავლეთიდან გულუხვად დაფინანსებული პედერასტიისა და იეღოველთა მსგავსი სატანისტი სექტების მეხუთე კოლონა საქართველოში!

ამაზეა ნათქვამი: “მითხარი, ვინ არის შენი მეგობარი და გეტყვი, ვინ ხარ შენ!”

წერილი თითქმის დასრულებული მქონდა, მაგრამ გული მეთანაღრებოდა _ იქნებ მე რომ არ ვიცი, ისეთ თამაშს თამაშობს ალასანია და ლიბერასტობას ტყუილად ვწამებ-მეთქი. მაგრამ, როცა ვიხილე თავისუფალ დემოკრატთა ყრილობა, ჩემს ყოყმანს წერტილი დაესვა _ ეს თავისუფალ დემოკრატთა და რესპუბლიკელების ერთობლივი ყრილობა უფრო იყო!

განმაცვიფრა ბუკა პეტრიაშვილის თავხედურმა გამოსვლამ, რომელმაც “კაი ბიჭის” ცინიკური აპლომბით ბრძანა, აწი ერთი კაცის ნებაზე აღარ იქნება ხელისუფლება და, მიუხედავად იმისა, რომ მოედანიც თქვენია და მსაჯიც, ბურთი მრგვალიაო და ბოლო ბურთის გატანით დაემუქრა რუსეთს, სინამდვილეში კი _ ივანიშვილ-ღარიბაშვილს. იქვე კადრში გამოჩნდნენ საგოლე პასების ავტორებიც _ უსუფაშვილ-ალასანია…

აქამდე ხომ ნერვები დაგვაწყვიტა ბუკამ ერის მამის პოზითა და მენტორის ტონით საუბრით საქართველოს ევროპულ არჩევანზე, ახლა კი თავი მართლა კაცი ჰგონია, რადგან  დაავიწყდა, რომერთი კაცის ნებამაქცია ბუკაც და სხვა ქათმებიც კაცებად (აქ ალასანიას არ ვგულისხმობ, რადგან თუ ვინმე რამეს წარმოადგენდა ბიძინამდე, ისიც იყო)!

ახია, თქვენზე, ბატონო ბიძინა, ახი!

ნამინისტრალმა, აწ უკვე კვლავ პარტიის თავმჯდომარე ირაკლი ალასანიამ, ბუკას მსგავსად, მომავალ არჩევნებში გამარჯვება დაიქადნა. შემდეგ კი ყრილობაზე დამსწრე “მწერლების” კომენტარებიც ვიხილეთ “პოეტ” რატი ამაღლობელისა და “პროზაიკოს” ლაშა ბუღაძის შესრულებით, რომლებიც, მათივე აღიარებით, “შედევრებს” თურმე მხოლოდ უნიტაზზე მსხდომნი ქმნიან, თანაც მაშინ, როცა ფაღარათი აქვთ…

იქვე “ილიელი” დიდი “მწერლების” სილუეტებიც დავლანდე ჯგერენაია-ლადარიების სახით, “საიდუმლო სირობის” ავტორი ერეკლე დეისაძეც მოუხიბლავს “თავისუფალ დემოკრატთა” იდეებს. ამ “სასტავის” გამო თქვა, ალბათ, ბებერმა “ექსპერტმა” სოსო ცისკარიშვილმა, _ ყრილობაზე გოიმების დეფიციტი იყოო.

ერთი კონჩიტას წვერებიღა აკლდათ “სვეტსკი” ყრილობას და ფერი ფერსო, “თავისუფალო დემოკრატებო”!

 ერთი სიტყვით, ალასანიას ყრილობა ნეოლიბერალური “ღირებულებების” ერთგვარი აღლუმი იყო.

რესპუბლიკელები კი ჯერჯერობით კოალიციას არ ტოვებენ, ანუ სინამდვილეში, როგორც სჩვევიათ, ჯერჯერობით ორ სკამზე სხედან და რამდენ ხანს გასტანს ესჯერჯერობით”, შესაძლოა, 15 ნოემბერსნაცებისმიერ დაანონსებულ მიტინგზე გაირკვეს. ამავე დღეს ეწვევა თბილისს ავადსახსენებელი ჯორჯ სოროსიც და არც ეს არის შემთხვევითი

ისე, ბუკუნა პეტრიაშვილი ერთ რამეში მართალია _ მოედანიც და მსაჯიც ჯერ კიდევ “ოცნებისაა” და ღარიბაშვილი, დაპირებისამებრ, ან ახალ სენსაციურ ფაქტებს გამოაქვეყნებს, უკვე აღძრულ საქმეებსაც რკინისებური მტკიცებულებებით გაამაგრებს და დასაჭერსაც დაიჭერს, ანდა პრემიერს თავის ივანიშვილიანად შეჭამენ მსოფლიო ლიბერასტებით ზურგგამაგრებული ადგილობრივი ლიბერასტები!

მიუხედავად მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის საფუძვლიანი უკმაყოფილებისა, ზეჰმოხსენებული ლიბერასტული ძალების გააქტიურების გამო, “ქართულ ოცნებასა” და პირადად ირაკლი ღარიბაშვილს საზოგადოების მასობრივი მხარდაჭერა ამ ეტაპზე გარანტირებული აქვთ!

დავით მხეიძე

P.S. ღმერთია მოწამე, წერილის მთავარი ფიგურანტებისთვის ინტერვიუზე მეტად ფასეული არაფერი მითხოვია. ამიტომ, როგორც მსოფლიო ლიბერალთა პატრონ ამერიკაში იტყოდნენ, მათი ციტირებით თამამად დავასრულებ სტატიას.

არაფერი პირადული, მხოლოდ ბიზნესი (საქმე)”, ბატონებო და ქალბატონებო!

1 COMMENT

  1. გეთანხმები, დავით, სიმართლეა ეს ყველაფერი, მაგრამ ისიც ცხადია, რომ ხალხთა ეს მასა, ვისზეც ამდენი სულიერი, მორალური, პოლიტიკური, თუ ადამიანური სიბილწეა სახეზე, სწორედ რომ ივანიშვილმა აირჩია პარტნიორებად, გაიმარჯვა ქართველი ხალხის დახმარებით და ამ, ყველაფერი ქართულის მოძულე ხალხს ჩააბარა ქვეყნის მართვის სადავეები… თუნდაც ახალი საგარეო საქმეთა მინისტრის დანიშვნა რაღად ღირს…. :(((

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here