Home რუბრიკები საზოგადოება თემურ ქორიძე: საქართველო ივანიშვილისგან უნდა გავათავისუფლოთ!

თემურ ქორიძე: საქართველო ივანიშვილისგან უნდა გავათავისუფლოთ!

589

“საქართველო და მსოფლიო” ესაუბრა უზენაესი საბჭოს წევრს, ფილოლოგ თემურ ქორიძეს, რომელიც ერთ-ერთი მათგანი იყო, ვინც სახელისუფლებო კრიზისი კარგა ხნის წინათ “იწინასწარმეტყველა”.


_ ბატონო თემურ, ვიდრე შეგხვდებოდით, თქვენს ინტერვიუებს გადავავლე თვალი; ყველგან ურჩევთ ბიძინა ივანიშვილს, რომ გარემოცვას გადახედოს, რომ ამ ქვეყანაში გაცილებით მეტი ჭკვიანი და სანდო ადამიანია, ვიდრე მის მთავრობაშიორი წლის თავზე კი პოლიტიკური კრიზისი მივიღეთ

_ 2011 წელს, როდესაც ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდა პოლიტიკურ ასპარეზზე, ყველანი მივესალმეთ. ერთ-ერთი პირველი ვიყავი, ვინც გააპროტესტა სააკაშვილის მიერ ივანიშვილისთვის ოლიგარქის იარლიყის მიკერება. ჩემს თვალში ივანიშვილი ქველმოქმედი იყო, ამიტომ ყველა საჯარო გამოსვლაში მას დემონსტრაციულად მოვიხსენიებდი, როგორც ქველმოქმედს, მაგრამ, როდესაც დრო გავიდა და ბიძინა ივანიშვილმა დაარღვია ქველმოქმედების უმთავრესი კანონი, რომლის შესახებაც ძალიან მკაფიოდ არის ბიბლიაში მითითებული: “ხელმან მარცხენამ არა იცოდეს, რასა იქმს ხელი მარჯვენა”, იმედი გამიცრუვდა. არათუ “ხელმან მარცხენამ არა იცოდა”, არამედ საქართველოში ტომებად გამოიცა წიგნები იმაზე, რაც უკეთებია. უფრო მეტიც, მან ლიტვურ გაზეთშიც კი გამოაქვეყნა თავისი ე. წ. ქველმოქმედების შესახებ. ამის შემდეგ ივანიშვილი, როგორც ქველმოქმედი, ჩემს თვალში მოკვდა, ამას გულისტკივილით ვამბობ. ის ქველოქმედი არ არის, დავარქვათ მის ქმედებას ანგარებითი სიკეთე, რომლითაც საქართველოში ბევრმა მოითბო ხელი. ეს იყო შორს გამიზნული გეგმა, რომელიც ხელისუფლებაში მოსვლით დაგვირგვინდა.

მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილს ახლოს არ ვიცნობ, მისი აზროვნება და მოქმედებები კარგად შევისწავლე, შემიძლია, მოხსენებაც წავიკითხო მისი “ფენომენის” შესახებ.

_ ვინ არის ის?

_ ბიძინა გახლავთ დროის მიერ ამოტივტივებული პიროვნება, რომ არა, საბჭოთა კავშირის რღვევის პერიოდი და მღვრიე წყალი, რასაკვირველია, ამ ტიპისა და გაქანების ადამიანი ვერ შეძლებდა ასეთი ფინანსების თავმოყრას.

მეტსაც გეტყვით: მსოფლიო ფინანსური იმპერიების ერთ-ერთი თვალსაჩინო “ვარსკვლავი” ჯორჯ სოროსი 2 მილიარდ დოლარს ფლობს, ხოლო ქონება დონალდ ტრამპისა, რომლის სახელიც მსოფლიოში ქუხს, 2 მილიარდ 400 მილიონ დოლარს შეადგენს, ეს  “ფორბსის” მონაცემებია. ამ ორ ადამიანზე ნიჭიერი აღმოჩნდა ბიძინა ივანიშვილი, რაც წარმოუდგენელია.

_ იქნებ, არც ივანიშვილს აქვს იმდენი ფული, ჩვენ რომ გვგონია?

_ რაკი “ფორბსი” ასე წერს, დავუჯეროთ და ვენდოთ, რომ ბიძინა ივანიშვილს ნამდვილად აქვს დიდძალი ფული.

როდესაც პროფესიონალებში გავიკითხე, რა ინოვაციური ბიზნესი აქვს ივანიშვილს, გასაოცარი რამ აღმოვაჩინე: მას საშუალოზე დაბალი დონის ბიზნესები აქვს, იგივე ბანკი “ქართუ” საქართველოშიც კი არ პირველობს.

ბიძინას უყვარს თქმა: “აბა, დამიმტკიცეთ!”. ჩემი და თქვენი ფანტაზია ვერ შესწვდება იმ მაქინაციებს, რომლებიც პოსტსაბჭოთა პერიოდში ფინანსური მაქინაციებისთვის იყო საჭირო.

_ ბატონო თემურ, როგორ შეაფასებთ ბოლო დღეებში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებს?

_  ჩვენი ქვეყნის ისტორიაში პირველად მოხდა ის, რაც ძალიან ჩვეულებრივი ამბავია ევროპის ქვეყნებისთვის.

ის, რაც პრემიერმა თავისი თანამებრძოლისა და კოლეგის მისამართით თქვა, ყოველგვარ ზღვარს სცილდება. ამ ხნის განმავლობაში ვუსმენ თქვენი კოლეგების გამოსვლებს, ასევე, პოლიტიკოსებისას და ყველა ცდილობს, ალასანიას ხელისუფლებაში ყოფნასა და იქიდან წასვლას შორის კანონზომიერება იპოვოს, მაგრამ არავინ ახსენებს ბიძინა ივანიშვილს.

ეკა ბესელიამ თქვა, რომ ჩვეულებრივი ამბავია, როდესაც მოქმედ პრემიერს ყოფილი პრემიერი ჰყავს მრჩევლადო. რასაკვირველია, ჩვეულებრივი ამბავია, მეფეებსაც ჰყავდათ მრჩევლები, ოღონდ ერთი, ძალიან დიდი სხვაობაა: მათ მრჩევლებად გიორგი ჭყონდიდელი და სოლომონ ლეონიძე ჰყავდათ და არა _ ბიძინა ივანიშვილი, რომლის მრჩევლობაც საქართველომ მიხეილ სააკაშვილის დროს გამოსცადა. ბიძინა  ისეთივედაჟინებულიმრჩეველი იყო სააკაშვილის, როგორიც დღეს პრემიერისთვის არის. თვითონ ბიძინა ივანიშვილსაც არ დაუმალავს, _ კარგ რჩევებს ვაძლევდი სააკაშვილსო. იმ კარგი რჩევების შედეგი კი ჩვენ ვნახეთ და საკუთარ თავზეც ვიწვნიეთ. როდის უნდა მიხვდნენ ჩვენი “პოლიტიკური თეატრის” მონაწილეები, რომ ბიძინა ივანიშვილს არ ჰყოფნის ინტელექტი და მის ჭკუაზე სიარული სახელმწიფოს ხელს არ აძლევს. ის შეცდა ერთ პრეზიდენტში, შეცდა მეორეშიც, როგორც თვითონ ამბობს, შეცდა ქვეყნის წამყვანი ფიგურების შერჩევაშიც

_ ის კოალიციის დამფუძნებელია და, ალბათ, ცდილობს, თავისი შეცდომები თვითონვე გამოასწოროს და ამიტომაც ერევა მთავრობის საქმიანობაში.

_ მინდა, მივმართო ხელისუფლების წარმომადგენლებს: ნუ შეაწუხებენ ამ ადამიანს, მას არ ხელეწიფება სახელმწიფოებრივი აზროვნება, რადგან ის ბიზნესშიც კი, რითაც თავი მოსწონს, პირველობას ვერ დაიჩემებს. დიდი ხანია, ამ თემაზე ვფიქრობ და მადლობელი ვარ, რომ საუბრის საშუალება მომეცით.

_ ორი წლის თავზე აღმოჩნდა, რომ ერთერთი უმნიშვნელოვანესი სამინისტროს ხელმძღვანელი უნიჭო, კორუფციული, უტვინო დანაცებისლობისტი ყოფილავინ უნდა აგოს ამაზე პასუხი?

_ პასუხი მხოლოდ და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილმა უნდა აგოს.

ბიძინა ვალდებულია, ან დაბრუნდეს და გამოასწოროს ყველაფერი, ან მას კატეგორიულად უნდა აეკრძალოს პოლიტიკაში ჩარევა. ივანიშვილი საქვეყნო საქმეს არ უნდა გააკარონ, რადგან მას არ ჰყოფნის არც ინტელექტი, არც ცოდნა და აჯობებს, დატოვონ თავის ფულთან. ბიძინა არის ცბიერი ადამიანი, ავანტიურისტი, თაღლითური მიდრეკილების მქონე.

თავის ინტერვიუებში ის ამბობს, რას უკეთებდა სააკაშვილს, როგორ წერდა სცენარებს, რა უნდა მოემოქმედა მის წინააღმდეგ, პარიზში თავის შვილს როგორ უგზავნიდა და როგორ თამაშობდა სააკაშვილის წინაშე, რომ არ შეემჩნიათ არაფერი… ოინებით გართული ადამიანი, რომელიც ტკბება საკუთარი ცბიერებითარ შეიძლება, პოლიტიკაში იყოს. ძალიან მარტივ რამეს ვამბობ: ვისაც უყვარს, უფლება აქვს, ძეგლი დაუდგას, მაგრამ ჩვენ საქართველო ივანიშვილისგან უნდა გავათავისუფლოთ.

_ როდესაც ალასანიასა და მისი გუნდის დემარშის შესახებ შეიტყვეთ, რა იფიქრეთ?

_ მეგონა, ამას მოჰყვებოდა საქართველოს მთავრობის გათავისუფლება ივანიშვილის მარწუხებისგან. თუკი 7 მინისტრი მაინც, რომლებიც ივანიშვილს გულზე არ ეხატება, ალასანიას მიჰყვებოდა, პრემიერმინისტრის პოსტზე კანდიდატურის წარდგენა პრეზიდენტს მოუწევდა და, დარწმუნებული ვარ, მარგველაშვილი არჩევანს ივანიშვილის კადრზე არ გააკეთებდა.

_ . . თქვენ მარგველაშვილი მოგწონთ?

_ სიმართლე ვთქვათ: ყველაზე დიდი საშიშროება ამ ეტაპზე საქართველოსთვის არის ივანიშვილის მიერ უზურპირებული ხელისუფლება. ის განუსაზღვრელ ძალაუფლებას ფლობს, გაცილებით მეტს, ვიდრე რომელიმე სახელმწიფოში მონარქი. ეს არის ისეთი ანომალია, რომ დემოკრატიაზე ლაპარაკი აღარ შეიძლება.

_ იქნებ ივანიშვილი მიხვდა, რომ ალასანია ქვეყანას არ გამოადგებოდა და შეცდომის გამოსწორება გადაწყვიტა? ასეთ შემთხვევაში, მასზე ცუდს ვეღარ ვიტყვით. თანაც ყველამ ვიცით, რომ მას, როგორც ამბობენ, ევროპელმაკეთილისმსურველებმათავს მოახვიეს ეს პარტიები, რომლებიც დღეს ხელისუფლებაში არიან.

_ თუ გახსოვთ ის ჩანაწერები, რომლებშიც ირაკლი ალასანია არცთუ კარგად მოიხსენიებს ივანიშვილს? ის მაშინვე არ უნდა შესულიყო მის კოალიციაში. რაც შეეხება იმას, რომ თავს მოახვიეს ეს პარტიები, ვერ დაგეთანხმებით, რადგან არ უნდა ვენდოთ ივანიშვილს. ის დღესაც ამბობს და წერს, რომ სამი წელიწადი აკვირდებოდა პოლიტიკურ სპექტრს, რათა თანამებრძოლები ამოერჩია. სამი წელი საკმარისია, გაიგო, თან პატარა ტვინი მაინც თუ გაქვს, ვინ რას წარმოადგენს. აქედან ლოგიკური დასკვნის გაკეთება შეგვიძლია _ ივანიშვილს არ აქვს სწორი ანალიზის გაკეთების უნარი.

ივანიშვილს ალასანიას მიმართ იმთავითვე ბოღმა ჰქონდა, ისევე, როგორც გუბაზ სანიკიძის მიმართ, რომელსაც, ალბათ, დიდი სიამოვნებით ესროდა ჟაკანს, ამის შესაფერისი დრო და ადგილი რომ ჩაუვარდეს.

მომავალი წლიდან დიდი საარჩევნო ბატალიები დაიწყება.

მინდა, ქართველ ხალხს ვუთხრა, რომ არასოდეს მოიყვანონ ხელისუფლებაში ის ადამიანები, რომლებმაც ივანიშვილისგან ფული აიღეს. მალე ეს პარტიები და ადამიანები კოალიციიდან გამოვლენ და სხვაგვარად დაიწყებენ ლაპარაკს, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ მათი სახელები. ასეთი ხალხი სახელმწიფოს არ გამოადგებიან. არ მოვიყვანოთ ხელისუფლების სათავეში გაუნათლებელი ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ ჭკუა ივანიშვილს უნდა ჰკითხონ. ბოდიშს ვიხდი, მაგრამ მიმიფურთხებია იმ მთავრობისთვის, რომელიც ჭკუას ბიძინას ეკითხება, იმ ბიძინას, რომელიც ამბობს, რომ ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორია, მრჩევლად კი,  ეკონომიკის დარგში, ფიზიკოსი გია ხუხაშვილი ჰყავდა, ხუხაშვილი, რომელიც ამბობს, ბიძინამ რომ მითხრას, მესამე სართულიდან გადმოვხტებიო…

ამ საწყალ ადამიანს კი მთელი ამ ბატალიების დროს ეთერში ამყოფებენ. შემებრალა, გალიაში გამომწყვდეულივით არის და სიმართლეს ვერ ამბობს, რადგან ფული აქვს აღებული, ბიძინამ ეს თავად თქვა.  თქვენ კოლეგებს ვთხოვ, რომ ხუხაშვილისთანა ადამიანები შეიბრალონ და სიმართლის თქმას ნუ მოსთხოვენ, მათ თავიანთი გასაჭირიც ეყოფათ.

_ ბატონო თემურ, ვაღიაროთ, რომ ორი წლის თავზე ხელისუფლებაში სერიოზული კრიზისი გვაქვს, ამასსაქართველო და მსოფლიოსთანინტერვიუებში ყოველთვის ამბობდით

_ დიახ, ვამბობდი. ვამბობდი, რომ ორი წლის თავზე მოხდება მცირე “მიწისძვრა”. ქვეყანაში, როდესაც დინამიზმი არ არის, ბუნებრივია, ეს ასე ხდება. ადამიანი იდეალით დიდხანს ვერ ცოცხლობს. ჰიუგო ამბობს: “ოცი წლისანები იდეალებისთვის ვიბრძვით, ორმოცი წლისანები _ ოჯახის შესანახადო”.

ქართველმა საზოგადოებამ დაინახა, რომ ეს იყო არა ქართული ოცნება, არამედ, მორიგი ქართული სიცრუე. ყველაზე მეტად, რაც გულს მტკენს, არის ის, რომ ივანიშვილი ხელს იშვერს ქართველი საზოგადოებისკენ და მოუმწიფებელს უწოდებს. ის, რომ მან თაღლითობაში გვაჯობა, არ ნიშნავს ჩვენს მოუმწიფებლობას; ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ძალიან შორს ვართ მისი თაღლითობისგან.

ქართველი ხშირად  ტყუვდება, ჩვენში ისეა გამჯდარი არისტოკრატიული კულტურა, რომ ყველა ვიგინდარას შეუძლია ჩვენი მოტყუება. ბიძინამ გვითხრა, _ თუ მარგველაშვილს არ აირჩევთ პრეზიდენტად, გაგებუტებითო. ქართველმა უპასუხა,_ ოღონდ შენ არ გაგვიბრაზდე, არ გაგვებუტო და ავირჩევთო… ეს ქართველი კაცის ბავშვური გულუბრყვილობაა.

ყველაფერი, რაც ხდება, ბიძინა ივანიშვილის ფულის გადარჩენას ემსახურება. დადგა დრო, ვიფიქროთ ქართველ ხალხზე, არა ისე, მეცხრე ჭიქის შემდეგ რომ მოგვაწვება და გულზე მჯიღს ვიკრავთ, არამედ ნათელი გონებითა და მტკივანი გულით… ვიფიქროთ საქართველოს გადარჩენაზე.

_ ბატონო თემურ, ივანიშვილის 8 ნოემბრის სატელევიზიო გამოსვლის შესახებაც უნდა გკითხოთ: რას ელოდით მისგან ან რა სიახლე მოისმინეთ?

_ ივანიშვილის სატელევიზიო გამოსვლის ვერც მიზანი გავიგე და ვერც მიზეზი. სიმართლე გითხრათ, მეგონა, რომ ბოდიშს მოუხდიდა ქართველ საზოგადოებას დაშვებული შეცდომებისთვის. მით უმეტს, რომ საქმე მის არჩეულ მინისტრებს ეხებოდა. საინტერესოა, რატომ არ ჰკითხა ჟურნალისტმა, “უჭკუო და მოღალატე მინისტრი” რომელ კატეგორიას ეკუთვნის _ კარგს თუ ძალიან კარგს.

_ შესაძლოა, უნდოდა ჟურნალისტს კითხვის დასმა, მაგრამ ვინ აცალა?

_ ეგეც მართალია, ივანიშვილი, როგორც რესპონდენტი, ძალიან თავხედობს, მას კარგი ჟურნალისტი არ შეხვედრია, მაგრამ მჯერა, ეს დროც დადგება.

_ ის ამბობს, რომ ექსპერტებსა და ჟურნალისტებს თვითონ გაზრდის

_ მეეჭვება, რომ ივანიშვილის გაზრდილი ჟურნალისტი, მის მიერ ხელდასმულ მინისტრებზე უკეთესი გამოდგეს.

ერთი რამ გაირკვა: ივანიშვილი ნამდვილად არის საქართველოს რეალური მმართველი, რაც დემოკრატიის დასამარებაა და, ალბათ, ძალიან მალე ამ ყველაფერს მწვავე რეაქცია მოჰყვება.

ივანიშვილმა კიდევ ასეთი რამ თქვა, _ რეალობა განსხვავებულია ჩვენი წარმოდგენებისგანო. ის დაბეჯითებით საუბრობს 2030 წელზე, რაც იმას ნიშნავს, რომ დაპირებებს ვერ შეასრულებს და ნიკიტა ხრუშჩოვივით, შორეულ მომავალში კომუნიზმის სილუეტის დანახვას ცდილობს. ივანიშვილმა წინასაარჩევნოდ გვითხრა, რომ 2015 წელი კარგი წელი იქნებოდა, ხოლო 2016 წელი _ საუკეთესო. თუ დაპირებებს არ შეასრულებს, ოცნებასა და რეალობას შორის გაჩენილ უფსკრულზე რომანტიკული წუწუნით ფონს ვერ გავა. თუკი ადამიანი ცხოვრებისგან რაიმეს სწავლობს, უპირველესი არის ის, რომ სინამდვილესა და ოცნებას შორის დიდი ზღვარია. ივანიშვილის “სიბრძნე” ჩვენ არ გვჭირდება. 30 წლის შემდგომ პერიოდზე, დაე, მეცნიერებმა და სტრატეგოსებმა ისაუბრონ. პოლიტიკოსების მიზანია, ოთხწლიან ვადაში შეასრულონ ის დაპირებები, რომლებიც მათ საზოგადოებას აღუთქვეს.

 ივანიშვილს პასუხი  2016 წელს უნდა გავცეთ, მას არ გაუვა არანაირი ხრიკი. ბიძინას დამოწმება არაფერში გვჭირდება, ჩვენც ვიცით, რომ ცხოვრება ხშირად “ოცნებათა სასაფლაოს” ემსგავსება. მთავრობისგან ამ სასაფლაოს კი არ ველოდებით, დაპირების ასრულება გვინდა. კიდევ გავიმეორებ: გამაოგნებელი იყო, “უჭკუო თავდაცვის მინისტრისა” და პრეზიდენტის გამო ბოდიში რომ არ მოიხადა. ეს იმას ნიშნავს, რომ ქართველ ხალხზე ცუდი წარმოდგენა აქვს. 2016 წელი მალე დადგება და მჯერა, ხალხი სწორად განსჯის შექმნილ ვითარებას.

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

 

1 COMMENT

  1. იმ მწარე და საშინელ რეალობაზე რას საქართველოში არსებობს მართებული და დროული საუბარია!

  2. უფალი ამბობს: ,,თქვენ ვალდებული ხართ, რომ ჩემი სახელით ბოროტის ჩამდენს უთხრათ, რომ ბოროტებას სჩადის. თუ ის არ შეისმენს, დაიღუპება, შენ სულს გადაირჩენ. თუ არ ეტყვი, მისი და შენი სულისას შენვე მოგკითხავო!

    ნაციონალების უკანალში ამოსმული ქვეყანა და მზე საქართველოსი ოცნების უაზრო, პოლიტიკანების, ქარიყლაპიებისა და უტიფართა თავში ჩავარდა – რაღა ამოიყვანს! გაგლეჯილი და გამოგლეჯი, დაჭრილი არწივი, ქრისტეს კუნძული ჩემი სამშობლო საქართველო იმარხება! ხატს და სალოცავს იმეტებენ, გახსნილ ჭრილობებს მარილს აყრიან. სულში იფურთხებიან, საქართველოს ცოცხალ ფესვებს,გენიალურ ენას, მის უნივერსალურ მითოს, ხალას სიცოცხლეს, ხვალინდელ დღეს კლავენ და ასამარებენ!

  3. ბოროტ სასმელთან მოზიარე და დასნეულებულ მეოცნებათა დრო წავიდა, ჩაილურის წყალი დალია! მათ წარმოდგენაც კი არ ააქვთ რაოდენ საშინელი ჟამი დაუდგებათ…
    საქართველოს მარადიული ღირებულებების, ინდივიდუალური თავისებურებისა და განუმეორებელი თვითმყოფადობის შენარჩუნებისთვის, ღვთაებრივ გმირთა – ბახტრიონელთა და სამას არაგველთა სულის აღზევების დრო დადგება, სულებისა რომლებმაც დღემდე მოიყვანეს საქართველო.

  4. ისე, ხომ არ გაიხსენებდა თემიკო!ვისმა "იდეოლოგი"-ამ შეასრულა დიდი როლი გამსახურდიას დამხობაში!
    ალბათ აღარავის ახსოვს მაშინდელი მედია!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here