Home რუბრიკები პოლიტიკა ზვიად ირემაძე: “სოროსის საქმე არის ქაოსის შექმნა და გადატრიალების მოწყობა. დანარჩენი თქვენ...

ზვიად ირემაძე: “სოროსის საქმე არის ქაოსის შექმნა და გადატრიალების მოწყობა. დანარჩენი თქვენ განსაჯეთ, რა უნდა და რისთვის შეიძლება ჩამოდიოდეს ის საქართველოში”

734

ანტიგლობალიზაციის ცენტრ “ივერიელების” ხელმძღვანელმა და დამფუძნებელმა ზვიად ირემაძემ რამდენიმე დღის წინათ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ 15 ნოემბერს საქართველოში ამერიკელი ფინანსისტი ჯორჯ სოროსი ჩამოდის. მისივე თქმით, ოფიციალურად იგი დედაქალაქს ფონდ “ღია საზოგადოება _ საქართველოს” 20 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე დასასწრებად ესტუმრება, რეალურად კი ეს ვიზიტი ბნელითაა მოცული. ამ ინფორმაციამ მაშინვე მითქმა-მოთქმა გამოიწვია და, ბუნებრივია, შეკითხვებიც გააჩინა. ყველას აინტერესებს, რა მიზნით ჩამოდის სოროსი თბილისში და აქვს თუ არა მის ვიზიტს კავშირი “ნაცების” მიერ დაგეგმილ საპროტესტო აქციასთან.  ამ საკითხებზე სასაუბროდ “საქართველო და მსოფლიო” ზვიად ირემაძეს შეხვდა და რამდენიმე შეკითხვა დაუსვა.


_ ბატონო ზვიად, ამჯერად რისთვის ჩამოდის ამერიკელი ფინანსისტი ჯორჯ სოროსი საქართველოში?

_ ეს კულუარულად მოპოვებული ინფორმაციაა და ვიტოვებ უფლებას, არ გავამხილო იმ ადამიანის ვინაობა, რომელმაც მომაწოდა. უბრალოდ, გეტყვით, რომ ოფიციალურად ის ჩამოდის ფონდ “ღია საზოგადოება-საქართველოს” 20 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე და, ასევე, უნივერისტეტის სტუდენტებთან შესახვედრად, ანუ ეს იქნება მისი ჩამოსვლის ოფიციალური მიზეზი, მაგრამ რატომ ჩამოდის მაინცდამაინც 15 ნოემბერს, როცა “ნაცმოძრაობა” აქციას ატარებს, ეს, რა თქმა უნდა, კითხვებს აჩენს. ამ საკითხზე მაქვს ჩემი მოსაზრებები და ვფიქრობ, რომ სოროსის ვიზიტის თარიღი არ არის შემთხვევითი.

_ მოდი, დავაკონკრეტოთ, რისთვის შეიძლება, ჩამოვიდეს?

_ მკითხაობა რომ არ გამომივიდეს, დავიწყოთ იმით, რას საქმიანობს ეს ადამიანი: ეს მულტიმილიონერი არ მალავს, რომ სხვადასხვა დროს დააფინანსა რამდენიმე ე.წ. ფერადი რევოლუცია. მაგალითად, 2000 წელს _ გადატრიალება სერბეთში, 2003 წელს _ გადატრიალება საქართველოში, 2004 წელს _ ე. წ. ნარინჯისფერი რევოლუცია უკრაინაში; ყირგიზეთში _ ტიტების რევოლუციად ცნობილი გადატრიალება. ლიბანში 2005 წელს _ კედრების გადატრიალება. მოკლედ, სოროსის საქმე არის ქაოსის შექმნა და გადატრიალების მოწყობა. დანარჩენი თქვენ განსაჯეთ, რა უნდა და რისთვის შეიძლება ჩამოდიოდეს ის საქართველოში

_ რევოლუციასა და გადატრიალებას დასაყრდენი სჭირდება, როგორც პოლიტიკურ სპექტრში, ისე საზოგადოებაში. ჰყავს დღეს სოროსს ასეთი დასაყრდენი საქართველოში?

_ საზოგადოებაში, საბედნიეროდ, სოროსს არ ჰყავს საკმარისი დასაყრდენი და სწორედ ეს შეიძლება იყოს შემაკავებელი ფაქტორი, რომელიც მის ბნელ გეგმას ამუხრუჭებს.

რაც შეეხება პოლიტიკურ სპექტრს, ნაციონალებისგარდა, სოროსის ერთერთი დასაყრდენია რესპუბლიკური პარტია, რომელიც, წლებია, მისგან ფინანსდება და ამას თვითონაც არ მალავენ. გარდა ამისა, მისი დასაყრდენი არიან ენჯეოებად წოდებული არასამთავრობო ორგანიზაციები და ცალკეული უფლებადამცველები, რომლებიც ვითომ დამოუკიდებლად მოქმედებენ. აი, ეს მეხუთე კოლონაა სოროსის მთავარი ძალა ქვეყანაში და ამ სეგმენტზე დაყრდნობით მას საკმაოდ ბევრის გაკეთება შეუძლია, ყოველ შემთხვევაში, თუ მოინდომებს, სიტუაციას იოლად არევს. მერე ამას მოჰყვება პოლიტიკური ქაოსი და, შესაძლოა, სამოქალაქო დაპირისპირებაც, რომელიც სახელმწიფოს, სულ ცოტა, ოცი წლით დახევს უკან.

_ როგორ ფიქრობთ, რა უნდა სოროსს, რა მიზნები ამოძრავებს?

_ სოროსი არის საერთაშორისო კრიმინალი, რომელმაც ბიზნესად აქცია კაცის კვლა და ხალხის უბედურება. პირველი, რაც ამ ადამიანმა გააკეთა, როცანაცმოძრაობამოიყვანა სათავეში, განათლების სისტემაში გაატარა .. რეფორმები. ამრეფორმებით”, ფაქტობრივად, მოსპო და გაანადგურა საგანმანათლებლო დაწესებულებები და შედეგად მივიღეთ ის, რომ განათლების დონე არის ნული.

წარმოიდგინეთ, დღეს ჯავახიშვილის უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამიდან ისტორია, როგორც საგანი, ამოღებულია. მის ნაცვლად ახალგაზრდებს რაღაც სისულელეებს ასწავლიან. ამასთანავე, დაანგრიეს მეცნიერებათა აკადემია და დამსახურებული ხალხი, რომლებსაც ქვეყნისთვის ბევრი რამ აქვთ გაკეთებული, ერთი ხელის მოსმით გაისტუმრეს სახლში. ეს უკვე არის საბოტაჟი, სახელმწიფოს წინააღმდეგ განხორციელებული დივერსია, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების დეგრადირებას.

_ “ნაცმოძრაობისწარმომადგენლები უკვე დაუფარავად საუბრობენ თბილისში ევრომაიდნის მოწყობასა და ხელისუფლების ჩანაცვლებაზე. რამდენიმე დღის წინათ ერთერთ ინტერვიუში სააკაშვილმაც პირდაპირ განაცხადა, ივანიშვილი აუცილებლად დაემხობაო. არსებობს თუ არა დესტაბილიზაციის საფრთხე და რას მოუტანს ესნაციონალურ მოძრაობას”?

_ ერთ რამეში ვარ დარწმუნებული _ სააკაშვილი ოცნებობს ამ სცენარზე და გარკვეულ გეგმებზეც მუშაობს.

რაც შეეხება შეკითხვას, თუ  რას მოუტანს ეს “ნაცმოძრაობას,” რაც უნდა მოხდეს, დარწმუნებული ვარ, ეს პარტია იქცევა პოლიტიკურ გვამად და მისი რეინკარნაცია გამორიცხულია. თუმცა უნდა ითქვას, რომ “ნაცებს” აქვთ ბერკეტები,  ქვეყანაში რომ სიტუაცია არიონ და ასეთ შემთხვევაში მათთვის მთავარი არ არის, შეძლებენ ხელისუფლებაში მოსვლას თუ ვერა; მათთვის მთავარია შურისძიება და ანგარიშის გასწორება ბიძინა ივანიშვილთან, რომელმაც ცხრაწლიანი იდილია დაურღვიათ. აი, ეს არ ასვენებს სააკაშვილს ყველაზე მეტად და ამიტომ არის ის საშიში. მან ძალიან კარგად იცის, რომ დემოკრატიული არჩევნებით ვერასოდეს მოვა ხელისუფლებაში და ამაზე აღარც ფიქრობს. მოსვლაზე როცა საუბრობს, მას სულ სხვა პროცესები აქვს მხედველობაში.

_ ბოლო დღეებში გვესმის განცხადებები, რომ საქართველომ ევროატლანტიკურ კურსს გადაუხვია. რეალურია ეს ბრალდებები?

_ “ნაცმოძრაობამ” ჩვენზე უკეთ იცის, რომ ეს ხელისუფლება, ძალიანაც რომ უნდოდეს, არათუ ვერ გადაუხვევს აღებულ კურსს, ელემენტარული მსჯელობის დონეზეც კი ვერ დააყენებს ამ საკითხს. ან რომელ გადახვევაზეა საუბარი, როცა მმართველ გუნდში რესპუბლიკელები არიან, ეს ხომ სასაცილოა! “ოცნებაპრორუსული გზით რომ მიდიოდეს, ალასანია დაასწრებდა უსუფაშვილსა და მის პარტიას კოალიციიდან წამოსვლას?! ან იმ .. ლიბერალურ ფრთას რა დააკავებდა, მთავრობაში რომ არიან მიმოფანტული?!

_ მაშინ რატომ გვესმის ეს ბრალდება?

_ რაღაცით ხომ უნდა იხმაურონ, რამე საფუძველი ხომ უნდა ჰქონდეს ქაოსს, არეულობას. ამათ ახლა სჭირდებათ საბოლოო თანხმობა თავიანთი უცხოელი პატრონებისგან, რათა დესტაბილიზაციასა და გადატრიალების მცდელობას მიეცეს სახალხოდემოკრატიული აჯანყების შეფასება.

_ დღეს არ აქვსნაცმოძრაობასამაზე მწვანე შუქი დასავლეთისგან?

_ ეს გამოჩნდება 15 ნოემბრის შემდგომ დღეებში. ერთ რამეში კი ამთავითვე ვარ დარწმუნებული, _ “ნაცმოძრაობა” ვერაფერს გაბედავს, თუ მას ხელისუფლებაში უკვე არ ჰყავს მხარდამჭერი და მოკავშირე.

_ მაინც ვინ შეიძლება იყოსოცნებაში” “ნაცებისპოტენციური მოკავშირე?

_ ცხადია, რესპუბლიკელები. დავით უსუფაშვილი, ორი წელია, გაიძახის, ჩვენი მოვალეობაა, “ნაციონალური მოძრაობის”, როგორც პოლიტიკური ორგანიზაციის, გადარჩენა საქართველოშიო, ანუ არც მალავენ მათ თანამოაზრეობას. ამასაც რომ თავი დავანებოთ, ლევან ბერძენიშვილი ოფიციალურად აცხადებს, მე და ღმერთი სხვადასხვა ლიგაში ვთამაშობთო. გეკითხებით, კაცი, რომელიც ამას იტყვის, არის თუ არა იმ ხროვის მოკავშირე, რომელმაც ხელისუფლებაში მოსვლიდან ორი თვის თავზე ეკლესიის კარი სამხედრო ტექნიკით შელეწა?! აი, ესენი ლაპარაკობენ დღეს დემოკრატიაზე, უმცირესობების უფლებებზე და პოლიტიკურ დევნაზე. მე თუ მკითხავთ, ამათ, საერთოდ, არ უნდა უსმინოს არავინ _ არც ხალხმა და არც ხელისუფლებამ, მაგრამ ხელისუფლებაში, კიდევ ვიმეორებ, არიან რესპუბლიკელები, რომლებიც “ნაცებისგან”, ფაქტობრივად, არაფრით განსხვავდებიან.

_ თუმცა რესპუბლიკელებმა არ დატოვეს კოალიცია და დარჩნენ უმრავლესობაში. ბევრს ეგონა, რომ ისინი მიჰყვებოდნენ ალასანიას.

_ ეგ არაფერს ნიშნავს, ჩემი აზრით, ეს დროებითია. როგორც კი დასავლეთი მწვანე შუქს აუნთებს “ნაცმოძრაობას”, ისინი და რესპუბლიკელები ერთმანეთს შეეკვრებიან. ასე რომ, რესპუბლიკელები იქნებიან მთავარი “გამპრავებლები” ყველა იმ სისასტიკისა, რომელთა განხორციელებასაც, დასავლეთისგან თანხმობის შემთხვევაში, “ნაცები” შეეცდებიან.

_ რესპუბლიკური პარტია დღეს ხელისუფლებაშია და მმართველ გუნდში მნიშვნელოვანი პოზიციები უკავია. რისთვის სჭირდება მას დესტაბილიზაციაზე ორიენტირებულნაციონალებთანშეკვრა და პროცესების ქუჩაში გადატანა?

_  რესპუბლიკელებს არაფერში სჭირდებათ ისეთ აპოლიტიკურ სუბიექტებთან თანამშრომლობა, როგორებიც დღეს არიან “ქართულ ოცნებაში” ხელოვანი ხალხის სახით. მათ, რა თქმა უნდა, ხელს უფრო აძლევთ “ნაცმოძრაობასთან” ერთად ყოფნა და მერე შეიძლება, გაერთიანდნენ კიდეც, ანუ ალიანსი ჩამოაყალიბონ. აქამდე რატომ იყვნენ ცალ-ცალკე, რატომ ლანძღავდნენ ერთმანეთს და რა ჰქონდათ ერთმანეთის საწინააღმდეგო, ძალიან მიკვირს.  ეტყობა, მათ შორის რაღაც სხვა უთანხმოებაა, თორემ იდეოლოგიურად რომ იდენტურები არიან, ამას წყალი არ გაუვა…

_ დავუბრუნდეთ სოროსის დაგეგმილ ვიზიტს თბილისში. როგორც ვიცი, თქვენ იმ დღეს, 15 ნოემბერს, საპროტესტო აქციის ჩატარებას აპირებთ. რას აპროტესტებთ და რა ფორმით აპირებთ გამოხატოთ ეს ყველაფერი?

_ 15 ნოემბერს თბილისში ჩამოდის ყველა იმ უბედურების შემოქმედი, რომლებიც ათი წლის განმავლობაში დატრიალდა ქვეყანაში; სოროსი  სააკაშვილის აღვირახსნილი რეჟიმის შემქმნელი და მისი მთავარი მხარდამჭერია, ჩვენ, უბრალოდ, გვინდა, თვალებში ჩავხედოთ სოროსს და ვუთხრათ: ვიცით, ვინც ხარ და ვიცით, რა ინტერესებს, რა მიზნებს ემსახურება შენი მილიონები ჩვენს ქვეყანაში! ეს იქნება ღირსების აქცია და პროვოკაციებს ნამდვილად არ ვაპირებთ. მოკლედ, ვისაც პროტესტის გამოხატვა უნდა, ვისაც აწუხებს და აღიზიანებს  ეს ბაკქანალია, აქციაზე მოვიდეს. აქციის ადგილისა და ზუსტი დროის შესახებ ინფორმაციას მალე გავავრცელებთ.

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here