Home რუბრიკები პოლიტიკა ვალერი ხაბურძანია: უშიშროების სამინისტროში მე მოვიყვანე ირაკლი ალასანია, რომელიც ვიცოდი, რომ ამერიკელების...

ვალერი ხაბურძანია: უშიშროების სამინისტროში მე მოვიყვანე ირაკლი ალასანია, რომელიც ვიცოდი, რომ ამერიკელების კაცი იყო

857

უშიშროების ყოფილი მინისტრი ვალერი ხაბურძანია ყოფილი მოადგილისა და პროტეჟეს _ ირაკლი ალასანიას ნაბიჯებსა და ქვეყანასი შექმნილ ვითარებას აფასებს.


_ ბატონო ვალერი, როცა უშიშროების მინისტრი იყავით, ირაკლი ალასანია თქვენი პირველი მოადგილე იყო ორი წლის განმავლობაში. ელოდით თუ არა მისგან მსგავს ნაბიჯებს?

_  პროცესები ისე ვითარდებოდა, რომ მოსალოდნელი იყო, ასე მომხდარიყო. აშკარად ჩანდა, რომ ირაკლი ალასანია თავისი პოლიტიკური ჯგუფით გამოყოფასა და ცალკე საქმიანობის დაწყებას აპირებდა. დღეს საქართველოში პოლიტიკა ძალიან ძვირი სიამოვნებაა. ცხადია, ყველა პოლიტიკოსს ფული სჭირდება, თავდაცვის სამინისტროს კი დიდი დაფინანსება აქვს და იმთავითვე არსებობდა ვარაუდი, რომ იქ გარკვეული კორუფციული გარიგებები მიმდინარეობდა.

_ დღეს ირაკლი ალასანიას მიმართ სერიოზული ბრალდებები ისმის. მეტიც, მის დაპატიმრებაზეც კი ალაპარაკდნენ. როდესაც ალასანია თქვენი მოადგილე იყო, თუ შეგიმჩნევიათ, რომ ის გარეული იყო რაიმე კორუფციულ გარიგებაში ან მაქინაციაში?

_ იმხანად ასეთი დონის კორუფცია არ არსებობდა. რა ტენდერი უნდა გამართულიყო, როცა სამინისტროს წლიური დაფინანსება მხოლოდ  8 მილიონ 800 ათას ლარს შეადგენდა და აქედან მილიონ 800 ათასი  სახელფასო ფონდი იყო?! წლის განმავლობაში მხოლოდ 2 მილიონი ლარი რჩებოდა ოპერატიული ხარჯებისთვის (იგულისხმება აგენტურაზე გაწეული ხარჯები, საწვავის, შუქის, გათბობის, საკანცელარიო და ა. შ.). პანკისში მყოფი სპეცრაზმის შენახვას დიდძალი თანხა სჭირდებოდა, რაშიც ცალკეული ბიზნესმენები გვეხმარებოდნენ.

_ ანუ, შეიძლება ითქვას, რომ ყველა სამინისტროში არსებობდა კორუფციული გარიგებები, მათ შორის, უშიშროებაშიც?

_ დიახ, იმხანად უშიშროებისა და სხვა სამინისტროებიც კორუფცირებული იყო. მიხეილ სააკაშვილის მინისტრობის პერიოდში იუსტიციის სამინისტროც იყო კორუფციაში ჩაფლული. მეტიც, სააკაშვილმა ეს კორუფცია უფრო დიდ თანხებამდე გაზარდა, უფრო ელიტური გახადა. არ ვიცი, შეიძლება თუ არა შედარება და თქმა, რომელი ჯობდა, მაგრამ, თუ შეიძლება, ასე ითქვას, ჩვენი პერიოდის კორუფცია უფრო სამართლიანი იყო.

_ ახლახან  ერთერთ რუსულ გაზეთთან ინტერვიუში განაცხადეთ, ირაკლი ალასანია იმაზე მეტი ამერიკელია, ვიდრე თვითონ ამერიკელებიო. ალასანია თქვენი პროტეჟე იყო. თქვენ კი მისგან სრულიად განსხვავებული საგარეოპოლიტიკური ორიენტაცია და ხედვა გაქვთ. რატომ აირჩიეთ მკვეთრად პროდასავლური ორიენტაციის მქონე ალასანია, რამ განაპირობა თქვენი არჩევანი?

_ როდესაც უშიშროების მინისტრი ვიყავი, ჩემი საგარეო-პოლიტიკური ხედვები ასე მკვეთრი და გამიჯნული არ იყო. ვფიქრობდი, რომ საქართველოში შესაძლებელი იყო ამერიკელებისა და რუსების ინტერესების დაბალანსება. როდესაც უშიშროების მინისტრი გავხდი, დავიწყე კიდეც ამ მიმართულებით მუშაობა და ვცდილობდიოქროს შუალედისდაჭერას. სწორედ ამიტომ უშიშროების სამინისტროში მე მოვიყვანე ირაკლი ალასანია, რომელიც ვიცოდი, რომ, პირდაპირ ვთქვათ, ამერიკელების კაცი იყო. რაც შეეხება რუსულ მიმართულებას, ამ მხრივ თვითონ ვაპირებდი მუშაობას.

  უნდა ითქვას, რომ გარკვეულ ეტაპზე ეს შევძელი კიდეც, მაგრამ პანკისის შემდეგ ყველაფერი ცუდად შემომიტრიალდა და ჩემ წინააღმდეგ დაიწყო შეტევა, თითქოს მე რუსეთის ინტერესებს ფართოდ წარმოვადგენდი სამინისტროში. ამ ბრალდებით პირდაპირ მომმართა აშშის ელჩმა, რომელმაც შეხვედრადემარში მომიწყო. იმავე პრეტენზიით მომმართავდა ხოლმე ამერიკელების ერთი რეზიდენტი, ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში. მეუბნებოდა, რუსეთის ინტერესების შესაბამისად იქცევი და არ მომწონსო. ამ ბრალდებებს ფარულად და ზოგჯერ ღიადაც მხარს უჭერდა ირაკლი ალასანია.

_ 15 ნოემბრამდე, “ნაციონალებისაქციამდე რამდენიმე დღით ადრეთავდაცვის მინისტრის მხრიდან რამდენად მართებული იყო ამგვარი განცხადების გაკეთება და თქვენი, როგორც უშიშროების ყოფილი მინისტრის, პროგნოზით, რა საფრთხეების წინაშე დგას დღეს საქართველო?

_ 15 ნოემბერი, და “ნაციონალები” თავისთავად, საქართველოსთვის საფრთხეს წარმოადგენს, ამიტომ ხელისუფლება ძალიან ფრთხილად უნდა იყოს. ყველა ღონისძიება (მათ შორის, ალასანიას გადადგომაც), რომელიც შეიძლება “ნაციონალებმა” სათავისოდ გამოიყენონ, რა თქმა უნდა, სასიამოვნო არ არის. ვფიქრობ, ალასანია თავიდანვე ჯიუტობდა, როდესაც მის სამინისტროში არსებული კორუფციის შესახებ აფრთხილებდნენ. მან წაუყრუა ამ ყველაფერს; ირაკლი ალასანიას ეგონა, ხელისუფლება მის წინააღმდეგ წასვლას ვერ გაბედავდა, ხოლო, როდესაც ფაქტის წინაშე დააყენეს, უპასუხისმგებლო, ემოციური ნაბიჯები გადადგა და შემდგომში ეს ყველაფერი ლოგიკურად დასრულდა _ პრემიერმა ალასანია თანამდებობიდან დაითხოვა.

საერთოდ, ეს 15 ნოემბერისაჯილდაო ქვადიქცა. თუნაციონალებმასისხლიანი პროვოკაციები არ მოაწყვეს, მათი გამოსვლები ქვეყანას დიდ საფრთხეს ვერ შეუქმნის.

_ ყოფილმა თავადაცვის მინისტრმა მთავრობა საგარეოპოლიტიკური კურსის ცვლილებაში დაადანაშაულა. როგორ ფიქრობთ, “გადაუხდიან თუ არა სამაგიეროსირაკლი ღარიბაშვილს ალასანიას გათავისუფლების გამო?

_ თუ ირაკლი ღარიბაშვილმა ვერ მოახერხა ირაკლი ალასანიას ჩანაცვლება და ალასანიას ლობის ახლა უკვე მის წინააღმდეგ მოქმედების ნეიტრალიზება, რა თქმა უნდა, მას ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობა გაურთულდება. ვინაიდან დღეს საქართველოში ამერიკელებს ოთხი ძირითადი დასაყრდენი ჰყავთ: არასამთავრობო სექტორი, რომელიც მთლიანად მათიაბოკერიასააკაშვილის ჯგუფი, ალასანიასა და რესპუბლიკელების ჯგუფი. სწორედ მათი მეშვეობით ექმნებათ წარმოდგენა საქართველოს დღევანდელ მთავრობაზე (მათ შორის ღარიბაშვილზე).

დღეს ირაკლი ღარიბაშვილი, ფაქტობრივად, იმ პრობლემების წინაშე დგას, რომლებიც მქონდა ჩემი მინისტრობის ბოლო პერიოდში _ გარკვეული მიზეზების გამო, ამერიკელები “თავიანთ კაცად” ვერ აღმიქვამდნენ. ასეთივე პრობლემები შეიძლება შეექმნას ღარიბაშვილს, თუ მან ამერიკის ხელისუფლებასთან პირდაპირი კავშირის მოძებნა ვერ მოახერხა, მის წინააღმდეგაც დაიწყება ევროპისა და ამერიკის მხრიდან  პრეტენზიების წაყენება და დადანაშაულება პრორუსულობასა და არადასავლურობაში, რამაც შეიძლება ღარიბაშვილის ხელისუფლებას სერიოზული სირთულეები შეუქმნას.

_ ღარიბაშვილის განცხადებით, “ირაკლი ალასანია ჩადიოდა ევროპასა და ამერიკაში და ღიად აცხადებდა _ სააკაშვილის დროს მიღწეული რეფორმები იყო სამაგალითო!”, რატომ უნდა მოქცეულიყო ასე ალასანია?

_ ამით იგი ერთგვარ დიპლომატიას აწარმოებდა ამერიკელების მიმართ. ალასანიას ჰყავს ბევრი ამერიკელი დამრიგებელი და მათ დავალებებს კარგად ასრულებდა. ეს მოულოდნელი არ არის მისგან.

ალასანია თამაშობდა. ის არბილებდა სიტუაციას ამერიკელებთან, მაგრამ, ამასთანავე, ხელისუფლებასთან თავს “ნაციონალებთან” მებრძოლ პოლიტიკოსად წარმოაჩენდა, არადა, ასე არ იყო.

ეს ვითარება ძალიან მაგონებს ჩემს სიტუაციას უშიშროების მინისტრად მუშაობის პერიოდში, როდესაც ჩემი საქმიანობის შესახებ დიამეტრულად განსხვავებულ ინფორმაციას აწვდიდნენ ამერიკელებს, განსაკუთრებით _ რუსებთან ურთიერთობისა პანკისში არსებული ვითარების თაობაზე.

_ დაახლოებით ერთი წლის წინათ განაცხადეთ, რომ პრორუსული პოლიტიკური ორიენტაციის ძალების გაერთიანებას აპირებდით. კანდიდატებიც დაასახელეთ _ ნინო ბურჯნაძე, კახა კუკავა და ზურაბ ნოღაიდელი. რატომ ვერ განახორციელეთ ეს გეგმა?

_ ეს, უბრალოდ, სურვილი იყო… დღეს საქართველოში მოდურია, რომ პოლიტიკური ძალა იყოს პროამერიკული. სხვა ძალები, ფაქტობრივად, არ არსებობენ. მაგალითად, საერთოდ არ არსებობს ცენტრისტული ნაციონალური ძალები ან თუ არსებობენ, ერთი-ორი პიროვნებით არიან წარმოდგენილები და არავითარი გავლენა არ აქვთ. ასევე, არსებობს პოლიტიკური ძალები, რომლებიც აქტიურად ისაუბრებდნენ რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებაზე და საქართველოს სუვერენიტეტის აღდგენაზე. ვფიქრობ, რომ ამ ძალების კონსოლიდაცია უნდა მოხდეს. ამას მე გავაკეთებ თუ სხვა, მნიშვნელობა არ აქვს, სამწუხაროდ, დღეს პოლიტიკურ ასპარეზზე გასვლას დიდძალი ფული სჭირდება ამის შესაძლებლობა კი ჯერჯერობით არ არსებობს. თუ თვითონ ამ ძალებმა არ მოახდინეს კონცენტრაცია, ბიზნესმენებმა, რომლებიც რუსეთში მოღვაწეობენ ამისთვის თანხები არ დახარჯეს, ვფიქრობ, ამ ძალების კონსოლიდაცია გაჭირდება.

დღეს საქართველოში მოქმედებენ გარკვეული ძალები, რომლებიც ყველას აშინებენ, რომ რუსეთისგან საფრთხე გველოდება, ეს სიცრუეა. რუსეთს საქართველოსთვის არ სცალია და, თუ ქვეყნის შიგნით რამე მოხდება, ეს ისევ იმ პროდასავლური ძალების მიერ იქნება პროვოცირებული, რომლებიც სწორედ რუსეთის მიმართ აგრესიის გამოვლენითა და ანტირუსული პროპაგანდით არსებობენ.

ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი

 

1 COMMENT

  1. არაფერს ვამტკიცებ, მაგრამ ფაქტებით თუ ვიმსკელებთ – ჯერ ერთი უშიშროების სამსახურში რატომ უნდა მიეყვანა ამერიკელი იმ ადამიანს ვინ მოსკოვის სპეც სამსახურებთან თანამშრომლობა? და მეორეც მიხეილ სააკაშვილის ბიძა, თემურ ალასანია კიდევ კომუნისტების დროიდან კგბ-ს გენერალი ასევე არის ირაკლი ალასანიას ნათესავი და ცოტა უცნაური არ არის ირაკლი ალასანიას ცეერუ-შნიკობა? ლოგიკური უფრო ის არ არის რომ გაეროში მომუშავე თემურ ალასანია საკუთარ ნათესავსაც დაეხმარებოდა გაეროს და ამერიკის ,,დაპყრობაში"?

  2. ვალერი ხაბურძანია უაღრესად სიმპათიური ადამიანია და კარგი მამულიშვილი, შეიძლება კგბ–სთან თანამშრომლობდა, მაგრამ ქვეყნის ინტერესებს ითვალალისწინებდა. აკი ამბობს კიდეც, ვფიქრობდი, რომ საქართველოში შესაძლებელი იყო ამერიკელებისა და რუსების ინტერესების დაბალანსებაო. მეც მომხრე ვარ ორივესთან ურთიერთობის, მაგრამ არა რომელიმეს მონობის. ალასანიაზეც სწორს ამბობს, ამერიკელებზე უფრო ამერიკელიაო. აკი შესთავაზა კიდეც საქართველო ტერორისტების მოსამზადებელ ბაზად. მძულს ყველა, ვინც სხვა ქვეყნის ინტერესებს ემსახურება ჩემი სამშობლოს საზიანოდ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here