Home რუბრიკები პოლიტიკა 7 ნიშანი იმისა, რომ ქართული სახელმწიფო მკვდარია

7 ნიშანი იმისა, რომ ქართული სახელმწიფო მკვდარია

892

საქართველოს “საოცნებო” ხელისუფლება, წინამორბედის მსგავსად, ლამის ტყავიდან გამოძვრეს მტკიცებით, რომ თურმე მისი მმართველობის პირობებში დემოკრატია აყვავდა, რომ საქართველო, როგორც სახელმწიფო, ახლა ნამდვილად შედგა და ქვეყანა ჭეშმარიტად პროდასავლურ, პროგრესისა და განვითარების შეუქცევად გზას ადგას. ეს რიტორიკა უკვე აბსურდად იქცა; არადა,  ტელევიზორი კი არა, მიქსერი რომ ჩართოთ, შესაძლოა, იქაც ეს იპოქონდრია მოისმინოთ.


მოკლედ, ივანიშვილის “ოცნებამ” სააკაშვილის ზღაპარი მათემატიკური სიზუსტით გააგრძელა. შედეგად კი, აი, რა მივიღეთ: ხელისუფლების შეცვლიდან ორი წლის თავზე საზოგადოება მოტყუებული და პირში ჩალაგამოვლებულია. ორი წლის თავზე ხალხი ისევ მითებსა და ბარონ მიუნჰაუზენის ფანტაზიებში ცხოვრობს; ორი წლის თავზე სამართალი კვლავ გამრუდებულია. ქვეყნის სადავე კი მკვდრადშობილ კოალიციაში შემავალ უსახურ და ურეიტინგო ფსევდოლიბერალურ წარმონაქმნებს უჭირავთ.

შეიძლება ითქვას, ქართული სახელმწიფო მკვდარია _ პულსი აღარ ესინჯება. მას უკვე არ ემჩნევა სახელმწიფოებრიობის არც ერთი ნიშანი, მეტიც _ საკითხავია, ქართული სახელმწიფო საერთოდ არსებობდა თუ არა (ვგულისხმობ დამოუკიდებლობის შემდგომ პერიოდს).

ვიცი, ამაზე ლიბერალები აიჭრებიან და ერთსულოვნად შემომიტევენ, _ რუსეთის აგენტი ხარო, მაგრამ სიმართლე უნდა ითქვას, _ ქართული სახელმწიფოს არსებობა მითია და საღად მოაზროვნე მოქალაქე ამას უკვე ფეხის ყოველ ნაბიჯზე გრძნობს.

არგუმენტებს, რომ ქართული სახელმწიფო მკვდარია, ვინ მოთვლის, მაგრამ შევეცდები, შვიდ მთავარ ნიშანზე შევაჩერო თქვენი ყურადღება. ეს ნიშნები ნათლად მეტყველებს სახელმწიფოებრიობის გაქრობას და, აგრეთვე, იმაზე, რომ ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოებაც მკვდარია.

თავი დავანებოთ იმას, რომ ქვეყანას, სააკაშვილის მოღალატეობრივი პოლიტიკის შედეგად, ტერიტორიების მესამედი დაკარგული აქვს; თავი დავანებოთ იმას, რომ ქვეყნიდან მოსახლეობის, სულ ცოტა, 20 პროცენტი გასულია (ვინც დარჩა, იმასაც თვალი გაქცევაზე უჭირავს); თავი დავანებოთ იმას, რომ ქართული სოფლები ხალხისგან დაცლილია და, “რეფორმატორ” ბენდუქიძის წყალობით, მიწების დიდი ნაწილი თურქებზე ან არაბებზეა გაყიდული; თავი დავანებოთ იმას, რომ ქართველი კაცი დაბეჩავებულია; ქართული სახელმწიფო რომ მკვდარია, ამას თუნდაც ის ფაქტიც ცხადყოფს, რომ სააკაშვილის კრიმინალური გუნდი პოლიტიკურ ფუფუნებაში იმყოფება, ანუ იმის ნაცვლად, რომ ეს დანაშაულებრივი ორგანიზაცია საბრალდებო სკამზე იჯდეს და ციხის კედლებს ხეხავდეს, მთავარ ოპოზიციურ ძალად იწოდება.

…საყოველთაოდ ცნობილია შეგონება, რომელიც რომის იმპერატორს, გერმანელ ფერდინანდ I-ს ეკუთვნის: “დაე, დაიქცეს ქვეყნიერება, ოღონდ აღსრულდეს მართლმსაჯულება!”. ჯერ კიდევ როდის იცოდა ცივილიზებულმა სამყარომ, რომ სახელმწიფო და სამართალი განუყოფელი ცნებებია. “მეოცნებე ლიბერალებისხელისუფლებამ კი ეს ჭეშმარიტება დღემდე ვერ შეიგნო და შედეგად გვაქვს მრუდე სამართალი, ანუ ჩალით დახურული, მკვდარი სახელმწიფო.

ნიშანი მეორე: დაუსჯელ ნაცებზე ნაწილობრივ უკვე ვისაუბრე, მაგრამ ის, რომ მეცოცხე სააკაშვილი დღეს თავისუფალია და ამერიკელი კურატორების იმედით ხელისუფლების დამხობით იმუქრება, ბრალია არშემდგარი სახელმწიფოსი, რომელსაც ძალა არ შესწევს, ეს ბანდიტი ყურით ჩამოათრიოს.

ნიშანი მესამე: დემოკრატია, როგორც მმართველობის ფორმა, კლასიკური გაგებით, ხალხის ძალაუფლებას ნიშნავს. შესაბამისად, ჭეშმარიტად დემოკრატიულ სახელმწიფოს სათავეში ყოველთვის ხალხის რჩეული, ფავორიტი ძალა უნდა ჰყავდეს. 2012 წლის 2 ნოემბრის არჩევნებით საქართველოში ეს ლოგიკა გაცამტვერდა. ხელისუფლების სათავეში მოვიდნენ სამპროცენტიანი რესპუბლიკელები, რომელებიც, ალბათ, სიზმარშიც კი ვერ წარმოიდგენდნენ ამ დიდ პატივს. გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ მსგავსი პოლიტიკური პარადოქსი მსოფლიოს უახლეს ისტორიაში არ მომხდარა. მეტიც, რესპუბლიკელებისნაირ ურეიტინგო სუბიექტებს სათავეში მოსვლის მცდელობაც კი არ ჰქონიათ სადმე, მაგრამ, როგორც ჩანს, ასე იმ ქვეყნებში ხდება, რომლებშიც სამოქალაქო საზოგადოება მოწოდების სიმაღლეზეა…

ნიშანი მეოთხე: სუვერენული და დემოკრატიული სახელმწიფოს პრიორიტეტი, როგორც წესი, ადამიანი და მისი კეთილდღეობა უნდა იყოს. სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს მოქალაქის სრულფასოვანი ცხოვრება და დაცვა საფრთხეებისგან, მათ შორის, უსამართლობისგანაც. დღეს საქართველოს მოსახლეობის, სულ ცოტა, 60 პროცენტი სოციალურად დაუცველია. ხალხი მშიერია და სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს. ამ დროს სახელმწიფო უწყებებში ასეულ ათასობით ლარის პრემიები გაიცემა. კაბინეტებში უსაქმურად მსხდომი სახელმწიფო მოხელეები ბიუჯეტს ღრნიან და ქვეყანას ძირს უთხრიან. ეს არის კლასიკური მაგალითი იმისა, თუ რა ემართება სახელმწიფოს, როცა სათავეში არასახელმწიფოებრივად მოაზროვნე რეზიდენტები ან უპრინციპო ხელის ბიჭები მოდიან. მკვდარი ქართული სახელმწიფო ვერ ახერხებს ბიუჯეტის ვირთხების ჩამოშორებას მმართველობის სადავეებიდან. სწორედ ამიტომ მიექანება ქვეყანა უფსკრულისკენ და დღითიდღე ჩამონგრეულ ხუხულას ემსგავსება.

ნიშანი მეხუთე: სახელმწიფო, როგორც ერთიანი მექანიზმი, შეკრული, კონსოლიდირებული და მასში შემავალი ყველა სეგმენტი ერთი ამოცანისკენ მიმართული უნდა იყოს. ეს, პირველ რიგში, უნდა გამოიხატებოდეს ეროვნული ინტერესების და ფასეულობებისა დაცვაში, როგორც საგარეო, ისე საშინაო პოლიტიკის ჭრილში. დღეს საქართველოს, შეიძლება ითქვას, ამის საწინააღმდეგო მიმართულება აქვს აღებული. ქვეყნის კურსი არა მისი ეროვნული ინტერესების დაცვას, არამედ გარე ძალის პოლიტიკურ კონიუქტურას ემსახურება.

ცალკე მიმდინარეობს გააფთრებული პროპაგანდისტული შეტევა მენტალიტეტსა და ქართული იდენტობის მთავარ დასაყრდენზე _ ეკლესიაზე. ეს კი არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ ქვეყანამ საკუთარ გზას გადაუხვია და ასეთ ქვეყანას არ შეიძლება, სრულყოფილი სახელმწიფო ერქვას.

ნიშანი მეექვსე: სხვა “სიკეთესთან” ერთად, ბოლო 10 წლის განმავლობაში “ენჯეოები” ვირთაგვებივით რომ მომრავლდნენ, ყველა ვხედავთ. ამ ბაქტერიებს სად არ შეხვდები, არასამთავრობოები ჰქვიათ და მთავრობა მათ გარეშე უმნიშვნელო ცვლილებების განხორციელებას ვერ ახერხებს. რამე კანონის მიღება იქნება თუ გაუქმება, მათთან შეთანხმების შემდეგ უნდა მოხდეს. ერთი სიტყვით, ეს წურბელები ცხვირს ყველგან ყოფენ და დემოკრატიის სახელით ქვეყანას ძირს უთხრიან. გრანტიხაპიები რას აღარ ბედავენ: ხელისუფლებას უცხოელებისთვის მიწის მიყიდვის შესახებ დაწესებული მორატორიუმი გააუქმებინეს, სხვადასხვა რელიგიური კონფესია სტატუსით მართლმადიდებლობასთან გაათანაბრებინეს, ე. წ. უმცირესობების დასაცაჰვად ანტიდისკრიმინაციული კანონი მიაღებინეს… მოკლედ, საქართველოსა და ქართულ ტრადიციებს ყველანაირად ებრძვიან. სახელმწიფო კი იმის ნაცვლად, რომ ამ პარაზიტების ალაგმვაგაპანღურებაზე ფიქრობდეს, პირიქით _ მათ გაძლიერებაზე ზრუნავს. ეს კიდევ ერთი უტყუარი ნიშანი იმისა, რომ სახელმწიფო მკვდარია.

ნიშანი მეშვიდე: ჯერ კიდევ 11 წლის წინათ სააკაშვილის პირსისხლიანმა ხელისუფლებამ გამოგვიცხადა, რომ ევროატლანტიკურ სივრცეში შესვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია. ამ პროპაგანდამ იმხელა მასშტაბები მიიღო, რომ ბოლოს ეს აბსურდი, მგონი, თვითონ სააკაშვილმაც დაიჯერა. შემდეგ საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი ასე თუ ისე დაარწმუნეს ამ სიცრუეში და 27 ივნისს “ქოცების” მთავრობამ ისტორიული ბლეფი დააგვირგვინა _ ხელი მოეწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, რომლითაც საქართველომ თავი გაჰყო სერიოზულ შარში. ერთი სიტყვით, მედასავლეთე ლიბერალებმა უზენაესი ამოცანა პირნათლად შეასრულეს _ ქვეყანა მოწყვიტეს ისტორიულ ფესვებს და, ვირტუალურევრომირაჟშიგადატყორცნეს. ეს არის იმის ნიშანი, რომ სახელმწიფო მკვდარია, რომ ქვეყანამ დაკარგა სწორი ორიენტაცია, თორემ რეალურად შემდგარ და ძლიერ სახელმწიფოს ვერც ასი და ვერც ათასიმამალი რესპიმსგავს რამეს ვერ უზამდა.

აი, ეს არის მოკლე ჩამონათვალი ნიშნებისა, რომლებიც ცხადყოფს, რომ საქართველო, როგორც სახელმწიფო, ვერ შედგა. საუბედუროდ, დღეს ამას ბევრი ვერ ხედავს და ისევ “ნაცპროპაგანდის” ტყვეობაში იმყოფება. მარტივად რომ ვთქვათ, სამოქალაქო საზოგადოება ვერ ჩამოყალიბდა, ვერ განვითარდა და ვერ ავიდა მმართველი ელიტის მაკონტროლებელ ტრიბუნაზე. ეს კი, ალბათ, კიდევ ერთი ნიშანია, რომ ქართული სახელმწიფო მკვდარია, რომ ქვეყანა რეგრესის გზას ადგას და დღითიდღე უფსკრულისკენ მიექანება…

ჯაბა ჟვანია

1 COMMENT

  1. 9 აპრილის მადლით და გულანთებულ მამულიშვილთა სისხლით და ღვაწლით მომუშაკებული დამოუკიდებელი საქართველოს სახელმწიფოს მხოლოდ ღირსებაა ამჟამად დამცრობილი, მის სიკვდილს კი მხოლოდ რუსისაგან დაპეპლილ რუსეთუმეთა დედალი გული თუ ირწმუნებს.

  2. ჩემდა სამწუხაროთ, ჯაბა სიმართლეს აპარაკობს და სოციალურ უღელში მყოფი მოსახლეობა თვითგადარჩენის რეჟიმშია. ამ უდიდესი კულტურისა და ტრადიციების ქვეყანაში, უწიფარი, განათლების არმქონე და უცხო ფულით გაკეკლუცებული ყველაფერზე წამსვლელი მონაციონალო, მოპროვინციალო არასამთავრობოები თავხედურათ ჭკუას ასწავლიან მთავრობას, პარლამენტს და ქართველ ხალხს. ამას ბოლო უნდა მოეღოს " ნაცყაჩაღებთან" ერთად.

  3. შესანიშნავი სტატიაა.ხალხსა და ხელისუფლებას შორის ჩინეთის დიდი კედელია აღმართული.ჭე ჯგუფის ჩინოვნიკებიც კი არ კადრულობენ მოქალაქეების მიღებას,მინისტრებზე არაფერს ვამბობ.განცხადებებს არ პასუხობენ,წერილებს არ პასუხობენ.აბსოლუტურად არ ადარდებთ ხალხის პრობლემები.სამაგიეროდ 24 საათი იმაზე ფიქრობენ,ამერიკა–ევროპას რითი მოაწონონ თავი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here