Home რუბრიკები პოლიტიკა აღშფოთებულები და შეშფოთებულები

აღშფოთებულები და შეშფოთებულები

531

ნოემბერი საქართველოსთვის საბედისწერო თვეა. 2003 წლის ნოემბერში მოაწყვეს ე.წ. ვარდების რევოლუცია, რომლის შედეგადაც “ნაციონალური მოძრაობა” 9 წლის განმავლობაში აწიოკებდა საქართველოს; 2007 წლის 7 ნოემბერს ამ პირსისხლიანმა რეჟიმმა სასტიკად დაარბია მშვიდობიანი დემონსტრაცია.


ამ ამბიდან 7 წლის და 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან ორი წლის თავზე კი ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია _ ხელისუფლების სათავეში მყოფმა კოალიციამ რღვევა დაიწყო _ “ქართული ოცნებადატოვაჩვენი საქართველო _ თავისუფალი დემოკრატებისდიდმა ნაწილმა აწ უკვე ყოფილი თავდაცვის მინისტრის _ ირაკლი ალასანიას მეთაურობით, თუმცაქართული ოცნებაპარლამენტში, როგორც ჩანს, მაინც შეინარჩუნებს უმრავლესობას, ოღონდნაციონალური მოძრაობისადათავისუფალი დემოკრატებისყოფილი წევრების ხარჯზე. პოსტები დატოვეს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა. თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია კი პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მოხსნა

ავანტიურისტი, უნიჭო და ამბიციური _ ამ ეპითეტებით შეამკო ირაკლი ალასანია აღშფოთებულმა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა მას შემდეგ, რაც აწ უკვე ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავება, რომლებსაც ბრალი 4,1 მილიონი ლარის გაფლანგვაში ედებათ, ევროინტეგრაციასთან ბრძოლას ნიშნავს.

“ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში ვერ მოიხსნა განცდა, საქართველოში პოლიტიკური ნიშნით დევნასთან დაკავშირებით, რომელზეც პირდაპირ პასუხისმგებელნი არიან მაია ფანჯიკიძე, ირაკლი ალასანია, ალექსი პეტრიაშვილი. როცა ირაკლი ალასანია დადიოდა ევროპასა და ამერიკაში, ღიად აცხადებდა, რომ სააკაშვილის დროს მიღწეული რეფორმები იყო სამაგალითო და ჩვენ მას უნდა დავეფუძნოთ, საუბარი არ მიმდინარეობდა იმ სადისტურ მკვლელობებზე, წამებაზე, არაადამიანურ მოპყრობაზე, ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე, რომლებზეც ახლა გამოძიება მიმდინარეობს. ბუნებრივია, ამის გამგრძელებელი იყო მაია ფანჯიკიძე და, შესაბამისად, ის არასწორი განცდა, რაც ევროპასა და აშშ-ში არსებობს, ჯერ კიდევ ვერ მოიხსნა. ეს უნდა მოეხერხებინა საგარეო საქმეთა სამინისტროს, უშუალოდ მინისტრებს და მათ გუნდს, თუმცა ასე არ მოხდა. ამიტომ, იმაზე, რომ განცდა ვერ მოიხსნა, პასუხისმგებელნი არიან მაია ფანჯიკიძე, ირაკლი ალასანია და ალექსი პეტრიაშვილი. ვეჭვობ, რომ ეს იყო მიზანმიმართული მუშაობა, რათა არ მომხდარიყო რეალობის ჩატანა ევროპასა და აშშში. მაია ფანჯიკიძის ქმედებაზე მქონდა შეკითხვები და ეჭვები. ალასანია კი ღიად აცხადებდა, რომ უნდა გავაგრძელოთ ის კურსი, რომელიც სააკაშვილს ჰქონდა აღებული. ამაზე მეტი თვითლუსტრაცია რა უნდა იყოს, არ ვიცი”, _ განაცხადა 10 ნოემბერს ირაკლი ღარიბაშვილმა.

ამ სამთავრობო აურზაურიდან ორი მნიშვნელოვანი დასკვნის გამოტანა შეიძლება:

1. ბიძინა ივანიშვილს, როგორც ჩანს, ადამიანების ამოცნობის უნარი დაქვეითებული აქვს, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ თანამებრძოლების არჩევამდე პოლიტიკურ სპექტრს სამი წლის განმავლობაში აკვირდებოდა, არჩევანში შეცდა; ცდებოდა, როდესაც მხარს უჭერდა სააკაშვილს; შეცდა, როდესაც გიორგი მარგველაშვილი ჩასვა პრეზიდენტის სავარძელში; შეცდა, თავდაცვის მინისტრად  ირაკლი ალასანიას (თუმცა, 2013 წელს, როგორც კი შეატყო ალასანიას, რომ პრეზიდენტობის ამბიცია გაუჩნდა, ვიცეპრემიერობიდან გაათავისუფლა) და საგარეო საქმეთა მინისტრად მაია ფანჯიკიძის დანიშვნის შემთხვევაშიც, ლაპარაკი აღარ არის ალექსი პეტრიაშვილზე;

2. ირაკლი ალასანიასა და მისი თანაგუნდელების აპელირება პოლიტიკურ დევნასა და ევროინტეგრაციის კურსიდან გადახვევაზე, აგრეთვე, მინიშნება ამჟამინდელი ხელისუფლების პრორუსულობაზე ძალიან ჰგავს აშშის მიერ საქართველოს ხელისუფლებაში მოყვანილინაცმოძრაობისადა მისი დამნაშავე ლიდერის რიტორიკას. ეს კი აჩენს ეჭვს, რომ ორივე პოლიტიკური წარმონაქმნი _ “ნაცმოძრაობა” და “თავისუფალი დემოკრატები” _ ერთი ძალისგან იმართება, ერთი მფარველი ჰყავს _ აშშ.

ამის დასტურია საქართველოში აშშ-ის ელჩის _ რიჩარდ ნორლანდის (და სხვა დასავლელი პოლიტიკოსების) შემაშფოთებელი განცხადება: “თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების მიმართ დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნა, გამოძიების რაოდენობა და მასშტაბი წარმოშობს ლეგიტიმურ შეშფოთებას, რომ სასამართლო სისტემა გამოიყენება პოლიტიკური მიზნებისთვის”.

აღსანიშნავია, რომ ნორლანდსა და აშშ-ის სხვა პოლიტიკოსებს არასოდეს გამოუხატავთ “ლეგიტიმური შეშფოთება” სასამართლოს სისტემის პოლიტიკური მიზნებით გამოყენების გამო, როცა ანალოგიური რამ თავიანთ ქვეყანაში (ან სხვა ქვეყნებში) ხდებოდა, ანუ როცა სახელმწიფოს მაღალი რანგის პირებს ადანაშაულებდნენ კორუფციაში და აპატიმრებდნენ კიდეც.

ლეგიტიმური შეშფოთებაარ გამოუხატავთ, როცა:

* 2007 წლის სექტემბერში დააპატიმრეს საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი, რომელმაც მიხეილ სააკაშვილი ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებსა და მკვლელობებში დაადანაშაულა;

*2012 წლის აპრილში გადასახადების დამალვის გამო დააპატიმრეს საბერძნეთის თავდაცვის მინისტრი აკის ცოხაძოპულოსი და 8 წლით აღუკვეთეს თავისუფლება;

*2013 წლის ნოემბერში პოსტიდან გადააყენეს პოლონეთის ტრანსპორტის მინისტრი სლავომირ ნოვაკი, რომელმაც ქონებრივ დეკლარაციაში არ ჩაწერა, რომ საჩუქრად ძვირად ღირებული საათი მიიღო;

*2014 წლის ივნისში კორუფციაში ბრალდებით დააპატიმრეს ვენეციის მერი ჯორჯო ორსონი და მასთან ერთად კიდევ 37 იტალიელი პოლიტიკოსი;

* 2014 წლის ივლისში 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს ნიუ ორლეანის (აშშ) მერს _ რეი ნეიგინს ქარიშხალი “კატრინას” მიერ დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად გამოყოფილი თანხების მითვისებისა და კორუფციული გარიგებების გამო;

* 2014 წლის ოქტომბერში კორუფციაში დაადანაშაულეს და პოსტიდან გადააყენეს ლიტვის მინისტრი ალფონას ბარაკაუსკასი;

*2014 წლის ოქტომბერში უკრაინის თავდაცვის მინისტრი ვალერი გელეტეი პოსტიდან გადააყენეს.

აი, ამ შემთხვევებში დემოკრატიის დასავლელი დამცველები დუმილს ამჯობინებდნენ. ისინი “ლეგიტიმურად შფოთავენ” მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა საქმე მიხეილ სააკაშვილს, ვანო მერაბიშვილს, დავით კეზერაშვილს, ბაჩანა და დათა ახალაიებს, მეგის ქარდავას, სოსო თოფურიძესა და სხვა პირებს შეეხება, იმ პირებს, რომლებსაც ქართველი ხალხის წინაშე უამრავი დანაშაული აქვთ ჩადენილი…

გიორგი გაჩეჩილაძე

P.S. დაუსჯელობის სინდრომითა და ამერიკელი პატრონებისლეგიტიმური შეშფოთებითგათამამებულინაცები” 15 ნოემბერს აქციის გამართვას გეგმავენ; სურთ, კიევური მაიდანი მოაწყონ, ქვეყანა ქაოსში ჩაძირონ და ამ გზით დაბრუნდნენ ხელისუფლების სათავეში. მათი განზრახვის სისრულეში მოყვანას კი ხელისუფლებასთან ერთად საზოგადოებაც უნდა აღუდგეს წინ.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here