Home რუბრიკები პოლიტიკა ელიზბარ ჯაველიძე: ეს ნორლანდი უკვე ყოველგვარ ზღვარს გადავიდა!

ელიზბარ ჯაველიძე: ეს ნორლანდი უკვე ყოველგვარ ზღვარს გადავიდა!

565

“საქართველო და მსოფლიო” განაგრძობს რუბრიკას “ჰკა მაგათა!” ამჯერად რუბრიკის სტუმარია პუბლიცისტი და მეცნიერი, აკადემიკოსი ელიზბარ ჯაველიძე, რომელიც ფსევდოლიბერალთა “იდეოლოგიას” დეტალურად აანალიზებს.


_ ბატონო ელიზბარ, დღეს საქართველოში სიტყვა ლიბერალი ერთგვარ სალანძღავ სიტყვად იქცა. ამ ტერმინის მიღმა საზოგადოების დიდი ნაწილი ეროვნული იდეოლოგიისგან შორს მდგარ, ანტიქართულად და ანტირელიგიურად მოაზროვნე მოქალაქეს გულისხმობს, რომელიც . . დასავლური ფასეულობების მოტრფიალეა და თავის ისტორიას, წარსულს პატივს არ სცემს. როგორ ფიქრობთ, რატომ გაჩნდა ასეთი განწყობა და, საერთოდ, რა არის თანამედროვე ლიბერალიზმი?

_ ლიბერალიზმი ახალი ცნება არ არის. ის მეთვრამეტე საუკუნის დასაწყისიდან გამოჩნდა და მისი მიმდევრები იმთავითვე უარყოფითად შეაფასეს. ისინი მოინათლნენ ადამიანებად, რომლებიც ყველაზე მეტს საუბრობდნენ თავისუფლებაზე, ხოლო საქმით საპირისპიროს აკეთებდნენ.

საქართველოში ეს ოდნავ მოგვიანებით შემოვიდა და, ფაქტობრივად, აქაც ისეთივე ფორმებით, როგორითაც დასავლეთ ევროპის რიგ ქვეყნებში (თუმცა განსხვავება, ცხადია, იყო). ახლა რას ქადაგებს ეს იდეოლოგია: პირველი და უმთავრესი, რასაც ლიბერალიზმი ხაზს უსვამს, ადამიანის, პიროვნების თავისუფლებაა. ერთი შეხედვით, ამაში ცუდი არაფერია, მაგრამ საკითხავია, რას გულისხმობენ ისინი თავისუფლებაში. მათთვის თავისუფლება არის ყოველგვარი მორალის, ზნეობრივი იდეალების ჩარჩოებიდან გამოსვლა, ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, ისინი ამბობენ, ადამიანი უბედურია, რადგან მას ბოჭავს და აფერხებს ზნეობრივი პრინციპები, ამიტომ ამისგან სრულად უნდა გათავისუფლდესო. რა გამოდის? ადამიანი უნდა გახდეს პირუტყვი, მხეცი, რომლის ქცევასაც არანაირი შემაკავებელი მორალური კოდექსი, შინაგანი ხმა არ ექნება? აი, ასეთი ადამიანი კი, .. ლიბერალების აზრით, იქნება ჭეშმარიტად თავისუფალი და იგი თავს ბედნიერად იგრძნობს, რადგან მას ცხოველივით შეეძლება სექსუალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება მშობელთან, შვილთან და ..

_ დასავლეთი? დასავლეთი ამ იდეოლოგიაზე დგას?

_ რა თქმა უნდა. დღევანდელი ევროპული ლიბერალიზმის ძირითადი აზრი არის ის, რომ სქესობრივი ცხოვრება უნდა იყოს აბსოლუტურად თავისუფალი და მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს .. ქალიშვილობის ინსტიტუტს. ამ მიზნით, მეოცე საუკუნეში გამოიცა სამი ჰუმანიტარული მანიფესტი, რომლებშიც პირდაპირ ეწერა, რომ ადამიანს აქვს თავისუფალი სქესის უფლება. ეს ყველაფერი კი ერთადერთ მიზანს ემსახურებოდა, _ არ უნდა არსებულიყო განსხვავება სექსუალური გადახრის მქონესა და ჯანმრთელ მოქალაქეებს შორის. აი, ეს ავადმყოფური აზროვნება მოედო შემდეგ ევროპას, რომელიც დღეს სწორედ ამ ავადმყოფური აზროვნებით ცხოვრობს.

_ საქართველოში რა ეტაპზეა ეს აზროვნება?

_ საქართველოში ახლა მიმდინარეობს გააფთრებული ბრძოლა ამ იდეოლოგიის დასამკვიდრებლად. ტელევიზიები _ “რუსთავი 2”, “იმედიდა, რაც განსაკუთრებით გამაღიზიანებელია, საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც თითოეული ჩვენგანის ჯიბიდან ფინანსდება, ამ იდეოლოგიას ყურმოჭრილი მონებივით ემსახურებიან. მათი სამიზნეა ახალგაზრდები, დაწყებული პირველი კლასის მოსწავლით, დამთავრებული სტუდენტებით. მათ ტვინს ურეცხავენ, ამიტომ მშობლები უნდა იყვნენ ფხიზლად, თაობა რომ არ გაირყვნას და საბოლოოდ არ დაიკარგოს.

ახლა რაც შეეხება ხელისუფლების მოქმედებას, საფრანგეთის მაგალითს გავიხენებ: იქ ერთსქესიანთა ქორწინების ოფიციალურად დაკანონებამდე ათი წლით ადრე მიიღეს ანტიდისკრიმინაციული კანონი. ჩვენ შემთხვევაში კი, ბევრად გაცილებით მალე მიიღებენ კანონს, რომლითაც ერთსქესიანთა ქორწინება იქნება დაშვებული. აი, ამას მოგვიტანს ამათი . . ლიბერალიზმიაი, მერე ნახეთ გადაგვარება.

_ “ლიბერალებიხშირად ამბობენ, ილია ჭავჭავაძეც ლიბერალი იყოო. რას უპასუხებთ მათ?

_ ამას ამბობენ რესპუბლიკელები, ბერძენიშვილი იმეორებს ხშირად. რა უნდა ვუპასუხო?! ილიას ლიბერალობა რაში გამოიხატებოდა: ყველაზე დიდი ლიბერალი არის ის, ვინც ფიქრობს და იბრძვის ერის თვითმყოფადობისა და ვინაობის გადასარჩენად. ახლა ვინმე მეტყვის, რომ რესპუბლიკელებიც ამაზე ფიქრობენ და ამისთვის იბრძვიან?!

_ აბა, რისთვის იბრძვიან?

_ ისინი მონები არიან ამ ე. წ. ნეოლიბერალური იდეოლოგიისა. კიდევ ვიმეორებ: ეს არის დამღუპველი იდეოლოგია ქვეყნისთვის, ამათი ლიბერალიზმი დღეს მიდის იქით, რომ, საერთოდ, გაქრეს ცნება სამშობლო.

_ რა ძალები დგანან ამ ყველაფრის უკან?

_ ცხადია, ეს არის ამერიკის პოლიტიკური ხელმძღვანელობა, რომლის ძალისხმევაც მიმართულია იქით, რომ მოსპოს ეროვნული იდენტობა. ისინი მოდიან და გეუბნებიან: მე მოვდივარ თავისუფლების, დემოკრატიის პრინციპების გასავრცელებლად და შენ რომ ხარ დახურულ სივრცეში, როგორც სოროსი ამბობდა, მინდა, იქიდან თავისუფალ სივრცეში გაგიყვანოო. ახლა რას ნიშნავს მათთვის ღია სივრცე: ეს არის ის, რაც დასაწყისში ვთქვით, რომ ადამიანს მორალური შეზღუდვები აღარ უნდა ჰქონდეს. ამაში რაც ხელს შეუშლით, ყველაფერს მოსპობენ და გაანადგურებენ. ასე რომ, აქ ახლა მიმდინარეობს გადაგვარების პროცესი, რომელიც, თუ მათი გამარჯვებით დასრულდა, ჩათვალეთ, რომ საქართველო აღარ იარსებებს.

_ თუ ასეა, რატომ არის დღეს ქართველი საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი პროდასავლური? ყოველ შემთხვევაში მოსახლეობა არ გამოხატავს პროტესტს ქვეყნის ევროატლანტიკური კურსის გამო.

_ ყოველთვის ვამბობდი და ახლაც გავიმეორებ, რომ ქართველი საზოგადოება არასდროს ყოფილა პროდასავლური. ჩვენმა საზოგადოებამ, უბრალოდ, არ იცის, რეალურად როგორია თანამედროვე დასავლეთი იმიტომ, რომ ის დღეს, ფაქტობრივად, ზომბირებულია ამ . . ლიბერალების აღვირახსნილი პროპაგანდით. ნახეთ, რა ხდება: დემოკრატიაზე გელაპარაკებიან და თითს გიქნევენ, _ ასე და ასე მოიქეციო. ჩვენ რასაც გეტყვით, იმას თუ არ იზამთ, დედას გიტირებთო. ეს ნორლანდი კი უკვე ყოველგვარ ზღვარს გადავიდა. აშშ-ის ელჩმა ამას წინათ თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების დაკავებაზე განაცხადა, ჩვენ სრულიად ვენდობითო ამ უწყებას. ვინ გკითხავს შენ, შე გათახსირებულო?!.. თუ ამერიკა ჩვენი დემოკრატიისა და თავისუფლებისთვის იბრძვის, მაშინ სააკაშვილი როგორღა გამოაცხადა დემოკრატიის შუქურად?! ეს ხომ უკვე ცხადყოფს, რომ ამ ხალხს დემოკრატიაც ფეხებზე ჰკიდიათ და საქართველოც, მათ აინტერესებთ მხოლოდ ის, რომ ეს ქვეყანა ჰყავდეთ სატელიტად და პოლიგონად, როცა დასჭირდებათ.

_ თქვით, რომ თანამედროვე დასავლური ლიბერალიზმი ქადაგებს ადამიანის უსაზღვრო თავისუფლებას, რომელიც თავისთავად გულისხმობს ზნეობრივი ჩარჩოებისგან გასვლასაც. მოდი, მკითხველს დავუკონკრეტოთ, რა ძალები არიან საქართველოში ამ იდეოლოგიის მედროშენი?

_ თავის დროზე ეს პროცესი დაიწყო შევარდნაძემ, როდესაც მოხდა ეროვნული მოძრაობის განადგურება და ზვიად გამსახურდიას კანონიერი ხელისუფლების დამხობა. შემდეგ განაგრძო შევარდნაძის პოლიტიკურმა ნაშიერმა სააკაშვილმა და ამ ნაძირალამ უკვე ღიად მიჰყო ხელი ქართული ეროვნული ცნობიერების დისკრედიტაციას. ის იყო ამერიკელთა ყველა დაკვეთის უბადლო შემსრულებელი. ამიტომაა, რომ ისინი დღემდე ვერ ელევიან ამ ცოცხალ ლეშს…

_ დღეს ვინ განაგრობსლიბერალურიდეოლოგიას, ვინ არისქართულ ოცნებაშიამ ყველაფრის ლოკომოტივი?

_ რა თქმა უნდა, ესენი არიან რესპუბლიკელები პარლამენტში. ეს არის გიორგი მარგველაშვილი, რომელიც ასევე ამ თამაშშია ჩართული და ეს არის ირაკლი ალასანია. აი, ესენი  არიან ამერიკისგან მართული სუბიექტები და იქიდან იღებენ მითითებებს _ სად, როგორ და რა სტრატეგიით იმოქმედონ. რაც შეეხება ივანიშვილს, ის, უბრალოდ, აიძულეს, რომ ესენი მოეყვანა ხელისუფლებაში, მაგრამ დარწმუნებული ვარ, თვითონაც არ ფიქრობდა, ასე მკაცრად თუ წაუჭერდნენ ხელს… როგორც ჩანს, შეცდა და, საუბედუროდ, ეს შეცდომა მომავალში ძალიან ძვირი დაუჯდება ქართულ სახელმწიფოს…

_ რას გულისხმობთ?

_ ეს რესპუბლიკელები, ალასანია, მარგველაშვილი და ფსევდოლიბერალიზმის სენით შეპყობილი სხვა სუბიექტები იქამდე არ მოისვენებენ, ვიდრე სააკაშვილის კრიმინალურ პარტიას არ გააცოცხლებენ. შეხედეთ, რა ხდება: უკვე აქციებსა და მიტინგებზე საუბრობენ ეს ყაჩაღები, კაცისმკვლელები. თუ ამათ ხელისუფლება არ გაასამართლებს, საჯაროდ უნდა გაასამართლოს ქართველმა ხალხმა! “ნაცებს” არათუ პოლიტიკური სუბიექტის სახით არსებობა, არამედ ქუჩაში გამოსვლა უნდა აეკრძალოთ! 

_ არ ფიქრობთ, რომ ამ ყველაფერმა, შესაძლოა, სამოქალაქო დაპირისპირებამდე მიგვიყვანოს?

_ თუ ესენი კანონის სრული სიმკაცრით არ დაისჯებიან, მერე ნახავთ სამოქალაქო დაპირისპირებას! და, საერთოდ, რა დაპირისპირებაზე ვსაუბრობთ? ამაზე მეტი დაპირისპირება რაღა გინდათ, ვერ ხედავთ, ნაციონალების ზონდერჯგუფები უკვე რას აკეთებენ?! მერწმუნეთ, თუ მათ ხალხმა განაჩენი არ გამოუტანა, ევრომაიდანსაც მოაწყობენ, ადამიანებსაც შეაკლავენ ერთმანეთს და ქვეყანას მიწასთან გაასწორებენ. მერე გამოვა რომელიმე ამერიკელი მაღალჩინოსანი და იტყვის, _ ეს ქართულ დემოკრატიას სჭირდებოდაო. ამის მაგალითები გვაქვს უახლოეს წარსულში, თუნდაც აშშ-ის ელჩის, ჯონ ბასის განცხადება რად ღირს 26 მაისის მოვლენებზე. მოკლედ, აქ უკვე ლინჩის წესი შეიძლება გამოიყენოს ქართველმა ხალხმა. არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს დათმობა. ერთს გაგვილახავენ? _ ოცი უნდა გავულახოთ. მათთან არ შეიძლება კომპრომისი და უკან დახევა.

რაც შეეხება ლიბერალიზმს და ე. წ. ლიბერალურ იდეოლოგიას, მათ ჰგონიათ, რომ მსოფლიო მოქალაქეები არიან და ვითომ გლობალურად აზროვნებენ, მაგრამ სინამდვილეში ესენი არიან ღამურები. მათ საქართველო არასდროს მიიღებს. ასე რომ, დღეს ეს ქვეყანა იყოფა ორად _ ნორმალურ მამრებად და პედერასტებად. აი, ასე უნდა გავმიჯნოთ, _ სად დავდგეთ ჩვენ. ხოლო ის ლიბერალური ლოზუნგები, ბოდიში და, ერთ ადგილას მიიწებონ…

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

 

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here