Home რუბრიკები საზოგადოება თუ იცოდა, დამნაშავეა, თუ არ იცოდა _ დოყლაპია

თუ იცოდა, დამნაშავეა, თუ არ იცოდა _ დოყლაპია

561

28 ოქტომბერს მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები დააკავა. მათ ბრალი სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 4 102 872 ლარის გაფლანგვაში ედებათ. დაკავებულნი არიან: საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი გიზო ღლონტი; 


საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის -6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი ნუგზარ კაიშაური; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი გიორგი ლობჟანიძე; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი არჩილ ალავიძე და საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის -6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი დავით წიფურია. თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების დაკავების მომენტში მინისტრი ირაკლი ალასანია საქართველოში არ იმყოფებოდა, რამაც ქვეყანაში ბევრი მითქმამოთქმა გამოიწვიაზოგიერთი პოლიტიკოსი ამბობს, რომ პრემიერმა ალასანიას დაასწრო და მანამდე გამოუტანა განაჩენი, სანამ თვითონ ალასანიადაუდებდა კვანტს”. ამბობენ იმასაც, რომ, თუ სამინისტროს თანამშრომლებს დანაშაული არ დაუმტკიცდათ, ღარიბაშვილს საქმე ცუდად წაუვა. თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ყველაფრის საქმის კურსში იყო და მის თანამშრომლებს დანაშაული არ ჩაუდენიათ. ალასანიას მხარში დიპლომატიური კორპუსი, რაც მთავარია, ამერიკის ელჩი რიჩარდ ნორლანდი უდგას. იურისტები, აგრეთვეთავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომლები და ანალიტიკოსები მომხდარს სხვადასხვაგვარად აფასებენ.

ტრისტან წითელაშვილი, გენერალი:

_ თავდაცვის სამინისტროში მომხდარი ამბავი არ გამკვირვებია. ორი წელიწადია, გავყვირი, თავდაცვის სამინისტროში ბაჩანა ახალაიასა და დავით კეზერაშვილის ხალხი ისევ მაღალ თანამდებობს იკავებენ, სააკაშვილის კადრები კვლავ საბიუჯეტო ორგანიზაციებში სხედან და დიდძალ ფულსაც იპარავენ-მეთქი, მაგრამ არავინ შეისმინა. ირაკლი ალასანიამნაციონალებისნარჩენები თავისი კალთის ქვეშ შეიფარა. დამნაშავეები, რომლებსაც მინისტრი ხელს აფარებს, მოპარულ თანხებს, ყველა კაპიკს, სააკაშვილისობშიაკშიგზავნიან, შემდგომ კი საბოტაჟისა და არეულობების მოსაწყობად იყენებენ.

_ დარწმუნებული ხართ, რომ ალასანია უწყობს ხელს ამ საქმეს?

_ დიახ. ასეთი თანხების სამინისტროდან გადინება მინისტრის ნებართვის გარეშე შეუძლებელია. თანხებს მინისტრი განკარგავს და, როდესაც დიდძალ ფულზეა ლაპარაკი, შეუძლებელია, მინისტრის გარეშე ტენდერი ჩატარდეს და რამე ხელშეკრულებაზე ხელი არ მოაწეროს. ირაკლი ალასანიამ მომხდარზე პასუხისმგებლობა უნდა დაიკისროს, რადგან უზარმაზარი თანხის გაფლანგვაზეა საუბარითანაც სად ირიცხებოდა, რომელ ორგანიზაციაში თეთრდებოდა?!

ფაქტია, რომ მოხდა ანალოგიური რამ, რაც ხდებოდა ახლაიასა და კეზერაშვილის მინისტრობის პერიოდში. იმხანადაც ზუსტად ასე ირიცხებოდა ბიუჯეტის ფული და მერე იმ ბინძურ საქმეებს ხმარდებოდა, ცხრა წლის განმავლობაში რომ ვიხილეთ.

რა, თავდაცვის მინისტრი არ უნდა დაინტერესებულიყო, სად მიდიოდა ამხელა თანხა? “სილქნეტი” ხომ ის ორგანიზაციაა, რომელიც ოჯახების საძინებლებში ამონტაჟებდა სათვალთვალო კამერებს?! თავდაცვის სამინისტროდან “სილქნეტში” ფულის გადაქაჩვა იმ ჯაჭვური რეაქციის გაგრძელებაა, რომელიც “ნაცების” მმართველობის პერიოდში იყო. ეს ადამიანები კვლავ შეეცდებიან არეულობის მოწყობას.

ირაკლი ალასანიას, თუ ზემოქმედებას განიცდიდა და სხვა საშუალება არ ჰქონდა, კაცობა უნდა ჰყოფნოდა და ეთქვა, თავს ზემოთ ძალა არ შემწევს და სამინისტროს ვერ ვაკონტროლებო. ასეთ შემთხვევაში, თავის ხალხთან დადგებოდა და არა საბოტაჟის მომწყობებთან.

_ უნდა დადგეს თუ არა ალასანიას პასუხისმგებლობის საკითხი?

_ დიახ. და არამხოლოდ იმიტომ, რაც მოხდა, პირველ რიგში იმიტომ, რომ ალასანიამ უამრავი დამნაშავე შეიფარა, უფრო მეტიც _ დააწინაურა. თავდაცვის სამინისტრო ასეთ მძიმე მდგომარეობაში ჯერ არ ყოფილა, იქ ჭაობია. ორი მხარეა დაპირისპირებული _ ახალი და ძველი ოფიცრები არაფერს თმობენ და ცდილობენ, ერთმანეთის გაფუჭებას, რაც ქვეყანას დაქცევის პირას მიიყვანს _ თავდაცვის უნარი აღარ გვექნება.

მინისტრმა ალასანიამ ყველა კითხვას უნდა გასცეს პასუხი. რატომ გზავნიდა ფულს დანაშაულებრივ ორგანიზაციაში? რა მიზანი ჰქონდა? რატომ ჰყავდა სამინისტროში ის ადამიანები, რომლებიც თავის დროზე ხალხსა და ქვეყნას ანადგურებდნენ?

ვალერი კვარაცხელია, ანალიტიკოსი:

_ გახსოვთ, ალბათ, ჯერ კიდევ როდის ვთქვი თქვენი გაზეთის ფურცლებზე, რომ ალასანია დასასჯელია. იმხანად, რა თქმა უნდა, არ მქონდა მხედველობაში არმქონის ფინასური დარღვევები და კორუფციული გარიგებები, მაგრამ ახლა, როდესაც ეს ამბავი შევიტყვე, თამამად შეიძლება ითქვას, რომ მინისტრი ყველა შემთხვევაში დასასჯელია. მინისტრი, რომლის უწყებაშიც ამხელა კორუფციაზეა საუბარი, თუ ყველაფერი იცოდა, სისხლის სამართლის დამნაშავეა, და თუ არ იცოდა, დოყლაპიაა და პოლიტიკური სასჯელი ეკუთვნის _ სამინისტროდან უნდა გავაძევოთ. ეს უსიტყვოდ და ძიების გარეშეა განსახორციელებელი. ახლა მეორე _ ირაკლი ალასანია საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ მუშაობს, ის ცდილობს, ხელი შეუწყოს ჩვენს ქვეყანაში რუსეთთან დაპირისპირებული სამხედრო ბლოკის რაკეტების განთავსებას, რომლებიც დამიზნებული იქნება რუსეთზე, რომელსაც მოჰყვება რუსეთის რაკეტების დამიზნება ჩვენს ქვეყნაზე, რაც, საბოლოოდ, საქართველოს განადგურებას გამოიწვევს.

ვერც ალასანია და ვერც მისი პატრონები ამ პროცესს წინ ვერ აღუდგებიან _ ეს უნდა ესმოდეს საღად მოაზროვნე თავდაცვის მინისტრს.

_ ბატონო ვალერი, რამდენიმე თვის წინათ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება საქართველოში დემოკრატიული ძალების გაერთიანების თაობაზე და ახლახან თავდაცვის სამინისტროში მომხდარი ერთმანეთს ხომ არ უკავშირდება? სამინისტროდან თანხებისილქნეტშიირიცხებოდა, იქ, სადაცზარალაა”, ადამიანი, რომლის სახელიც კეზერაშვილსა და რურუას უკავშირდება.

_ ყველაფერს ერთმანეთს ვუკავშირებ და გონივრული ეჭვიც მაქვს, მაგრამ საჯაროდ ჯერ ვერაფერს ვიტყვი, რადგან ამ ეტაპზე რამე ხელჩასაჭიდი ფაქტი, სამხილი არ მაქვს…

ისე, გამაოგნებელია რიჩარდ ნორლანდის ასეთი უპრეცენდენტო მხარდაჭერა ეჭვმიტანილთა მიმართ. ამერიკის ელჩი ერევა ყველაფერში, აკეთებს შეფასებებს და იცის, რა როგორ უნდა განვითარდეს, თითქოს ის იყოს ქართველთა ყველაზე დიდი გულშემატკივარი.

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here