Home რუბრიკები პოლიტიკა ნოემბრის ვირთხები, ანუ “ნაც-რესპუბლიკური” ჯანყი და ევრომაიდანი-2

ნოემბრის ვირთხები, ანუ “ნაც-რესპუბლიკური” ჯანყი და ევრომაიდანი-2

686

საქართველოს ხელისუფლებაში “რაღაც” რომ “დალპა” და დიდი პოლიტიკური აფეთქება, ფაქტობრივად, გარდაუვალია, დღითიდღე ვრწმუნდებით. სულ უფრო ნათელი ხდება, რომ კოალიციის ერთიანობა მირაჟია და  უსამართლოდ შობილი  “რესპუბლიკური ოცნების” დაქუცმაცება მხოლოდ და მხოლოდ დროის საკითხია. ამაზე მინიშნებებს “ქართული ოცნების” მესვეურებიც აკეთებენ, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი სხვა რამ არის: მთავარია, რა მიზნები და ამოცანები დგას ამ “დიდი აფეთქების” მიღმა, რომელმაც, აშკარაა, პოლიტიკურ ასპარეზზე ქაოსი უნდა გამოიწვიოს.


მივყვეთ მოვლენებს ქრონოლოგიურად. მიმდინარე სამართლებრივი პროცესის კვალდაკვალ (უღიმღამოდ, მაგრამ ფაქტია, ეს პროცესი დაიწყო) 13 სექტემბერს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა საგანგებო განცხადება გაავრცელა. მასში ხაზგასმით იყო აღნიშნული, რომ ხელისუფლების მხრიდან ოპონენტების დევნა საფრთხეს უქმნის ქართულ დემოკრატიას და სახელმწიფომ აქცენტი უნდა გააკეთოს პოლიტიკური პლურალიზმის პატივისცემაზე. იმავე განცხადებაში შავით თეთრზე ეწერა: ამერიკის შეერთებული შტატები მოუწოდებს ყველა ძალას, რომლებიც საქართველოს დემოკრატიულ განვითარებასა და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას უჭერენ მხარს, ფოკუსირება მოახდინოს საერთო ინტერესებზე”.,ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, ვაშინგტონმა კოალიციისმედასავლეთეფრთას გაერთიანებისა და ერთ ბირთვად ჩამოყალიბებისკენ მოუწოდა, რამაც, შეიძლება ითქვას, პროცესი დაძრა კიდეც. ვაშინგტონის განცხადებიდან მცირე ხანში  რესპუბლიკელებმა კოალიციის შესაძლო დაშლაზე დაიწყეს ლაპარაკი. ირაკლი ალასანიას მყისვე “გაახსენდა”, რომ აქვს დამოუკიდებელი პარტია და დააანონსა ყრილობა, რომელიც, ალბათ, არც კი ახსოვს, ბოლოს როდის ჩაატარა. პარალელურად მმართველ გუნდში გაკეთდა ირიბი მინიშნებებიქართულ ოცნებაშიშემავალ სუბიექტებს შორის არსებულ გარკვეულ შეუთანხმებლობაზე. მეტიც, ეს საკითხი, სულ რაღაც ერთ კვირაში ისე მწვავედ დადგა, რომ რესპუბლიკელების “ატამანმა”, პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა საჭიროდ ჩათვალა, თანაგუნდელებისთვის საგანგებო განცხადებით მიემართა და კოალიციის გაძლიერების გზები შეეთავაზებინა. აი, ერთ-ერთი რესპუბლიკელის, ვახტანგ ხმალაძის, კომენტარი უსუფაშვილის განცხადებაზე: “არსებობს რაღაც პრობლემები, რომლებიც საჭიროა, გადაიჭრას. რაღაცები უნდა მოხდეს სხვაგვარად. არის ეტაპი, როდესაც საჭიროა ასეთი დემოკრატიული ურთიერთობების დამკვიდრება”.

ერთი სიტყვით, ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში დაიწყო ახალი ეტაპი _ დიდი გადაჯგუფებებისა და რეორგანიზაციის პროცესი. ამ პროცესს გადაჭარბების გარეშე შეიძლება ვუწოდოთ ახალი პოლიტიკური წესრიგი, რადგან ამით შეერთებული შტატები, ფაქტობრივად, აგვირგვინებს 2012 წლის 2 ოქტომბერს დაწყებულ საქმეს: 2012 წლის 2 ოქტომბერს, როცა არჩევნებში კოალიციაქართულმა ოცნებამგაიმარჯვა, ყველას გვეგონა, რომნაცმოძრაობისმზე სამარადისოდ ჩაესვენა. ზოგიერთი გულუბრყვილომეოცნებეიმხანად თავდაჯერებით ამბობდა, “ნაცრეჟიმიმალე მოქკავშირივით გაქრებაო. სამწუხაროდ, ისტორია არ განმეორდა. მიზეზი კი არის ის, რომ ამერიკის ელიტას იმთავითვე ასე ჰქონდა გადაწყვეტილი. სააკაშვილის ამერიკელმა  პატრონებმა იცოდნენ, რომ პირველ ეტაპზე ვერ მოხერხდებოდა საქართველოს ხელისუფლების სათავეში ისეთი ძალის მოყვანა, რომელიც წინამორბედის კურსს უცვლელად განაგრძობდა, ამას საზოგადოების მხრიდან წინააღმდეგობა მოჰყვებოდა; ამიტომ დაუშვეს თავის დროზე მმართველ გუნდში ისეთი განსხვავებული სუბიექტის არსებობა, როგორიც ივანიშვილი იყო, და ახლა უკვე ღარიბაშვილია. თუმცა, როგორც ირკვევა, ამ “დაშვებამ” საქართველოს ამერიკელი “მამებისთვის” მისია ამოწურა.

ახლა, ჩანს, ამერიკელები თვლიან, რომ ქვეყანაში პოლიტიკური სიტუაცია მომზადებულია ხელისუფლების შესაცვლელად, ანუ მიაჩნიათ, რომ ხელისუფლების ე. წ. დასავლური ფრთა საკმარისად ადაპტირებულია საზოგადოებრივ გარემოში და განსხვავებული თვალსაზრისის მქონე სუბიექტების არსებობა კოალიციაში საჭირო აღარ არის. ამ ყველაფრის გათვალისწინებით კი იოლი მისახვედრია, დარტყმის ქვეშ ვინ დგება. ცხადია, ღარიბაშვილი და მისი პოლიტიკური გარანტორი _ ივანიშვილი, რომელსაც ეუბნებიან, აიკარი გუდა-ნაბადი და შენს “ოქროს ბიჭუნასთან” ერთად ასპარეზს (კულისებიდანაც კი) გაეცალეო.

ღმერთმა ქნას, ვცდებოდე, მაგრამ საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ამერიკული გეგმა უკვე შეუქცევადია. რესპუბლიკელები, ალასანია და კოალიციისლიბერალურიფრთის სხვა წარმომადგენლები საიდუმლო სერობას სერობაზე აწყობენ. რაც ყველაზე სახიფათოა, მათ მხარდამხარ, შესაძლოა, “ნაციონალებიცვიხილოთ. ეს არის ერთერთი სცენარი, რომლითაც ქვეყანაში ევრომაიდნის მოწყობა და სააკაშვილის დაბრუნება იგეგმება. მანამდე კიქართული ოცნებარესპუბლიკელებმა უნდა დატოვონ, თორემ სხვანაირად კოალიციისთვის პრორუსულობის დაბრალება ვერ მოხერხდება.

რაც შეეხება ღარიბაშვილს, როგორც ჩანს, ის არ აპირებს, კონიუნქტურას დაემორჩილოს და ოკეანისგაღმელ მენტორებს უბრძოლველად დაუთმოს ასპარეზი. ამაზე მისი გულწრფელი განცხადებებიც მეტყველებს, მაგრამ აქ გასათვალისწინებელია ერთი მომენტი _ ღარიბაშვილს არ ჰყავს გუნდი, არ ჰყავს იდეოლოგიური დასაყრდენი არც მთავრობაში და არც პარლამენტში. ის მარტოა. ამიტომ მისი ნებისმიერი ნაბიჯი, თუნდაც სწორი და საფუძვლიანი, დასაწყისშივე განწირული იქნება კრახისთვის. შეიძლება ითქვას, რომ ღარიბაშვილის გაძევება პოლიტიკური ველიდან მხოლოდ დროისა და მონდომების საკითხია.

მკითხველს, ალბათ, აინტერესებს, როგორ აპირებს ვაშინგტონი “ნაცმოძრაობის”, კერძოდ კი სააკაშვლის, დაბრუნებას ხელისუფლებაში.

ის, რომ “ნაცრეჟიმი” არჩევნებს ვერასოდეს მოიგებს და დემოკრატიული გზით ძალაუფლებას ვერ მოიპოვებს, ალბათ, ყველასთვის გასაგებია. ეს კარგად იციან ამერიკელებმაც და ამიტომ ამ შემთხვევაში დემოკრატიულ პროცესებზე არც არის საუბარი. მოვლენები დაახლოებით ისეთივე სცენარით უნდა განვითარდეს, როგორითაც განვითარდა უკრაინაში. ლაპარაკია კოალიციიდან “ლიბერალური” ფრთის გასვლაზე და შემდეგ გაშმაგებულ პროპაგანდაზე, რომ თურმე როგორი “არაპროდასავლურია” “ქართული ოცნება”. პირველი ვირთხები, რომლებიც კოალიციას დატოვებენ, სავარაუდოდ, იქნებიან რესპუბლიკელები და ალასანია. შემდეგ მათ მიჰყვებიან ფანჯიკიძე, პეტრიაშვილი და დანარჩენი “წვრილფეხობა”. ამის შემდეგ სააკაშვილის ზონდერჯგუფები დაიწყებენ პროვოკაციებს და მოაწყობენ ცემა-ტყეპას ქუჩაში (ამას უკვე ნაწილობრივ ისედაც აკეთებენ). ერთი სიტყვით, ზემოაღნიშნული სუბიექტები თავიანთ 3 ელექტორატს შეკრავენ და, ფულით მოსყიდულ “მხარდამჭერებსაც რომ შეიერთებენ”, გარკვეული სამოქალაქო ბირთვი შეკოწიწდება. აი, ეს იქნება სწორედ ის დესტრუქციული ძალა, რომელიც უკრაინულ ევრომაიდანს თბილისში გადმოიტანს. შედეგად კი “თეთრი სახლის” გეგმა, სამხრეთ კავკასიაში მართვადი ქაოსის კერა გააჩინოს, საბოლოოდ ხორცს შეისხამს.

დღეს ამ სცენარის განხორციელებაზე ყველაზე მეტად მიხეილ სააკაშვილი ოცნებობს. მისთვის ეს პოლიტიკური პროცესიც  არის და პერსპექტივაც. ამ სცენარის განხორციელების შემთხვევაში, სააკაშვილი აისრულებს ყველაფერს, რაც კი ოდესმე გონებაში გაუვლია, მათ შორის, ოპონენტების განადგურება, საზოგადოების ტერორი და ძალაუფლების უვადოდ შენარჩუნება…

პრობლემა არის ის, რომ ქართველ საზოგადოებას ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ერთობლივი პოზიცია არ აქვს. ასე რომ არ იყოს, სააკაშვილის კრიმინალური ბანდა, ხელისუფლებაში დაბრუნების მცდელობას კი არა, გარეთ ცხვირის გამოყოფას ვერ გაბედავდა; ასევე ვერ გაბედავდნენ დესტრუქციულ ქმედებებს ალასანია, რესპუბლიკელები და მარგველაშვილი…

ეჰ, სადღაა ასეთი საზოგადოება, თორემ სამართალზეც იფიქრებდა კაცი, ოღონდ იმ სამართალზე კი არა, კოტე კუბლაშვილის პირსისხლიანი მოსამართლეები რომ აღადგენენ, არამედ იმ სამართალზე, ხალხი რომ ითხოვს და რომელსაც, აგერ უკვე ორი წელია, ოცდაათ გრანტზე გაყიდულირესპებისწყალობით უშედეგოდ ელოდება.

ჯაბა ჟვანია

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here