Home რუბრიკები პოლიტიკა ღარიბაშვილმა ალასანია მოხსნა და… პანდორას ყუთი გახსნა

ღარიბაშვილმა ალასანია მოხსნა და… პანდორას ყუთი გახსნა

771

საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია პოსტიდან დაითხოვა. ამის შესახებ პრემიერმა 4 ნოემბერს “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.


“მინისტრი, რომელიც ვერ ახერხებს 2 წლის განმავლობაში ჯარისკაცების კვების მოწესრიგებას, რა თქმა უნდა, ვერ ჩაითვლება ეფექტიან მინისტრად და მხოლოდ ამის გამოც მე მას აუცილებლად გავათავისუფლებდი დაკავებული თანამდებობიდან. მინისტრი, რომელიც, სავარაუდოდ, საკუთარ მეგობრებს აძლევს შესყიდვებსა და ტენდერებს, რა თქმა უნდა, ასევე ვერ დარჩებოდა მეტად საპასუხისმგებლო თანამდებობაზე. ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაცია არ ნიშნავს, რომ თავდაცის სამინისტროში მოხდეს, სავარაუდოდ, 4 მილიონი ლარის გაფლანგვა. ეს თანხა ჩვენს ჯარისკაცებს აკლდებათ”, _ განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერის ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ჯერ პროკურატურის მიერ თავდაცვის სამინისტროს 6 თანამშრომლისთვის ბრალდების წაყენება ჯარისკაცების მოწამვლის ფაქტზე, შემდეგ კი _ თავდაცვის მინისტრის განცხადება. ირაკლი ალასანიამ პროკურატურის ბოლოდროინდელი ქმედებების პოლიტიკურ სარჩულსა და ქვეყნის ევროატლანტიკური მიმართულების წინააღმდეგ მიზანმიმართულ ქმედებაზე ისაუბრა და პროკურატურის ქმედებებს თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ მიზანმიმართული შეტევა უწოდა.

“მინდა, მივმართო საზოგადოებას ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებზე, თავდაცვის სამინისტროსთან დაკავშირებით პროკურატურის ნაბიჯებზე, რომელიც დღესაც გაგრძელდა. რამდენიმე ჩვენს თანამშრომელს წაუყენეს ბრალი. აშკარად შეინიშნება პოლიტიკური სარჩული. მაშინ, როდესაც თავდაცვის მინისტრი წასული იყო კოლეგა მინისტრებთან შეხვედრაზე და ხელი ეწერებოდა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას, როდესაც კაპანაძე იმყოფება ამერიკელ კოლეგასთან შეხვედრაზე ვაშინგტონში, გრძელდება დაკავებები და დააკავეს სამედიცინო სამსახურის ხელმძღვანელი. ჩვენ არ გვითქვამს, რომ გამოძიებას ვინმე წინ უნდა დაუდგეს, გვქონდა ეჭვი, თუ რა საფუძველი იყო იმის, რომ ეს ადამიანები იყვნენ ციხეში, ესენი არსად არ გარბოდნენ და მაღალი თანამდებობის პირები ჩაუდგნენ თავდებში”, _ განაცხადა ალასანიამ. თავდაცვის აწ უკვე ყოფილ მინისტრს გამოეხმაურა მთავარი პროკურის პირველი მოადგილე ირაკლი შოთაძე, რომელმაც ალასანიას განცხადებას უვიცობა უწოდა. ეს ყველაფერი კი პრემიერის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით დასრულდა.

მოვლენები, რომლებიც 4 ნოემბერს განვითრდა, მოსალოდნელი იყო, რადგან “ნაცმოძრაობა” და ის ძალები, რომლებსაც დასავლეთი უჭერს მხარს, დიდი ხანია, ემზადებიან ამჟამინდელი ხელისუფლების შესაცვლელად. ამას კი კიევური მაიდნის მსგავსი აქციებით _ პროვოკაციებით, არეულობების მოწყობით,  ანუ მართვადი ქაოსით აპირებენ. ამის დასტურია “ნაცმოძრაობის” მიერ 15 ნოემბერს საპროტესტო აქცის დანიშვნა და სააკაშვილის ცუდად შენიღბული განცხადებები ხელისუფლებაში დაბრუნების შესახებ.

განხეთქილება, რომელიც ირაკლი ალასანიასა და “ქართული ოცნების” პირველ პირებს შორის წარმოიშვა, 2012 წლიდან იღებს სათავეს.

ჯერ კიდევ საპარლამენტო არჩევნებამდე ბევრი ამბობდა, რომ კოალიცია “ქართულ ოცნებაში” პარტია “ჩვენი საქართველო _ თავისუფალი დემოკრატების” ადგილი არ იყო, რადგან მისი თავმჯდომარე ირაკლი ალასანია _ სააკაშვილის რეჟიმის პერიოდში  უშიშროების მინისტრის მოადგილე (2004), აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარე (2004-2006) და გაეროში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი (2006-2008) _ მჭიდროდ იყო დაკავშირებული დასავლეთის, კერძოდ, აშშ-ის, იმ პოლიტიკურ წრეებთან, რომლებმაც თავის დროზე სააკაშვილი მოიყვანეს ხელისუფლების სათავეში, ახლა კი “ნაციონალურ მოძრაობას” და მის უამრავ დანაშაულში ეჭვმიტანილ ლიდერს კბილებით იცავენ.

ეს, რა თქმა უნდა, იცოდა ბიძინა ივანიშვილმა, მაგრამ ამ საკითხზე არავის თვალსაზრისი არ გაითვალიწინა  და ე. წ. პროდასავლური ორიენტაციის რესპუბლიკელები, ირაკლი ალასანიას გუნდი, აგრეთვე, ქსოვის მოყვარული ფილოსოფოსი გიორგი მარგველაშვილი, რომლებსაც თითქმის ნულოვანი რეიტინგი ჰქონდათ და ბიძინა ივანიშვილი რომ არა, საარჩევნო ბარიერს ვერ გადალახავდნენ, ხელისუფლებაში მოიყვანა. შედეგად კი უმწვავესი დაპირისპირება მიიღო პრემიერსა და საქართველოს ხელისუფლებაში მყოფ იმ პირებს შორის, რომლებსაც მხარს დასავლეთი უჭერს (აქამდე _ მხოლოდ განცხადებებით, ამიერიდან კი, ალბათ, ყველა ხერხითა და მეთოდით).

ირაკლი ალასანიას განცხადებებმა ნატოს რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების საქართველოში განლაგების თაობაზე და სხვა ინიციატივებმა, რომლებიც მმართველ გუნდთან შეთანხმებული არ იყო, აგრეთვე, “ნაციონალური მოძრაობის” გააქტიურებამ, როგორც ჩანს, დაანახვა პრემიერმინისტრს, რომელიც ამ ე. წ. პროდასავლურ ძალებთან ბრძოლაში ეულად გამოიყურება, რა საფრთხე ემუქრება საქართველოს…

პრემიერმა მიიღო გადაწყვეტილება და გაკვეთა გორდიას კვანძი, თუმცა იმის გათვალიწინებით, რასაც დღეს საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ უამრავი დანაშაულის ჩამდენი საააკაშვილი და მისინაციონალური მოძრაობააკეთებს, შესაძლოა, პანდორას ყუთს ახადა თავი. რადგან მან, თავდაცვის მინისტრის პოსტიდან ირაკლი ალასანიას გათავისუფლებით, აშშსა და მის მიერ მართულ ევროპულ ძალებს მკვეთრად მიანიშნა, რომ მარიონეტობას არ აპირებს და მათ ბრძანებებს უსიტყვოდ არ დაემორჩილება. თუმცა ახლა ის ძალები, რომლებმაც პირსისხლიან სააკაშვილს დემოკრატიის შუქურა უწოდეს, საქართველოში დემოკრატიის პრინციპების შელახვაზე ნართაულ მინიშნებებს აღარ დასჯერდებიან და ყველა ღონეს იხმარენნაციონალური მოძრაობისმხარდასაჭერად დაქართული ოცნებისხელისუფლებიდან ჩამოსაშორებლად. მათ ამის კოლოსალური გამოცდილება აქვთ. მაგალითისთვის საქართველოში, უკრაინასა და არაბულ ქვეყნებში მოწყობილი ფერადი რევოლუციებიც კმარა.

საკითხავი ის არის _ გაუძლებს თუ არა საქართველოს  ამჟამინდელი ხელისუფლება და სრულიად საქართველო  მათ კიდევ ერთ შემოტევას

გიორგი გაჩეჩილაძე

P.S. პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა  თავდაცვის მინისტრის პოსტზე კანდიდატად დაასახელა მინდია ჯანელიძე, რომელიც ამჟამად სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელობს.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here