Home რუბრიკები საზოგადოება პოლიციის განყოფილებებში ხალხს ისევ აწამებენ, ცემენ და გაუპატიურებით ემუქრებიან!

პოლიციის განყოფილებებში ხალხს ისევ აწამებენ, ცემენ და გაუპატიურებით ემუქრებიან!

568

რა მოუყვა წალენჯიხის პოლიციის განყოფილებაში ნაწამები ლაშა კილასონიას ადვოკატმა “საქართველო და მსოფლიოს”


გავრცელებული მოსაზრება, რომ თითქოს 2012 წლის 2 ოქტომბრის შემდეგ პატიმართა მიმართ არაადამიანური მოპყრობა წარსულს ჩაბარდა, “მეოცნებეთასატყუარა და მორიგი ყბადაღებული მითია. მართალია, დღეს ციხეებშინაცრეჟიმისდროინდელიჯოჯოხეთი აღარ ტრიალებს, მაგრამ მსჯავრდებულთა წამების შემთხვევები არცთუ იშვიათია. ერთერთი ასეთი ფაქტი  წალენჯიხის პოლიციის სამმართველოს შენობაში მოხდა. როგორც დაზარალებული, “ენერგოპრო ჯორჯიასთანამშრომელი ლაშა კილასონია ამბობს, დანაშაულის აღიარების მოთხოვნით მას ოთხი პოლიციელი ფიზიკურად გაუსწორდა, აღიარებით ჩვენებაზე უარის მიღების შემდეგ კი გაუპატიურებით დაემუქრნენ. მომხდარზე პროკურატურას საქმე უკვე აღძრული აქვს და გამოძიება მიმდინარეობს… “საქართველო და მსოფლიოდაზარალებულის ადვოკატ ლაშა ხოშტარიას დაუკავშირდა.

_ ბატონო ლაშა, კონკრეტულად რა ზემოქმედება მოახდინეს ლაშა კილასონიაზე? მან განაცხადა, რომ პოლიციის განყოფილებაში შეურაცხყვეს.

_ მას ჩაუდეს მორფის ამპულები. მანამდე კი ჰყავდათ უმძიმესი სტრესის ქვეშ და აიძულებდნენ, ეღიარებინა დანაშაული. ეს ზემოქმედება იყო როგორც სიტყვიერი, ისე ფიზიკური შეურაცხყოფა. მოკლედ, გარანტია მიიღეს მისგან, რომ აღიარებით ჩვენებას მისცემდა…

_ იქნებ დააკონკრეტოთ, რა სახის ფიზიკური ძალადობა მოხდა _ შიშველი ხელებით ცემეს თუ ელექტროშოკი ან სხვა საშუალება გამოიყენეს?

_ ელექტროშოკი არ გამოუყენებიათ, უბრალოდ, ცემეს სასტიკად. მას ოთხი კაცი ურტყამდა გამეტებით, თუმცა მაინც ვერ დაითანხმეს და მერე უკვე დაიწყეს სხვა მუქარა, _ მხედველობაში მაქვს გაუპატიურების მცდელობა,_ რომლის შემდეგ, რა თქმა უნდა, დათანხმდა ჩვენების მიცემას _ ბოლოს კი გაიყვანეს და ნარკოტიკი ჩაუდეს.

_ პოლიციამ სააკაშვილისდროინდელი მეთოდი გამოიყენა?

_ დარწმუნებული ვარ, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არც პირველია და არც უკანასკნელი, რომელსაც ასე დაემუქრნენ, მაგრამ ყველა მსჯავრდებული საჯაროდ არ ლაპარაკობს ამაზე. ისე, უნდა ითქვას, რომ წამება და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები, წინა ხელისუფლების პერიოდთან შედარებით, მნიშვნელოვნად შემცირებულია, თუმცა, ვიმეორებ, ცალკეული შემთხვევები მაინც არის.

_ თქვენ როდის შეიტყვეთ ეს ამბავი?

_ როგორც კი შევხვდი, მითხრა. შემდეგ დაწერა ეს ყველაფერი და მიმართა პროკურატურასაც და გენინსპექციასაც. მინისტრის მოადგილე რომ გამოვიდა, _ დღემდე არ მოუმართავთო, უსინდისოდ იცრუა, რადგან ინციდენტიდან დაახლოებით ერთ კვირაში ოჯახმა განცხადებით მიმართა გენინსპექციას და დაიკითხნენ კიდეც დანაშაულში ეჭვმიტანილი პოლიციელები.

_ თქვენ როცა შეხვდით დაზარალებულს, აღენიშნებოდა ფიზიკური დაზიანებები?

_ დიახ, მას ჰქონდა რამდენიმე ჩალურჯება და ეს შემდეგ იზოლატორმაც დაადასტურა, ანუ დაკავების ოქმში არის სპეციალური გრაფა, რომელშიც წერენ, დაკავებულ პიროვნებას ფიზიკური დაზიანება აღენიშნებოდა თუ არა. მასში მითითებული არაფერია, ესე იგი, იმ მომენტში მას დაზიანება არ ჰქონდა. ეს დაზიანებები ჩნდება მერე, როცა რამდენიმე საათით განყოფილებაში რჩება.

_ იმ პოლიციელების ვინაობა თუ იცით, რომლებიც ფიზიკურად გაუსწორდნენ თქვენი დაცვის ქვეშ მყოფს?

_ თვითონ დაზარალებულს შეუძლია მათი ამოცნობა და ის ოთახიც ახსოვს, რომელშიც ფიზიკურად გაუსწორდნენ. მან დეტალურად აღიდგინა ყველაფერი… სხვათა შორის, იმ პოლიციელთაგანი ერთ-ერთი მოგვიანებით ქალაქში ნახა შემთხვევით…  მომხდარზე ლაშა კილასონიამ მომაწოდა სრული ინფორმაცია, მაგრამ კონკრეტულ პიროვნებებს ახლა ვერ დავასახელებ. უბრალოდ, ჯერ არ მომხდარა ამოცნობა და არ მინდა, საზოგადოება შეცდომაში შევიყვანო..

_ თქვით, რომ დაზარალებულის ოჯახმა მიმართა შესაბამის უწყებას. რა რეაგირება მოჰყვა ამას?

_ ჯერჯერობით კონკრეტული არაფერი გაკეთებულა. როგორც ვიცი, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

_ ბოლო ხანს გახშირდა ნარკოტიკის ჩადების ფაქტები და ადვოკატები ხშირად სვამენ შეკითხვას _ საიდან ჩნდება სამართალდამცავ სტრუქტურებში ამდენი არალეგალური ნარკოტიკი ან თუნდაც იარაღი? თქვენ რას ფიქრობთ ამაზე?

_ მე მხოლოდ ამ ერთ კონკრეტულ შემთხვევაზე შემიძლია საუბარი. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს უთხრეს, შენ ამა და ამ ოჯახიდან გამოიტანე ნარკოტიკიო. იმ ოჯახში ონკოლოგიური ავადმყოფია, მაგრამ იქ ვერ ექნებოდათ ეს ნარკოტიკი,  რადგან მსგავსი ნივთიერება ონკოავადმყოფებზე არ გაცემულა წალენჯიხაში…

_ სად უნდა ინახებოდეს ეს ნივთიერება კანონიერად?

_ მხოლოდ სამედიცინო დაწესებულებაში. დარწმუნებული ვარ, ეს ნარკოტიკი წალენჯიხის საავადმყოფოს ეკუთვნოდა. ჩვენ მოვითხოვეთ კიდეც საავადმყოფოს კონკრეტული თანამშრომლის დაკითხვა, რომელიც პასუხისმგებელია ნარკოტიკის შენახვაზე, მაგრამ მან არაფრისმომცემი ჩვენება მისცა… ამ მიმართულებით არ მუშაობს პროკურატურა, თორემ, რომ ჩაუღრმავდნენ, დარწმუნებული ვარ, სწორ კვალს მიაგნებენ.

_ თქვენი აზრით, რა ინტერესი ჰქონდათ სამართალდამცავებს, რატომ ჩაუდეს უდანაშაულო მოქალაქეს ნარკოტიკი?

_ არ ვიცი, მაგრამ ეს არ არის მთავარი. მთავარია ის, რომ უდანაშაულო ადამიანი დაიჭირეს. სხვათა შორის, ამ გეგმის შესასრულებლად გამოიყენეს დაზარალებულის ნაცნობი _ კრიმინალური წარსულის მქონე ვიქტორ ბელქანიაა, რომელიც პოლიციას ჰყავდა გამოჭერილი. სწორედ ბელქანიამ მიიყვანა ლაშა იმ ოჯახში, სადაც ონკოავადმყოფისთვის განკუთვნილი ნარკოტიკი ინახებოდა. მან შპრიცით გამოიტანა ეს ნარკოტიკი, მაგრამ საკმარისი არ იყო სისხლის სამართლიებრივი პასუხისმგებლობისთვის და ამიტომ ჩაუდეს დამატებით  სამი ამპულა.

რას აპირებთ, თუკი პროკურატურა ამ საქმეზე შესაბამის რეაგირებას არ მოახდენს?

_ ვერანაირ გარანტიას ვერ მივცემ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს, რა როგორ მოხდება. რაც შეეხება შეკითხვას, რა გზა რჩება, თუ ეს საქმე სამართლიანად არ წარიმართა, კილასონიას ერთადერთი ისღა დარჩენია, დაიწყოს შიმშილობა საოლქო პროკურატურის წინ. მერე ვნახოთ, რა დასკვნებს გამოიტანს გამოძიება.

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

 

P.Sადვოკატ ლაშა ხოშტარიასთან საუბრის შემდეგ კომენტარისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან დაკავშირება ვცადეთ, თუმცა, არაერთი მცდელობის მიუხედავად, ზარს არც უწყების საზოგადეობასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ნინო გიორგობიანმა უპასუხა და არც სამორიგეო სამსახურმა.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here