Home რუბრიკები საზოგადოება წალკაში ძაღლი პატრონს ვერ ცნობს!

წალკაში ძაღლი პატრონს ვერ ცნობს!

624

ადამიანის უფლებების დამცველი მერაბ ბლადაძე წალკის ხელისუფლებას   კორუფციული სქემის ჩამოყალიბებაში ამხელს და ცენტრალურ ხელისუფლებას რეაგირებისკენ მოუწოდებს.


_ ცოტა ხნის წინათ წალკის რაიონში შევხვდი ეკოემიგრანტ აჭარელ მოსახლეობას, რომელიც უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს. ადგილობრივი ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს წალკის რაიონიდან აჭარლების გასახლებას. სწორედ ამის საწინააღმდეგოდ ადგილზე გავმართეთ საპროტესტო აქცია. წალკაში ჩასახლებულმა აჭარლებმა პრემიერმინისტრს მისწერეს წერილი, რომელშიც აღწერილია მათი უკიდურესად გაჭირვებული მდგომარეობა და სთხოვენ, შეიქმნას სპეციალური კომისია არსებული მდგომარეობის შესასწავლად. ზამთარი კარს მოგვადგა და ხალხს გათბობის საშუალება არ აქვს. წალკის გამგეობის წარმომადგენლებმა კი იმის ნაცვლად, რომ პრობლემა მოაგვარონ, კორუფციული სქემა შეიმუშავეს და ჯიბეს ისქელებენ.

_ რა კორუფციულ სქემაზე საუბრობთ?

_ გამგეობა ვალდებულია, თავისი რაიონის მოსახლეობას შეღავათიან ფასად მიჰყიდოს შეშა. მოგეხსენებათ, წალკაში ცხოვრობდა უამრავი ბერძენი, რომლებიც 1990-იან წლებში სამშობლოში დაბრუნდნენ. დღეს კი წალკის გამგეობა ამ შეშას წერს იმ ბერძნულ ოჯახებზე, რომლებიც, 20-25 წელია, საქართველოში აღარ ცხოვრობენ. შემდეგ ამ საბუთით იაფად ყიდულობენ შეშას და ძვირად ყიდიან. ვიღაცას შეიძლება ეგონოს, რომ უმნიშვნელო თანხაზეა საუბარი, მაგრამ, როდესაც შეკრებთ, სოლიდურ ციფრებს მიიღებთ. წალკაში კორუფცია ყვავის. გამგეობა მიწებს არ ურიგებს ხალხს, სარჩო-საბადებელი რომ მაინც მოიყვანოს, გარდა ამისა, ადამიანებს ასახლებენ. უკვე 150-მა ოჯახმა დატოვა წალკის რაიონი და ახლახან კიდევ 600-მდე ოჯახს მიუვიდა უწყება მგავსი მოთხოვნით. არადა, ამ ხალხს წასასვლელი არსად აქვს.

_ ვის და რატომ სურს ამ ხალხის წალკიდან გაყრა?

_ წალკის რაიონში, რომელიც აჭარაზე დიდი ტერიტორიაა, მოქმედებს მიწის მაფია, ანუ მიწები განაწილებული აქვს რამდენიმე პირს და ამ ასეულობით ჰექტარ მიწის ნაკვეთებს იჯარით ასხვისებენ. ამიტომაც არ სურთ, რომ წალკაში აჭარლებმა იცხოვრონ, ამიტომაც არ ურიგებენ ამ ადამიანებს მიწის თუნდაც პატარა ნაკვეთს ან როგორ მისცემენ, მთელი მიწა რამდენიმე ადამიანმა მიისაკუთრა.

_ ვინ არიან ეს ადამიანები?

_ წალკის დეპუტატი რევაზ შავლოხაშვილი, რომელიც უშველებელ ტერიტორიას ფლობს; ასევე, არის ვინმე ჯიქია; აგრეთვე, რამდენიმე ბერძენი და სომეხიც, რომლებსაც მისაკუთრებული აქვთ წალკის ტბაც. წალკაში რომ მივდიოდი, რამდენიმე პატარა სოფელი გავიარეთ, დანარჩენი სულ უშველებელი ტრამალებია, დაუსახლებელი პუნქტები და წარმოიდგინეთ, ამხელა ტერიტორიის რაიონში გლეხებს მიწა არ აქვთ, ბოსტანი მაინც რომ გააშენონ.

_ შეშის . . მაფიას ვინ ხელმძღვანელობს?

_ რა თქმა უნდა, გამგებელი ილია საბაძე და წალკის გამგეობა. ნაციონალური მოძრაობისხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში წალკის რაიონის უშიშროების სამსახურის უფროსი გახლდათ ილია საბაძე, დღეს კიოცნებაშია” “გადაპორტირებულიდა ამავე რაიონის გამგებელია. სხვათა შორის, სანდო წყაროს ინფორმაციით, ილია საბაძე ფიგურირებს .. ნავთლუღის სპეცოპერაციაში, როცა სამი წალკელი ბიჭი მოკლეს. პროკურატურის დასკვნაში წერია, რომ წალკელ ბიჭებს ფონიჭალაში კუდის თანამშრომლი დახვდა, რომელმაც წაიყვანა და 3 საათის განმავლობაში თბილისში ატარა ისინი, შემდეგ მიიყვანა ნავთლუღის სადგურთან, სადაც ბიჭები დახოცეს. თუმცა პროკურატურის ამ დასკვნაში არ წერია, როგორ მოხვდნენ ეს ბიჭები წალკიდან ფონიჭალაში. როგორც წყარომ შემატყობინა, უშიშროების იმჟამინდელი უფროსი ილია საბაძეც ჩართული იყო ამ ოპერაციაში, სწორედ ის აწვდიდა თბილისში ინფორმაციას, რომ ეს ბიჭები აქა და აქ იმყოფებიან, ახლა თბილისისკენ წამოვიდნენ ამა და ამ მანქანითო… ყველაზე საინტერესო არის ის, რომ ეს ბიჭები ერთ-ერთის მოკლულის ბიძამ თავისი მანქანით ჩამოიყვანა თბილისში. თუ ეს ყველაფერი დამტკიცდა და აღმოჩნდა, რომ ამ ყველაფერში საბაძე მონაწილეობდა, გამოდის, რომ საკუთარ ბიძას ჩააყვანინა ძმისშვილი სასაკლაოზე.

_ საბაძეს რატომ დასჭირდებოდა ამ ბიჭების დახოცვა?

_ საბაძე ნაცსისტემის ნაწილი იყო, რომელიც, რასაც ახალაია უბრძანებდა, იმას აკეთებდა. თუ დამტკიცდა, რომ საბაძე ნამდვილად მონაწილეობდა ამ სპეცოპერაციაში, ამიხსნას დღევანდელმა ხელისუფლებამ, როგორ აღმოჩნდა ეს ადამიანი 2012 წლის შემდეგ წალკის გამგებლის პოსტზე. ცხადია, რომ მას ამ ხელისუფლებაში ვიღაც მფარველობს. ხელისუფლებაში მყოფ გარკვეულ ჯგუფს დათა ახალაიას ექსტრადიცია ხელს იმიტომ არ აძლევს, რომ პირდაპირ თუ ირიბად მონაწილეობდნენ წალკელი ბიჭების ლიკვიდაციაში. დღეს იმჟამინდელი უშიშროების თანამშრომლები “ქართულ ოცნებაში” არიან და ამიტომაც არ სურთ დათა ახალაიას საქართველოში ჩამოყვანა _ ეშინიათ, რომ ბევრ რამეს იტყვის სასამართლო პროცესზე.

გარდა ამისა, ილია საბაძე ისეთი აჭარელთმოძულეა, რომლის მსგავსი ისტორიას არ ახსოვს. 2004 წელს საბაძე მეგობრებთან ერთად შველზე წავიდა სანადიროდ, თურმე სამიზნეში ჰყოლიათ შველი ამოღებული, რომ ერთ-ერთ აჭარელს ტრაქტორი დაუქოქია. ტრაქტორის ხმაურზე დამფრთხალა შველი და გაქცეულა. განრისხებულ საბაძეს ავტომატით დაუცხრილია ტრაქტორი და გინებით აუკლია აჭარელი, შენი თათარი დედის ასე და ისეო. ეს ამბავი ტელეკომპანია “რუსთავი 2”-მა გააშუქა და მათ არქივში აუცილებლად იქნება. მაინტერესებს, ვინ არის რეკომენდატორი ილია საბაძისა, რომელიც 2012 წლამდე წალკაში “ქართული ოცნების” მხარდამჭერებს დევნიდა და სააკაშვილის ხელისუფლების შეცვლის შემდეგ წალკას გამგებლად “ქართული ოცნებიდან” მოევლინა. სხვათა შორის, ილია საბაძემ არამხოლოდ ეკომიგრანტი აჭარლები, არამედ იქ ჩასახლებული სვანებიც საშინელ დღეში ჩაყარა. ადამიანებს აიძულებენ, დატოვონ წალკის რაიონი, ამიტომ ხელისუფლება სასწრაფოდ უნდა ამოქმედდეს, სასწრაფოდ გამოარკვიოს, ვინ და რატომ არის ჩაბუდებული წალკაში. თუ ღარიბაშვილის სახელზე დაწერილ პეტიციას რეაგირება არ მოჰყვება, ხალხი მასშტაბურ საპროტესტო აქციებს დაიწყებს.

აჭარაში ეკომიგრანტების საკითხების შემსწავლელი კომისია არსებობს და ნაცვლად იმისა, რომ პრობლემების მოგვარებაზე იზრუნონ, ტელევიზიით გამოდიან, _ ეს ადამიანები დაკმაყოფილებული არიან _ ზოგი ოზურგეთში, ზოგიც ადიგენში, მაგრამ მაინც წავიდნენ წალკაშიო. თუ ეკომიგრანტები დაკმაყოფილებული არიან ოზურგეთსა და ადიგენში, რატომღა წავიდოდნენ წალკაში?!

_ ქობულეთში მედრესეს გახსნას რომ აპროტესტებდა ადგილობრივი მოსახლეობა, ამჟამად რა ვითარებაა?

_ ამ საკითხზე ადგილობრივ ხელისუფლებასთან გამართეს მოლაპარაკება და ლერმონტოვის 13-დან ინვენტარი მოქმედ ჯამეში გადაიტანეს. ხელისუფლება დაჰპირდა, რომ ჯამეს გაუფართოებენ.

_ თქვენ ასევე საუბრობდით ვაჰაბიზმის საფრთხეზე აჭარაში.

_ არსებობს ამის საფრთხე. მაგალითად, აჭარიდან რომ გაჰყავთ თურქეთში ბავშვები სასწავლებლად, იქიდან ზოგი მაინც ქართული სულით ბრუნდება სამშობლოში, მაგრამ ბრუნდებიან აგრესიულებიც. მაგალითად, აჭარაში ცხოვრობს ვაჰაბიზმის მიმდევარი თამაზ ჭაღალიძე, რომელმაც ცოტა ხნის წინათ ღია წერილში მუქარით განაცხადა, მუსლიმანთა მტრების სია მაქვს შედგენილიო. ამ სიაში მეც შევუყვანივარ. არადა, როგორ ვიქნები მუსლიმანთა მტერი, როდესაც ჩემი წინაპრები მუსლიმები იყვნენ?! მაგრამ წინააღმდეგი ვარ, ქვეყნის გარედან რომ აფინანსებენ მედრესეებისა და მეჩეთების მშენებლობას. აჭარაში გაჩნდნენ ვაჰაბიზმის მიმდევრები, ამიტომ, თუ სახელმწიფომ არ გააკონტროლა თურქების თავის ჭკუაზე სიარული, თუ არ დასრულდა ეს ბაკქანალია, მივიღებთ ისეთ ცუდ შედეგს, როგორიც ამჟამად არის პანკისში. 10-15 წლის წინათ პანკისში თითო-ოროლა ვაჰაბისტი ცხოვრობდა, დღეს კი _ რამდენიმე ასეული…

ესაუბრა ნინო მაისურაძე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here