Home რუბრიკები საზოგადოება კამელინი _ სიცოცხლის ხარისხის ამაღლება და გახანგრძლივება

კამელინი _ სიცოცხლის ხარისხის ამაღლება და გახანგრძლივება

საქართველოში არც ერთ პრეპარატს არ ჰქონია პატივი, გაევლო ისეთი დონის სამეცნიერო-კლინიკური კვლევები, როგორც “კამელინს”. ბენედიქტე (ძაგული) მაღლაკელიძის მიერ შექმნილმა პრეპარატმა “კამელინმა” უმოკლეს დროში მოიარა მსოფლიოს უდიდესი სამეცნიერო და კლინიკური ცენტრები, რომლებშიც ნათლად დადასტურდა მისი უნიკალური იმუნომოდულატორული, ანტისიმსივნური, ანტიბაქტერიული, ანტივირუსული, ანთების საწინააღმდეგო და სხვა თვისებები. 50-იანი წლებიდან  დღემდე პრეპარატი მოიხმარა ათასობით ონკოდაავადებულმა, მათ შორის უმძიმეს სტადიაში მყოფმა ავადმყოფებმაც.  უმეტეს შემთხვევებში მიღწეულ იქნა თერაპიული ეფექტი, კერძოდ, შესამჩნევად გაუუმჯობესდა პაციენტს საერთო მდგომარეობა, გაუქრა ტკივილები და პირღებინების შეგრძნება, შეუმცირდა მეტასტაზების ზომები, გაუძლიერდა იმუნური სისტემა, აღუდგა შრომისუნარიანობა და დაუბრუნდა სიცოცხლის ხალისი.


ვლადიმერ ., 56 წლის _ 2007 წლიდან ჯერ კიდურებზე, შემდეგ მთელ ტანზე გაუჩნდა სისხლჩაქცევები, რომლებიც პერიოდულად ქრებოდა. პაციენტმა  ალდაგის 100 პროცენტიანი სადაზღვევო პაკეტის საშუალებით ჩაიტარა ყველაზე საუკეთესო კლინიკებსა თუ ლაბორატორიებში გამოკვლევები (სისხლის საერთო და ბიოქიმიური ანალიზი, სისხლის შედედების ფაქტორების განსაზღვრა, თრომბოციტების საწინააღმდეგო აუტოანტისხეულების გამოვლენა და სხვ.). დაუდგინდა აუტოიმუნური თრომბოციტოპენიური პურპურა. თრომბოციტების რაოდენობა გამაოგნებელი იყო _ ერთი ერთეული. დაენიშნა მედიცინაში აპრობირებული კომპლექსური მკურნალობა მედიკამენტებით. 2 თვის მკურნალობის მიუხედავად, პაციენტის მდგომარეობა უფრო დამძიმდა, დაიკლო წონაში, საუბარი და სიარულიც უჭირდა. საბოლოოდ, გადაწყდა სპლენექტომია _ ელენთის ამოკვეთა, რაზეც კატეგორიული უარი განაცხადა და დაიწყო მკურნალობა კამელინით. 1 თვეში თრომბოციტების რაოდენობა 172-მდე ავიდა, მოუწესრიგდა ღვიძლის, ფილტვების პრობლემებიც (10 დღეში პლევრის ღრუში სითხე აღარ  ფიქსირდებოდა). პაციენტი შრომისუნარიანია და პროფილაქტიკური თვალსაზრისით წელიწადში ორჯერ იტარებს კამელინით მკურნალობის კურსს.

. .,  54 წლის  _ 20 წლის წინათ მოხვდა სეფსის ცენტრში გრამუარყოფითი სეფსისის, სეფსისური ენდოკარდიტის დიაგნოზით,  დაუდგინდა ლეიკოზიც, ტომოგრაფიული კვლევით კი ელენთის ქვემოთ დაფიქსირდა ლიმფური კვანძების კონგლომერატი. თამარ ბოჭორიშვილის დანიშნულებით ვმკურნალობდი ძალიან ძვირადღირებული პრეპარატებით. ქალბატონი თამარი წლების მანძილზე აწარმოებდა დაკვირვებას დაავადებების გამომწვევ მიზეზებზე, საბოლოოდ დადგინდა, რომ ყველაფერს განაპირობებდა თირკმლის პათოლოგია _ ქრონიკული პიელონეფრიტი, რომელმაც გამოიწვია სეფსისი. პაციენტს გაუკეთდა ოპერაცია მარჯვენა თირკმელზე. რეაბილიტაციის პერიოდი ძალიან დიდხანს გაგრძელდა, 1999 წლიდან 2007 წლამდე მწოლიარე ავადმყოფი იყო, ანუ მანამდე, სანამ პრეპარატ “კამელინის” არსებობა შეიტყობდა ახლობლისგან, რომელიც ფარისებრი ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნით დღესაც ცოცხალი და შრომისუნარიანია “კამელინის” წყალობით. დაიწყო “კამელინ მ1” ინექციის გაკეთება, პირველივე კურსიდან მოემატა ენერგია, გაუუმჯობესდა სიცოცხლის ხარისხი. ექვსთვიანი მკურნალობის შემდეგ ჩაიტარა გამოკვლევები. ლიმფური კვანძების კონგლომერატი აღარ ისინჯებოდა. მე-5 წელია, შეწყვიტა ყველანაირი პრეპარატის მიღება. ყოველ წელს, პროფილაქტიკის მიზნით, იტარებს მხოლოდ კამელინოთერაპიას “კამელინ მ2”-ით.

. .  _ 8 წლის წინათ  აღმოაჩნდა ყელის ავთვისებიანი სიმსივნე (IV სტადია), ოპერაციის შემდეგ მისი მდგომარეობა უფრო დამძიმდა და უიმედო გახდა. დაიწყო  “კამელინის” ინიექციების გაკეთება, ჩაიტარა  6 კურსი. შედეგი გამაოგნებელი და დაუჯერებელი აღმოჩნდა. პაციენტი დღემდე  თავს შესანიშნავად გრძნობს, შრომისუნარიანია. მას შემდეგ წელიწადში 2-3 ჯერ მხოლოდ პროფილაქტიკის მიზნით იღებს “კამელინ მ2”-ის კაფსულებს. აღნიშნული ფაქტიდან გამომდინარე, “კამელინს” მისი  ოჯახის წევრები და ახლობლები  აქტიურად იყენებენ.

. ., 49 წლის _ დიაგნოზი: ქრონიკული პროსტატიტი. პროსტატის ადენომა I-II სტადია,  პროსტატის მოცულობა 64,3; ქსოვილის სისქეში _ პერიფერიულ ზონებში ისახებოდა შერეული ექოგენობისა და ექოსტრუქტურის მოცულობითი წარმონაქმნები დიამეტრით 22, 21,  18 მმ. ნარჩენი შარდი  _ 40 მლ. კამელინით მკურნალობის ერთი კურსის შემდეგ ზომა 36 გრ. პროსტატის პერიფერიული ნაწილი კეროვანი ცვლილებების გარეშე, ლეიკოციტოზი შემცირდა (30-35 დან 10-15-მდე).

. ., 80 წლის  _ 1968 წელს დაუსვეს მარჯვენა საკვერცხის სიმსივნის დიაგნოზი. პერიოდულად მკურნალობდა სხვადასხვა საშუალებით. “კამელინით” მკურნალობა კი 1970 წელს დაიწყო, მაშინ ეს პრეპარატი სახლის პირობებში მზადდებოდა. თითქმის 30 წელზე მეტია, აღნიშნულ დაავადებას თავი აღარ შეუხსენებია. 3 წლის წინათ კი ყელის მიდამოში კვერცხისოდენა ჯირკვალი გამოუვიდა, ონკოლოგიურში ლიპომის დიაგნოზი დაუსვეს და სასწრაფო ოპერაციაც გადაუწყვიტეს. მაგრამ ისევ “კამელინს” მიმართა _ გაიკეთა 40 ინიექცია, ჯირკვალიც თანდათან დაპატარავდა და გაქრა.

დიმიტრი ცეცხლაძე, ტუბერკულოზის ეროვნული პროგრამის კოორდინატორი აჭარაში:

 _ რამდენიმე წლის წინათ თანამშრომელი გაგვიხდა ავად, დაეწყო წონის საგრძნობი კლება, ხშირი ხველა, რენტგენოლოგიური გამოკვლევის შედეგად დაუდგინდა მარჯვენა ფილტვის ქვემო წილში სიმსივნური  კერა. ჩივილები იძლეოდა იმის საფუძველს, რომ გვეფიქრა ონკოდაავადებაზე. ჩვენდა გასაკვირად მან უარი განაცხადა ქირურგიულ მკურნალობაზე და თბილისში გაემგზავრა. ახლობლის რჩევით დაიწყო “კამელინის მ1”-ის გამოყენება. პირადად ვკურირებდი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას, მაგრამ არ მიმხელდა, რა საშუალებით მკურნალობდა. პაციენტმა მალე მოიმატა წონაში, სიმპტომები თანდათან ალაგდა, ორი თვის შემდეგ მას გაუკეთდა ხელახალი რენტგენოლოგიური კვლევა. გულწრფელად ვაღიარებ, რომ გაოგნებული დავრჩი. სიმსივნური კერის ნასახი არსად ჩანდა. სწორედ ამის შემდეგ შევიტყვე, რომ იგი “კამელინის” ინიექციებით მკურნალობდა. მეხუთე წელია, ჩვენი თანამშრომელი თავს შესანიშნავად გრძნობს. მივესალმები “კამელინის” ფართოდ დანერგვას ონკოლოგიაში.

მარინა გორგოლაძე,  ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ოფთალმოლოგი:

_ 8 წლის წინათ დამიდგინდა ფიბრომატოზულ-კისტოზური მასტოპათია, საჭირო იყო ოპერაციული ჩარევა, მაგრამ ქალბატონმა გუგულიმ (პრეპარატ “კამელინის” ავტორის მეუღლემ) მირჩია პრეპარატი “კამელინი მ1”-ინექცია. ერთი თვის შემდეგ კვანძები აღარ დაფიქსირდა. ჩვენს ქალაქში სხვადასხვა დაავადებების მქონე კმაყოფილ პაციენტთა რაოდენობა დიდია. შესანიშნავი შედეგები აღინიშნება ოტოლარინგოლოგიაში, გინეკოლოგიაში, კერატიტების დროს ოფთალმოლოგიაში, რევმატოლოგიაში, პროქტოლოგიაში (სანთლების სახით) და ონკოდაავადებების დროს, ასევე პროფილაქტიკური თვალსაზრისით, როგორც შესანიშნავი იმუნომოდულატორი. მე, როგოც ექიმი, თამამად ვურჩევ პაციენტს აღნიშნული პრეპარატით მკურნალობას, განსაკუთრებით კომლექსურ თერაპიაში.

მაია ცომაია

P.S.   ქართული  წარმოების 5 ფორმის პრეპარატი:  „კამელინ 1“ – ინექცია, „კამელინ 2“ – კაფსულა,  „კამელინ 3“ – მალამო,  „კამელინ 4” – სანთლები და  „კამელინფლუსპრეი”   გამოიყენება სიმსივნური დაავადებებისვირუსული და ბაქტერიული ინფექციების, გინეკოლოგიური, პროქტოლოგიური, სახსრების დეგენერაციულდისტროფიული   და სხვა დაავადებების  დროს

კამელინთან დაკავშირებულ  საკითხებზე ინფორმაციის მიღება და კონსულტაცია უფასოა, დარეკეთ:

2-98-57-78; 2-93-20-87; 2-98-62-25 (ოფისი); 2-75-04-08; 599 33 10 89; 599 58 09 07; 577 73 56 51; 599 23 03 33.

     

 

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here