Home რუბრიკები პოლიტიკა მერაბ შათირიშვილი: ბატონო ბიძინა, ესაა თქვენი დატოვებული პატიოსანი ხალხი? ესენი ააშენებენ სახელმწიფოს?

მერაბ შათირიშვილი: ბატონო ბიძინა, ესაა თქვენი დატოვებული პატიოსანი ხალხი? ესენი ააშენებენ სახელმწიფოს?

626

საზოგადოებრივი მოძრაობა “ახალი რეალობისთვის” ლიდერი და დამფუძნებელი, მწერალი მერაბ შათირიშვილი “საქართველო და მსოფლიოსთან” მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს და სახელისუფლო გუნდში შემავალი ე. წ. ნეოლიბერალური სუბიექტების სამომავლო შავბნელ გეგმებს ააშკარავებს.


_ ბატონო მერაბ, ვიდრე მთავარზე გადავალთ, მოკლედ შევეხოთ ვადამდელი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების საკითხს. თქვენი და თქვენი თანამოაზრეების ერთერთი მთავარი მოთხოვნა სწორედ ვადამდელი არჩევნები იყო, მაგრამ ხელისუფლებამ ეს მოთხოვნა, რომ იტყვიან, ერთ ყურში შეუშვა და მეორიდან გამოუშვა. რა ბერკეტები გრჩებათ მიზნის მისაღწევად, მით უფრო, რომ დღითიდღე სულ უფრო აშკარაა ვადამდელი არჩევნების აუცილებლობა?

_ პირველ რიგში, ჩვენი მიზანია, რომ ქვეყანაში შეიქმნას ახალი რეალობა და ეს არ არის პოლიტიკური მიზანი. ვადამდელი არჩევნების მოთხოვნას აქვს რეალური საფუძველი. ეს ხალხს სურს. ერთადერთი, ვისაც შეუძლია ხალხის ნება შეასრულოს, ხელისუფლებაა, ამიტომ ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს ამის შესრულების ნება. მან უნდა შეისმნოს და განახორციელოს საზოგადოების სურვილები, თორემ ჩვენი ბერკეტი ის ათასობით და ათეულათასობით უკმაყოფილო მოქალაქეა, რომლებიც ყველანაირად, ნებისმიერი ფორმით მზად არიან, საკუთარი უფლებები დაიცვან… საერთოდ, მე არაერთხელ მითქვამს და ახლაც გავიმეორებ, რომ ვადამდელი არჩევნები იქნებოდა იმ ისტერიების განმუხტვის საშუალება, რომლებიც ქვეყანაში არსებობს. მხედველობაში მაქვს ანტირუსული ისტერია და პროევროპული ისტერია.  ეს არის რაღაც სენი, პათოლოგია, რომელმაც მოიცვა საზოგადოებრივი და პოლიტიკური ჯგუფები. ამიტომ, ეს თუ არ დაცხრა და არ დაწყნარდა, მერწმუნეთ, აქ ვერანაირი სიმშვიდე და სტაბილურობა ვერ იქნება.

_ თქვენ რამდენიმეჯერ მიმართეთ ბიძინა ივანიშვილს ტელევიზიით და ინტერნეტით, რომ გამოსულიყო და შეცდომები ეღიარებინა. მან ეს მიმართვა უყურადღებოდ დატოვა. რატომ გგონიათ, რომ დღეს ყოფილი პრემიერი ან მისი დატოვებული გუნდი ყურად იღებს რომელიმე მოთხოვნას?

_ დიახ, მე არაერთხელ მივმართე ივანიშვილს და ეს არ იყო მარტო ჩემი მიმართვა. ამ მიმართვის უკან იდგა ათასობით უკმაყოფილო მოქალაქე, რომელთაც დღემდე აქვთ საშინელი უსამართლობის განცდა და ბატონ ბიძინას ელემენტაურლად პასუხის ღირსად მაინც უნდა ჩავეთვალეთ. რაკი ეს არ გააკეთა, ვფიქრობ, ამით საბოლოოდ მოიკვეთა ხალხთან დასაბრუნებელი გზა. რაც დრო გავა, ის უფრო მეტად დარწმუნდება ამაში, მაგრამ პოლიტიკაში შანსი სამჯერ და ოთხჯერ არ ეძლევათ…

_ გინდათ, თქვათ, რომ ივანიშვილის პოლიტიკური კარიერა საბოლოოდ დასრულებულია?

_ მოდი ასე ვთქვათ: ის მუდმივად დარჩება ან იდუმალ პოლიტიკოსად (თუმცა თვითონ ამბობს პოლიტიკოსი არ ვარო), ან გამოვა ღიად ასპარეზზე და ნდობის მაჩვენებელი მის მიმართ იქნება უმნიშვნელო. მოკლედ, პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ივანიშვილმა საკუთარი ავტორიტეტი გადააყოლა რაღაც ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებს და კონიუქტურას, რომელიც იმთავითვე არაფრის მომტანი იყო სახელმწიფოსთვის.

_ ივანიშვილს პოლიტიკაზე არც აქვს პრეტენზია, ამიტომ გადავიდა სამოქალაქო სექტორში.

_ გადავიდა თუ არა, ეგ საკითხავია. ეს არის რაღაც ავტორიტარული, პოლიტიზებული ორგანიზაცია, რომელიც გახვეულია სამოქალაქო სექტორის ქურქში და ასოცირდება ძალიან დიდ ფულთან. მხედველობაში მაქვს ორგანიზაცია “მოქალაქე”, რომელიც ჩემთვის პირადად დღემდე გაუგებარია, რისთვის შეიქმნა და რა მიზანს ემსახურება. არ ვიცი, ესენი რას ფიქრობენ და როგორ უყურებენ ქვეყნის მომავალს, მაგრამ ხალხის მსახურება სხვა რამეა. ეს არის, ფაქტობრივად, თავგანწირვა და თავის გადადება ქვეყნისთვის, რაც ამათ თურმე არ შეძლებიათ.

_ კონკრეტულად რაში გამოჩნდა ეს?

_ რა განცხადება გააკეთა ამასწინათ ნარმანიამ? ძალიან დატვირთული რეჟიმი გვაქვსო და ანაზღაურება უნდა გავზარდოთო. ეს, იცით, რას ნიშნავს? _ იმას, რომ ამ ხალხს უკვე სინდისის ნატამალი არ გააჩნია, სირცხვილის გრძნობა არ აქვს, იმდენადაა საკუთარი სტომაქის სიყვარულით დაბრმავებული.

აქვე მინდა, ვკითხო ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელიც თავის დროზე ამბობდა, რომ პატიოსან ხალხს ტოვებდა ხელისუფლებაში: ბატონო ბიძინა, ესაა თქვენი დატოვებული პატიოსანი ხალხი? იოტისოდენა საქმე არ აქვთ გაკეთებული და უკვე პრემიებზე რომ ლაპარაკობენ, ესენი არიან პატიოსანი ადამიანები? ესენი ააშენებენ ქვეყანას? ამათ სახელმწიფოებრივი აზროვნება აბსოლუტურად არ გააჩნიათ; და საერთოდ, მოდი, პირდაპირ ვთქვათ, _ სახელმწიფო ჩვენ არ გვაქვს. ამას უნდა შევეგუოთ. სამწუხაროდ და საუბედუროდ, ქართული სახელმწიფო ვერ შედგა. ამაში ვერავინ შემედავება, იმიტომ, რომ დააკვირდით, რანაირი ისტერიაა ატეხილი.

_ რას გულისხმობთ?

_ ე. ი. თუ ქართულად აზროვნებ, შენ ხარ პრორუსი და თუ რუსეთთან გინდა დაალაგო ურთიერთობა, მოღალატის, კრემლის აგენტის იარლიყი გარანტირებული გაქვს… მეორე მხრივ, “ნაციონალური მოძრაობა” იქცა ქვეყანაში ევროპული იდეალების, დემოკრატიის სახედ. ამ დროს “ნაციონალურ მოძრაობას” აქვს უმძიმესი სისხლის სამართლის დანაშაული ჩადენილი და წარმოიდგინეთ ახლა, როგორ გინდა, ქართველი ხალხი შეაგუო იმ იდეალებს და იმ ღირებულებებს, რომელთანაც ასოცირდება ეს დანაშაულებრივი ორგანიზაცია.

_ თქვენი აზრით, ქართულ საზოგადოებაში დღეს ანტიევროპული განწყობაა?

_ ამას მე ვერ განვსაზღვრავ, ეს ხელისუფლებამ უნდა გამოიკვლიოს და ერთხელ და სამუდამოდ გადაწყდეს, რა გზას ვირჩევთ. მე, უბრალოდ, რის თქმა მინდა: ესენი რომ რუსეთს აგრესორს ეძახიან, აგვისტოს ომის მერე თვითონ არ მოაწყვეს რუსთაველზე ზეიმი, გავიმარჯვეთო? ერთი რამ ვერ გავიგე, თუ შენ გაიმარჯვე და მტერს კუდით ქვა ასროლინე, ის როგორღაა აგრესორი? დამარცხებული შეიძლება აგრესორი იყოს? ხვდებით, აქ რამხელა ისტერიასთან გვაქვს საქმე? გაიმარჯვე კი არა, დედა გეტირა, ჩაძირული ხარ. ამიტომ, კიდევ ვიმეორებ, ვიდრენაციონალური მოძრაობაარ გასამართლდება 2008 წლის სახელმწიფო დანაშაულისთვის, ჩვენ ვერასოდეს  დავილაპარაკებთ რუსეთთან, როგორც სახელმწიფო სახელმწიფოსთან.

_ რაც შეეხებაქართულ ოცნებას”, ფაქტია, რომ ივანიშვილის მიერ დატოვებული სახელისუფლო კონფიგურაცია წარუმატებელია _ არც მთავრობამ გაამართლა და არც, თავის მხრივ, მარგველაშვილი აღმოჩნდა მთლად პლასტელინი. მოკლედ, საუბარია ახალ გადაჯგუფებებზე მმართველ გუნდში, რომელმაც, შესაძლოა, კოალიციის დაშლა გამოიწვიოს და . . მედასავლეთე ცენტრისტებისგან ახალი გაერთიანება შეიქმნას. მასში, სავარაუდოდ, თავს მოიყრიან ალასანია, რესპუბლიკელები დანაციონალებისგარკვეული ნაწილი. თქვენი აზრით, რამდენად რეალურია ეს ყველაფერი?

_ არც კი მინდა, ეს დავიჯერო, მაგრამ, თუ ეს მოხდა, ჩვენ საბოლოოდ გვეყოლება აბსოლუტურად გარედან მართული ხელისუფლება. კიდევ ვიმეორებ: აქ ახლა მიდის უკიდურესად დაძაბული პოლიტიკური ისტერია. ამ ისტერიით ადუნებენ მოსახლეობას და 2016 წლისთვის ჩვენ მივიღებთ ე. წ. ნეოლიბერალურ ხელისუფლებას, რომელიც ასი პროცენტით გარედან იქნება მართული და შეასრულებს მხოლოდ გარე ძალის მითითებებს. ამ ხელისუფლებას არაფერი ექნება საერთო ქართულ ღირებულებებთან… პირდაპირ ვამბობ, _ ეს იქნება დიდი შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ და სამწუხაროა, რომ გარე ძალა ამას გააკეთებს ისევ ქართველის ხელით; იმ ქართველის ხელით, რომელიც ზის პარლამენტში, მთავრობაში, პრეზიდენტის სასახლეში და ა.შ.

_ და როგორ ფიქრობთ, მომავალ კოალიციურ ხელისუფლებაში (თუ კი ის შეიქმნება) ეროვნული ფრთა არ იქნება წარმოდგენილი?

_ ყველამ ვიცით, რომ დღეს ეროვნულად მოაზროვნე ხალხს ძალიან მცირე შანსი აქვს, განსაკუთრებით პოლიტიკაში. ამის მიზეზი მარტივია, უბრალოდ, პოლიტიკური სივრცე მონოპოლიზებულია ამ ე. წ. ნეოლიბერალების მიერ. ეროვნული იდეოლოგია რომ მომძლავრდეს, ამას რეალური ძირეული ცვლილებები სჭირდება, მაგრამ ამისთვის ჯერჯერობით ვერ მომზადდა ნიადაგი, ამიტომაა, რომ უამრავი საღად მოაზროვნე ადამიანი წასულია საქართველოდან…

საერთოდ, აქ უკვე აღარავის უნდა დარჩენა, რიგითი მოქალაქეები  გარბიან ქვეყნიდან. საბერძნეთში, თურქეთში ქუჩებში ქართული ლაპარაკი გესმის. ტუალეტის მწმენდავებად და შავ მუშებად არიან ჩვენი თანამემამულეები გადაქცეული. მოკლედ, საქმე იქით მიდის, რომ სულ მალე საქართველო იქნება ერთი დიდი ბენზინგასამართი სადგური, სადაც ქართველი და ქართველობა არ იარსებებს. ეს არის გეგმა, რომლის შესრულების პირობითაც არიან ხელისუფლებაში გარკვეული ძალები მოყვანილი და ზუსტად მათ მოყვანას შეეცდებიან მომავალშიც. ალბათ, ხვდებით, რომელ ძალებსაც ვგულისხმობ, ლაპარაკია ე. წ. პროდასავლურ პარტიებსა და ცალკეულ პოლიტიკოსებზე.

_ თუკი კოალიციის .. ნეოლიბერალური ფრთა პარლამენტში უმრავლესობას მოიპოვებს, ღარიბაშვილი, ფაქტობრივად, პოლიტიკურ აფსაიტში აღმოჩნდება. ეს არ გამოიწვევს დაპირისპირებას?

_ ბევრი საუბრობს იმაზე, რომ ღარიბაშვილს დაუპირისპირდებიან და პოლიტიკურად გაანადგურებენ, რომ მას გაანეიტრალებენ და გააქრობენ… იცით რა? ღარიბაშვილიც მოძებნის თავის გზას, ივანიშვილიც და ყველა, არავის არაფერი უჭირს. დაისჯება მხოლოდ ქართველი ხალხი. აი, რა იქნება შედეგი, თუ კი სადავეებს მთლიანად ეს ე. წ. პროდასავლური ძალები ჩაიგდებენ ხელთ, მაქსიმუმ 10-15 წელიწადში საქართველოსგან დარჩება მხოლოდ სახელწოდება. დანარჩენი ხალხი, ტრადიციები და ქართული სული რასაც ქვია, აღარ იქნება.

_ ის, რომ მთელი პოლიტიკური სივრცე გარკვეულ ძალებს აქვთ მონოპოლიზებული, დიდწილად საზოგადოების ბრალიცაა. დღეს ის ძალები (იგივე რესპუბლიკელები, ალასანია და სხვები), ფაქტობრივად, ყოველგვარ კონტროლს მიღმა არიან. როგორ ფიქრობთ, რა არის საჭირო იმისთვის, რომ საზოგადოება უფრო გამოცოცხლდეს?

_ გეთანხმებით, ჩვენი საზოგადოება ცოტა პასიურია სამოქალაქო თუ პოლიტიკური კონტროლის მხრივ, მაგრამ რეალობა გვიჩვენებს, რომ საბოლოო ჯამში, განაჩენის გამომტანი მაინც ხალხია. ეს არ შეისმინა სააკაშვილმა და, რაც დაემართა, ვნახეთ. ახლა უარესი დაემართება “ოცნებას”, თუ გონს არ მოვლენ. მოკლედ, დარწმუნებული ვარ, მომავალ არჩევნებზე მოსახლეობა განაჩენს გამოუტანს ერთ ძალასაც, მეორესაც და მესამესაც…

ესაუბრა   ჯაბა ჟვანია

 

1 COMMENT

  1. იხარეტ ბატონო მერაბ აბსოლუტური სიმარტლისტვის.

    კარტველებს მარტლა გვაკლია აკტიურობა რომ მტავრობებმა არ გადაგვიარონ ისე როგორც მოესურვებატ, ტანაც ჩვენი, ხალხის პულიტ გამომძღარმა მტავრობებმა…

    აუტანელი გახდა სიტუაცია საკარტველოში

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here