Home რუბრიკები პოლიტიკა “ვინც ჩვენ ერთმანეთს სამტროდ წაგვკიდა…”

“ვინც ჩვენ ერთმანეთს სამტროდ წაგვკიდა…”

608

18 წელიწადი არ ვყოფილვარ ერთ დროს ჩვენი, საბჭოთა ხალხის, საერთო სამშობლოს დედაქალაქში  და გამოგიტყდებით, გამგზავრებამდე ცოტა ვღელავდი: როგორ დამხვდება ან მე რას ვეტყვი _ სად დავიკარგე, რატომ არ თუ ვერ მოვინახულე ჩემი სიჭაბუკის ტკბილი მოგონებების ქალაქი…


თბილისიდან ვნუკოვოს აეროპორტამდე რამდენ ხანსაც მოვუნდით ფრენას, მოსკოვის ცენტრში მდებარე სასტუმრომდე თითქმის იმდენივე დრო მანქანით ვიმგზავრეთ და ცნობილი ფილმიდან ერთი ფრაზა ამეკვიატა _ “მე ის თამრო აღარა ვარ”, აღარც მოსკოვი ჰგავდა “იმ თამროს”: რეკლამები, რეკლამები და კიდევ რეკლამები…

 ანუ ყოველ ფეხის ნაბიჯზე იგრძნობოდა, რომ, მიუხედავად დასავლეთის “ტრუხა” სანქციებისა, რუსეთის დედაქალაქში ბიზნესცხოვრება დუღს და გადმოდუღს!

აი, ლენინის მონუმენტიც _ პროლეტარიატის ბელადი დიახაც რომ მიყვარდა, ოღონდ საბჭოთა ბანკნოტებზე გამოსახული, რომელთა ნაკლებობას ქართველები ნამდვილად არ ვუჩიოდით და იქნებ ამიტომაც მომეძალა მოგონებები; ილიჩიც იმ ტკბილ მოგონებად დამრჩა, როგორც ის 37-მანეთიანი ბილეთი, რომლითაც იმ მოსკოვში ჩავდიოდი, რომელიც ახლა ვეღარ ვიცანი.

სამწუხაროდ, ის დრო წავიდა, როდესაც ქართველ თუ სომეხ “ენდოკრინოლოგებს” _ მიმინო-ფრუნზიკებს “ლარისა ივანოვნუ ხოჩუ” და “დალი, დვაცეტშესტ-ბე დალი”, უხაროდათ და ორივე ერთად შალახოს რომ ცეკვავდა სასტუმრო “როსიაში”.

ან კიდევ უკეთესი, მადლიანი “მაგარიჩის” სანაცვლოდ, მეტროპოლიის სამინისტროების ბრძანებით, “კოლონიზებული” საქართველოსკენ დატვირთული ეშელონები მოხრიგინებდნენ _ აღარც რუსები არიანის თამროები”, მათ გაიგეს პრაგმატიზმის გემო და ძალიანაც კარგი, თუ გაიგეს!

საქართველოს წვლილი საბჭოთა კავშირის ეკონომიკაში ერთ პროცენტზე ოდნავ მეტი იყო, ხოლო მოხმარებით 2,5 % მოიხმარდა _ ეს ისე, ამერიკისშნირებისსაყურადღებოდ, თუ როგორ ჩაგრავდნენ საქართველოს და ვინ ვისი მონა იყო თუ ბატონი იმავადსახსენებელსაბჭოეთში

სასტუმროში სული ოდნავ მოვითქვით და ჩვენთვის გიდად მომაგრებულმა მოსკოველმა ქართველმა ანდრომ ექსკურსიაზე წაგვიყვანა…

რუსები არამხოლოდ ლენინის ძეგლების დემონტაჟზე უარის თქმით, არამედ ქუჩებისთვის ძველი, საბჭოური სახელების შენარჩუნებითაც უფრთხილდებიან საკუთარ ისტორიულ წარსულს!

ამიტომაც ლენინის სახელობის პროსპექტთან ერთად, მოსკოვის ცენტრში არსებობს ჯერ კიდევ ვახტანგ VI-ს დროინდელი “ბოლშაია და მალოია გრუზინსკაიას” ქუჩები, იქვეა “გრუზინსკი პერეულოკიც”. ჰოდა, ჩვენც “ბოლშაია გრუზინსკაიაზე” აღმოვჩნდით. სადაც, ერთ ფიორა ადგილზე, მხატვრულად თუ ვიტყვით, საქართველოს გული ფეთქავს!..

ჯერ რუსთაველის სახელობის და მისივე ძეგლით დამშვენებულ ლამაზ სკვერში ჩავიმუხლეთ ხის მერხებზე, რომლებზეც მიკრული ლითონის ფირფიტებიდან რუსულ ენაზე იღვრება დიდი შოთას აფორიზმების სიბრძნე; იქვე, გადაღმა, ზურაბ წერეთელის უზარმაზარი სახელოსნო-მუზეუმია, რომლის დათვალიერების შემდეგ შეუძლებელია, სიამაყით არ აღივსო, რომ მონუმენტური შედევრების ავტორი შენსავით ქართველია!

დასასრულ _ ვახტანგ VI-ს აშენებული წმინდა გიორგის სახელობის დიდი ტაძარი, რომელშიც ტექნიკუმი იყო გახსნილი, რომელიც დღედღეზე დატოვებს შენობას, რადგან არასამთავრობო ორგანიზაციის “ქართველთა კავშირი რუსეთში” და მოსკოვის საპატრიარქოს ერთობლივი ძალისხმევით შენობას ძველი ფუნქცია დაუბრუნდა. მათი თაოსნობითა და მოსკოველი ქართველი მრევლის მონაწილეობით ტაძარს კაპიტალური რემონტი-რესტავრაცია ჩაუტარდება.

 მაგრამ მთავარი მაინც ის არის, რომ ტაძარი, რომელიც მოსკოვის საპატრიარქოს კუთვნილებაა და ამიტომ მისი წინამძღვარი რუსი მამა ფეოდორია, უკვე მოქმედებს.

კომუნისტურ-ათეისტური მმართველობის დროს სადღაც გამქრალი წმინდა გიორგის სასწაულმოქმედი ხატიც მოუძებნიათ და ტაძარში დაუბრძანებიათ. რამაც მრევლი (და არა მხოლოდ ქართველი) გაუმრავლა ეკლესიას, რომელშიც საქართველოს პატრიარქის, მისი უწმინდესობაუნეტარესობა ილია II მიერ მამა, ფეოდორის თანამოსაყდრედ მივლინებული ქართველი მამა ვახტანგი, ღვთაებრივი ქართული გალობის ჰანგების თანხლებით, ქართულ ენაზე ასრულებს ღვთისმსახურებას!

მეორე დღეს კი, 4 ოქტომბერს, დილიდანვე ბაღ “ერმიტაჟს” მივაშურეთ, სადაც უკვე ტრადიციად ქცეული დღესასწაული “თბილისობა მოსკოვში” მეოთხედ გაიმართა, რომელიც ორგანიზაცია “ქართველთა კავშირის რუსეთში” და მოსკოვის მთავრობის მიერ ბრწყინვალედ იყო ორგანიზებული.

როგორც ცხონებული ეროსი მანჯგალაძე იტყოდა, მოსკოვის პირობებზე “ამინდიც კარგი მოგვხვდა” და 12 საათზე დაწყებული კონცერტი 21 საათამდე გაგრძელდა. ყველამ მონატრებული სიამოვნება მივიღეთ იქაური თუ საქართველოდან ჩასული მხატვრული კოლექტივების ხელოვნებით.

კონცერტმა აპოგეას მაშინ მიაღწია, როდესაც სცენაზე თამარ გვერდწითელი და სოსო პავლიაშვილი ავიდნენ და, აბა, რა გითხრათ? თბილისურად თუ ვიტყვით, ერთმა დაგლიჯა და მეორემ _ დახურა!..

ბაღის მეორე მხარეს მოსკოვში არსებული ათამდე (ის დროც წავიდა, როცა მოსკოვში ერთი რესტორანი “არაგვი” იყო) საუკეთესო რესტორანი საქართველოს სხვადასხვა კუთხის კერძებს სთავაზობდნენ საზოგადოებას.

 იქვე შეგეძლოთ სუვენირების შეძენაც. მე პატარა ზომის ქართული ხუთჯვრიანი დროშა შევარჩიე და ე. წ. გიორგის ლენტის (რომელიც უკრაინაში რუსეთის მხარდაჭერის სიმბოლოდ მქონდა პალტოზე დაბნეული) გვერდით დავიმაგრე. უნდა გენახათ ამ ჩემი “პროვოკაციის” შედეგი _ 20 ნაბიჯი არ მქონდა გავლილი, რომ რომელიღაც ტელევიზია “დამეტაკა” და მცირე ინტერვიუ მივეცი, რომელშიც რუსეთ-საქართველოს ხელახალი დაახლოების აუცილებლობას, უფრო მეტიც, გარდაუვალობას გავუსვი ხაზი. ხოლო შემდეგ, როგორც იტყვიან, ლამის რიგი დამიდგა რუსებისა _ “მოჟნო სვამი სფოტოგრაფიროვატსას” თხოვნით…

 ერთი სიტყვით, “თბილისობა მოსკოვში”-ს მსგავსი თბილისობის ჩატარებაზე არც აქ ვიტყოდით უარს, თუმცა…

ერთი რუსული ანდაზისა არ იყოს, ერთმა კოვზმა ბალღამმა შეიძლება მთელი კასრი თაფლი გააფუჭოს. ამაზე ფიქრი ამეკვიატა თბილისში, თვითმფრინავში ასვლისთანავე, როცა შევიტყვე, რომ ჩვენთან ერთად მოსკოვს ლელა წურწუმია, ნინო ჩხეიძე და ნინი ბადურაშვილიც მოემგზავრებოდნენ, ანუ ისინი, ვინც საქართველოში კრეტინი პრეზიდენტყოფილი მიშას მომღერლებად, მიშას აშუღებად, მიშას მსახიობებად და . . არიან ცნობილნი. “ჩვენთან ერთადმთლად ზუსტი ნათქვამი არ არის, რადგან ისინი, როგორც ელიტა, ბიზნესკლასში მოკალათდნენ, ჩვენ კი _ “მეტეხი”, “ფრანიდა თქვენი მონამორჩილი, როგორცყარტაყურტახალხი, _ ეკონომკლასში!

სასტუმროც, ალბათ, სხვა შეურჩიეს ქართული შოუბიზნესის “ვარსკვლავებს”, რადგან თბილისობის ზეიმის დაწყებამდე ისინი ვერსად დავლანდე…

იმთავითვე რომ მცოდნოდა, რა “სასტავში” მოვხვდებოდი, დავფიქრდებოდი, მოსკოვს წავსულიყავი თუ არა. მაგრამ, რა უნდა მექნა უკვე ჩაკეტილ ბოინგში?

არა, ზოგადად, არც ეკონომკლასს ვიწუნებ და არც რიგიან სასტუმრო “ვოლგას”, მაგრამ, როდესაც გახსენდება, რომ ისინი 9 წელიწადი უმღეროდნენ სააკაშვილის ფაშისტურ-სადისტურ რეჟიმს, ანუ იმას, “ვინც ჩვენ ერთმანეთს სამტროდ წაგვკიდა” და რომელსაც შენ ამდენივე ხანი ებრძოდი, მაშინ გეუფლება “ამპარტავნება”…

ათასჯერ მითქვამს და გავიმეორებ _ პოლიტიკა ყველგან და ყველაფერშია: ზემოთ ხსენებული ტაძარი, რუსთაველის სკვერი, ზურაბ წერეთელის მუზეუმი და ერმიტაჟის ბაღში ჩატარებული თბილისობაც, საბოლოო ჯამში, დიდი პოლიტიკის შემადგენელია, რომელსაც სახალხო დიპლომატია ჰქვია!

ჰოდა, ასეთ კონცერტზე მაინცდამაინც ვანო მერაბიშვილის, როგორც ამბობენ, “პრიამოი” ძმაკაცის, და აქედან გამომდინარე, “წარმატებული ბიზნესმენის” ცოლს _ ნინო ჩხეიძეს აგზავნი?! ან მამულიჩას კნეინა ლელას?! როცა ნახევარი საქართველო ციხეში იჯდა და ცოცხებს უყრიდნენ უკანალში, ხოლო მეორე ნახევარი მაჯის სიმსხო კურცხლებით ტიროდა, ლელა წურწუმიას პროტესტი არ გასჩენია და რეჟიმის პროპაგანდისტულ კონცერტებზე პრიმადონობდა… ან იმას აპატიებს ნინი ბადუაშვილს ქართველი ხალხი, როდესაც რუსთაველზე “კვლავ გადარეცხეს სისხლი ქვაფენილს”, მან კი ისე დასჭექა იმბეცილი პრეზიდენტის საამებლად, რომ წარბიც არ შეუხრია?!

ბარემ ბუბა კიკაბიძე და მერაბ სეფაშვილიც მიეწვიათ და ეგ იქნებოდა რა _ ერთი რუსებს უმღერებდავი მენია რაზოჩეროვალი”, მეორე _ იდიოტ სააკაშვილს, “ჩემი გმირი გიწოდეოდა იქვე მოირბენდა პუტინი აფხაზეთცხინვალის საქართველოსთვის ჩუქებისგრამოტითხელში!

ჩემმა შინაგანმა პროტესტმა ზენიტს მაშინ მიაღწია, როდესაც ერმიტაჟის ბაღში ქართული შოუბიზნესის პოლიტიკურ მეძავთა ტრიო დავლანდე. ცოტა დამაკლდა, სცენაზე არ ავვარდი და დათა თუთაშხიასავით არ ვიყვირე, _ რას შვებით, ვინა ხართ, რას დაგამსგავსათ მამაძაღლმა სეთურმა და მოსასპობმა თაბაგარმა, ამათ ტაშს როგორ უკრავთ-თქო, მაგრამ, დიდი ვაჟასი არ იყოს, “კარგი სტუმარი სხვის სახლში ვერ გაშლის ხათაბალასო” და მეც სტუმარმასპინძლობის ამ კანონს დავემორჩილე…

ქართველი ხალხი დიდსულოვანია და იქნება მიშას მომღერლებისთვისაც ეპატიებინა კიდეც, რადგან გმირობას ყველას ვერ მოსთხოვ. მაგრამ, რომ გაპატიონ, ჯერ უნდა მოინანიო. ამათ კი ბოდიშის მოხდაც არ უნდათ, აქეთ გიტევენრკინისებურიარგუმენტებით: მე პოლიტიკა არ მესმის, მე პოლიტიკაში არ ვერევიდა მთლათ უდრეკი ფოლადი _ რა მექნა, ჭამა ხომ მინდოდა?..

არ ვიცი, ვისი რჩევით თუ მეცადინეობით მიიწვიეს ეს ტრიო თბილისობის ორგანიზატორებმა მოსკოვში, მაგრამ ის კი ვიცი, რომ ამის მქნელი, უკაცრავად პასუხია და, ან პიტალო მოყვარე, ან რუსეთ-საქართველოს ხელახალი დაახლოების ჭკვიანი მტერია!

თქვე კაი ხალხო, საქართველოში მოცეკვავეები და მომღერლები დაილია, რომ მაინც და მაინც “ვინც ჩვენ ერთმანეთს, სამტროდ წაგვკიდა” (სააკაშვილის რეჟიმთან ასოცირებული “ხელოვანები”) არ მიიწვიო?!

დიახ, ზემოთ ხსენებული მომღერლებიც ისეთივე სიმბოლოები არიან სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმისა, როგორც ვანო მერაბიშვილი, ძმები ახალაიები თუ მიშასჟურნალისტექსპერტებიდა . . მათი სახელი ლეგიონია!

ისევე, როგორც ჰიტლერის ფაშისტური რეჟიმის სიმბოლოდ, მარლენ დიტრიხისგან განსხვავებით, დღემდე ითვლება მარიკა როკი, მიულერი, ჰიმლერი, გერინგებთან ერთად…

ჰოდა, ვისაც ეს ეხება, მომავლისთვის მაინც გაითვალისწინოს, რომ მსგავსი “იაღლიშები” ტექნიკურ-ფინანსურ ორგანიზატორებს კი არა, პირველ რიგში, რუსეთის ხელისუფლებას მიეწერება.

თბილისში დაბრუნებულს საზოგადოების უმრავლესობაშიც მსგავსი უკმაყოფილების განწობა დამხვდა: კოჰაბიტაცია-2 ხომ არ არის ეს ყველაფერი, ოღონდ ამჯერად მოსკოვისგან თავსმოხვეულიო, _ ხუმრობაგაშვებით ანგლობენ იუმორის გრძნობით მდიდარი ქართველები.

დავით მხეიძე

 

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here