Home რუბრიკები პოლიტიკა დასავლეთის ლაშქრობა მართლმადიდებელი ცივილიზაციის წინააღმდეგ გრძელდება

დასავლეთის ლაშქრობა მართლმადიდებელი ცივილიზაციის წინააღმდეგ გრძელდება

600

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის მოახლოებასთან ერთად, იანუკოვიჩისთვის სულ უფრო ნათელი ხდებოდა, რომ ეს დოკუმენტი უკრაინისთვის სიკეთის მომტანი არ იყო, პირიქით _ საფრთხეს წარმოადგენდა, რადგან გაართულებდა რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს, სანაცვლოდ კი არაფერს იძლეოდა. იანუკოვიჩი ცდილობდა ევროკავშირთან შევაჭრებას, მოითხოვდა მრავალმილიარდიან კომპენსაციებს ხელმოწერის შედეგად მიღებული ზარალის ასანაზღაურებლად, მაგრამ ვერც კი მიხვდა, რომ დასავლეთმა ხაფანგში შეიტყუა. ბოლო მომენტში ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმით იანუკოვიჩმა მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია. 


დესტრუქციული ძალებისთვის ადვილი გახდა საპროტესტო გამოსვლების, შემდეგ კი _ არეულობის მოწყობა. ასე დაიწყომაიდნისორგანიზება 2013 წლის ნოემბერში. როგორც მოსალოდნელი იყო, მომიტინგეთა მოთხოვნები ევროასოციაციის ხელმოწერაზე სწრაფად შეიცვალა პრეზიდენტისა და მთავრობის გადადგომის მოთხოვნებით. ამასთაჰნავე, დასაწყისიდანვემაიდანსაშკარად ანტირუსული ხასიათი ჰქონდა, ხოლო მის ბირთვს წარმოადგენდნენ უკრაინის დასავლეთ პროვინციების მცხოვრებლები, ძირითადად, არამართლმადიდებლებისაღი აზრი ნაციონალისტურ აურზაურში ჩაიკარგა.

დასავლურიდემოკრატიისუნივერსალური იარაღი: ცილისწამება და ტყუილი

 ისევე, როგორც მილოშევიჩის შემთხვევაში, უკრაინის პრეზიდენტ იანუკოვიჩის დასამხობად გამოყენებული იქნა სიცრუე და ცილისწამება. მილოშევიჩს თავის დროზე აბრალებდნენ კოსოვის მხარის ეთნიკური წმენდის მცდელობას, თითქოს სერბებს მისი ბრძანებით უნდა გაეძევებინათ მთელი ალბანური მოსახლეობა. ეს ბრალდება არასოდეს დამტკიცებულა და უფრო მეტიც, დღეს აღიარებულია სიყალბედ, რომელიც შეიქმნა გერმანიის თავდაცვის სამინისტროში, იმჟამინდელი მინისტრის _ რუდოლფ შარპინგის პირადი მონაწილეობით (ამ პიროვნებამ თავისი პოლიტიკური კარიერა დაასრულა კორუფციული სკანდალის გამო). შარპინგის უწყება ფოტოფალსიფიკაციებითაც იყო დაკავებული. მაგალითად, გამოცხადდა, თითქოს სერბები ახორციელებენ ალბანელების მასობრივ დახვრეტას. ამის დასამტკიცებლად წარმოადგინეს ფოტოგრაფია, რომელზეც გამოსახული იყო მამაკაცთა ორ ათეულამდე გვამი. თუმცა შემდგომში გაირკვა, რომ ეს იყო იმ ალბანელიბოევიკებისგვამები, რომლებიც სერბეთის პოლიციასთან ბრძოლებში დაიღუპნენ. სხეულები სპეციალურად იყო შეგროვებული ერთ ადგილას და ისეთნაირად გადაღებული, რომ იქმნებოდა უიარაღო ადამიანების სიკვდილით დასჯის სურათიფალსიფიკაცია 2001 წელს გამოაშკარავდა, გერმანიის პარლამენტის დეპუტატმა, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა ვილი ვიმერმა დარწმუნებით განაცხადა: “იუგოსლავიის ომი ჩვეულებრივი შეთებითი ომი იყო!”. მაგრამ იმ კრიტიკულ მომენტში, 1998-1999 წლების მიჯნაზე, როცა ნატო ეძებდა იუგოსლავიის განადგურების საბაბს, ამ ცილისმწამებლურმა კამპანიამ და ტყუილმა თავისი შედეგი გამოიღო _ საზოგადოებრივი აზრი ევროპაში სამხედრო ოპერაციის დაწყების სასარგებლოდ გადაიხარა.

დასავლეთის იმავეფასეულობებმა” _ სიცრუემ და ცილისწამებამ _ შთააგონეს ამერიკელებსა და ევროპელებს ერაყში შეჭრა 2003 წელს, სადაც, ვაშინგტონიდან და ბრიუსელიდან გაკეთებული განცხადებების საპირისპიროდ, რა თქმა უნდა, არ აღმოჩნდა მასობრივი განადგურების იარაღი. ანალოგიური რამ განმეორდა ლიბიაში, მისი ლიდერის _ მუამარ კადაფის დემონიზაციის შემდეგ. სირიაში და, მით უმეტეს, ირანში შეჭრისთვის დასავლეთს ძალები არ ეყო, თუმცა ეს ქვეყნები და მათი ლიდერებიც ასევე დემონიზაციის ობიექტს წარმოადგენდნენ. ირანი მაინც დაზარალდა ეკონომიკური სანქციების შედეგად, ხოლო სირიას ტერორისტისლამისტები შეუსიეს, რომლებიც ნაწილობრივ ამერიკული სპეცსამსახურების მიერ კონტროლდებიან.

უკრაინის მიმართ კი საუბარი არ არის დასავლეთის სამხედრო ინტერვენციაზე, ეს უკვე მეტისმეტი იქნებოდა. მაგრამ პრინციპი _ ცილი დასწამონ პოლიტიკურად არახელსაყრელ ლიდერს და გაავრცელონ მის შესახებ არასწორი ინფორმაცია _ ძალაში რჩება. იანუკოვიჩს მოწინააღმდეგეებმა დააბრალეს დემონსტრანტების დახვრეტა, მაშინ, როცა ტყვიებისგან დაიღუპნენ არა მხოლოდ მომიტინგეები, არამედ სპეცდანიშნულების რაზმების წევრებიც, რომლებიც კანონიერ ხელისუფლებას იცავდნენ, მაგრამ დასავლელმა პოლიტიკოსებმა და ჟურნალისტებმა, დეტალებში ჩახედვის გარეშე, ერთხმად დაადანაშაულეს ყველაფერში იანუკოვიჩი და მისი მინისტრები.

ჯერ კიდევ 1992 წელს, როცა იწყებოდა ეთნოსებს შორის ომი ბოსნიაში, ამერიკელმა ჟურნალისტმა პიტერ ბროკმა გადაამუშავა გაზეთებსა და ჟურნალებში გამოქვეყნებული 1500 სტატია, რომლებიც ეკუთვნოდა ახალი ამბების სააგენტოებს დასავლეთში და უკვე მაშინ მივიდა დასკვნამდე, რომ პუბლიკაციების შეფარდება მათ სასარგებლოდ და სერბების საწინააღმდეგოდ შეადგენდა 40:1 (მართლმადიდებელ სერბებს თავიდანვე არ სწყალობდა დასავლური პრესა). დაახლოებით ასეთივე თანაფარდობა იყო დასავლეთის მასმედიაში კიევის მოვლენების გაშუქებისას იანუკოვიჩის წინააღმდეგ (ხოლო ახლა, დონბასში ომის ფონზე _ რუსეთისა და მისი ლიდერის _ პუტინის წინააღმდეგ).

შეგახსენებთ: კიევის ცენტრში ბრბომ, შეიარაღებულმა ლითონის საგნებით, ქვებით, ცეცხლგამჩენი საშუალებებით, ბარიკადები აღმართა. დაპირისპირება ნოემბრის ბოლოდან თებერვლის ბოლომდე გაგრძელდა. სიტუაცია “მაიდანზე” დაიძაბა 19 იანვრის შემდეგ, როცა ხელისუფლება შეეცადა, კანონით აეკრძალა მასობრივი არეულობები. გახშირდა ადამიანების მძიმედ დაშავებისა და დაღუპვის შემთხვევები _ როგორც მომიტინგეების, ასევე სამართალდამცავების. მაგრამ კიევის ახალი ხელისუფლების განცხადებების საპირისპიროდ ხალხის დახვრეტის ნამდვილი შემკვეთები და შემსრულებლები გამოვლენილნი არ არიან.

აი, რას წერდანოვაია გაზეტასავტორი 2014 წლის 7 აპრილს:

პირველი: არ მჯერა, რომ ბრძანებებს გასცემდა იანუკოვიჩი (თუმცა მათ ვიღაც გასცემდა). ვიცი რა ამ ადამიანის მორალურფსიქოლოგიური მდგომარეობა იმ მომენტში, შემიძლია ვივარაუდო, რომ ის ამაზე არ წავიდოდა.

მეორე: როგორც ითქვა, ცეცხლი გაიხსნა 20 თებერვალს სასტუმროუკრაინადან”. “ბერკუტივერაფრით იქნებოდა 20 თებერვალს სასტუმროუკრაინაში”, ეს აბსოლუტურად ზუსტია. აღნიშნული სასტუმროს შენობა, ისევე, როგორც პროფკავშირების სახლი და ოქტომბრის სასახლე (მათაც ახსენებდნენ სროლის ადგილებად) მაიდნის თავდაცვის ძალების კონტროლქვეშ იყო. თუ დავუშვებთ, რომ ამ ძალებს შორის იყვნენ პროვოკატორები, რომლებიც მუშაობდნენ მესამე ძალაზე ანრეგიონალებზე”, მაშინთავდაცვის ძალებისდანარჩენმა ჯგუფებმა რატომ არ დააკავეს სნაიპერები? ნებისმიერ შემთხვევაში, სროლა არ შედიოდაიანიკის ბრიგადისინტერესებში.

მესამე: ითქვა, რომ ხალხი დახოცეს სიმონოვის თვითმსროლელი კარაბინიდან. საეჭვოა, რომ სპეცდანიშნულების ძალები სარგებლობდნენ ამ იარაღით, რომელიც, დიდი ხანია, მოხსნილია შეიარაღებიდან. უკრაინის შსსსა და უშიშროების სამსახურის სნაიპერები თანამედროვე შაშხანებს იყენებენ.

მეოთხე _ მთავარი: არ იქნა გაცემული პასუხი კითხვაზე: ვინ ესროდა თავადბერკუტისმებრძოლებს, რომელთა რიგებში ბევრი იყო დაღუპული სნაიპერის ტყვიებით?

დასასრულ, თუ ყველაფერი ისე იყო, როგორც ამბობენ უკრაინის პროკურატურის, შსსსა და უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელები, გაუგებარი რჩება, უშუალო შემსრულებლები რატომ არ გაიქცნენ საზღვარგარეთ, როგორც ეს გააკეთეს იანუკოვიჩმა და ძალოვანი სტრუქტურების ყველა ხელმძღვანელმა? რატომ დაელოდა ეს 12 ადამიანი, რომლებიც ახლა ჩვენებებს იძლევიან, თავიანთ დაპატიმრებას?

საპასუხო ცეცხლის გახსნის ნებართვა გასცა შინაგან საქმეთა მინისტრმა ზახარჩენკომ. 20 თებერვალს ის ულტიმატუმით გამოვიდა: განაცხადა, რომ მილიციონერებს შორის არიან ტყვიებით დაღუპულები, ამიტომ ოპოზიციისგან მოითხოვა იარაღის დაყრა და შენიშნა, რომ სამართალდამცავებს გამოეყოთ საბრძოლო იარაღი და ის გამოყენებული იქნება “მილიციის შესახებ” კანონის შესაბამისად. “ბერკუტის” სპეცდანიშნულების რაზმი ხუთეულებით მუშაობდა: ერთი სნაიპერი, სამი დამზღვევი მეავტომატე, ერთი პიროტექნიკოსი. ამოცანა _ მოწინააღმდეგის სნაიპერების გაუვნებელება, სამთავრობო შენობებთან მისასვლელების გადაკეტვა, თუ ბრძოლა მიმდინარეობს. ამიტომ არ დაიმალნენ ისინი მოვლენების შემდეგ: დარწმუნებული იყვნენ, რომ კანონიერ ბრძანებას ასრულებდნენ და სპეციალურად არავის ხოცავდნენ.

უიარაღო დემონსტრანტები (პირობითად უიარაღო _ ფარებითა და ბეისბოლის ბიტებით აღჭურვილები) სწორედ ამ მომენტში გადავიდნენ შეტევაზე. “ბერკუტელები” ვერ ხვდებოდნენ, საიდან მოდიოდა ცეცხლი და თავადაც ისროდნენ თავდაცვისას. რადგან ტელევიზიით უკვე გადაიცა ინფორმაცია, რომ “ბერკუტი” იარაღით ხელში გამოვიდა ქუჩაში, “ლეგიონერებმა” (ასე დავარქვათ) მიიღეს ბრძანება, ცეცხლი გაეხსნათ დემონსტრანტებისთვისაც. გარდა ამისა, ომში ხშირად თავისიანები ხვდებიან “მეგობრული ცეცხლის” ქვეშ _ რამდენი ასეთი შემთხვევაა ერაყსა და ავღანეთში?! ხოცვა-ჟლეტის შედეგი _ასზე მეტი დაღუპული.

სწორედ ამ სცენარზე მიანიშნა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ურმას პაეტმა თავის ცნობილ სატელეფონო საუბარში ბარონესა ეშტონთან. ვფიქრობ, უკრაინის ხელისუფლებამ უნდა განაგრძოს გამოძიება და არ შეეშინდეს იმის აღიარების, რომ სნაიპერები ორივე მხრიდან იყვნენ. ისევ და ისევ, პირობითად, რადგან “მაიდნის მხარე” ძალიან ბევრ ძალას და ადამიანს მოიცავდა. და თუნდაც მეორე მხარეს, ხელისუფლებაში, სხვადასხვა პერსონაჟები იყვნენ _ ლევოჩკინი, მაგალითად, დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა მაიდნის სასარგებლოდ. იანუკოვიჩი, რა თქმა უნდა, დამნაშავეა იმაში, რომ მან ევროპული ქვეყანა ამ მდგომარეობამდე მიიყვანა. მაგრამ იმის თქმა, რომ მან შეუკვეთა ყველა მკვლელობა, ნახევარსიმართლეა. ეს კი ტყუილზე უარესია, განსაკუთრებით ამ სიტუაციაში”.

“ნოვაია გაზეტა” მაინც ძალიან რბილად წერს და არ ითვალისწინებს ისტორიულ გამოცდილებას. მაგრამ პარალელები ბევრია _ 1989 წელს ბუქარესტში და 1991 წელს ვილნიუსში ადამიანები ასევე უცნობი სნაიპერების ტყვიებისგან იხოცებოდნენ. ამერიკის სპეცსამსახურებისა და მათი აგენტურის დადანაშაულება მტკიცებულების გარეშე ძნელია, მაგრამ დამტკიცებულია მათი მონაწილეობა მრავალ ტერორისტულ აქტში ევროპის ტერიტორიაზე, ათწლეულების განმავლობაში, რომლებიც ეწყობოდა მემარცხენე ძალების დისკრედიტაციის მიზნით, მათთვის ტერაქტების გადაბრალების საშუალებით. საუბარია ნატოს არმიების საიდუმლო ქსელზე, რომელიც ჩაფიქრებული იყო, როგორც პარტიზანული არმია დასავლეთ ევროპაში საბჭოთა კავშირის შეჭრის შემთხვევაში, მაგრამ ამგვარი შეჭრის არარსებობის პირობებში, მუტაცია განიცადა და გადაიქცა ტერორისტულ ორგანიზაციად, რომელსაც მფარველობდა ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო (ცსს). თავის დროზე ფართო რეზონანსი ჰქონდა შვეიცარელი ისტორიკოსის _ დენიელ განსერის (Daniele Ganser) კვლევას სახელწოდებითაშშის საიდუმლო არმიები: ოპერაციაგლადიოდა ტერორიზმი დასავლეთ ევროპაში”. ამ კვლევის შესახებ მოთხრობილია ჩემს წიგნშიაშშის საგარეო პოლიტიკის საფუძვლები ამერიკელი და ევროპელი ავტორების მიხედვით” (თბილისი, 2008 .).

შვეიცარიელი დენიელ განსერი მრავალრიცხოვანი ფაქტების საფუძველზე დამაჯერებლად აჩვენებს, რომ . . ცივი ომის დროს, დასავლეთ ევროპის მრავალი ქვეყნის ტერიტორიაზე მოქმედებდნენ გასაიდუმლოებული ტერორისტული ორგანიზაციები, რომლებიც აწყობდნენ აფეთქებებს, გატაცებებს, მკვლელობებს, ხოლო მასმედია ამაში ბრალს სდებდა მემარცხენე პარტიებს (კომუნისტებს და მათ მოკავშირეებს). იტალიის ტერიტორიაზე აშშისა და დიდი ბრიტანეთის სპეცსამსახურების მიერ შექმნილი საიდუმლო ქსელი ატარებდაგლადიოს” (ხმალი) სახელწოდებას. განზერის ნაშრომში ნაჩვენებია, რომ 1960-70-იან წლებში იტალიაში მომხდარი რამდენიმე გახმაურებული ტერორისტული აქტი სწორედ ამ ქსელის ოპერატიული მუშაკების მიერ იყო მოწყობილი და არა მემარცხენებოევიკებისმიერ, როგორც ადრე ფიქრობდნენ. ამასთანავე, საიდუმლო აგენტების კოორდინაციას სპეცსამსახურები აწარმოებდნენ, ხოლო ადგილობრივი სამართალდამცავი ორგანოები, სასამართლოები და პოლიტიკოსებიც კი უძლურნი იყვნენ, მათი მოქმედება გაეკონტროლებინათ ან შეეჩერებინათ. ანალოგიური ქსელები იყო შექმნილი დანიაში, ნორვეგიაში, ბელგიასა და ბევრ სხვა ქვეყანაში. თურქეთში მოქმედებდა მძლავრი და განშტოებული ქსელი სახელწოდებითრუხი მგლები”, რომელსაც მფარველობდნენ ნატოს სპეცსამსახურები და თურქი სამხედროები.

კიევში სიტუაციის დაძაბვის ფონზე გაჩნდა ხელსაყრელი პირობები ტერორისტული ორგანიზაციების მოქმედებისთვის, “გლადიოს” სტილში. ულტრამემარჯვენე ნაციონალისტების დაჯგუფება, ე.წ. მემარჯვენე სექტორი, დიმიტრი იაროშის ხელმძღვანელობით, გადაიქცა “მაიდნის” დამრტყმელ ძალად, ამასთანავე, ითავსებდა ჟანდარმის ფუნქციებს თვითონ ოპოზიციური სპექტრისა და მთელი უკრაინის მიმართ. უნდა აღინიშნოს, რომ ამ ძალამ გამოავლინა კარგი ორგანიზებულობა, დისციპლინა, სტრუქტურული გამართულობა, იდეოლოგიური მოტივაცია და, ამასთანავე, აშშ-თან ათანხმებდა თავის მოქმედებებს. რატომ არ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ კიეველი სნაიპერები დაკავშირებულნი იყვნენ ამ აშკარად ფაშისტურ ორგანიზაციასთან? მათი პრინციპი ხომ ასეთია: ნაციონალისტური მიზნების მისაღწევად ყველა საშუალება გამოდგება! ნებისმიერ შემთხვევაში, მიზანი მიღწეული იქნა _ დაღვრილი სისხლი იანუკოვიჩს მიაწერეს და მისი დამხობა დროის საკითხი გახდა.

თუ გავასწრებთ მოვლენებს, დასავლეთის ცრუ და ცილისმწამებლური პროპაგანდის კონტექსტში უნდა აღვნიშნოთ მალაიზიური თვითმფრინავიც, რომელიც 17 ივლისს ჩამოვარდა აღმოსავლეთ უკრაინაში, საბრძოლო მოქმედების ზონაში, რომლის შედეგადაც დაიღუპა 298 ადამიანი, მათი უმრავლესობა ევროპის მოქალაქე იყო. ეს რეზონანსული ტრაგედია, რა თქმა უნდა, არავის ტოვებს გულგრილს. ბევრი ჩვენგანი სარგებლობს ავიატრანსპორტის მომსახურებით და ჩვენ, როგორც მგზავრები, განსაკუთრებულად თანავუგრძნობთ და სოლიდარობას ვუცხადებთ ავიაკატასტროფების მსხვერპლთა ოჯახებს. ასეა მთელ მსოფლიოში და ამიტომ ყოველი ავიაკატასტროფა რეზონანსულია, განსაკუთრებით თუ საქმე ეხება სამხედრო მოქმედებებით გამოწვეულ ტრაგედიას. შესაბამისად, ამგვარი ტიპის მოვლენები ადვილად შეიძლება პოლიტიკური მიზნებით იქნას გამოყენებული. მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრი დაგმობს და მკვეთრად უარყოფითად იქნება განწყობილი მათ მიმართ, ვინც თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი გახდა.

ნათელი უნდა იყოს, რომ არც დონბასელ მეომრებს, არც, მით უმეტეს, რუსეთს, არ ჰქონდათ არავითარი საჭიროება სამოქალაქო თვითმფრინავის ჩამოგდებისა. მაგრამ დასავლური პრესა უკვე ტრაგედიის დღესვე უსირცხვილოდ “აყეფდა” და დამნაშავეც “იპოვა”, რა თქმა უნდა, დონბასელი მებრძოლების სახით. ბევრი პირადად პუტინს ადანაშაულებს, მაგრამ დასავლეთის ნაქები “თავისუფალი” პრესა, როგორც ვნახეთ იუგოსლავიის მაგალითზე, იშვიათად აზროვნებს დამოუკიდებლად, ის თავისი პოლიტიკოსების მითითებებს ელოდება.

აშშის უმაღლესი ხელმძღვანელობა _ პრეზიდენტი ობამა, აგრეთვე, პენტაგონისა და ცსს წარმომადგენლები აკეთებენ უპასუხისმგებლო, პროვოკაციულ განცხადებებს, თითქოს მათ უკვე აქვთ მონაცემები, რომ ლაინერი აჯანყებულების მიერ გაშვებულმა საზენიტო რაკეტამ ჩამოაგდო. მაგრამ სად არის დაპირებული მტკიცებულებები? რასაკვირველია, ამგვარი საბუთები ობამასა და მის ქვეშევდრომებს არ აქვთ, ყოველ შემთხვევაში, მათი სიტყვები ჯერჯერობით არაფრით არის გამაგრებული. სამაგიეროდ, აგრესიულად მორჩილი მასმედიის საშუალებით მოხდა საზოგადოებრივი აზრის ფორმირება, რომ ტრაგედიაში დამნაშავე არის რუსეთი. ავიაკატასტროფის მომწყობად, რომლის გამოძიება ჯერ მხოლოდ დაიწყო და თვითონ რუსეთმა მოითხოვა საერთაშორისო გამოძიების ჩატარება, უკვე გამოაცხადეს გარკვეული მხარე (ამბოხებულები). უფრო მეტიც, ცალკეულ შემთხვევებში დასავლური პრესა პირდაპირ პროვოკაციებს აწყობდა. მაგალითად, წამყვანი გერმანული ჟურნალი Der Spiegel გამოვიდა გარეკანით, რომელზეც გამოსახული იყო MH17 რეისის დაღუპული მგზავრების ფოტოები, ხოლო მათ ქვემოთ მოთავსებული იყო წარწერა: “შეაჩერეთ პუტინი ახლავე!”. დასავლური მასმედიის ისტერიამ დაღუპული მგზავრების ოჯახების წევრებიც დაარწმუნა, რომ ყველაფერში დამნაშავეა რუსეთი და მისი მხარდაჭერით მოქმედი აჯანყებულები. ჰანს დე ბორსტი, დაღუპული 17 წლის გოგონა ელზემიკის მამა, ღია წერილში წერდა ვლადიმერ პუტინს: “ბატონო პუტინო და კონფლიქტის სხვა მონაწილეებო, მე მაქვს საფუძველი, ვიფიქრო, რომ ერთ-ერთი თქვენგანი ჩემი ქალიშვილის მკვლელია”.

რა თქმა უნდა, უბედური ჰოლანდიელი გოგონას უბედურ მამას წარმოდგენა არ აქვს, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში, უკრაინის ჯარის საარტილერიო და საავიაციო შეტევების შედეგად, დასავლეთის ჩუმი მხარდაჭერით (მათ შორის, მისი მშობლიური ჰოლანდიის მხარდაჭერით), ყოველდღე იღუპებიან ისეთივე მშვიდობიანი ადამიანები, როგორებიც იყვნენ მალაიზიური “ბოინგის” მგზავრები. ხოლო პუტინს არ შეუძლია, სამშვიდობო ძალები შეიყვანოს კონფლიქტის ზონაში და შეაჩეროს სისხლისღვრა, რადგან იცავს საერთაშორისო კანონმდებლობას, საზიანოდ ჰუმანიზმის პრინციპებისა, რუსეთის ინტერესებისა და ბოლოს _ პირადი რეიტინგისა. უნდა ავუხსნათ ბატონ ევჰროპელებს, რომ სლავები ისეთივე ადამიანები არიან, როგორც “თეთრი ევროპელები”. ამიტომ ხმაური უნდა ატეხილიყო არა სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის დღეს, არამედ დიდი ხნით ადრე _ მაშინ, როცა დაიწყო ქალაქებისა და სოფლების დაბომბვა აღმოსავლეთ უკრაინაში. მაგრამ დასავლური მასმედია ბოლო მომენტამდე უგულებელყოფდა მართლმადიდებელი აღმოსავლეთის მსხვერპლს. არავინ დასვა კითხვები: თუ დონბასელი მებრძოლები ასეთი საშიში ტერორისტები არიან, რატომ დართეს ნება მშვიდობიან “ბოინგს” უკრაინელმა დისპეტჩერებმა, საბრძოლო მოქმედებების ზონის თავზე გადაეფრინა? რატომ ასაიდუმლოებს უკრაინა პილოტების საუბრებს დნეპროპეტროვსკელ დისპეტჩერთან? კითხვა კიდევ ბევრია…

მალაიზიურმა ავიაკომპანიამ ტრაგედიამდე 10-ჯერ ისარგებლა მარშრუტით, რომელიც დონეცკის ოლქს გვერდს უვლიდა. 17 ივლისს კი ამ მარშრუტმა, გაურკვეველი მიზეზით, აღმოსავლეთისკენ _ საომარი მოქმედებების ზონის თავზე გადმოიწია. წყარო: Dailymail.com

ასეა თუ ისე, ვაშინგტონის კიდევ ერთი პოლიტიკური მიზანი მიღწეულია: ავიალაინერის ტრაგედიის შემდეგ ევროპა, როგორც იქნა, დათანხმდა რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი ეკონომიკური სანქციების შემოღებას. აშშსა და გერმანიას შორის მომხდარი ჯაშუშური სკანდალი, რომელიც დაკავშირებულია ამერიკელების მიერ გერმანიის კანცლერის პირადი ტელეფონის მოსმენასთან, უკანა პლანზე გადავიდა. ხოლო წინა პლანზე წამოიწია რუსეთის დასჯის მოთხოვნები. გონიერების ხმა ისევ ჩახშობილი იქნა. აშშმა მოახერხა ევროპის ჩათრევა რუსეთთან სანქციების ომში. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დანანებით აღნიშნა ეს ფაქტი და ამასთანავე, გამოკვეთა მოსკოვის საპასუხო ქმედებები: “გვრცხვენია ევროკავშირის მაგივრად, რომელიც, საკუთარი “ერთიანი ხმის” ხანგრძლივი ძიების შემდეგ, ვაშინგტონის ხმით ალაპარაკდა და, პრაქტიკულად, უკუაგდო საბაზისო ევროპული ფასეულობები, მათ შორის, უდანაშაულობის პრეზუმფცია. …ევროკავშირი, როგორც ჩანს, მზად არის, წავიდეს სერიოზულ ეკონომიკურ დანაკარგებზე, ავანტიურული გეოპოლიტიკური გეგმების განხორციელების გულისთვის. …რა თქმა უნდა, გავითვალისწინებთ ევროკავშირის ამჟამინდელ არაკონსტრუქციულ და არადამოუკიდებელ ქცევას, მასთან შემდგომი ურთიერთობების აგების თვალსაზრისით”, _ ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს კომენტარში 2014 წლის 30 ივლისს ევროკავშირის მიერ გამოცხადებული მორიგი სანქციების თაობაზე.

გულბაათ რცხილაძე,

ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი

(გაგრძელება შემდეგ ნომერში)

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here