Home რუბრიკები პოლიტიკა პარლამენტი, მთავრობა, სასამართლო აუცილებლად შესაცვლელია

პარლამენტი, მთავრობა, სასამართლო აუცილებლად შესაცვლელია

658

რას გავხდებით, ერთ “მშვენიერ” დღეს სააკაშვილის შეიარაღებული და სპეციალურად გაწვრთნილი ზონდერჯგუფები თავს რომ დაესხნენ სახელმწიფო დაწესებულებებს, სადაც ისედაც დახვდებათ ბევრი შეიარაღებული მიშისტი, და ძალაუფლება იგდონ ხელთ?


*ვინ იფიქრებდა ოცდახუთი წლის წინათ, რომ საბჭოთა კავშირი დაიშლებოდა?

*ვინ იფიქრებდა, რომ ამის შედეგად რუსეთისა და ყველა დამოუკიდებლობამიღებული რესპუბლიკის ეკონომიკა დაინგრეოდა? და დაინგრეოდა ამერიკელი “მრჩეველების” მიერ რეკომენდებული “რეფორმების” შედეგად (თუ ვინ ჩაიგდო ხელში რუსეთის მთელი სიმდიდრე, ცნობილია, ამაზე არ შევჩერდები, მხოლოდ ერთს ვიტყვი – ამ დამაქცევარ, “პრიხვატიზაციად” ცნობილ რეფორმებს მხოლოდ ბელარუსი გადაურჩა. გლობალისტების მიერ “ევროპის უკანასკნელ დიქტატორად” შერაცხილმა ლუკაშენკომ, დასავლეთის არნახული ზემოქმედების მიუხედავად, ბელარუს ხალხს არაფერი გაუყიდა და წარმოუდგენელი რამ შეძლო _ ენერგორესურსების(!) არმქონე სახელმწიფოში ყველა სხვა დანარჩენ რესპუბლიკებზე მაღალი ცხოვრების დონე დაამკვიდრა. ეს ნათლად მეტყველებს პიროვნების გადამწვეტ როლზე ყველგან და ყველაფერში და, უპირველესად, ხელისუფლებაში);

*ვინ იფიქრებდა, რომ ეროვნული მოძრაობის ტალღაზე მოსულ ხელისუფლებას ერთ წელიწადში დავამხობდით _ სამოქალაქო ომს გავაჩაღებდით და პირველ პრეზიდენტს მოვკლავდით?

*ვინ იფიქრებდა, რომ ჩვენი უბედურებების წამომწყებ, “თეთრ მელადწოდებულ შევარდნაძეს უსისხლოდ მოვიშორებდით?

*ვინ იფიქრებდა, რომვარდების რევოლუციითშევარდნაძის დამამხობელი, დასავლეთში განათლებამიღებული, იქაურ ღირებულებებს ნაზიარები და ევროპული ენების მცოდნე სააკაშვილი ღვთის რისხვად მოევლინებოდა საკუთარ ხალხს და უმოწყალოდ გაუსწორდებოდა მას ცხრა წლის განმავლობაში?

*ვინ იფიქრებდა, რომ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულიქართული ოცნებათვალს დახუჭავდა გაყალბებებზე, “ნაცმოძრაობასგაურიგდებოდა და მასთან დეპუტატობის მანდატების 57/43-ზე პროპორციით განაწილებაზე მოილაპარაკებდა (შუამავლის მეშვეობით, ცხადია!)?

*ვინ იფიქრებდა, რომნაცმოძრაობის”(!) მიერ შერჩეულ კადრებს პროკურატურასასამართლოში, პოლიციასა თუ არმიაში ხელს არ ახლებდნენ, ხოლოქართული ოცნებისმომხრეებს, აქტიურ მხარდამჭერებსაც კი, პირში ჩალაგამოვლებულებსა და უსამსახუროდ დატოვებდნენ?

*ვინ იფიქრებდა, რომ გამარჯვების სულისჩამდგმელი მილიარდერი და პრემიერმინისტრად დანიშნული ივანიშვილი თავის უპირველეს დაპირებას, სამართლის მყისიერად აღდგენის თაობაზე, პატიმრების ამნისტიით დაიწყებდა (ოპერატიულად და ყველას გასახარად) და ამის იქით საქმე წინ აღარ წაიწევდა (უდანაშაულოდ დასჯილებს პატიმრობას არ მოუხსნიდნენ, დამნაშავე მოსამართლეებს პასუხს არ მოსთხოვდნენ, 20 000 ქონებაწართმეულიდან ქონებას არავის დაუბრუნებდნენ და კიდევ ბევრი სხვა), ხალხს კი წარბშეუხრელად ეტყოდა: რაც დაგპირდით, იმაზე მეტი შეგისრულეთო(!)?

*ვინ იფიქრებდა, რომ სააკაშვილის იმპიჩმენტის ნაცვლად “ოცნება” კრიმინალური “ნაცმოძრაობის” გადარჩენასა და ნაცდეპუტატებთან კოჰაბიტაციას დაისახავდა მიზნად, სააკაშვილს კი, დაპატიმრების ნაცვლად, უპრობლემოდ დაულოცავდა გზას დასავლეთის ქვეყნებში სამოგზაუროდ?

*ვინ იფიქრებდა, რომ დამნაშავე და არჩევნებში დამარცხებული “ნაცები” ისე გათავხედდებოდნენ, რომ მორალის კითხვას დაგვიწყებდნენ და აქეთ გადმოვიდოდნენ შეტევაზე, “კმარას” ტიპის “თავისუფალ ზონას” შექმნიდნენ და მუქარასთან ერთად ფიზიკურ ანგარიშსწორებასაც გაგვიბედავდნენ ძველებურად, ხელისუფლებას კი ნიშნის მოგებით ეტყოდნენ: თუ შნო გაქვს დაგვიჭირეთ და დაგვიმტკიცეთ დანაშაულიო?

*ვინ იფიქრებდა, რომნაცებიამჟამინდელ ხელისუფლებას ღარიბაშვილის მეთაურობით (მათი ბავშვობის თუ იდეოლოგიური მეგობრების – მარგველაშვილ-უსუფაშვილ-ალასანიას გამოკლებით, ცხადია!) უუნაროს უწოდებდნენ და გადაგდებითაც დაემუქრებოდნენ არჩევნებიდან რამდენიმე თვეში?

*ვინ იფიქრებდა, რომ მატროსოვის ციხეში მყოფ რამდენიმენაცს” (მერაბიშვილი, ახალაია, უგულავა) არც მნახველი მოაკლდებოდა (ნათესავმეგობართანაპარტიელი, ჟურნალისტი თუშეშფოთებულიუცხოელი), არც ტელეფონრადიოტელევიზორკომპიუტერი, მაშინ, როცა თვითონ ტუალეტის ქაღალდსაც(!) ვერ იმეტებდნენ პატიმრებისთვის და მათ სასტიკი წამებითა და გაუპატიურების გზით (ხელჯოხით, სკამის ფეხით, ბოთლით, ცოცხით თუქათმებისსაკანში შეგდებით) “არჯულებდნენ”?

*ვინ იფიქრებდა, რომ ჩვენი უდანაშაულო ახალგაზრდების, სამხედროების, მეცნიერების, დიპლომატებისა და ბიზნესმენების ქუჩაში, საპატიმროებსა თუ საკუთარ სახლებში ჩამხოცავი, საქართველოს მოსახლეობის ერთი მესამედის (300 ათასი პრობაციონერი, 20 ათასი ქონებაწართმეული, 30 ათასი პატიმარი ოჯახებიანად) გამაუბედურებელი პარტია, “ნაცმოძრაობად” წოდებული ბანდა, არ გასამართლდებოდა?

*ვინ იფიქრებდა, რომ ყველა ტელევიზია (“ობიექტივის” გარდა) გარუსთავ 2-დებოდა, ანუ განაცისტდებოდა, გნებავთ, გამიშისტდებოდა (მეტ-ნაკლებად და არა _ უანგაროდ, ცხადია!) და “ნაცების” სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნებით იქნებოდა დაკავებული?

*ვინ იფიქრებდა, რომ ჩვენი ნდობით აღჭურვილი, ვაჟკაცობაზე თავის დამდები დეპუტატები პედერასტების გაჯეჯილების კანონს დაუჭერდნენ ერთხმად მხარს?

ამერიკა-ევროპის ორმაგი სტანდარტების თაობაზე, კარგა ხანია, ცნობილია, რაც განსაკუთრებით თვალშისაცემი 1999 წლიდან, იუგოსლავიის დაბომბვის (და შემდგომ მსოფლიოში გაჩაღებული ომების) პერიოდიდან გახდა თვალში საცემი, მაგრამ მაინც

*ვინ იფიქრებდა, რომ სააკაშვილის რეჟიმის სახელმწიფო ტერორს ჩვენი “მეგობრები” გულგრილად დააკვირდებოდნენ 9 წლის განმავლობაში (ცალყბად და კანტიკუნტად გამოთქმული “შეშფოთებები” სააკაშვილის წახალისება იყო და არა ადეკვატური რეაგირება) და დღეს ამჟამინდელი ხელისუფლების მიერ სამართლის აღდგენის გზაზე გადადგმულ ნაბიჯებს (სამწუხაროდ, ერთობ გაუბედავს!) _ მერაბიშვილი-ახალაია-უგულავა-სააკაშვილის წინააღმდეგ წამოწყებულ სასამართლო პროცესებს საპროტესტო განცხადებებითა და რეზოლუციებით შეხვდებოდნენ (ისე, სხვაგვარი მოლოდინი რატომ უნდა გვქონოდა ან მომავალში გვქონდეს – მათ ხომ ასობით ნაწამები და დახოცილი ადამიანის არც ერთი ოჯახისთვის სიტყვიერადაც არ მიუსამძიმრებიათ, მაგრამ მამალი, უკაცრავად, დედალი “ნაცის” – ჩიორა თაქთაქიშვილის ცხვირის მოსანახულებლად კი პირადად ეწვივნენ მას ოჯახში!)?

კარგად ვიცი, რა ახსნას მოუძებნიან “ოცნების” თავგადაკლული მომხრეები ამ და სხვა, ზემოთ გამოტოვებულ ბევრ “ვინ იფიქრებდა”-ს. ყველაფერს დასავლეთს გადააბრალებენ და ეს არ იქნება ჭეშმარიტებისგან შორს, მაგრამ ხელისუფლება, რომელიც მხოლოდ სხვის ჭკუაზე დადის და არად აგდებს საკუთარი ხალხის ინტერესებს, პატივისცემას არ იმსახურებს არავისგან, არც შინ და არც – გარეთ! ნამეტანი წაწოლა და ღირსების დაკარგვა მხოლოდ ზიზღს იწვევს ყველაში!

რაც უფრო მეტად წავუხრით თავს (ვის წავუხრით, მნიშვნელობა არ აქვს), მით უფრო ადვილად გამოგვიყენებენ _ ეს აქსიომაა, ამას მტკიცება არ სჭირდება!

ახლა მთავარი: განვიხილოთ “ნაცების” მუქარა, რეალურია თუ არა ხელისუფლებაში მათი მობრუნების საფრთხე. ისე, კაცმა რომ თქვას, წასვლით არსადაც არ წასულან. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ პროკურატურაში, სასამართლოში, პოლიციაში, ჯარში, ადგილობრივ ორგანოებშიც (კანგამოცვლილი, “ოცნებისკანში შემძვრალინაცებისსახით), ძირითადად, ისევ ძველი, “ნაცმოძრაობისკადრებია, და იმასაც, რომ ნაცდეპუტატებს უსუფაშვილალასანიას გუნდთან ერთად (პრეზიდენტის ჩათვლით!) “ერთი ძუძუაქვთ ნაწოვი, მაშინ თამამად შეიძლება ითქვას, რომ სახელისუფლო ძალაუფლებაც მათ ხელშია! “ნაცებს” მხოლოდ მისი ლეგიტიმაცია, იურიდიული გაფორმება სურთ და, რაღა თქმა უნდა, კვლავ ძველებურად, ანუ განუკითხავად ქვეყნისა და ხალხის საკუთარ ჭკუაზე მართვა.

ნაცებიუკვე დაუფარავად აცხადებენ, რომ დესტაბილიზაციის გზით სახელმწიფო გადატრიალებას ამზადებენ. ამ საფრთხეზე შს სამინისტრომაც მიუთითა და ბევრმა სხვა ორგანიზაციამ თუ პიროვნებამ, მაგრამ, დეტალური ანალიზის ნაცვლად, გვესმის მხოლოდ: “აბა, ერთი გაბედონ, დედას ვუტირებთ, ხალხი გადაუვლის მაგ კრიმინალებსდა სხვა ამის მსგავსი. ოპტიმიზმი კარგია, მაგრამ განა რას გავხდებით, ერთმშვენიერდღეს სააკაშვილის შეიარაღებული და სპეციალურად გაწვრთნილი ზონდერჯგუფები (ამჟამად დროებით მიძინებულნი!) ერთდროულად თავს რომ დაესხნენ სახელმწიფო დაწესებულებებს, პარლამენტს, პოლიციას (სადაც ისედაც დახვდებათ ბევრი შეიარაღებული მიშისტი პოლიციელი) და ძალაუფლება იგდონ ხელთ? შიშველი ხელები და დიდი გული გვეყოფა მხოლოდ? არც ერთი და არც მეორე არ გვაკლდა 2007-2012 წლებში, მაგრამ ტყვიებთან, გაზთან და ლითონის გარსიან ხელჯოხებთან ვერაფერს გავხდით; გავხდით კი არა, საკუთარ სახლში ხმის ამოღების გვეშინოდა.

ამგვარ ელვისებურ ოპერაციას სრულიადაც არ სჭირდება მოსახლეობის, მით უფრო, უმრავლესობის მხარდაჭერა. იქნებ ვინმეს ჰგონია, რომ კიევში, მაიდანზე, უკრაინის მოსახლეობის უმრავლესობამ მოახდინა სახელმწიფო გადატრიალება და თანაც შიშველი ხელებით? უმრავლესობას კორუფციაში ჩაფლული იანუკოვიჩის გადადგომა და წესიერი ხალხის არჩევა(!) სურდა, მაგრამ არა იმ გუნდის, იმ კატეგორიის ხალხის მოსვლა, რომელსაც ამერიკა ამზადებდა წლების განმავლობაში, მილიარდებსაც ახარჯავდა და, რომელმაც სამოქალაქო ომის ქარცეცხლში გახვია უკრაინა, მოძმე ერები სამუდამოდ გადაჰკიდა ერთმანეთს, ყირიმის დაკარგვაც გამოიწვია (მომავალში, ალბათ, სამხრეთაღმოსავლეთი უკრაინისაც) და, ფაქტობრივად, უკრაინის სახელმწიფო დაშალა (როგორ ჩამოჰგავს 2008 წლის აგვისტოში ჩვენთან დადგმულ სცენარს).

ამიტომ სულ ტყუილად ვიმშვიდებთ თავს, თითქოს “ნაცებს” მზაკვრული ჩანაფიქრის განხორციელების შანსი არ ჰქონდეთ. რა სჭირდებათ მათ ამისთვის? ის, რაც ყველა გადატრიალებისთვისაა აუცილებელი: უპირველესად _ ლიდერი, ფული და შეიარაღება; პროპაგანდის საშუალებაც თუ იქნა და რამდენიმე დასაყრდენი პირიც სამთავრობო რგოლში, ხომ მთლად კარგი; და გარედან მხარდაჭერის იმედიც თუა, ხომ აეწყო მაშინ საათივით ყველაფერი! ჩამოთვლილთაგან რამე აკლიათ “ნაცებს”? არაფერი! წარმატებისთვის მათ, ვიმეორებ, სრულიადაც არ სჭირდებათ უმრავლესობის მხარდაჭერა, ამ უმრავლესობას, დაპირებისამებრ, მერე მოგვხედავენ, როგორც ადრე – ზუსტად ისე და იმაზე “უკეთესად”.

პანიკას არ უნდა მივეცეთ და პრევენციული ზომები უნდა გავატაროთ (რაც, მაინცდამაინც, რაღაც არ შეიმჩნევა, “ნაცების” მიერ შექმნილი ორგანიზაციები კი საეჭვოდ მრავლდება), მაგრამ არც ისე დასამშვიდებლად გვაქვს საქმე, როგორც ეს ზოგიერთ ექსპერტს წარმოუდგენია: “სად შეუძლია წელში გადატეხილ “ნაცმოძრაობას” სახელმწიფო გადატრიალება?!” კი, მაგრამ, რა ეტყობათ “ნაცებს” წელში გადატეხვის? უცხოელის თვალით რომ უყურო ჩვენს ტელევიზიებს, გადატეხილი კი არა, წელგამართული და გამარჯვებული “ნაცმოძრაობა” ეგონება. ყველა ეთერიდან “ნაცები” იმუქრებიან გადატრიალებით, ქუჩაში ფიზიკურად გვისწორდებიან, დასავლეთის პრესაში “ოცნების” საგინებელ წერილებს ისინი აბეჭდინებენ, სახელმწიფოს მეთაურებს თავიანთთვის სასარგებლო განცხადებებს აკეთებინებენ, ევროსაბჭოში ხელისუფლების საწინააღმდეგო რეზოლუციებს აღებინებენ და ჩვენ მაინც უნდა დავასკვნათ, რომ “ნაცები” წელში არიან გადატეხილები?! ერთი ცნობილი “ხერხემალი” ციხეშია, დანარჩენები თურმე წელში გადატეხილები დალასლასებენ! დაგვიმარცხებია ბოროტება და ეს არის, რაღა გვაქვს სასაყვედურო “ოცნებასთან?!

მე ვიტყოდი, უხერხემლო და პასიური სწორედ ამჟამინდელი ხელისუფლებაა და მის პირობებშინაცებსდიდი შანსი აქვთ, დანაქადნი აგვისრულონ, ძველდემოკრატიულდროში დაგვაბრუნონ. თუმცა მოიცათ, ეგებ და, კრიზისულ სიტუაციაში ალასანიამ გამოიყვანოს ჯარი მიშისტი ზონდერებისა და პოლიციელებისგან ხელისუფლებისა და ხალხის დასაცავად?! მეტი არაა ჩემი მტერი, ალასანიამ ან მარგველაშვილმა (როგორც ფორმალურმა მთავარსარდალმა!) ამერიკის უნებართვოთ თითი გაანძრიონ და ღარიბაშვილის ხელისუფლება დაიცვან. ისე, ასეთ შემთხვევაში, გენერალიტეტი დაიკისრებს ხოლმე საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას და მას გამოჰყავს ჯარი სახელმწიფოში სტაბილურობისა და სიმშვიდის დასამყარებლად, მაგრამ ჩვენთან, სამწუხაროდ, ეს გამორიცხულია, საკადრო წმენდა, “ნაცებისგან” განწმენდა ხომ არც ჯარში არ ჩატარებულა. ამიტომ, ჯარის გამოყვანის შემთხვევაშიც, ვერავინ იტყვის დარწმუნებით, თუ ვისი მხარდასაჭერი ბრძანება გაიცემა – “ნაცების”, “ქოცების” თუ იმ დროისთვის შემზადებული, ლამაზად შეფუთული ახალი, მაგრამ იმავე შინაარსის, იმავე მსოფლმხედველობის მატარებელ-გამტარებელი ძალის.

ევროკავშირი ისევ შარს გვდებს _ თავის ამჟამინდელ რეზოლუციაში (ჩვენი “ნაცების” თუ ევროპის სახალხო პარტიის ინიციატივით მიღებულში, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, ეს არსად აღინიშნება და მხოლოდ ჩვენ ვიცით ამის შესახებ და არა დანარჩენმა მსოფლიომ) გამოკვეთილი კრიმინალების – სააკაშვილის, მერაბიშვილისა და ახალაიას მიმართ განხორციელებულ პოლიტიკურ დევნასა და უკანონო ქმედებებში გვადანაშაულებს. ჩვენი ხელისუფლება (დელეგაცია) კი, რომელსაც ხელთ აქვს ამ ვაჟბატონების მიერ ჩადენილი უამრავი დანაშაულის დამადასტურებელი, ბეჭედდასმული და ხელმოწერილი დოკუმენტები, პირადი აღიარებები, ათასობით ნაწამები პატიმრის ჩვენებები, იმის ნაცვლად, რომ იქეთ უტევდეს ევროკავშირს და ყველას, ვინც წაყრუების პოლიტიკით მხარს უჭერდა “ნაცმოძრაობის” განუკითხაობას საქართველოში 2004-2012 წლებში, თავის მართლების პოზიციაში დგას და მორიდებით ცდილობს, ბრალდებები უარყოს: არა, ბატონებო, ჩვენ კანონებს არ ვარღვევთ, ჩვენ პოლიტიკურ დევნას არ ვაწარმოებთ, ეს არ გვიქნია, ის არ გვიქნია და ა.შ.

ხელისუფლება ისეთი პასუხის გაცემასაც ვერ ახერხებს, როგორიც აზერბაიჯანის დელეგაციის მეთაურმა სამედ სეიდოვმა გასცა ევროსაბჭოს, როცა საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე კრიტიკული შენიშვნები გამოითქვა ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ, _ “სიტუაცია აზერბაიჯანში არადამაკმაყოფილებელიაო”. აზერბაიჯანის დელეგაციის მეთაურმა კრიტიკისგან თავშეკავებისკენ მოუწოდა ევროსაბჭოს და პირდაპირ განუცხადა: “…მე კი გეტყვით, რომ არადამაკმაყოფილებელი თქვენი მოქმედებაათქვენი რეკომენდაციების წყალობით დაკარგა საქართველომ და უკრაინამაც ტერიტორიები და ათასობით ადამიანის სიცოცხლე, იგივე შეიძლება ითქვას მოლდოვაზეც და რატომ გგონიათ, რომ აზერბაიჯანში თქვენი რეკომენდაციები წარმატებულ შედეგებამდე მიგვიყვანს!” ასევე გვახსოვს, თუ როგორ დასვეს ამერიკის ელჩიც თავის ადგილზე რამდენიმე თვის წინათ, როცა მან აზერბაიჯანის შინაურ საქმეებში ჩარევა განიზრახა. წარმომიდგენია, როგორი იქნებოდა აზერბაიჯანელთა პასუხი, მათაც ჩვენნაირი სამხილები რომ სჭეროდათ ხელთ და თან ევროპელი, კერძოდ, შვედი დიპლომატის კორუფცირებულობის დამადასტურებელი საბუთებიც.

როცა ამერიკა და ევროკავშირი უმსგავსობას დემოკრატიად ნათლავდნენ, ხოლო ამჟამად სისხლის სამართლის დამნაშავეებს იცავენ, საქართველოს შინაურ საქმეებშიც უხეშად ერევიან – გვარებით გვითითებენ, ვინ დავიჭიროთ და ვინ გამოვუშვათ, როცა ცამდე მართალი ხარ და მაინც გეშინია საკადრისი პასუხის გაცემის, როცა “ძებნილი” სააკაშვილი მასხრად გვიგდებს და აქვე, ერთი ხელის გაწვდენაზე, სარფში(!), ნაცბანდის “სხოდკას” აწყობს საჯაროდ, ტელეკამერების წინ და გვემუქრება კიდეც და შენ, საქართველოს ხელისუფლებავ, თითსაც არ გაანძრევ მისი ყურით ჩამოსათრევად, უსუსური და შესაცვლელი ხარ, აბა, რა! არადა, რა უნდოდა ათკაციანი სპეცრაზმის სარფში გადასროლას, სააკაშვილს თუ ვერ ჩამოათრევდნენ, 2008-ში გორში დამყარებულ რეკორდს ხომ ნამდვილად გააუმჯობესებინებდნენ!

დასკვნა _ ხელისუფლება (პარლამენტი, მთავრობა, სასამართლო) აუცილებლად შესაცვლელია, ერთიორი წესიერი კაცი, თუნდაც პრემიერის პოსტზე, საქმეს არ შველის. უნდა შეიცვალოს, ოღონდ არა ისევნაცებითან მათ მიერ ამერიკის ფულით დაარსებული არასამთავრობოების კადრებით, არამედ პროფესიონალი, უშიშარი და პატრიოტი ქართველებით. ამას კი აუცილებლად სჭირდება ლიდერი, საარჩევნო გარემოსა და კოდექსის ძირეული ცვლილებები და ფინანსები. მოვახერხებთ ამ პირობების დაკმაყოფილებას, _ მიზანსაც მივაღწევთ, არადა, ვიტრიალებთ წრეზე _ ისევ შემოგვასაღებენ ანტიეროვნულ, გლობალისტურ იდეოლოგიაზე გამოზრდილ (თუ დამყნობილ), ამერიკული ინგლისურით მოლაპარაკე ცხვირმოუხოცავ ლიბერასტ ახალგაზრდებს!

იაკობ ლეჟავა

3 ოქტომბერი, 2014 .

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here